Showing posts with label 2016. Show all posts
Showing posts with label 2016. Show all posts

Wednesday, January 25, 2017

აშშ-ს ავიაციის 2016 წლის საჰაერო ირეიშების სტატისტიკა


როგორც სამთავრობო პრეს-რელიზები მოწმობენ, გასულ წელს საჰაერო იერიშების უმეტესობა სირიაში და ერაყში განხორციელდა.
პრეზიდენტი ობამას მიერ პოსტის დატოვების შედეგად, ამერიკულ პრესაში (კერძოდ ვებრესურს Defence One), მისი საზღვარგარეთული სამხედრო მოღვაწეობის შეფასებას ცდილობენ. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს სამხედრო სახმელეთო ოპერაციები და მოკავშირეთა დახმარება საგრძნობლად შემცირდა (ავღანეთის გამოკლებით, სადაც პირიქით გაიზარდა), თუმცა საჰაერო აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა. თუ რამდენად ეფექტურია ასეთი სტრატეგია და რამდენად ამცირებს ექსტრემისტთა საფრთხეს და ზრდის უსაფრთხოებას ეს ექსპერტთა შორის ძალიან საკამათო თემაა. მაგრამ ავად თუ კარგად ეს ობამას დოქტრინის ცენტრალური საყრდენი წერტილია.
შარშან, ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს, აშშ-მ მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში 26 171 ბომბი ჩამოაგდო. პაკისტანში, იემენში, სომალიში და ლივიაში განხორციელებული ცნობილი საჰაერო დარტყმების ჩათვლით ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა ცოტაა. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადების თანახმად თითო გაფრენას რამოდენიმე ბომბის ჩამოგდება ახლდა თან. აშშ-ს საჰაერო ძალებმა 2016 წელს მთლიანობაში 3027 ბომბით მეტი ჩამოაგდეს,  ვიდრე 2015 წელს მარტო ლივიაში იქნა გამოყენებული.



ბომბების უდიდესი ნაწილი (24287 ბომბი) ერაყსა და სირიაში იქნა ჩამოგდებული. ეს ციფრები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აშშ-ს მეთაურობით, კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია Inherent Resolve-ს (OIR) ფარგლებში საერთო ავიადარტყმების პროცენტულ მაჩვენებლებს ეყრდნობა. პენტაგონმა ბომბების სტატისტიკის საერთო ანგარიში გამოაქვეყნა (აგერ). მონაცემების თანახმად, 2016 წელს, სირიასა და ერაყში, კოალიციის ავიადარტყმებში აშშ-ს წილმა 79% (5904) შეადგინა. მთლიანობაში კოალიციამ ამ ორ ქვეყანაში 7473 ავიადარტყმა განახორციელა. კოალიციის მიერ ჩამოყრილი 30 743 ბომბიდან, აშშ-ს წილად 24 287 ბომბია მოვიდა (30 743-ის 30%)
აშშ-ს მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების რაოდენობის დასადგენად, აღებული იქნა OIR-ის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში განხორციელებული საერთო ავიადარტყმების პროცენტული მაჩვენებლები. ორივე ქვეყანაში ფაქტიურად თანაბარი რაოდენობა გამოვიდა, ერაყში 49,8% (ან 2941 ავიადარტყმა), სირიაში 50,2% (ან 2963 ავიადარტყმა). ამგვარად სირიაში და ერაყში ჩამოყრილი ბომბების რაოდენობა პრაქტიკულად ერთნაირი გამოვიდა (12 095 ერაყში და 12 192 სირიაში). ეს რაოდენობა შეადგენს კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტმების საერთო რაოდენობის 67% ერაყში, ხოლო 96% სირიაში.

წყარო:

Friday, January 13, 2017

Perdix - მინი დრონების ჯგრო გამანადგურებლიდან

Perdix - ასე ეწოდება ახალ ამერიკულ უპილოტო საფრენ კომპლექსს. კომპლექსში შედის გამანადგურებელი F/A-18 და  micro-drone-ბით აღჭურვილი კონტეინერები. აღნიშნული სისტემის გამოცდა გასულ ოქტომბერს კალიფორნიაში მდებარე საგამოცდო პოლიგონ Chine Lake-ს ტერიტორიაზე განხორციელდა. გამოცდების დროს სამმა F/A-18-მა 103 ცალი მინი უპილოტო Perdix გაუშვა, რომლებმაც შემდეგში პენტაგონის ტერმინოლოგიის თანახმად "ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების" (collective decision-making) საჩვენებელი ოპერაცია განახორციელეს, რომლის დროსაც ადაპტირებული საფრენოსნო წყობა (adaptive formation flying) გამოიყენეს და ასევე პლანირების შესაძლებლობებიც აჩვენეს (self-healing).


Perdix-ის მოკლე აღწერილობა - PERDIX FACT SHEET 








Friday, December 23, 2016

რუსეთის არმია - 2016 წლის შედეგები (ამონარიდები შოიგუს გამოსვლიდან)


გამოსვლისას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, შოიგუ, ქვეყნის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს:
გასულმა წელმა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით მაშტაბური მოვლენები ჩაიტია. აღინიშნა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევების ხასიათისა და გეოგრაფიის გაფართოება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის როლის ზრდა. მსოფლიო ბოროტებასთან, ტერორიზმთან, ბრძოლისათვის ძალების გაერთიანების ნაცვლად, NATO-მ რუსეთი მთავარ საფრთხედ გამოაცხადა და აგრძელებს ჩვენს საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის გაზრდას.
ამ მიზეზით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა სამხედრო ბიუჯეტი 26 მილიარდი დოლარით გაზარდა და მისმა საერთო რაოდენობამ 918  მილიარდ დოლარს მიაღწია.
NATO-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, 4 გაძლიერებული ბატალიონის დონის ტაქტიკური ჯგუფის გაშლის შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გადაწყდა ამერიკის სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსება და გაშლა.
ასევე გააქტიურდა NATO-ს ქვეყნების სადაზვერვო მოღვაწეობა რუსეთის ტერიტორიის პერიმეტრზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საზღვრებთან მათი სადაზვერვო ავიაციის ფრენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო რუსეთის საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთზე რვაჯერ. შედარებისთვის, 90-იან წლებში ფრენების რაოდენობა 107 იყო, 2000-იანებში - 298, ამ წელს მათმა რაოდენობამ უკვე 852-ს მიაღწია. ამან გვაიძულა რომ, ბალტიკის, შავი ზღვისა და არქტიკის რუსეთის საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით გამანადგურებელი ავიაციის ფრენები 61% გაგვეზარდა. ერთნახევარჯერ გაიზარდა რუსეთის ტერიტორიულ წყელბში საზღვაო დაზვერვის ინტენსივობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოღვაწეობას და მის აღსაკვეცად გადამწყვეტ მოქმედებებს ვახორციელებთ. NATO-მ სამხედრო სწავლებების ინტენსივობა გააორმაგა, რომელთა უმეტესობაც ანტირუსულ მიმართულებით ხასიათდება. მაგალითად, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში, მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, სოლსბერი-პლეინის პოლიგონზე, რუსული ტექნიკის და რუსულ ფორმაში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება დაიწყეს. ბოლოს ჯარების გაწვრთნის მსგავსი მეთოდი მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ იქნა გამოყენებული.

