ამერიკული ინტერნეტ გაზეთი World Tribune–ს თანახმად სირიაში ისლამისტმა ამოხებულებმა სერიოზული მარცხი განიცადეს და 2013 წლის ბოლოსთვის მათი კონტროლის ქვეშ მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მცირე ტერიტორიები იქნება და ისიც მხოლო და მხოლოდ თურქეთის დახმარების წყალობით. რაც თავისთავად რეგიონში დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს.
ცივი ომის შემდეგ ეს დასავლეთისთვის პირველი წარუმატებელი კონფლიქტია. რა თქმა უნდა ომი ჯერ არ დამთავრებულა და გეოსტრატეგიული "ჯახი" ახლა იღებს მაშტაბურ გაქანს, მაგრამ ამ "ჯახს" დასავლეთი ცუდი პოზიციიდან იწყებს.
ამერიკულ გაზეთს, დასავლეთის (აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელბის შეხვედრისას, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს რომ სირიელმა ამბოხებულებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში სერიოზული მარცხი განიცადეს და ასადს მათი სახით საფრთხე აღარ ემუქრება.
ოფიციალური პირების ვარაუდით "ასადის არმია, რუსებისა და ირანელების დახმარებით, წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ სირიის გარდა ისლამისტების ყველა სერიოზულ საყრდენ პუნქტს ჩაიგდებს ხელში".
როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალმა, მარტინ დემპსიმ (Martin Dempsey) განაცხადა "იარაღის ფუნდამენტალისტი მუსულმანების ხელში აღმოჩენის საშიშროების გამო აშშ–მ, ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ისლამისტი მეამბოხეებისთვის იარაღის და სამხედრო დახმარების მიწოდება. ამგვარად სიტუაცია ასადის სასარგებლოდ ვითარდება".
ΝΑΤΟ–ს წყაროს თანახმად "ამბოხებულთა კომპანია აპრილის შემდეგ სულ უფრო და უფრო მარცხისკენ მიემართება და გაურკვეველია ვინ ებრძვის ასადს და ვინ უბრალოდ ფულს აკეთებს (საუბარია დაქირავებულ მებრძოლებზე)".
ΝΑΤΟ–ს წევრების შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ "იმ სირიელების უმეტესობა რომელთა მობილიზაციაც ამბოხებულებმა განახორციელეს უკვე აღარ იბრძვის". მათი წასვლით დარჩენილი სიცარიელე ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა დაქირავებულმა მებრძოლებმა შეავსეს.
აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერრიმ (John Kerry), იორდანიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკში ვიზიტისას აღიარა რომ "სირიელი პარტიზანები გაჯავრებულები არიან სირიელ ხალხზე, რადგანაც ის მათ გვერდში არ დგას". როგორც ჯონ კეერრიმ თქვა "ეს არაა ისეთი ადვილი საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს".
ივლისის შუა რიცხვებიდან საფრანგეთმა და ინგლისმა ოფიციალურად დააფიქსირეს მათი უარყოფითი პოზიცია სირიელ ამბოხებულთა დახმარებასთან დაკავშირებით და უარი განაცხადეს მათთვის იარაღის გაგზავნაზე. შეგახსენებთ რომ ეს ორი ქვეყანა არც თუ ისე დიდიხნის წინ სირიაში სამხედრო ინტერვენციის დიდ სურვილს გამოთქვამდნენ. მაგრამ უცბად "გაათვითცნობიერეს" რომ მათი იარაღი შესაძლებელია რომ ალ–ქაიდას ხელში მოხვდეს
(უცნაურია და ამ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მათ მიერ სირიაში გაგზავნილი იარაღი ზუსტად ალ–ქაიდას ხელში ხვდებოდა რის შესახებაც არა ერთხელ ვწერდი – ჯერ სადა ხართ, WTF).
წყარო:
P.S.ამგვარად სირიის მთავრობის გამარჯვებისთვის ყველა წინა პირობა იქმნება – ევროპამ უარი განაცხადა მეამბოხეთა დახმარებაზე, ისრაელიც ცუდი თვალით უყურებს მუსულმან ფუნდამენტალისტებს და აწყობს სირიის მთავრობის გამარჯვება, რომელთანაც უკანასკნელი 40 წელია მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. ვნახოთ რა გამოვა ამ აჯაფსანდალიდან. ახლო აღმოსავლეთში ბრძოლის მეორე რაუნდი იწყება და ამ რაუნდში დასავლეთი უხერხულ მდგომარეობაშია.