As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Thursday, July 19, 2012
Wednesday, July 18, 2012
შეცვლილი "Скорпион ЛША Б"
გამოფენა ТВМ-2012 წარმოდგენილი იქნა დაჯავშნული კოშკურით და მეტყვიამფრქვევის პლატფორმით აღჭურვილი "Скорпион ЛША Б", რაც ადრინდელ მოდელებზე შემჩნეული არ იყო.
ტანკ "БМ "Оплот"–ის ნახაზები
წარმოგიდგენთ უკრაინული ტანკის, БМ "Оплот"–ის (იგივე "Оплот-М" ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ "Объект 478ДУ9") რამოდენიმე საინტერესო ნახაზსს.
Sunday, July 15, 2012
რუსულმა მხარემ შეიძლება იტალიური Soldato Futuro შეისყიდოს
დასავლეთის მასმედიის ცნობების თანახმად (მაგალითად "Jane's Defence Weekly" ან ), იტალიური საწარმოო ჯგუფ Finmeccanica-ს უფროსი ჯუზეპე ორიმ, 8 ივლისს ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რომ რუსეთი და იტალია განიხილავენ რუსეთის მახრის მიერ იტალიური Finmeccanica-ს მიერ შექმნილი მომავლის ჯარისკაცის (Soldato Futuro) სისტემის შესყიდვის საკითხს. ორსისმა განაცხადა რო მოლაპარაკება იტალიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს.
პროგრამა Future Soldier (Soldato Futuro) ხორციელდება იტალიის არმიის ინტერესებში 2004 წლიდან. სისტემის სათავო შემქმნელად Finmeccanica-ში შემავალი კომპანია Selex Galileo-ა, რომელმაც ამ პროგრამის ჩარჩოებში შექმნა მებრძოლის აღწურვილობის ინდივიდუალური "ციფრული" კომპლექტი Individual Combat Fire Control and Observation System. სისტემის პროტოტიპის გამოცდები 2007 წლიდან მიმდინარეობს, 2012 წლისათვის იტალიის არმიას 95 ცალი კომპლექტი მიეწოდა. საერთო ჯამში იტალიის არმია 1800 ცალ ასეთ კომლექტს მიიღებს, რომელთა მიწოდებაც ბრიგადა Pinerolo-ში 2012 წელს უნდა დაიწყოს.
პროგრამა Soldato Futuro-ს ფარგლებში შექმნილი ინდივიდუალური ციფრული აღჭურვილობა Individual Combat Fire Control and Observation System
Individual Combat Fire Control and Observation System შესდგება შემდეგი სისტემებისგან:
ASPIS - ცეცხლსასროლი იარაღის მრავალფუნქციური სამიზნე მოწყობილობა, რომელიც შესდგება დღის და ღამის სითბოვიზორული არხებისგან, ლაზერული სამიზნისგან, ასევე გააჩნია შესაძლებლობა ჩაფხუტზე განთავსებული სამიზნე კომპლექს NIMOS-ზე ან შიდა პორტატიულ ტერმინალზე სამიზნედან გამოსახულების უკაბელო გადაცემისა. იტალიურ არმიაში ASPIS უნდა გახდეს 5,56მმ-იან შაშხანა Beretta ALX-160 საშტატო სამიზნე, რომელზეც შესაძლებელია 40მმ-ნი ყუმბარმტყორცნ GLX-160-ის დაყენება.
Subscribe to:
Posts (Atom)