Saturday, July 25, 2015

საბჭოთა ტანკმშენებლობის გასაიდუმლოებული მომავალი – Объект 490 "Бунтарь"

ინტერნეტში გავრცელებული Объект 490 "Бунтарь"–ის მოდელის ფოტოები ბევრს ექნება ნანახი, ტანკზე მუშაობა სსრკ–ში, კერძოდ კი ხარკოვში 80–იან წლებში მიმდინარეობდა. 1984–85 წლებში აწყობილი და გამოცდილი იქნა მანქანის ერთი პროტოტიპი, თუმცა რუსეთში ბევრი ამ ფაქტს ტყუილს ეძახდა და ამტკიცებდა რომ მანქანა მხოლოდ მოდელის დონეზე დარჩა...............ამის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა რეალური მანქანის ფოტო გამოაქვეყნეს.


როგორც ცნობილია, არსებობდა მანქანის ორი ვარიანტი: ორ კაციანი ეკიპაჟით (Объект 490) და სამკაციანი ეკიპაჟით (Объект 490А). პირველ 5 ფოტოზე სამკაციანი, ხოლო ბოლო ორ ფოტოზე, ორკაციანი, მანქანებია გამოსახული.

Объект 490А (მოდელი):
Объект 490А (რეალური ტანკი)

ტექსტი რომელიც ფოტოს ერთვის:
Народ тут говорит – «не было танка», ну так вот и фото. Интересно, что сейчас скажут )))
Видны блоки модульного бронирования, что в дальнейшем получило свое развитие. Зенитная установка на этом образце отсутствует, но она планировалась над командирской панорамой. Интересная особенность заключается в оптико-волоконных устройствах обзора для экипажа вместо классических призм, что увеличивало как саму обзорность, так и повышало противорадиационную защиту. Ослабленных зон по башне и корпусу практически нет, плюс мощная защита сверху. Это 1985-1986 год.
Производит впечатление, не так ли? Так вот последующие разработки были во много раз мощнее.
А теперь интересно, кто будет рассказывать сказки, про всевозможные «перспективные» танки типа объект 187 и пр. которые появились через 10 лет.

წყარო:
ОБТ "Молот", "Бунтарь", "Боксер", "Нота"


 Объект 490 (სრულმაშტაბიანი მაკეტი)

Wednesday, July 22, 2015

ქართული ჰსთ სისტემის შესახებ

საფრანგეთიშ შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩეხეთში ჩავიდა, სადაც მას საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს:


ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ (ფირმის ოფიციალური ვებ გვერდი – Lom Praha) და „VR GROUP“ (ვებ გვერდი – VR Group), რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება (ვებ გვერდი – ERA). “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს.

კომპლექსი VERA NG

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.



წყარო:


P.S. საფრანგეთში რადარები და ჰსთ კომპლექსი (თუმცა გაურკვეველია რა ტიპზეა საუბარი), ჩეხეთში სიმულატორები და რადარები – საინტერესო ძვრებია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ბელორუსიული "კაიმანი ("Бардак"–ის რესტაილინგი)


ბელორუსიის "140–ე სარემონტო ქარხანის" მიერ შექმნილი მობილური შეჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება მშსს "კაიმანი" (Мобильное Бронированное Транспортное Средство -  МБТС «Кайман»). 
მანქანის ბაზად აღებულია საბჭოთა БРДМ, რომელიც სახურავიდან ფსკერამდე ძირფესვიანად გადააკეთეს, დაუყენეს სადესანტო, გვერდითი კარებები (გარეგნულად ნაცნობ მანქანასთან მხოლოდ ცხვირის ნაწილით ჰგავს). ძრავის ნაკვეთურში ბელორუსიული წარმოების გაძლიერებული ხუთსიჩქარიანი სიჩქარეთა კოლოფი და დიზელის ძრავა Д‑245 დააყენეს, რომელიც საწვავის მიწოდების  მართვის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. დამოუკიდებელი გრეხითი საკიდარი, ხიდები და საბურავების რედუქტორები კონსტრუქტორებმა БТР‑60–სგან ისესხეს.
შეჯავშნილი მანქანის წონა 7 ტონაზე მეტი არაა (ეკიპაჟის ექვსი წევრით და შეიარაღებით), ავითარებს მასქიმალურ 110კმ/სთ სიჩქარეს და მისი სვლის მარაგი 1000 კმ–ს აღწევს. მანქანას ასევე შეუძლია ცურვით გადალახოს წყლის წინაღობები. ამისთავის სპეციალისტებმა სპეციალურად შეიმუშავეს პრინციპულად ახალი ძრავა, რომელსაც მანქანის ბორტებზე თითო სანიჩბავი ვინტი გააჩნია. კოშკურის ნაცვლად მანქანაზე მბრუნავი ნახადია დაყენებული, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების დაყენება (ПКС, АГС).




წყარო:
Завод, умеющий всё

Monday, July 20, 2015

კიდევ Abrams–ები და კიდევ "Корнет"–ები

ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული კადრები, რომლებზეც ასახულია ერაყის არმიის ორი ცალი M1A1M Abrams–ის ტსმრ 9К129 "Корнет-Э"–თი განადგურების მომენტი. 
აღნიშნული ფაქტი 2015 წლის 9 ივლისს, ბეიდჯასთან (ბაღდადიდან 200 კილომეტრში) მოხდა. ორივე შემთხვევაში რაკეტებმა მიზანი ნახეს და ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების გან ცხადების თანახმად ორივე ტანკი განადგურდა. მათივე თქმით ეს იყო ბეიჯას რაიონში მიმდინარე ბრძოლებში განადგურებული მე–9 და მე–10 Abrams.

პირველი ტანკი:

მეორე ტანკი:

Sunday, July 19, 2015

ქართველი მებრძოლების სახსოვრად


ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია, ბაზა შუკვანზე ქართველი მეომრების მემორიალური დაფა (დაფაზე მარჯვენა ზედა სურათზე ამერიკელი საზღვაო ქვეითი, სერჟანტი Julian Chase არის გამოსახული, რომელიც 2012 წლის 28 მაისს დაიღუპა, როდესაც ქართველებთან ერთად საბრძოლო ოპერაციას ასრულებდა, მემორიალურ დაფაზე ქართველი მებრძოლების, მინდია აბაშიძის და გიორგი კიკაძის სურათები აკლია) – (C) თამაზ დემეტრაშვილი

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები​​
  1. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.​​
  2. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  3. სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  4. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  5. ​კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  6. კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​​
  7. კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.​​
  8. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
  9. რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  10. სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
  11. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
  12. კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
  13. კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​
  14. კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.​​​
  15. კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
  16. სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე - დაბადების თარიღი 19.08.1976. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
  17. ​​კაპრალი გივი ფანცულაია - დაბადების თარიღი 29.08.84. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.​​
  18. კაპრალი მინდია აბაშიძე - დაბადების თარიღი 27.10.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.
  19. სერჟანტი გიორგი კიკაძე – დაბადების თარიღი 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომი. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6 თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
  20. ბორის ცუგოშვილი .....
  21. ზვიად სულხანიშვილი .....
  22. ზურაბ გურგენაშვილი .....
  23. მიხეილ ნარინდოშვილი .....
  24. გიორგი ღუჭაშვილი .....
  25. თეიმურაზ ორთავიძე .....
  26. გიორგი ადამოვი .....
  27. ზვიად დავითაძე .....
  28. ვლადიმერ შანავა .....
  29. ალექსანდრე კვიწინაძე .....

მარადიული ხსოვნა ქართველ მეომრებს!!!