სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
Raytheon-მა და Saab-მა ერთობლივ პროექტზე, აშშ-ს SOCOM-ისგან, ხელშეკრულება მიიღეს. ორმა კომპანიამ შეკვეთის თანახმად, 84 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის, Carl Gustaf-ის, მართვადი ჭურვის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს. კონტრაქტის ფასი და ხანგრძლივობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა
როგორც Raytheon Land Warfare Systems-სის ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ერნცენმა (Kim Ernzen) განაცხადა, "ჭურვის დანიშნულებაა გააძლიერსო სახმელეთო ძალების ეფექტურობა და 2000 მეტრამდე მოახდინოს მრავლობითი, და მათ შორის მოძრავი სამიზნეებიის, გამიზვნა და განადგურება".
მწარმოებლის განცხადების თანახმად, საფრთხის შემცველი სამიზნეების წინააღმდეგ, საცეცხლე გამოცდები სამ ეტაპად განხორციელდება. საცდელი სროლები 2020 წელს შვედეთშია დაგეგმილი.
ყუმბარის საბრძოლო ნაწილი მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ბუნკერებისა და ბეტონის კონსტრუქციების წინაღმდეგ სამოქმედოდაა გამიზნული, ამასთან ის გვერდით დაზიანებებს საგრძნობლად ამცირებს. მას ასევე გააჩნია გაზრდილი სროლის მანძლი და დახურული სივრციდან სროლის რეჟიმი, რითაც ის მსროლელის უკეთეს გადარჩენადობას უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, Raytheon-მა და Saab-მა, პარტნიორობის შესახებ შარშან განაცხადეს. ამ კავშირის მიზანს, აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, Carl Gustaf-ისა და ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის, Saab AT4-ის, შესაძლებლობების შესწავლა და გაუმჯობესება წარმოადგენს.
Saab-მა, Carl Gustaf-ისთვის განკუთვნილი მართვადი რაკეტა, 2016 წელს წარადგინა. მაშინ კომპანია მართვის რამდენიმე ხერხის შესაწვლას ახორციელებდა (ლაზერული სხივით მართვა და ინფრაწითელი თვითამიზნების თავაკი). დემონსტრატორი მაშინ ჟურნალისტებს უჩვენეს, ის ოთხი უკანა და ოთხი შუა ფრთა-სტაბილიზატორით იყო აღჭურვილი.
Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა
ასევე შემუშავების სტადიაშია ახალი, პროგრამირებადი მსხვრევად-ფუფგასური ჭურვი, რომელიც ბოლო მოდიფიკაციის M4-ის ჭკვიან შესაძლებლობებს იყენებს. მსხვრევად-ფუგასური ჭურვის ელექტრონული ამფეთქი,, ყუმბრამტყორცნის დამიზნების ბლოკიდან შეიძლება დაპროგრამდეს და წინამორბედ ჭურვებთან შედარებით, ზუსტი აფეთქებით გაზარდოს ეფექტურობა.