Saturday, May 24, 2014

KADEX-2014 vol.2

გუშინწინ ყაზახეთის ანგარიშისთვის Т-72А–ს ებრაულ–თურქული მოდერნიზაციის ფოტო დავდე – ყაზახური Т-72 "Shigis"–ის ახალი მოდიფიკაცია. ამჯერად წარმოგიდგენთ მანქანის ფოტოდეტალიზაციას:

Т-72А "Shigis"

Т-72А-ს და Т-72А "Shigis"–ის შედარებითი ტექნიკური მახასიათებლები

სხვადასხვა საინტერესობები:

БМПТ-72

ყაზახეთის არმიის БМПТ Терминатор


БМПТ-72–ისა და БМПТ Терминатор–ის შედარებიტი ტექნიკური მახასიათებლები

Тигр-М–ის სხვადასხვა ვარიანტები

აშშ–ს არმიის ახალი კამუფლიაჟი

აშშ–ს არმიის ახალი საველე ფორმა "Scorpion"
აშშ–ს არმიის ახალი უნიფორმისა და ეკიპირების კონკურსზე უკვე ვწერდი – აშშ–ს არმია ახალ ჩექმებსა და კამუფლიაჟს ცდის. როგორ ირკვევა უკვე აირჩიეს ახალი საველე ფორმა. ოფიციალურად ეს არ განცხადებულა, მაგრამ სერიული წარმოებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
აშშ–ს არმიის ახალი საველე ფორმა ეგრეთწოდებული "Scorpion"-ია, რომელიც 90–იანებიდან იღებს სათავსე, როდესაც ამერიკის არმიაში პროგრამა "Land Warrior"–ზე მიდიოდა მუშაობა, ხოლო შემდეგ 00–ინების დასაწყისში "Objective Force Warrior Program"–აში გადაინაცვლა, საბოლოოდ კი დღეს ფართოდ გავრცელებული "Multicam"–ს დაუდო საფუძველი.

შედარებისთვის – "Multicam" .........

..............და "Scorpion"


P.S. ფაქტიურად იგივე "Multicam"–ია, სავარაუდოდ ფულის გაკეთების ვარიანტი უფროა ვიდრე რაიმე ეფექტურობის მომატებისა.


წყარო:

უკრაინული БТР-4Е პირველი ცეცხლის ქვეშ

სლავიანსკის გზაზე სანიტარული ჯავშანტრანსპორტიორი БСЭМ-4К დაცხრილეს. ისროდნენ დამიზნებით – ჯავშანუშებში, ფარებში და საბურავებში. გზის ორივე მხარიდან. ჯავშანშუშებმა გაუძლეს, ფარები და საბურავი შესაცვლელია:

დამატებით БТР-4Е–ს შესახებ:

ცხაურებიანი БТР-4Е

БТР-4Е შიგნიდან


 კადრი ვდიეოდან:
  • ყვითელი ქვემეხის მდგომარეობა კორპუსის მიმართ
  • წითელი საბრძოლო მარაგი – 117 ჯავშანგამტანი მგეზავი, 182 მსხვრევად ფუგასური და 29 ყუმბარა

Friday, May 23, 2014

უკრაინის ნაცგვარდიის БТР-4Е


ქვემოთა ფოტოზე უკრაინელ ნაცგვარდიელს სავარაუდოდ გერმანული PSG-1 უკავია

ცოტაოდენი რამე KADEX-2014–იდან

დავიწყოთ ყაზახური კომპანია Semey Engineering–ის მიერ წარმოდგენილი კონვერსიული ტექნიკიდან:

საბჭოთა БМП-1–ის ბაზაზე შემოდგმული ავტომატური, 82მმ–ნი ნაღმტყორცნი 2Б9 "Василёк"

მოდერნიზირებული შეჯავშნული სადაზვერვო–სათვალთვალო მანქანა БРДМ-2SI (ელექტრონიკა ნაკრები სალათა – საფრანგეთი, ისრაელი, თურქეთი)

შეჯავშნული სარემონტო გამწე БРТ-72 (Т-72–ის ბაზაზე)

მოდერნიზირებული БТР-70SI ან БТР-70KZ (ცხაურების გარდა აღჭურვილია ASELSAN-ის თბოხედვის კომპლექსი ATS-10–ით)

წინა ზღუდის სატრანსპორტო მანქანა ТМПК (Транспортная Машина Переднего Края) БМП-1–ის ბაზაზე

ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ-72 (Т–72–ის ბაზაზე)

წყარო: