Saturday, February 9, 2019

აშშ-ს არმია Abrams-ების მეწინავე სენსორებით არჭურვას გეგმავს

სატანკო პარკის განახლების პროგრამის თანახმად Abrams-ების უახლესი მოდიფიკაცია, M1A2D, მეწინავე სენსორებითა და საბრძოლო სისტემებით უნდა აღიჭურვოს.



როგორც არმიის წარმომადგენელი იუწყება "თანამედროვე Abrams M1A2D-ს (ძველი სახელწოდება M1A2 SEPv4) მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს მე-3 თაობის FLIR-ი (3GEN FLIR) წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა ეკიპაჟის ეფეტურობის რადიკალურ ზრდას უზრუნველყოფს.

3GEN FLIR-ი ტანკის ორივე სამიზნეში იქნება ინტეგრირებული და ასევე მოხდება მისი სხვა პლატფორმებზე გავრცელებაც.

3GEN FLIR ან 3GF თვის თავში გააერთიანებს საერთო კომპონენტებს, რომლებიც დაზვერვის, დაკვირვების და სამიზნის აღმოსაჩენად პლატფორმის სამიზნეში იქნება ინტეგრირებული. 

საერთო კომპონენტები მოიცავს მაღალი აღქმადობის და მკაფიოობის ორდიაპაზონიან მატრიცას (საშუალო და გრძელ ტალღოვანი ინფრაწითელი) და სითბური გამოსხივების ვიდეო გამოსახულებად გარდამქმნელ ოპტიკურ-ელექტრონულ მოწყობილობებს. ახალი 3GF ტანკზე წინა თაობის 2GF სამიზნეებს ჩაანაცვლებს.

მე-2 თაობის (ეგრეთ წოდებული 2GF) ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი M1A2 SEP v.2-ის მემიზნის სამიზნე კომპლექსი

განახლებულ სამიზნეში ინტეგრირებული იქნება ფერადი დღის კამერა, თვალებისთვის უსაფრთხო ლაზერული მანძილმზომი და ლაზერული მანიშნებელი.

M1A2D ლეტალურ განახლებებთან ერთად სრულიად ჩაშენებულ სასწავლო ფუნქციასაც მიიღებს - რაც ეკიპაჟის გაწვრთნას საგრძნობლად აამაღლებს. არმიის აზრით განახლებების ეს პროგრამა ისე იქნა წამოწყებჯული, რომ მასში შესაძლებელია მომავლის ბრძოლის ველისთვის აუცილებელი ყველა  კრიტიკული განახლების ინტეგრირება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიურობა, აქტიური დაცვის სისტემები და გაუმჯობესებული სენსორები.

როგორც ცნობილია 2017 წელს კომპანია General Dynamics Land Systems-მა აშშ-ს არმიისგან 310,6 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რომლის თანახმადაც უნდა შეიმუშაოს და გამოსცადოს M1A2D ტანკის შვიდი საცდელი პროტოტიპი. გაუმჯობესებები შეეხება სენსორებს, ლეტალურობას და გადარჩენადობას. გეგმების თანახმად ახალი ტანკების წარმოება 2023 წელს დაიწყება, ხოლო არმიაში მათი ინტეგრირება 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი.


წყარო:

აშშ-ს ჯავშანსატანკო პროგრამებთან დაკავშირებით ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Thursday, February 7, 2019

აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18C Hornet რუსულ ფერებში

აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილი F/A-18C Hornet რუსეთის საზღვაო ძალების ავიაციის ფერებში - Су-30СМ-ის იმიტაციას ახდენს. 2019 წლის 5 თებერვალი, ტეხასის შტატი, ავიაბაზა ფორ-იერტი

Су-34-ის იმიტაცია

Су-35-ის იმიტაცია

Aggresors-ების შესახებ ბლოგზე განთავსებული თემატური სტატიები:

Wednesday, February 6, 2019

რუსული С-300-ების პოზიციები სირიაში

თანამგზავრულ დაკვირვებაზე სპეციალიზირებულმა ებრაულმა კომპანიამ - ImageSat-მა, ინტერნეტში რუსების მიერ სირიისთვის აგდაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, С-300-ების, თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა.

აღნიშნული კომპლექსების გადაცემის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

კომპლექსები ქალაქ მასიაფის ახლობლადაა განთავსებული. ფოტოებზე გარკვევით ჩანს სამი გამშვები, თუმცაღა როგორ კომპანიამ აღნიშნა კომენტარში "მეოთხე კომპლექსი შესანიღბი ბადითაა დაფარული". კომპანიამ ასევე აღნიშნა რომ, 2018 წლის ოქტომბრიდან, როდესაც სირიაში ამ კომპლექსების გადასროლა დაიწყო, თანამგზავრმა ეს კომპლექსები პირველად დააფიქსირა.


Monday, February 4, 2019

Challenger-1 და მისი ჯავშანდაცვა

მომდევნო სამ ფოტოზე გამოსახულია ბრიტანული ექსპერიმენტალური ტანკი FV4030-3 (Shir-2 - ირანულად "ლომი-2"). მანქანა რევოლუციამდელი ირანისთვის იქმნებოდა, თუმცა ისლამურმა რევოლუციამ ხელშეკრულების ანულირება გამოიწვია. ბრიტანელებმა დაგროვილი გამოცდილება თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და ამ ტანკის გადაკეთებით მიიღეს საყოველთაოდ ცნობილი Challenger-1.

ფოტოებზე FV4030-3 კორპუსის წინა ზედა და კოშკურის წინა ჯავშანპაკეტების გარეშეა გამოსახული. გამოყენებული ჯავშანპაკეტი Chobham-ის (იგივე Burlington ან Dorchester) ტიპისა იყო.



ქვიშისფერში სერიული Challenger-1 - შედარებულია Shir-2-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის ბუდესთან. 

ქვიშისფერში სერიული Challenger-1 - შედარებულია Shir-2-ის კოშკურის წინა ჯავშანპაკეტის მიმმართველებთან. 

 ზედა და ქვედა მარჯვენა სერიული Challenger-1, ქვედა მარცხენა მისი პროტოტიპი FV4030/4

Challenger-1-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის და ქვედა დეტალის გეომეტრია

სრულად აღჭურვილი საცდელი FV4030/4 (Challenger-1-ის ერთ-ერთი პროტოტიპი) 

მეასე Challenger-1 - კოშკურა შიშველია (ჯავშანპაკეტის გარეშე). კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტზე ასევე შეიმჩნევა სამაგრი მოქლონები.

Challenger-1-ის კოშკურა - მოხსნილია კოშკურის გვერდითი და წინა ჯავშანპაკეტის გარეთა დამცავი შრე - კარგად ჩანს კოშკურის საფუძველზე ჯავშანპაკეტის სამაგრი მოქლონები

ისრებით მონიშნულია კოშკურის  წინა და კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის სამაგრი მოქლონები. საინტერესოა თუ როგორ მაგრდება ეს ჯავშანპაკეტი ბაზაზე - თუ მოქლონები გამჭოლად გადის პაკეტებში, მაშინ თვითონ ამ ჯავშან პაკეტის მედეგობა საკმაოდ დიდ ეჭვს ბადებს.