ბრიენას სახელობის გენერალი
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label ფილმი. Show all posts
Showing posts with label ფილმი. Show all posts
Thursday, May 30, 2019
Saturday, April 28, 2018
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპილი ქართველი მებრძოლი "მხედრული მამაცობის" მე-3 ხარისხის ორდენით დააჯლოდვა
27 აპრილს, თბილისში, კინოთეატრ ამირანში, ფესტივალ «Ukraine in Focus»-ის ფარგლებში, უკრაინული კინოფილმის, "კიბორგების" (Кіборги) ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე სიტყვით, საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი, გეორგი ნაზაროვი (Назаров Георгій Павлович) გამოვიდა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და პარტნიორობაზე საუბრის დასასრულს, ნაზაროვმა, უკრაინული ბატალიონის, "აიდარის" (Айдар), ქართველი მებრძოლი, დავით სიხარულიძე, სიკვდილის შემდგომ (დაიღუპა 2017 წლის 11 მაისს, ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოლუგანსკთან (Новолуганськ)), პოროშენკოს ბრძანებით ორდენი "მხედრული მამაცობისთვის" («За мужність» ІІІ ступеню) დააჯილდოვა. ორდენი დაღუპილი მებრძოლის ოჯახს, კერძოდ კი მის შვილებსა და მეუღლეს გადეცა.
ჩემი მხრიდან დავძენ რომ, როდესაც ელჩის მოადგილე დაჯილდოვების ცერემონიალზე გადავიდა, ცრემლები ვერ შეიკავა. სიტყვა ყელში გაეჩხირა და ხმა გეგუდა, მასთან ერთად ტიროდა უკრაინელი თარჯიმანი ქალბატონი და ალბათ დარბაზში მსხდომი მაყურებლების (80% უკრაინელები იყვნენ) დიდი ნაწილი. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა ქართველი გმირის საპატივცემულოდ. განსაკუთრებით საამყაო იყო დავითის მეუღლის სიტყვები "დიდება გმირებს ვინც სამშობლოს შესწირა თავი და არა აქვს მნიშვნელობა თუ სად იბრძოდნენ, მთავარია რომ სამართლიანობის მხარეს იდგნენ!!!!"
P.S. რაც შეეხება ფილმს - ყველას გირჩევთ მის ყურებას. უყურეთ არა როგორც სააომარ, არამედ როგორც ღრმა აზრობრივ ფილმს, მოუსმინეთ დიალოგებს.
P.P.S. სამწუხაროდ მე ფოტოები ვერ გადავიღე, ამისი არც დრო და არც საშუალება არ იყო.
Thursday, July 9, 2015
"წადი შენი დედაც მოვ....ან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"
სერიალი "ტიფლისის" გადამღებისგან ახალი ქართული პატრიოტუსლი ფილმი "დაკარგული გმირები", რომელიც ქერჩის პლაცდარმზე დაღუპილ ათეულობით ათას ქართველს ეძღვნება.
დამბურძგლა – "წადი შენი დედაც მოვტყან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"
P.S. ფილმი სავარაუდოდ სხვა ფილმებზე დაყრდნობითაა გადაღებული, პირველივე შეხედვით იგივე რიგითი რაიანის გადასარჩენად გაგახსენდება ადამიანს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა რომ ასეთ საინტერესო და საჭირო საქმეს მოჰკიდეს საქართველოში ხელი.
Tuesday, July 23, 2013
Return to Black Hawk Down
დაბრუნება "შავი ქორის ვარდნის" ბრძოლაში და განვითარებული მოვლენების აღდგენა მონაწილების მიერ – ეს იდეა რეჟისორ Matt Knighton–სა და პროდუსერ Mary Beth Minnis–ს გაუჩნდათ და განახორციელეს კიდევაც.
საკმაოდ ემოციური ვიდეო რგოლია:
ფილმის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე წაიკითხოთ:
Subscribe to:
Posts (Atom)





