ამა წლის 16 ივლისს, დიდ ბრიტანეთში, ფრანბოროს საერთაშორისო აეროკოსმოსური სალონის გახსნაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსტრმა, გევინ უილიამსონმა (Gavin Williamson), სახალხოდ წარადგინა ქვეყნის საბრძოლო ავიაციის ხანგრძლივი სსტრატეგიის კონცეფცია (Combat Air Strategy - CAS), რომლის საფუძველსაც, 2035 წწლისთვის პერსპექტიული ბრიტანული გამანადგურებლის, Tempest-ის, შექმნა წარმოადგენს.
საკმაოდ საინტერესოა კაბინაში აპარატურის არ არსებობა - მთელი ინდიკაცია ჩაფხუტიშია
აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო გამანადგურებლის სრულფასოვანი მაკეტი. ახალი გამანადგურებლის წინასაპროექტო კვლევები, 2015 წელს ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული "თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმოხილვაში" (2015 Strategic Defence and Security Review) არსებული პერსპექტიული გამანადგურებლის პროგრამის (Future Combat Air System Technology Initiative) ფარგლებში ხორციელდება. კვლევას სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, Team Tempest-ი, ახორციელებს, რომლელშიც წამყვანი ადგილი უკავია კორპორაცია BAE Systems (საავიაციო შეიარაღების მეწინავე სისტემები და მათი ინტეგრირება), მასში ასევე ჩართულები არიან Leonardo (გაუმჯობესებული გადამწოდებები, ელექტრონიკა და ავიონიკა), MBDA (თანამედროვე შეიარაღების სისტემები), Rolls-Royce (თანამედროვე ძრავები და ძალური დანადგარები) და სამეფო საჰაერო ძალებისპერსპექტიული კვლევების სამმართველო (RAF Rapid Capabilities Office).
პერსპექტიული ბრიტანული გამანადგურებლის შესაქმნელად პრინციპული გადაწყვეტილებები, Team Tempest-მა, 2020 წლისათვის უნდა მიიღოს. პროგრამა ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
16 ივლისს წარმოდგენიული, გამანადგურებელ Tempest-ის, კონცეპტუალური მაკეტი, საკმაოდ დიდი, ორძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც იერითა და ზომებით საკმაოდ ახლოსაა ამერიკულ Loclheed Martin F-22A-სთან, თუმცაღა ჯერ უცნობია 15-20 წლის შემდეგ, რამდენად ამ მაკეტის შესაბამისი იქნება ახალი ბრიტანული გამანადგურებელი.
როგორც CAS-ის სტრატეგიაშია აღნიშნული, პერსპექტიული გამანადგურებლის "სამეცმნიერო კვლევით-საკონსტრუქციო სამუშაოს" სრულმაშტაბიანი დაფინანსება 2025 წელს უნდა დაიწყოს, ხოლო გამანადგურებელმა საწყის საბრძოლო მზადყოფნას 2035 წელს უნდა მიაღწიოს. პერსპექტიულმა გამანადგურებელმა ბრიტანეთის საჰაერო ძალებში არსებული Eurofighter Typhoon-ები უნდა ჩაანაცვლოს, რომლებიც სამსახურში 2040 წლამდე დარჩებიან.