ბრიტანელები რუსული ფორმითა და ტექნიკით სწავლებაზე
აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ევროპაში საწყის ოპერატიულ მზადყოფნაზე გაყვანილი. მისი ელემენტები ასევე იშლება იაპონიაში, ხოლო მომდევნო წელს მათი გაშლა უკვე სამხრეთ კორეაში დაიწყება. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამშვები დანდგარის, Mk-41-ის, უნივერსალურობა ჩუმად, მცირედი გადაკეთების შედეგად, მათში ფრთოსანი რაკეტების, „ტომაგავკების“, განთავსების საშუალებას იძლევა. ჩვენს საზღვრებთან  ამგვარი რაკეტების რაოდენობა, რომელთა ფრენის მანძილი 2400კმ-ს შეადგენს, სავარაუდოდ 150-იდან 300-მდე მიაღწევს. რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან ამ რაკეტების მიფრენის დრო 10 წუთს უდრის.
ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით, თქვენს მიერ (პუტინს მიმართავს), დამტკიცებული გადაწყვეტილება შესრულებულია.
აშშ-ში ბირთვული ავიაბომბებისა და ევროპაში მათი შენახვის ადგილების მოდერნიზაციის პროგრამა ხორციელდება. მთლიანობაში ეს ორასამდე განახლებული ამერიკული ბირთვული ავიაბომბია, რომლებიც განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და თურქეთი.
დამტკიცებული გეგმის მიხედვით გრძელდება შეიარაღებული ძალების მშენებლობა, გაზრდილია მათი ხარისხობრივი მდგომარეობა.
პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებამ 93% მიაღწია. კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა 384 ათას კაცამდე გაიზარდა. რუსეთის სიტორიაში პირველად სერჟანტთა შემადგენლობა პროფესიონალური გახდა.
საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების დონე. სირიაში საბრძოლო გამოცდილება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 84% მიიღო.
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გამშვები დანადგარების 99% იმყოფება, აქედან 96% - მყისიერი გაშვების მუდმივ მზადყოფნაშია.
საბრძოლო მორიგეობაზე დადგა, მობილური და სტაცონარული ბაზირების კომპლექს „იარსით“ (Ярс) აღჭურვილი 4 სარაკეტო პოლკი.

