აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკაზე აქტიური დაცვის სისტემების დაყენების გადაწყვეტილების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი
(სტტია შემდეგ ბმულზე იხილიეთ - 2018 წელს Abrams-ი და Bradley აქტიური დაცვით აღიჭურვება) შეგახსენებთ რომ M1A2 Abrams-სზე ებრაული Rafael-ის წარმოების Trophy-ს, Bradley-ზე ებრაული IMI-ს Iron Fist-ის, ხოლო Stryker-ზე ამერიკული Aris Corporation-ის Iron Curtain-ის დაყენება გადაწყდა.
Iron Curtain-ით აღჭურვილი Stryker
Trophy-ით და Iron Fist-ით აღჭურვილი Abrams და Bradley შესაბამისად
თითოეული ტიპის ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემამ 3 საფეხურიანი გამოცდები უნდა გაიაროს. პირველი - მახასიათებლების ფაზა (characterization phase), იმის შემოწმება, რომ აქტიურ დაცვას მოცემულ ჯავშანტექნიკაზე საბაზისო სისტემებისთვის ხელის შეუშლელად მოქმედება შეუძლია, პლიუს საბაზისო გამოცდები. მეორე ეტაპი - სრულმაშტაბური გამოცდები (production-representative tests), ანუ სისტემის რეალურ საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ სიტუაციში გამოყენების გამოცდები. ამ გამოცდების სცენარი სამივე აქტიური დაცვის სისტემისთვის ერთნაირია. მესამე ეტაპი - სისტემის გაშლა (deployment of the system).
ამ მომენტისთვის მხოლოდ M1A2 Abrams-ზე გაწერილი Trophy იმყოფება გამოცდების მეორე ფაზაში, ეს საფეხური ზაფხულისთვის უნდა დსრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება მე-3 საფეხური. სხვა ორის სიტემა გრაფიკს ჩამორჩება, სხვა მიზეზებთან ერთად მათ შედარებით გვიან დაიწყეს გამოცდები, თანხები 2017 ფინანსურ წელს იქნა გამოყოფილი. ამ მომენტში Iron Fist 8 თვით, ხოლო Iron Curtain – 6 თვით ჩამორჩებიან გრაფიკს.
სისტემა Iron Curtain-ს რადიოლოკაციური სადგურის (რლს) ინტეგრაციასთან აქვს პრობლემა, რაც მის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ამ სისტემაში ინტეგრირებული იყო 2 სახეობის რლს - ებრაული Rada-ს RPS-10 და ამერიკული Mustang Technology Group-სის Mustang. რადგანაც Mustang-ის ინტეგრირება ადრე მოხდა, მაშინ შეცვლაში ალბათ RPS-10-ზე გადასვლა იგულისხმება, ამის მიზეზი სავარაუდოდ Mustang-ის ძალიან გაძვირება გახდა. სხვა პრობლემა - ეს გამოცდების დაწყების მომენტისთვის სისტემის საერთო მოუმწიფებლობაა (არასაკმარისი მზადყოფნა). ეს ეტაპი თებერვლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რის შემდეგაც სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
Bradley-ზე დაყენებული Iron Fist-ის პრობლემა მთლიანობაში ამ ქსმ-ის ენერგეტიკულ სისტემასთანაა დაკავშირებული, რომელსაც საერთოდ არ შეეძლო რაიმე აქტიური დაცვის მაგვარი სისტემის უზრუნველყოფა. საჭირო გახდა სისტემაში ცვლილებების შეტანა, რომლის დროსაც Bradley-ს მომავალ მოდერნიზაციაში გაწერილი კომპონენტების გამოყენება გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი სისტემის დაყენება და გამოცდების პირველი საფეხურის დაწყება. შემდეგში პრობლემები თვითონ აქტიური დაცვის სისტემაში გამოვლინდა: მისი მუშაობის ლოგიკა, ელექტროენერგიის ხარჯვის მართვა და ასე შემდეგ. IMI-ს სპეციალისტებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეგულარულად უხდებოდათ ცვლილებების შეტანა, ბოლო ხარვეზზე მუშაობა დეკებრის ბოლოს მოუწიათ. თებერვლის შუა რიცხვებისთვის სავარაუდოდ შესწორებების შეტანა დასრულდება და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება გამოცდების გაგრძელება.
Trophy-ს გამოცდები
ამ ორი სისტემის (Iron Fist და Iron Curtain) მიერ გამოცდების პირველი საფეხურის ჩაგდების შემთხვევაში, აშშ-ს არმია შეიძლება კონკურსიდან ადრე გაცხრილულ, გერმანული Rheinmetall-ის აქტიური დაცვის სისტემას, ADS-ს (Active Defense System) მიუბუნდეს.
წყარო:
Systems to protect Stryker, Bradley vehicles from missile attacks delayed
აღსანიშნავია რომ პრობლემებს გამოცდებზე Abrams-იც წააწყდა. გასული წლის ივნისის ტესტებზე დამატებითმა წონამ (რომელიც 2,2 ტონას აღწევს), კოშკურის მობრუნებაში დისბალანსი გამოიწვია. ტანკის 5 გრადუსიან დახრაზე დაყენების შემთხვევაში ეკიპაჟს არ შეეძლო კოშკურის ხელით ობრუნება, ხოლო 8 გარდუსზე მეტი დახრის შემთხვევაში მობრუნების მექანიზმის სიმძლავრე საგრძნობლად მცირდებოდა. ტექნიკურმა ანალიზმა ასევე უჩვენა ქვემეხის სასხლეტის დაშვებასა და გასროლას შორის შეყოვების მაღალი ალბათობა.
2017 წელის სექტემბერში განხორციელებულმა შემდგომმა გამოცდებმა გაუმჯობესება უჩვენეს, შემცირდა კოშკურის მობრუნების მაჩვენებლის დეგრადაცია იმდენად რომ, ეკიპაჟს შეეძლო აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვილი ტანკიდან ბრძოლის წარმოება. ასევე არ შეიმჩნეოდა შეყოვნება გასროლების დროს. მიუხედავად ამისა, არმიას ჯერ არ გადაუწყვეტია ბოლომდე ამ ცვლილებების შეტანის შესახებ.
აღნიშნული პრობლემების შესახებ საუბარია FY2017 DOT&E annual report-ში:
- The June 2017 user assessment event identified a degradation in turret traverse performance resulting from an imbalance of the turret due to the additional weight of the Trophy system. The crew could not traverse the turret manually on slopes greater than 5 degrees and power traverse capability was degraded on slopes greater than 8 degrees. Technical analysis indicated a high likelihood of delays between pulling the trigger and the main gun round actually firing.
- The subsequent user testing in September 2017 identified several mitigations that reduced the degradation in turret traverse performance enough for crews to conduct combat operations with the additional weight, and the potential trigger delay problems were not observed during the event. The Army has not made a final decision on the final configuration for mitigations.