კომპანია "Lockheed Martin"–მა წარმატებით განახორციელა პერსპექტიული ჯავშანტექნიკისთვის განკუთვნილი უახლესი სარაკეტო დანადგარის, Long Range Surveillance and Attack Vehicle–ს (LRSAV) გამოცდები.
ფლორიდის შტატში მდებარე ავიაბაზა ეგლინზე, ჯავშანმანქანა Patria Havoc–ზე დამონტაჟებული LRSAV–ის სარაკეტო მოდულიდან, განხორციელდა მიწა–მიწა კლასის DAGR (Direct Attack Guided Rocket) და HELLFIRE–II რაკეტების გაშვება.
LRSAV წარმოადგენს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ სრულებით ინტეგრირებული სისტემის იარაღს. LRSAV–ს დანადგარი, მოიხმარს მეწინავე სარაკეტო შეიარაღებასა და დაზვერვისა და დამიზნების სისტემებს, რაც მას ამოცანათა ფართო სპექტრის შესრულების საშუალებას აძლევს.
გამოცდების დროს LRSAV–ს დანადგარიდან გაშვებული იქნა ორი რაკეტა – ერთი HELLFIRE–II, 6,4 კილომეტრზე, ხოლო მეორე DAGR, 3,5 კილომეტრზე. ორივე რაკეტამ წარმატებით გაანადგურა მიზანი. ამას გარდა Lockheed Martin–ის სპეციალური მოდულით, მოდერნიზირებული M-TADS/PNVS–ით (Target Acquisition Designation Sight/Pilot Night Vision Sensor), აღჭურვილმა AH-64D Apache–მ განახორციელა კომპლექსი LRSAV–ის რაკეტის დამიზნება რეალურ დროში, რაც სარაკეტო კომპლექსის მიერ დიდ მანძილებზე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას საგრძნობლად ზრდის.
გამოცდების ვიდეო:
ტსმრ HELLFIRE–II გამოცდა
რაკეტა DAGR–ის გამოცდა
წყარო:
No comments:
Post a Comment