მობილური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური ბირთვული რაკეტა PC-24 «Ярс»
საავიაციო სტრატეგიული ბირთვული ძალები ოთხი მოდერნიზირებული თვითმფრინავით შეივსო: ორი ცალი Ту-160-ითა და ორი ცალი Ту-95МС-ით.
საზღვაო სტრატეგიული ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის დაჯგუფება გაძლიერდა წყალქვეშა სტრატეგიული დანიშნულების კრეისერ „ვლადიმერ მონომახით“.
შეიარაღებულ ძალებს მიეწოდათ 41 ცალი ახალი ბალისტიკური რაკეტა. ამგვარად ბირთვული ტრიადის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვამ 60% მიაღწია.
გაიზარდა საერთო დანიშნულების ძალების საბრძოლო პოტენციალი.
სახმელეთო ჯარებში შეიქმნა ცხრა შენაერთი, მათ შორის ოთხი მოტომსროლელთა და ერთი სატანკო დივიზია.
ჯარებში მიღებული იქნა 2930 ცალი ახალი და მოდერნიზირებული იარაღის ნიმუში. ამან საშუალება მოგვცა გადაგვეიარაღებინა კიდევ ორი სარაკეტო ბრიგადა, ორი საზენიტო სარაკეტო ბრიგადა და ორი საზენიტო სარაკეტო პოლკი, ერთი სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, თორმეტი მოტომსროლელთა და სატანკო ბატალიონები, სამი საარტილერიო დივიზიონი. სახმელეთო ჯარების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონემ 42% მიაღწია. 
საჰაერო-კოსმოსრუმა ძალებმა 139 თანამედროვე საფრენი აპარატი მიიღეს, კიდევ ოთხი საზენიტო-სარაკეტო პოლკი გადაიარაღდა საზენტიო სარაკეტო სისტემა С-400 „Триумф“-ით. ამას გარდა, ჯარებს მიეწოდა 25 ცალი სარაკეტო-საქვემეხო საზენტიო კომპლექსი „Панцирь-С“ და 74 ცალი რადიოლოკაციური სადგური. საჰაერო-კოსმოსურ ძალებში თანამედროვე შეიარაღების დონე 66% მიყვანილი, ხოლო გამართულობა 62%.
წარმატებით დასრულდა მაღალი ქარხნული მზადყოფნის სამი ცალი ახალი რადიოლოკაციური სადგურის, „ვორონეჟის“ (Воронеж), სახელმწიფო გამოცდები ორსკში, ბარნაულში და ეინსისკში. 2017 წელს სადგურები საბრძოლო მორიგეობაზე დადგებიან. განხორციელდა სამი ცალი მოქმედი რადიოლოკაციური სადგურის დამუშავება ბარანოვიჩში, მურმანსკში და პეჩორაში ქარხნული, მაღალი მზადყოფნის ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყველაფერმა ამან, პირველად რუსეთის ისტორიაში, ჩვენი საზღვრის პერიმეტრზე ყველა სტრატეგიულ საჰაერო-კოსმოსურ მიმართულებაზე და ბალისტიკური რაკეტების ყველა ტიპის ტრაექტორიაზე სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების რადიოლოკაციური აღმოჩენის მთლიანი ველის შექმნის საშუალება მოგვცა. 
შეიარაღებულ ძალებს, წელს, 260 უპილოტო საფრენი აპარატის შემცველი 105 კომლექსი მიეწოდა და უპილოტო ავიაციის 36 სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა.
მთლიანად შეიარაღებზე იმყოფება ორი ათასი უპილოტო საფრენი აპარატით აღჭურვილი 600-ზე მეტი კომპლექსი. შედარებისთვის, 2011 წელს შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 180 მოძველებული სისტემა გააჩნდა. გასულ წელთან შედარებით, უპილოტო ავიაციის ფრენების ინტენსივობა ერთნახევარჯერ გაიზარდა.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 24 ცალი ზედაპირის ხომალდი და მომარაგების გემი და ასევე მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავია შეყვანილი.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 47% -მდეა მიყვანილი
საჰაერო-სადესანტო ჯარებში ჩამოყალიბდა სამი სადაზვერვო ბატალიონი, ექვსი სატანკო ასეული, ორ რადიოელექტრონული ბრძოლისა და ორი უპილოტო საფრენი აპარატების ასეული. მიწოდებულია 188 ცალი ახალი და მოდერნიზირებული საბრძოლო შეჯავშნული მანქანა. საჰაერო-სადესანტო ჯარების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 47% შეადგენს.
ახალი განვითარება ჰპოვა მართვის სისტემების ტექნიკურმა საფუძველმა. ჯარებს მიეწოდათ კავშირგაბმულობის 22 ათასი თანამედროვე საშუალება, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6% მეტია.
შედეგად შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის დონემ 49% მიაღწია.
თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი ჯარებში შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების შეყოვნების საკითხი. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 49 ერთეული ძირითადი სახეობა შეადგინა.
შედეგად შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ნაწილებში თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნიკის წილმა 58,3% შეადგინა, ხოლო გამართულობამ - 94%.
სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს თანამედროვე და მოდერნიზირებული შეიარაღების 162 ნიმუში იქნა გამოცდილი, შეიარაღებამ მაღალი ეფექტურობა უჩვენა. მათ შორისაა უახლესი საავიცაიო კომპლექსები Су-30СМ და Су-34, ვერტმფრენები Ми-28Н ახ Ка-52. ტაქტიკური მაჩვენებლები დაადასტურა ზეზუსტმა ჭურვებმა და საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა, რომლებიც საბრძოლო პირობებში პირველად იქნა გამოყენებული.
გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც საპოლიგონე გამოცდების დროს არ აღმოჩენილა. მათ აღმოფხვრამდე შეჩერდა შეიარაღების 10 სახეობის შესყიდვა.
სირიაში ოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებული ძალებისთვის დასმული ძირითადი ამოცანები შესრულებულია. რუსეთის საჰაერო-კოპსმოსურმა ძალებმა ამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის მსვლელობა შემოაბრუნეს. ჰამასთან და ჰომსთან განადგურებული იქნა მსხვილი ბანდფორმირებები. ტერორისტები განდევნილი იქნა ლატაკიიდან და დამასკოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან, გახსნილია ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც დედაქალაქს ქვეყნის ჩრდილოეთთან აკავშირებდა. განთავისუფლებულია დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქები ალეპო და ელ-კარიატეინი.
სულ მეამობხეებისგან განთავისუფლებულია სირიის 12 360 კვადრატული კილომეტრი და 499 დასახლებული პუნქტი. ოპერაციის დასაწყისიდან რუსულმა ავიაციამ 18 000 გაფრენა შეასრულა და ტერორისტების ინფრასტუქტურას 71 ათასი დარტყმა მიაყენა.
ამის შედეგად განადგურებული იქნა: 725 საწვრთნელი ბაზა, ტყვიაწამლის მწარმოებელი 405 ქარხანა და სახელოსნო, ტერორისტების ათასხუთასამდე სამხედრო ტექნიკა, 35 ათასი მეამბოხე, მათ შორის 204 საველე მეთაური.
ბანდფორმირებებს ჩამოერთვათ 448 ცალი ტანკი და სხვა საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 57 ცალი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა და 418 ცალი ცზრს, 410 ცალი ნაღმტყორცნი და 28 ათასზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი.
შეიარაღებული ძალების ნაღმსაწინააღმდეგო საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი და განადგურებული იქნა 26 853 ფეთქებადსაშიში საგანი და გასუფთავებული იქნა 1420 ჰეკტარი ტერიტორია. მარტო განთავისუფლებულ ალეპოში აღმოჩენილი და განადგურებული იქნა 66 ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება.
სირიის გამოცდილებაზე დაყრდნობით დახვეწილი იქნა ჯარებისა და იარაღის ერთიან ტაქტიკურ ჯაჭვში მართვის სადივიზიონო კომპლექტი. ამან შტაბებისა და მეთაურების მიერ დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების დრო შეამცირა.
თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მართვა ახალ ხარისხობრივ დონეზე იქნა აყვანილი..... შედარებისთვის: ჩვენი ეროვნული ცენტრი საფრანგეთის შეიარაღების მართვის გაერთიანებულ ცენტრ „ბალარს“ შენახული მონაცემების მთლიან მოცულულობას 19-ჯერ, ხოლო გამომთვლელი სიმძლავრეებით 3-ჯერ ჯობია. ამასთან თავდაცვის სამინისტრომ ეს ცენტრი 3-ჯერ სწრაფად და 2,6-ჯერ იაფად ააშენეს ვიდრე ფრანგებმა.
შორიეული ავიაციის თვითმფრინავებმა ნორვეგიის, ჩრდილოეთის, შავი, იაპონური და ყვითელი ზღვების, წყნარი ოკეანის დასავლეთი და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთი  და ასევე არქტიკული ზონის საჰაერო სივრცის პატრულირების მიზნით 17 გაფრენა განახორციელეს.
გაიზარდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლაშქრობების ინტენსივობა. სულ კარიბის ზღვის აუზში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ატლანტიკაში და არქტიკულ ზონაში 121 ლაშქრობა განხორციელდა. ადრიატიკის ზღვის მეკობრესაშიშ რაიონებში უზრუნველყოფილია რეგულარული საბრძოლო მორიგეობა.
ამ წლის ოპერატიული მომზადების ყველაზე მაშტაბური ღონისძიება ეს სტრატეგიულ-სამეთაურო სწავლება „კავკასია-2016“-ია (Кавказ-2016). სწავლების დროს განხორციელდა ოთხი არმიის სამხედრო ნაწილების ორიათასხუთას კილომეტრიან მანძილზე გადაჯგუფება. მოხდა საბრძოლო მოქმედებების ახალ თეატრზე შენაერთების მართვის სისტემის სრული გაშლა.
შედეგად დადასტურდა სამხედრო მართვის ორგანოების მიერ რუსეთის სამხრეთით ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ წარმოქმნილ საფრთხესთან სამოქმედო დაჯგუფებების მართვის უნარიანობა.
წელს ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ღონისძიებების ინტენსივობა გაიზარდა. სულ განხორციელდა 3630 სწავლება, აქედან 1250 სახეობათაშორისი.
დაძაბულმა საბრძოლო მომზადებამ, საარმიო საერთაშორისო თამაშებმა და სირიაში მიღებულმა საბრძოლო გამოცდილებამ ჯარების საველე განსწავლის დონე საგრძნობლად აამაღლა.
შედეგად 21% გაიზარდა წლიური ფრენის მაჩვენებელი. საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ცურვადობა გაზრდილია  1,7-ჯერ. საჰაერ-სადესანტო ჯარებში ნახტომების რაოდენობამ 5% მოიმატა.
სწავლებებისა და ვარჟიშისათვის ყოველდღიურად გამოიყენება 130 პოლიგონი, რომელთა დატვირთვაც 89-იდან 98%-მდეა.
წელს ამ პოლიგონების რაოდენობას ყირიმში მდებარე პოლიგონი „ოპუკი“ (Опук) დაემატება. პოლიგონი სახეობათშორის დაჯგუფებებში ორმხრივი სწავლების განხორციელების საშუალებას იძლევა.
საერთაშორისო თამაშებში შეჯიბრებები 23 სამხედრო სპეციალობამდეა გაზრდილი. მათში სულ 82 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის სამნახევარი ათასი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

