Showing posts with label БМПТ. Show all posts
Showing posts with label БМПТ. Show all posts

Thursday, November 26, 2020

Monday, August 24, 2020

Russian armoured vehicles and MBTs at the Army-2020 forum

At the Army-2020 forum russian companies shows a various types of IFVs, APCs, MBTs and e.t.c.


BMP-2M Berezhok with addon armor, cage armor and new road wheels.

BMP-3M with spaced armor, cage armor and new FCS.

HIFV BMP T-15

Derivatsia PVO

BMPT Terminator

T-90MS and T-14 Armata

Upgraded MT-LB

BMPT Terminator-2

BMP-3 Manul - new IFV based on BMP-3

APC Bumerang K-17 and BTR-82AT with new remotely controlled weapon station.

Self-Propelled Mortar 2S41 Drok based on Typhoon-VDV K-4386, T-80BVM and T-90M

Sunday, September 17, 2017

ტანკები Т-90М, Т-80БВМ და Т-72Б3 და საბრძოლო მანქანა БМПТ სწავლება "Запад-2017"-ზე

ლენინგრადის ოქლში, 33-ე საერთოსაჯარისო პოლიგონზე მიმდინარე რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივ სტრატეგიულ სწავლება, "Запад-2017"-ზე, რუსეთის არმიამ სადემონსტრაციოდ ტანკები Т-90М, Т-80БВМ და Т-72Б3 და საბრძოლო მანქანა БМПТ-ს ნიმუშები გამოაგორა.


ტელერახ "Звезда"-ს სიუჟეტი, БМПТ-ე 1:26 წუთზე

БМПТ-ეს სახესხვაოებები


მოკლედ ბოლო დროს გავრცელებული სიახლეები, ამ მანქანის მიმართ ინტერესს ზრდის.

კერძოდ საუბარია სირიაში მივლინებული БМПТ Терминатор და რუსეთის არმიის მიერ მისი შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ამის შესახებ ბლოგში არაერთხელ დაიწერა:

მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ამ მანქანის სახესხვაობის რამოდენიმე საინტერესო დეტალი, სულ, ფაქტიურად სერიული მანქანის, 4 ვარიანტია შემჩნეული. დავიწყოთ ფოტოებით:

ფაქტიურად სერიულ დონემდე მიყვანილი საწყისი ვარიანტი

 მისი შემდეგი სახესხვაობა - ცვლილებები შევიდა პანორამლუ სამიზნეში (მწვანე), დაბალგანათებაზე მომუშავე კამერით აღჭურვილი, БО7К1 ტიპის პანორამის ნაცვლად, მანქანაზე ტანკ Т-90МС-ის მეთაურის თბოხედვის კამერით აღჭურვილი პანორამული სამიზნე დამონტაჟდა. ასევე მოხდა კოშკურის ფორმების დახვეწა (წითელი)

შეცვლილია სათადარიგო ნაწილებისა და საკუთნოს კოლოფები და მათი განლაგება - ზედა ფოტოზე პირვანდელი ვერსიაა, ერთი კოლოფით (წითელი), ხოლო მუხლუხებსზედა თაროზე კოლოფი საერთოდ არ აყენია (მწვანე). განახლებულ მანქანაზე, კოშკურის უკან, უფრო მოზრდილი კოლოფია განთავსებული, ხოლო, ორივე მხარეს, მუხლუხებსზედა თაროებზე, ორი ცალი დამატებითი კოლოფი აყენია (მწვანე)

სწორედ ზემოთ აღნიშნული, განახლებული მანქანა, იყიდა ყაზახეთის არმიამ. ყველა ზემოთ აღნიშნული ცვლილება ადვილად შესამჩნევია

კიდევ ორიოდე მცირე ვიზუალური დეტალი, რომლითაც ყაზახეთის მანქანები განსხვავდება პროტოტიპებისგან - პირველი ეს გრუნტზე მოსაჭიდებელი ირიბი კლანჭებით აღჭურვილი მუხლუხების ნაცვლად ყაზახურ მანქანებზე სწორ კლანჭებიანი მუხლუხები აყენია

იყო

გახდა

და მეორე დეტალი კორპუსის ზედა დეტალის დინამიკური დაცვა, მძღოლ-მექანიკოსის სარქველის წინ, განსხვავებული გოფრირებით გამოირჩევა

იყო

გახდა

შემდეგი სიახლე БМПТ-72 გახდა, თუმცა ეს მანქანა საკმაოდ განსხვავდება წინამორბედისგან, ფაქტიურად სულ უცხო კოშკურა უყენია, მოხსნილია ავტომატური ყუმბრამტყორცნები და მთლიანობაში ფაქტიურად სრულიად ახალი მანქანაა, უბრალოდ აქ ის მისი როლის გამოა მოყვანილი, რასაც ქვემოთ განვიხილავთ, ამჯერად კი მის მონიშნულ დეტალებს დააკვირდით

იგივე დეტალები БМПТ-ზე შემჩნეული იქნა ჯერ გამოფენა RAE-2015 (კერძოდ ავტომატური ქვემეხების გარსსაცმი, შავი ისრით ფოტოებზე)

შემდეგ სირიაში გამოჩნდა მანქანა, რომელზეც ქვემეხების ძველი გარსსაცმები ეყენა, სამაგიეროდ ტსმრ-ების გამშვები იყო БМПТ-72-ის ანალოგიური

და აი ბოლოს, გამოფენა Армия-2017-ზე, სადემოსნტრაციო გაოსვლებზე, გამოყვანილი იქნა მანქანა, რომელსაც ქვემეხების გარსსაცმიცა და ტსმრ-ის გამშვებებიც БМПТ-72-იდან ჰქონდა ნასესხები (აღსანიშნავია რომ ზედა, სირიულ, და ქვედა საგამოფენო მანქანებზე, თბოხედვის კამერით აღჭურვილი პანორამის ნაცვლად, ისევ ძველი, БО7К1 ტიპის პანორამა არის დამონტაჟებული)

P.S. მონაცემები სავარაუდოდ არასრულია, რადგანაც მანქანები გარეგანი იერის გარდა, შიდა აღჭურვილობითაც განსხვავედბიან, რაც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არაა ხელმისაწვდომი. ნებისმიერი ინფორმაცია მანქანის შესახებ მისასალმებელია.