Saturday, June 21, 2014

Patria AMV-XP გამოცდები (ფოტო და ვიდეო მასალა)

2013 წლის 10 სექტემბერს ლონდონში გახსნილ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა DSEI–2013–ზე ფინურმა ჯგუფმა "Patria"–მ პირველად წარადგინა ახალი თაობის, საბურავებიანი, 8x8 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანპლატფორმა, რომელსაც New Vehicle Concept ეწოდება და ცნობილი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV–ეს განვითარებას წარმოადგენს.
ამის შესახებ შარშან, 11 სექტემბერს ვწერდი ბლოგზე – ახალი ჯავშანლატფორმა Patria–საგან.
როგორც შარშანდელ სტატიაში მეწერა, მანქანა ინტენსიურ გამოცდებს 2014 წელს გააგრძელებდა:
Patria–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, წარმოდგენილმა პირველმა პროტოტიპმა საველე გამოცდების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ინტენსიური გამოცდები 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია მანქანის ოფიციალური სახელწოდება Eurosatori-2014–ზე გახდება ცნობილი.
ამჯერად წარმოგიდგენთ მანქანის გამოცდის ფოტო და ვიდეო მასალას: 


გამოცდების დროს მანქანის ბორტებზე და სახურავზე საბრძოლო წონის იმიტაციის მიზნით ფოლადის ეკრანები დამონტაჟდა – მისი წონა 30 ტონა იყო, თუმცა ამას მისის სამანევრო–მობლური თვისებებისთვის დიდი ზიანი არ მოუტანია

წყარო:

დღის ფოტო – არეული "სასტავი"

ამერიკულ–მალაზიური ერთობლივი სწავლება "Cope Taufan–14" – USAF–ის F-15C–სთან და F-22–თან ერთად ფოტოზე გამოსახულია RMAF–ის МиГ-29Н, Су-30МКМ, BAE Hawk და F/A-18

ერაყის არმიის დანაკარგები ჯავშანტექნიკასა და ვერტმფრენებში

დამწვარი ერაყული M1A1M–ის ტრანსპორტირება

2014 წლის 13 ივნისს ჟურნალ "Jane's Defence Weekly"–ში გამოქვეყნებული Jeremy Binnie–ს სტატიის თანახმად, სახელწოდებით "Iraqi Abrams losses revealed", 2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ბოლომდე ერაყის არმიამ 28 ცალი M1A1М Abrams დაკარგა, საუბარია ბრძოლებში დაზიანებულ ტანკებზე [damaged]. აქედან 5 შემთხვევაში მოხდა ჯავშნის გარღვევა ტსმრ–ს დახმარებით. აღუდგენელი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, დარწმუნებით მხოლოდ ერთი სრულებით განადგურებული  ერაყული М1А1М–ის შესახებ არსებობს ინფორმაცია.

განადგურებული ერაყული Abrams–ების ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

სტატიის თანახმად ისლამისტები М1А1М–ების გასანადგურებლად/დასაზიანებლად ტსმრ "Корнет-Э", ხტყ РПГ-7 და იუგოსლავიურ ხტყ М-79 Оса  იყენებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ასაფეთქებელი მუხტები გამოიყენება.
2010 წლიდან 2013 წლამდე ერაყულმა არმიამ აშშ–დან 146 ცალი გარემონტებული და მოდერნიზირებული, საექსპორტო კომპლექტაციის მქონდე ტანკი М1А1М  მიიღო. მიუხედავად იმისა რომ მანქანა აღჭურვილია ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემებით, მას არ გააჩნია გაღარიბებული ურანის ჯავშანი, რაც მის ფრონტალურ დაცვას ასუსტებს. 
კუმულაციური მუხტით ჯავშნის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ეკიპაჟის დაღუპვა, თუმცა არაა აუცილებელი რომ ტანკი მწყობრიდან გამოვიდეს. ეს საბრძოლო მარაგის დასახლებული ნაკვეთურიდან განცალკევებით მიიღწევა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტიც რომ ერაყული არმია ტანკების ტექნიკურ მომსახურებასთან განიცდის პრობლემებს, თუმცა ერაყელები შეეცდებიან ბრძოლებში დაზიანებული ტანკების აღდგენას.
როგორც ფოტოებიდან ჩანს მინიმუმ ერთ Abrams–ში მოხდა აფეთქება, რომელიც ალ–ანბარის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს ტსმრ–ის მოხვედრის შედეგად აალდა. ფოტოების მიხედვით, რომლებიც უცნობი ვიდეოდანაა ამოჭრილი, ტანკისთვის მიყენებული ზიანი განსაზღვრა შეუძლებელია, ნაჩვენებია ტანკზე ჭურვის მოხვედრის მომენტი, მაგრამ არა მისი ეფექტის შედეგი.
ფოტოების სერიით თუ ვიმსჯელებთ, ISIL–ის მებრძოლმა ტანკის კოშკურაზე თამ–ი (თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა) ააფეთქა, რის შემდეგაც ლუქიდან ტანკში მეორე თამ–ი ჩააგდო, რითაც ტანკში ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის ბედი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ასევე ფოტოების მეორე სერია უჩვენებს იმავე მებრძოლს რომელიც ტანკთან მიდის და მასზე თამ–ს ათავსებს. აფეთქების შედეგი ისევ გაურკვეველია. თუმცა ის ფაქტი რომ ისლამისტები ასე თავისუფლად მიდია ერაყულ ტანკებთან, იმაზე მეტყველებს რომ ქვეითები მათ არ იცავენ.

ფოტოები ორივე შემთხვევიდა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
ამ ბრძოლების დროს ასევე აღინიშნა სხვა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგებიც – ტროფეებად წაყვანილი HUMVEE–ბი, ჯტრ M–113–ები, MRAP–ები და ასევე საბჭოტა წარმოების ტექნიკა, МТ-ЛБ, БМП-1, Т-55 და სხვები.

განადგურებული და წაყვანილი ერაყული ტექნიკის ფოტოები:
არმიის მაღალჩინოსნები ასევე იუწყებიან იმის შესახებ, რომ ერაყულმა არმიამ 1 იანვრიდან მაისის ბოლომდე 6 ვერტმფრენი დაკარგა და 60 კიდევ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ეს ერაყის საარმიო ავიაპარკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩამოგდებული ვერტმფრენებიდან ორი რუსული წარმოების Ми-24/35  იყო.


Friday, June 20, 2014

დედოფალი ელიზაბეტა ცერემონიალისთვის მზადაა

დედოფალი ელიზაბეტი (Queen Elizabeth–ის კლასის ავიამზიდი) წყალში ჩაშვებისთვის მზადაა
................ესთეთიკის მხრივ ამ ბრიტანელ ქალბატონს საშინელი ცხვირი აქვს



Thursday, June 19, 2014

БТР-3–ის ახალი მოდიფიკაციის ფოტოები

EUROSATORY-2014–ზე წარმოდგენილი, კომპანია CMI Defence–ს საბრძოლო მოდული CPWS 20-25-30–ით აღჭურვილი უკრაინული БТР-3–ის ახალი მოდიფიკაციის შესახებ უკვე ვწერდი – უკრაინული ტექნიკა EUROSATORY-2014–ზე.
ამჯერად წარმოგიდგენთ ამ მანქანის დამატებით ფოტოებს. ცნობისთვის საბრძოლო მოდულში უკრაინული წარმოების 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხი, ЗТМ-1–ია დამონტაჟებული, რომელიც თავის მხრივს საბჭოთა 2А72–ის უკრაინული ვერსიაა.

EF-2000 vs Су-27

18 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა ბალტიის ქვეყნებთან ახლოს მფრენი შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის გადასაჭერად ჰაერში გამანადგურებლები ასწია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Typhoon–ის ტიპის გამანადგურებლები ჰაერში მას მერე აფრინდნენ, რაც NATO–ს ჰსთ–მ ბალტიის ქვეყნების საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ტვიტმფრინავების ოთხი ჯგუქი შენიშნა. როგორც გაირკვა, ესენი რუსული ბომბდამშენი Ту-22, ოთხი გამანადგურებელი Су-27, ერთი მფრინავი რადარი А-50 და ერთი სატრანსპორტო Ан-26 იყო.თვითმფრინავები სასწავლო ფრენას ახორციელებდნენ.
ცნობისათვის უკრაინის კრიზისტან დაკავშირებით NATO–მ ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის საკონტროლებლად გამანადგურებელთა რაოდენობა გაასამმაგა. ბრითანეთი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვას ოთხი გამანადგურებლიტ შეუერტდა (ბრიტანული გამანადგურებლების შესახებ ბალტიისპირეთში უკვე ვწერდი – ბრიტანელებისა და პოლონელების მიერ ბალტიკის საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება).

დღის ფოტო – F-22 vs F-15

F-22–სა და F-15–ს სასწავლო ბრძოლა

Wednesday, June 18, 2014

დღის ფოტო – საბრძოლო გვირგვინი

უკრაინელი მედესანდე ქალაქ სლავიანსკთან მდებარე ბლოკ–პოსტზე – თავზე Бойова корона ახურავს


Lockheed Martin/Patria Havoc LRSAV–ის გამოცდები

კომპანია "Lockheed Martin"–მა წარმატებით განახორციელა პერსპექტიული ჯავშანტექნიკისთვის განკუთვნილი უახლესი სარაკეტო დანადგარის, Long Range Surveillance and Attack Vehicle–ს (LRSAV) გამოცდები.
ფლორიდის შტატში მდებარე ავიაბაზა ეგლინზე, ჯავშანმანქანა Patria Havoc–ზე დამონტაჟებული LRSAV–ის სარაკეტო მოდულიდან, განხორციელდა მიწა–მიწა კლასის DAGR (Direct Attack Guided Rocket) და HELLFIRE–II რაკეტების გაშვება.
LRSAV წარმოადგენს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ სრულებით ინტეგრირებული სისტემის იარაღს. LRSAV–ს დანადგარი, მოიხმარს მეწინავე სარაკეტო შეიარაღებასა და დაზვერვისა და დამიზნების სისტემებს, რაც მას ამოცანათა ფართო სპექტრის შესრულების საშუალებას აძლევს.
გამოცდების დროს LRSAV–ს დანადგარიდან გაშვებული იქნა ორი რაკეტა – ერთი HELLFIRE–II, 6,4 კილომეტრზე, ხოლო მეორე DAGR, 3,5 კილომეტრზე. ორივე რაკეტამ წარმატებით გაანადგურა მიზანი. ამას გარდა Lockheed Martin–ის სპეციალური მოდულით, მოდერნიზირებული M-TADS/PNVS–ით (Target Acquisition Designation Sight/Pilot Night Vision Sensor),  აღჭურვილმა AH-64D Apache–მ განახორციელა კომპლექსი LRSAV–ის რაკეტის დამიზნება რეალურ დროში, რაც სარაკეტო კომპლექსის მიერ დიდ მანძილებზე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას საგრძნობლად ზრდის.

გამოცდების ვიდეო:


ტსმრ HELLFIRE–II გამოცდა

რაკეტა DAGR–ის გამოცდა

წყარო:

Tuesday, June 17, 2014

EUROSATORY-2014-ის სიახლეები

EUROSATORY-2014-ზე წარმოდგენილი, გერმანული ჯტრ Boxer–ს შასიზე შემოდგმული Donar–ის საბრძოლო განყოფილება

ჩეხურ BVP-M2 SKCZ–ზე შემოდგმული ებრაული 30მმ–ნი საბრძოლო მოდული Samson 30 Mk2

დამატებითი ჯავშნითა და CMI Defence–ს საბრძოლო მოდული Cockerill CSE 90LP–ით აღჭურვილი Textron Marine & Land Systems  MSFV (Mobile Strike Force Vehicle)

General Dynamics–ის მიერ წარმოდგენილი, საბრძოლო მოდული Kongsberg MCT30 Protector–ით აღჭურვილი, LAV 8x8

ჯავშანმანქანა M-ATV–ს უეკიპაჟო, დისტანციურად მართვადი ვერსია

კომპანია Renault Trucks Defense–ს მიერ წარმოდგენილი, BAE Systems–ის საბრძოლო მოდულიTRT-R30–თ (რუსული 30მმ–ნი ქვემეხი 2А42) აღჭურვილი VAB Mk III 6x6 

უკრაინული ტექნიკა EUROSATORY-2014–ზე

სახელმწიფო კომპანია "Укроборонпром" 16–დან 20 ივნისამდე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ შეიარაღებისა, უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და დაცვის საშუალებების  საერთაშორისო გამოფენა EUROSATORY-2014–ში ღებულობს მონაწილეობას.
"Укроборонпром"–ის გაერთიანებული ექსპოზიცია კონცერნის შემდეგი წევრ–საწარმოების მიერ ფორმირდება: ДК «Укрспецекспорт», ДП «Укроборонсервіс», ДП «Харківське конструкторське бюро з машинобудування імені О.О.Морозова», ДП «ДержККБ «Луч», ПАТ «НВО «Київський завод автоматики імені Г.І. Петровського», ДП «Ізюмський приладобудівний завод».
"Укроборонпром"–ს სტენდზე წარმოდგენილია უკრაინული წარმოების უახლესი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, კერძოდ БТР-3Е1, БТР-4 და ტანკ "Оплот"–ის მაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "Сармат".
EUROSATORY-2014 - ეს უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოებასა და თავდაცვას და მათთან დაკავშირებულ მეწინავე ტექნოლოგიებს. EUROSATORY ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, საფრანგეთის თავდაცვის პატრონაჟით, 1967 წლიდან ტარდება.

EUROSATORY-2014–ზე წარმოდგენილი, კომპანია CMI Defence–ს საბრძოლო მოდული CPWS 20-25-30–ით აღჭურვილი უკრაინული БТР-3–ის ახალი მოდიფიკაცია (დაწვრილებით მოდულის შესახებ იხილეთ ბმულზე – COCKERILL CPWS 20-25-30)

Streit Group Varan 6x6 -ზე დაყენებული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "Сармат" (დაწვრილებით კომპლექსის შესახებ – Комплекс САРМАТ)

Streit Group WARRIOR APC–ზე დაყენებული ბელორუსიულ–უკრაინული  ტსმკ "Шершень Д", წინა პლანზე უბრალო  "Шершень"