თავდაცვის სამინისტროს მიერ კომპლექსურად ვითარდება არქტიკული ტერიტორიები.
დასრულდა სამუშაოები ნოვოსიბირსკის კუნძულებზე, ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე და ახალ მიწაზე. გრძელდება რადიოლოკაციური განყოფილებებისა ტექნიკური პოზიციების ამოყვანა და ავიაციის გამიზვნის პუნქტების აშენება კუნძულებზე ალექსანდრე მიწა, ვრანგლერი და შმიდტის კონცხზე.
მთლიანობაში 2016 წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს საბრძოლო შესაძლებლობების 145 ზრდა და ქვეყნის ტავდაცვისუნარიანობის მოცემული დონის მხარდაჭერა.
2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით აღინიშნება ძირითად მაჩვენებლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა. სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგების ზრდა გასულ წელთან 5% გაზრდილი.
შედეგად მუდმივი მზადყოფნის ნაწილების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 58,3%-მდეა გაზრდილი.
5% გაიზარდა შეიარაღებისა და ტექნიკის გამართულობა და მიაღჭია 94%. წლის დასაწყისიდან, კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცთა და სერჟანტების მთლიანი რაოდენობა 32 ათასი კაცით გაიზარდა.

წყარო:

Wednesday, July 6, 2016

NATO-ს 2016 წლის სამხედრო ხარჯები

ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Zachary Fryer-Biggs-ის სტატიაში, სახელწოდებით "NATO updates estimates for member 2016 spending"-ში აღწერილია NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. მონაცემები ალიანსმა 4 ივლისს გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად ალიანსის ხარჯები სასურველი 3% არის გაზრდილი. ხარჯების გაზრდა ევროპის ქვეყნება რუსეთთან მოსალოდნელი დაპირისპირების და ასევე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ტერორიზმის საფრთხის ფონზე მოხდა.

NATO-ს 2014 და 2015 წლებთან შედარებით 2016 წლის ოფიციალური სამხედრო ხარჯები

თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2%-ზე მეტს NATO-ს ხუთმა წევრი ინარჩუნებს. ეს ქვეყნებია - აშშ, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი. ალიანსის 2016 წლის სამხედრო ხარჯები 2015 წლის 829 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით 918 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია რომ სამხედრო ხარჯების პიკი 2009 წელს იყო, როდესაც ალიანსის სამხედრო ბიუჯეტმა 1100 მილიარდ დოლარს მიაღწია.


წყარო:

Saturday, June 25, 2016

„Samson MK2"-ით აღჭურვილი ლიტვის ჯტრ Boxer

22 ივნისს გერმანიაში, კლიცეს პოლიგონზე, ლიტვის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის და სხვა ოფიციალოური პირებისთვის გაიმართა ლიტვისთვის განკუთვნილი ჯტრ Boxer-ის პროტოტიპის ჩვენება. მანქანა ებრაული წარმოების, 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი „Samson MK2" ტიპის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულითაა აღჭურვილი. მოდულზე ასევე შესაძლებელია ტსმრ  SPIKE‬-ს განთავსება.
როგორც მოყვანილი წყარო იუწყება, მანქანის ეს კონფიგურაცია არაა საბოლოო და მწარმოებელი ჯერ კიდევ მუშაობს მის საბოლოო სახემდე მისაყვანად.


