Showing posts with label ლიტვა. Show all posts
Showing posts with label ლიტვა. Show all posts

Thursday, November 14, 2019

NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019"

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ლიტვაში, პაბრადეს პოლიგონზე, NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019" დაიწყო (Iron Wolf ან ლიტვურად Geleżinis Vilkas). სწავლებებში 11 ქვეყნის (ლიტვის, ბელგიის, ჩეხეთის, ბრიტანეთის, ესტონეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და გერმანიის) 4000 სამხედრო მოსამსახურე და 1000 ერთეულზე მეტი ტექნიკა იქნება ჩართული.


"მანევრების მიზანს, რომელშის ლიტვისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები არიან ჩართულები, ძალების მიერ ამოცანების ეფექტურად დაგეგმისა და შესრულებისთვის შეთანხმებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენს" - ნათქვამია NATO-ს პრეს რელიზში.

სწავლება 18 ნოემბრამდ ეგაგრძელდება, რის შემდეგაც ტექნიკა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.

Friday, July 14, 2017

ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot ლიტვის ცის დასაცავად

როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 2017 წლის 10-დან 22 ივლისის ჩათვლით, ლიტვის სამხედრო-საჰაერო ბაზა შაულიაიზე განთავსებული იქნება აშშ-ს არმიის კუთვნილი Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. სისტემების გაშლა აღმოსავლეთ ევროპაში (ლიტვა, ჩეხეთი და რუმინეთი) მიმდინარე NATO-ს ჰსთ სწავლება "Tobruq Legacy 2017"-ის ფარგლებში განხორციელდა. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში Patriot-ის გაშლის ეს პირველი შემთხვევაა. ლიტვის ტერიტორიაზე განხორციელებულ აღნიშნული სწავლების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ქვეყნების ჰსთ ნაწილები, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიტვა. 

Saturday, June 25, 2016

„Samson MK2"-ით აღჭურვილი ლიტვის ჯტრ Boxer

22 ივნისს გერმანიაში, კლიცეს პოლიგონზე, ლიტვის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის და სხვა ოფიციალოური პირებისთვის გაიმართა ლიტვისთვის განკუთვნილი ჯტრ Boxer-ის პროტოტიპის ჩვენება. მანქანა ებრაული წარმოების, 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი „Samson MK2" ტიპის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულითაა აღჭურვილი. მოდულზე ასევე შესაძლებელია ტსმრ  SPIKE‬-ს განთავსება.
როგორც მოყვანილი წყარო იუწყება, მანქანის ეს კონფიგურაცია არაა საბოლოო და მწარმოებელი ჯერ კიდევ მუშაობს მის საბოლოო სახემდე მისაყვანად.


წყარო:


Friday, April 8, 2016

ფრანგულ-გერმანული ბრიგადა ლიტვაში ჩავიდა


2016 წლის 8 აპრილი - ბუნდესვერის ქვეითთა 291-ე ფრანგულ-გერმანული ბრიგადის ლიტვაში ჩასვლის მომენტი. ქვედანაყოფის სწავლება "Šeštokai" მიიღებს მონაწილეობას.

Monday, March 16, 2015

აშშ–ს ტანკები ლიტვაში

ლიტვაში, რკინიგზის სადგურ გაიჟუანში, 15 მარტს, ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა. ტექნიკა ლიტველ სამხედროებთან ერთობლივ სწავლებაში იქნება გამოყენებული.
"ტექნიკა უკვე ჩამოვიდა, ამჟამად მისი ჩამოტვირთვა მიმდინარეობს, მას დისლოკაციის ადგილისკენ გასაგზავნად ამზადებენ", – განუცხადა BNS–ს ლიტვის სახმელეთო ჯარების უფროსმა ლეიტენანტმა, ანდრიუს დილდამ.
ლიტვაში ჩასული აშშ–ს არმიის ახალი ცვლა 150 სამხედრო მოსამსახურისგან და ხუთი ცალი ტანკი M1A2 Abrams–გან შესდგება. ეს და კიდევ სხვა ტექნიკა რუკლაში იქნება დისლოცირებული.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იუოზას ოლეკასმა განაცხადა, ლიტვაში მოკავშირეების ყოფნა ეს არის "გზავნილი მათთვის ვისაც შეუძლია რეგიონში მშვიდობა დაარღვიოს და ვისთვისაც უცხოა ის ფასეულობები, რომლებსაც ბოლო 25 წელია ასე ვუფრთხილდებით".

ამერიკელი სამხედროები პოლონეთში და ბალტიისპირეთში 2014 წლიდან დისლოცირდებიან.


წყარო: