სატანკო პარკის განახლების პროგრამის თანახმად Abrams-ების უახლესი მოდიფიკაცია, M1A2D, მეწინავე სენსორებითა და საბრძოლო სისტემებით უნდა აღიჭურვოს.
როგორც არმიის წარმომადგენელი იუწყება "თანამედროვე Abrams M1A2D-ს (ძველი სახელწოდება M1A2 SEPv4) მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს მე-3 თაობის FLIR-ი (3GEN FLIR) წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა ეკიპაჟის ეფეტურობის რადიკალურ ზრდას უზრუნველყოფს.
3GEN FLIR-ი ტანკის ორივე სამიზნეში იქნება ინტეგრირებული და ასევე მოხდება მისი სხვა პლატფორმებზე გავრცელებაც.
3GEN FLIR ან 3GF თვის თავში გააერთიანებს საერთო კომპონენტებს, რომლებიც დაზვერვის, დაკვირვების და სამიზნის აღმოსაჩენად პლატფორმის სამიზნეში იქნება ინტეგრირებული.
საერთო კომპონენტები მოიცავს მაღალი აღქმადობის და მკაფიოობის ორდიაპაზონიან მატრიცას (საშუალო და გრძელ ტალღოვანი ინფრაწითელი) და სითბური გამოსხივების ვიდეო გამოსახულებად გარდამქმნელ ოპტიკურ-ელექტრონულ მოწყობილობებს. ახალი 3GF ტანკზე წინა თაობის 2GF სამიზნეებს ჩაანაცვლებს.
მე-2 თაობის (ეგრეთ წოდებული 2GF) ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი M1A2 SEP v.2-ის მემიზნის სამიზნე კომპლექსი
განახლებულ სამიზნეში ინტეგრირებული იქნება ფერადი დღის კამერა, თვალებისთვის უსაფრთხო ლაზერული მანძილმზომი და ლაზერული მანიშნებელი.
M1A2D ლეტალურ განახლებებთან ერთად სრულიად ჩაშენებულ სასწავლო ფუნქციასაც მიიღებს - რაც ეკიპაჟის გაწვრთნას საგრძნობლად აამაღლებს. არმიის აზრით განახლებების ეს პროგრამა ისე იქნა წამოწყებჯული, რომ მასში შესაძლებელია მომავლის ბრძოლის ველისთვის აუცილებელი ყველა კრიტიკული განახლების ინტეგრირება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიურობა, აქტიური დაცვის სისტემები და გაუმჯობესებული სენსორები.
როგორც ცნობილია 2017 წელს კომპანია General Dynamics Land Systems-მა აშშ-ს არმიისგან 310,6 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რომლის თანახმადაც უნდა შეიმუშაოს და გამოსცადოს M1A2D ტანკის შვიდი საცდელი პროტოტიპი. გაუმჯობესებები შეეხება სენსორებს, ლეტალურობას და გადარჩენადობას. გეგმების თანახმად ახალი ტანკების წარმოება 2023 წელს დაიწყება, ხოლო არმიაში მათი ინტეგრირება 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი.
წყარო:
აშშ-ს ჯავშანსატანკო პროგრამებთან დაკავშირებით ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:
- ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე
- Abrams M1A2 SEPv3 შესყიდვა და Abrams M1A2 SEPv4 პროგრამის წამოწყება
- AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა
- M1A2SEP v.3 - ჯავშნის იმიტატორი
- 2018 წელს Abrams-ი და Bradley აქტიური დაცვით აღიჭურვება
- Abrams M1A2 SEP v.3-სა და M1A2 SEP v.4-ის რენუმერაცია - იცნობდეთ M1A2C-სა და M1A2D-ს
- ლაზერული გაფრთხილების სისტემითა და ახალი საკვამლე მორტირებით აღჭურვილი Abrams-ი
- აშშ-ს ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემების პროგრამის შესახებ