წყარო:


Friday, June 24, 2016

"ამერიკა" წვრთნებზე გავიდა (ფოტოები)

აშშ-ს საზღვაო ფლოტის უნივერალური სადესანტო ხომალდი USS America (LHA-6) წვრთნებზე გავიდა 

ჩრდილოეთ ამერიკის სამხედრო სახმელეთო ტექნიკის რეალები და პერსპექტივები

2017 ფინანსური წლის (FY17) საპრეზინედტო მოთხოვნამ (PBR) გასული წლის სამხედრო სახმელეთო საშუალებების პროგრამების ბიუჯეტთან შედარებით მხოლოდ 2% ზრდა უჩვენა. FY17-ის 90% არსებული პლატფორმების მოდიფიკაციისთვის იყო მოთხოვნილი. სამხედრო სახმელეთო საშუალებების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც პრიორიტეტულ, მომავლის პროგრამებზე და ახალ მიმართულებაზე კოცნეტრირების საშუალებას იძლევა.
აშშ-ს ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა JLTV-ს (Joint Light Tactical Vehicle) პროგრამაში გამარჯვება კომპანია Oshkosh-ს მიენიჭა. აღნიშნული კომპანია აშშ-ს არმიაში სატვირთო ავტომობილების ტრადიციული მიმწოდებელია. კონკურენტი კომპანიების მიერ გამოთქმული პროტესტის სახით JLTV-ს პროგრამა წინაღობებს წააწყდა, თუმცაღა აშშ-ს არმიის სამეთაურო რგოლის მიერ პროტესტი უარყოფილი იქნა, რითაც აშშ-ს არმიისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის 55 000 ამ ტიპის მანქანის წარმოებას გზა გაუსუფთავეს. ეს პროგრამა, ახლახანს განხორციელებული ცუდად მართვადი მაგალითებისგან განსხვავებით, ბოლო დროს ტესტირების შედეგებში გაუმჯობესებას უჩვენებს, მას საკმაოდ კარგი ფასი აქვს, მიახლოებით 250 000 აშშ დოლარი და უზრუნველყოფს MRAP-ის (Mine-Resistant Ambush-Protected) ტიპის მანქანების შესაბამის დაცვას.
საზღვაო ქვეითების კორპუსის „ამფიბიურმა საბრძოლო მანქანამ“  (Amphibious Combat Vehicle - ACV) საველე გაუმჯობესებების მხრივ საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში, წყალზე მაღალი სიჩქარის მიღების მიზნით, პროგრესირება განიცადა. დაწყებული არსებითად მზა ACV 1.1 -ით და ACV 1.2 -ზე მორიდებული გადასვლით, პროგრამა წარმატებისთვისაა განწყობილი. კომპანიები SAIC და BAE Systems-ი ACV 1.1 -ის პროტოტიპიების გამოსაშვებად „საინჟინრო და საწარმოო განვითარების“ (engineering and manufacturing development - EMD) ხელშეკრულებით დაჯილდოვდნენ და როგორც მოსალოდნელია ერთ-ერთი მწარმოებელი 2020 წლისათვის 204 მანქანის გამოსაშვებად იქნება არჩეული.


ევროპაში ბაზირებულმა Stryker-ებმა რუსეთის აქტივობისათამ დასაპირისპირებლად 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხები მიიღეს, მაგრამ არმიას იმედი აქვს რომ მომავალში ამგვარად გაუმჯობესებული მანქანების რაოდენობას გაცილებით გაზრდის. ამას გარდა Stryker-ის ბრიგადის საბრძოლო მე-4 დაჯგუფებისთვის (Stryker Brigade Combat Team - SBCT) უკვე დამტკიცებულია Stryker DVH  (Double-V Hull - ორმაგი V-სებური ფსკერი) მანქანების შესყიდვის პროგრამა, რაც მოიცავ Stryker-ების დაცვის გაზრდას მათი სამოქმედო პოტენციალის გაუარესების გარეშე.
2014 წელს კომპანია BAE Systems-ს მიენიჭა Armored Multi-Purpose Vehicle-ს (AMPV) კონტრაქტი. პროგრამაში ძირითად წინაღობად კომპანია General Dynamics-ის პროტესტი რჩება, რომელიც ცდილობს სატრანსპორტო საშუალებისთვის წამოყენებული მოთხოვნები საკუთარი მანქანის სასარგებლოდ შეცვალოს.
იმ დროს როდესაც საბურავებიანი სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დებატები გრძელდება, არმია მუხლუხიანი მანქანების საკითხის გადაჭრას მოითხოვს. უნიფიკაციიდან გამომდინარე Bradley-ს შასის გამოყენება განახლებული შესაძლებლობების პაკეტით, მიმდინარე ფინანსური შეზღუდვების ფონზე,  არმიის თვალსაზრისით  მისაღებია.
JLTV-ს პროგრამის დაცვა და საკმაოდ სასურველი პროგრამებისადმი გახანგრძლივებული მიდგომა სავარაუდოდ ორივეს, არმიის და საზღვაო ქვეითების, აშკარა მიზანს წარმოადგენდა. არმიის Bradley- „მომავლის საბრძოლო მანქანით“ (Future Fighting Vehicle - FFV) ჩანაცვლების  სურვილის პრაქტიკული რეალიზაციის ვადა მიახლოებით 10 წელია.
არმია რეალურად ცდილობს დარწმუნდეს რომ პროგრამა GCV (Ground Combat Vehicle) დახურვის შემდეგ მოთხოვნების შესაბამის მანქანას მიიღებს.
M109A7 (Paladin), AMPV, M1A2 SEPv3, Stryker DVH და გაუმჯობესებული Bradley-ს მიღებით არმია საგრძნობ მოდერნიზაციას განიცდის.  JLTV-ს ფინანსირების უზრუნველსაყოფად  FFV-ზე ითქვა უარი და ამ მიდგომამ შედეგი გამოიღო. საზღვაო ქვეითებმა ზღვიდან-ხმელეთისკენ ამფიბიური შესაძლებლობების ხანგრძლივ გეგმაში გაუმჯობესების და საკუთარი მიზნების მისაღწევად ასევე მიიღეს ახალი მიდგომა.
პროგრამა ACV 2.0-ისადმი ეტაპობრივი მიდგომა შედეგის გამოსაღებად სავარაუდოდ 2035 წლამდე მოითხოვს დროს, მაგრამ გზად USMC ურისკო პროგრამას მიიღებს. ამ მიდგომას დამატებითი უპირატესობაც გააჩნია - AAV-ბის ფლოტზე ზეწოლის თანდათანობითი შემცირება, რაც ACV 2.0 პროგრამის რეალიზაციამდე საჭირო დროის მოგების შესაძლებლობას იძლევა.


აშშ სახმელეთო ტექნიკის პროგნოზი (2016-2024)

ხუთწლიანი საშუალო საბაზრო 1,91% ზრდის ტემპითა და 66,8 მილიარდი დოლარი საბაზრო ღირებულებით, რაც შესყიდბვების 80,4% შეადგენს, აშშ ამერიკის კონტინენტზე დომინირიებს.
არსებული პროგრამები პროგნოზირებადი პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება - 6,7 მილიარდი დოლარის ღირებულების Stryker და Double-V Hull, M1A2SEPv2-ის ჩათვლით 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების M1 Abrams-ის პროგრამა, 5,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bradley-ს და მოდიფიკაციების მოდერნიზაცია  და FMTV-ს (3,73 მილიარდი აშშ დოლარი). აქ ასევე არის მიახლოებით 9,67 მილიარდი აშშ დოლარის საშუალება, რომელიც მიმართულია ისეთი პროგრამებისკენ, როგორებიცაა ACV 1.1, FFV, JLTV და AMPV და ასევე HMMWV-ეს მოდერნიზაციისკენ.


კომპანიები

რეგიონში სახმელეთო ტექნიკის წამყვანი მიმწოდებლების სია General Dynamics-ით იწყება, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 16,1 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვა აქვს, რაც ბაზრის 20% უდრის. მის შემოსავალაში ძირითადად „ძირითადი საბრძოლო ტანკები“ 58% და ქსმ-ები 33% დომინირებენ. რეგიონის გაყიდვებში Abrams, Piranha და LAV (light armoured vehicle) ოჯახის მანქანები დომინირებენ.
Oshkosh-ს 16,1 მილიარდი აშშ დოლარითა და ბაზრის წილის 19,4%-ით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული აქვს. კომპანია ძირითადად სატვირთო ავტომანქანებით და დაცული სატრანსპორტო საშუალებებით (თუმცაღა არა საბრძოლო მანქანებით) ვაჭრობს. მისმა მძმე და საშუალო ტქტიკური მანქანების ოჯახობამ და ასევე JLTV-მ ხილვად მომავალში თავისი პოზიციები რეგიონის ბაზარზე საგრძნობლად გაიმყარა.
BAE Systems თავისი 15,1 მილიარდი აშშ დოლარითა და ბაზრის 18,2%-ით სიაში მე-3 ადგილზეა. მისი სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტი შემდეგნაირად იყოფა - ქსმ-ებს რეგიონის ვაჭრობის 35% უკავია, შემდეგი თვითმავალი არტილერიაა 25%-ითა და ბოლოს სარემონტო საშუალებები 10%-ით. მანქანები, რომლებიც ამ მოზრდილ პოზიციებს იკავებენ, არის M2/ M3 Bradley, M109 და M88 Hercules შესაბამისად. ამ სიას პროგნოზის ბოლოში თავის პოზიციას AMPV-ც უმატებს.


ძირითადი სახმელეთო პროგრამები

JLTV-ს (Joint Light Tactical Vehicle ) მიმოხილვა


JLTV აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების მიერ HMMWV-ეს (High-Mobility Multi-Purpose Wheeled Vehicle) ჩანსანაცვლებლად განხორციელებულ ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს. ცივი ომის კონტექსტში შექმნილ HMMWV-ეს დაცვა არ ჰყოფნის, განსაკუთრებით ისეთი დომინირებული საფრთხეების წინააღმდეგ, როგორებიცაა РПГ  და სახმელეთო ნაღმები.
ამ სისუსტის აღმოფხვრის მცდელობამ მანქანა ძალიან დაამძიმა, რითაც პლატფორმის მობილურობა საგრძნობლად შესუსტდა. JLTV-ს კონცეფცია მეტწილად  გადარჩენადობაზე და მობილურობაზეა ფოკუსირებული და ასევე უზრუნველყოფს არსებული და პერსპექტიული საკომუნიკაციო და ელექტრონული სისტემების განთავსებას. JLTV-ს „საწყისი დაბალტემპიანი წარმოების“ (low-rate initial production - LRIP) ხელშეკრულება, რომელიც 16 901 მანქანისგან შესდგება, Oshkosh-ს 2015 წლის 24 აგვისტოს მიენიჭა.



2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)

 

საწყისი LRIP-ის ფარგლებში FY17 აქტიურად მოითხოვს 2020 მანქანას, აქედან 1828 არმიისთვის ხოლო 192 საზღვაო ქვეითებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს მანქანები აშშ-ს საზღვაო ქვეითების რიგებში „საწყის ოპერატიულ მზადყოფნას“ (Initial Operating Capability - IOC) FY18-ში (2018 ფინანსურ წელს) მიღწევს. საზღვაო ქვეითთა კორპუსი JLTV-ს ძირითად შესყიდვებს FY22-ისთვის განახორციელებს.  არმია IOC-ს FY19-ში მიაღწევს, ხოლო მანქანების შესყიდვები დაახლოებით 2040 წლამდე გაგრძელდება.


Stryker DVH მოდერნიზაციის  (თავდაცვის დეპარტამენტი) მიმოხილვა


Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები უკვე ათ წელზე მეტია აშშ-ს არმიაში მსახურობენ. მანქანის 10 ვარიანტი უზრუნველყოფს არმიას საცეცხლე შესაძლებლობებით, ამძრაობითა და Stryker-ის ტაქტიკური ბრიგადული ჯგუფის შიგნით კომუნაკციის მაღალი მოქნილობით.
არმიაში Stryker -ს, მიუხედავად იმისა რომ უახლესი სატრანსპორტო საშუალებაა, ბოლო 10 წლის მანძილზე მაინც საჭირო გახდა გაბარიტებში-წონაში-სიმძლავრეში (ენერგომოხმარებაში)-ფასში  (space, weight and power as well as cost - SWaP-C)  დამატებითი ხარჯების გაწევა. ამჟამად ყველაზე აქტუალური უარყოფითი მხარე ეს გადარჩენადობის დაბალი ხარისხია. DVH მოდერნიზაციის ფარგლებში ეს პრობლემა მომავალი ოპერაციებისთვის გადაჭრილი იქნება. ეკიპაჟის ნაწილის დაცვის გაზრდა ამავე მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია.


2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)


2017 ფინანსური წლის მოთხოვნილი 727,8 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს როგორც ბოლოს შეკვეთილი მე-3 ბრიგადის DVH კომპლექტების, ასევე ახალი, მე-4 ბრიგადისთვის 123 ცალი DVH მანქანის შესყიდვების დაფარვასაც.
ფინანსირება ასევე უზრუნველყოფს 30მმ-ნი შეიარაღების სისტემის შესყიდვას, რომელიც აშშ-ს ევროპის სარდლობის (US Army European Command) დაქვემედბარებაში მყოფი ქვეითთა ჯტრ Stryker-ის საცეცხლე სიმძლავრის გაზრდის სასწრაფო ოპერატიული მოთოხნით იყო განპირობებული.
ფინანსირება ECP-1-ის (Engineering Change Proposal) სხვა ისეთი ასპექტების უზრუნველყოფასაც ახორციელებს, როგორებიცაა - ელექტროგენერატორი, საკიდარი და ქსელური განახლებები, სატრენაჟორო დანადგარები და უსაფრთხოების მოდიფიკაცია.


PIM  (Paladin Integrated Management - პალადინი ინტეგრირებული მართვა) - M109A7-ის (თავდაცვის დეპარტამენტი)  მიმოხილვა



პროგრამა PIM (ახლა მას M109A7 ეწოდება) M109A6-ის მოდერნიზაციის დროს მიღწეულ წარმატებებს ეფუძნება და არსებულ M109A6 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს M109A7 დონემდე გადაკეთებას და მათ სამსახურში დატოვებას კიდევ 20 წელზე მეტხანს ითვალისწინებს.
PIM ახდენს Bradley-ს, უარყოფილი Future Combat Systems-ის და არსებული M109-ების ფლოტის კომპონენტების ახალ სავალ ნაწილზე ინტეგრირებას. ეს ცვლილებები საერთო მასის 5% ზრდას გამოიწვევს, მაგრამ მოუხედავად ამისა მანქანას ზრდის პოტენციალი ემატება, რაც მომავალში განახლებებისა და გაუმჯობესებული ჯავშანდაცვის დაყენების საშუალებას იძლევა.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ქვემეხის ჰიდრავლიკურ ამძრავებს ეხება, რომლებიც სრულებით შეიცვლება, ახალი, ელექტრომექანიკური სისტემებით.
ამ ცვლილებას თან ახლდა მანქანის ენერგო მომარაგების სისტემის ფართო რეკონსტრუქცია, რაც მას ფართო მოდულურობასა და გაადვილებულ საველე რემონტვარგისიანობას ანიჭებს.
მთლიანობაში შესყიდული იქნება 580 კომპლექტი, რომელშიც შედის ერთი თვითმავალი ჰაუბიცა და ერთი საბრძოლო მარაგის ტრანსპორტირების მუხლუხებიანი მანქანა (Carrier Ammunition Tracked - CAT). ეს პროგრამა პლატფორმის სიცოცხლეს 2050 წლამდე გაახანგრძლივებს.


2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)

 

PIM-ის პროგრამისთვის 2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილ თანხა 215,1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება  2016 ფინანსური წელს მოთხოვნილ თანხას. FY17-ის ფინანსირების ყურადღების ცენტრს წარმოების სრული ტემპის (Full-Rate Production - FRP) მხარდაჭერა წარმოადგენს. ფინანსირების 469,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბაზა და „გაუთვალისწინებელი უცხოური დაფინანსება“ (Overseas Contingency Funding - OCO) 125,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით უზრუნველყოფს PIM-ის 48 კომპლექტს. დამატებითი 63,1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება უზრუნველყოფს არსებული მანქანების სხვადასხვა მოდიფიკაციების M109A7 დონემდე მოდერნიზაციას.


M1 Abrams-ის (თავდაცვის დეპარტამენტი) მიმოხილვა


ძირითადი საბრძოლო ტანკი Abrams უკვე 30 წელზე მეტია რაც მსახურობს. მან უკვე გადალახა თავისი SWaP-C ზღვარი და გააჩნია ნაკლოვანებები ქსელურ შესაძლებლობებში, სიცოცხლისუნარიანობაში და ლეტალურობაში. არმიამ, იმისთვის რომ მოხდეს დაკარგული შესაძლებლობების აღდგენა, ინიცირება გაუკეთა ECP პროგრამას და ხარვეზების აღმომფხვრელ მოდერნიზაციას. ECP ტანკ M1-ის 2050 წლამდე მწყობრში შენარჩუნების მიზნით ახორციელებს ელექტრონული აპარატურის უზრუნველყოფას და სხვა განახლებებს, რათა აღმოიფხვრას SWaP-C-ში არსებული გარღვევები.


2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)


2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილი 573,87 მილიონი აშშ დოლარი გამიზნულია წარმოების  ECP 1A კოფიგურაციის ტიპის ჯავშანპაკეტის წარმოებაზე გადასასვლელად. ამას გარდა ის განაგრძობს დარჩენილი ECP 1A აღჭურვილობის წარმოებას 2018 ფინანსურ წელს (FY18) ტანკ M1A2SEPv3-ის წარმოების მხარდასაჭერად. ფინანსირება ასევე განაგრძობს TIGER-ისა (Total Integrated Engine Revitalization) და ტრანსმისიის წარმოების (Transmission Enterprise), DSESTS-ის (Direct Support Electrical System Test Sets) პროგრამების და სასწავლო-სატრენაჟორო აღჭურვილობის (Training Aids, Devices, Simulators and Simulations - TADSS) განახლების უზრუნველყოფას. დამატებით ფინანსირება უზრუნველყოფს როგორც ოჰაიოს შტატში ლიმას ქარხნის, ასევე სხვა ადგილებში წარმოების შენარჩუნებას.


M2/M3 Bradley-ს მიმოხილვა

ქსმ Bradley ექსპულატაციაში 80-იანი წლების დასაწყისიდანაა და მან ასევე გადალახა თავისი SWaP-C ზღვარი. ეს მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანა, რომელსაც უკავია თავისი ადგილი არმიის პორტოფოლიოში, გაუმჯობესებას საჭიროებს. ამ მიზნით მოდერნიზაციის ისეთი ორი პროგრამა, როგორებიცაა „Bradley-ს გაუმჯობესების პროგრამა“ (Bradley Improvement Programme) და „Bradley MOD“ გაერთიანდა. პირველი იყენებს ECP-ს (Engineering Change Proposal), რათა გააუმჯობესოს მუხლუხები, საკიდარი, ტრანსმისია და ელექტროენერგიის სისტემები, ხოლო მეორე პროგრამა ორიენტირებულია საბორტე ციფრული სისტემების და Bradley-ის პლატფორმის ბრძოლის ველის ინტეგრირების გაუმჯობესებაში. ეს პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მანქანის გაფართოებულ სამეთაურო და მართვის, ლეტალურობის, გადარჩენადობის და სიტუაციური გათვითცნობიერების შესაძლებლობებს.


2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)


2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილი 276,4 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს ქსმ Bradley-ს ოჯახობის რამოდენიმე მანქანის შესყიდვებს, მათ შორის ისეთი კომპლექტების შესყიდვისა და გაუმჯობესებების დაყენებას, როგორებიცაა ECP1 და ECP2 კომპლექტები, სასწავლო-სატრენაჟორო აღჭურვილობის (Training Aids, Devices, Simulators and Simulations - TADSS) შესყიდვა და ინჟინერულ/პროგრამული უზრუნველყოფა. მიმდინარე პროგნოზების თანახმად ქსმ Bradley ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების (Armoured Brigade Combat Team - ABCT) შემადგენლობაში 2050 წლამდე დარჩება. FY17-ში R&D-სთვის (კვლევა და განვითარება) გამოყოფილი 101,8 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს ECP გაუმჯობესებებს, სიცოცხლიაუსნარიანობის გაზრდას და შეფასებით გამოცდებს.



კანადა


კანადა, რომელიც აყვავებული და სტაბილური ქვეყანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ გარკვეულ საფრთხეებს აწყდება.
კანადის გარე და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართულია როგორც NATO-ს, ასევე გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების საკუთარი მოვალეობების შესრულებისაკენ.
მთავრობა მსოფლიო წყობილების სტაბილურობას განიხილავს როგორც კანადის ფიზიკური უსაფრთხოებისთვის და შიდა განვითარებისთვის აცუილებელ პირობას. ეს ყველაფერი თავის მხრივ დამოკიდებულია საერთაშორისო და განსაკუთრებით კი აშშ-სთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.
კანადას განვითარებული სამხედრო მრეწეველობა აქვს, თუმცაღა საკუთრივ ადგილობრივი კომპანიები როგორც წესი მცირე ან საშუალო ზომის საწარმოებია (small and medium-sized enterprises - SMEs). სავარაუდოდ ეს წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მიერ მსხვილი კანადური ფირმების შესყიდვასთან და შემდგომ ქვეყანაში მათი შვილობილი კომპანიების შემოდინებასთანაა დაკავშირებული. კანადაში როგორც წესი ბიზნესის წარმოება, ქვეყნის მომწიფებული და სტაბილური ხასიათიდან გამომდინარე, ადვილია. მაგრამ ბაზარში მონაწილეების დაცვა შეიძლება გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ.
შესყიდვები ყოველთვის შეუფერხებლად ვერ ხორციელდება და მთავრობა გარკვეული პროგრამების გარშემო გამჭვირვალეობასთან, გაზრდილ ხარჯებთან, შეყოვნებებთან და გაურკვევლობებთან დაკავშირებით კრიტიკას აწყდება. 2014 წელს გამოშვებული „ქვეყნის თავდაცვითი შესყიდვების“ სტრატეგია როგორც ამ პრობლემების გადაჭრის ასევე წარმოების მოქმედებებზე რეგირების მიზნით იქნა შემუშავებული. ახალი სტრატეგიაში „თავდაცვითი შესყიდვების სახელმძღვანელოც“ (Defence Acquisition Guide - DAG) შედის, რომელშიც კანადის მიერ მოსალოდნელი მოთხოვნები და მიმდინარე შესყიდვითი პროგრამები დაწვრილებითაა აღწერილი. DAG 2015 წლის მაისში, ოტტავაში, CANSEC-ის მიერ იქნა გამოქვეყნებული.


ხარჯები თავდაცვის სფეროში

„კანადის პირველი თავდაცვითი სტრატეგიის“ (Canada First Defence Strategy - CFDS) ფარგლებში ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაშტაბურ რეკაპიტალიზაციასა და მოდერნიზაციის პროგრამას განიცდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, 2008 წლის მსოფლიო კრიზისი და მომდევნო ეკონომიკური ვარდნის შედეგად და ასევე ავღანეთში გაზრდილი მისიის გამო, თავდაცვითი ხარჯები 20 წლის მანძილზე ვერ აღწევს პირვანდელ გეგმიურ 490 მილიარდ კანადურ დოლარს.
კანადის თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით მცირდებოდა. 2012/13 წელში თავდაცვის ბიუჯეტი 18,9 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2011/12 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია. ამას შემდეგი შემცირება მოყვა და 2013/14 წლის ბიუჯეტი უკვე 17,5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2015 წლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში რეალურად ყველაზე დაბალი იყო, მან 17,1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.
კანადა, მიუხედავად ამისა, სამივე სფეროში ინარჩუნებს შესყიდვების ფართო პროგრამებს, თუმცაღა სულ უფრო და უფრო მძლავრ შემხვედრ წინაღობებს აწყდება. ქვეყნის „ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტი“, მთავრობის მიერ სამხედრო ხარჯების ფართო შეკვეცის ფონზე, იძულებულია მოიძიოს ფინანსები რათა პრიორიტეტული პროგრამების რეალიზაცია მოახდინოს.
2015 წლის სამხედრო ხარჯები, 2011 წლის პიკთან შედარებით, 3,7 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია. თუმცაღა 2015 წელს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად 2017 წელს სამხედრო ხარჯები ახლანდელი მშპ-ს 2,5%-იდან 3%-მდე გაიზრდება.


კანადის სახმელეთო სამხედრო ტექნიკის პროგნოზი (2016-2024)


ხუთწლიანი საშუალო საბაზრო 6,98% ზრდის ტემპითა და საბაზრო 6,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით, კანადაზე რეგიონის ბაზრის წილის 7,3% მოდის. ამ წილ საპატრულო შეჯავშნული ტაქტიკური ავტომანქანები (1,59 მილიარდი აშშ დოლარი), LAV-III-ის მოდერნიზაცია (1,58 მილიარდი აშშ დოლარი) და მხარდაჭერის სისტემის საშუალო მანქანა (500 მილიონი აშშ დოლარი). განცხადების თანახმად, ასევე შესაძლებელია 637 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ლოჯისტიკური სატრანსპორტო საშუალებების“ მოდერნიზაცია.