Tuesday, September 4, 2018

ალექსეი ხლოპოტოვი Т-14 АРМАТА-ს და სხვა რუსული ტანკების შესახებ


ალექსეი ხლოპოტოვის ინტერვიუ რუსული ტანკმშენებლობის შესახებ. რამოდნეიმე საინტერესო მომენტი:
  • Объект-195-ზე უარის თქმის მიზეზები.
  • ქვემეხ 2А82-ის სიახლეების შესახებ.
  • Армата-ს წონა 55 ტონზე მეტია.
  • უკრაინაში სატანკო ქვემეხებს ვერ ამზადებენ (იყო წარმოება, მაგრამ როგორც თვითონ უკრაინელები ადასტურებენ, შეწყვეტილია და ხაზი დაკონსერვებულია).
  • დასავლეთის მიერ Армата-ზე ადეკვატური პასუხის გაცემა სრულიად ადვილი და შესაძლებელია.
  • რუსული სატანკო ძრავების შესახებ - წესიერი დიზელი არ არსებობს და ის რაც Армата-ზე აყენია, სსრკ-ს დროინდელი პროექტია.
  • УВЗ ფაქტიურად სრულიად დასავლური და უცხოური დაზგებითაა აღჭურვილი.
  • Армата-ს დიდი რაოდენობით წარმოება სავარაუდოდ არც იგეგმება.
  • Курганец-იც სავარაუდოდ არ წავა სერიაში, ძაან ახლოს დგას მახასიათებლებით БМП-3-თან.

Monday, September 3, 2018

უკრაინამ აშშ-ს რადიოლოკაციური სადგური 36Д6М1-1 გადასცა


უკრაინულმა მხარემ, აშშ-ს შესყიდვების სარდლობას, სამეცნიერო საწარმოო კომპლექს "Искра"-ს მიერ წარმოებული, სამკოორდინატიანი, მობილური რადიოლოკაციური სადგური, 36Д6М1-1 გადასცა. 

შესყიდული ობიექტის ორლანდოში მიწოდება, კომპანია "Прогресс"-ის საშუალებით განხორციელდა. რადიოლოკაციური სადგური, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და ჰსთ-ს მართვის ავტომატიზირებულ სისტემების შემადგენლობაში გამოსაყენებლადაა განკუთვნილი, მას შეუძლია აქტიური და პასიური ხარვეზების ფონზე აღმოაჩინოს დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო სამიზნეები, ამას გარდა მისი გამოყენება შეიძლება სამხედრო და სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის სამართავად. აშშ-ში სადგურს სავარაუდოდ ანალიზისა და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.


ამ ხელშეკრულების რეალიზაციისთვის ხელის შეშლას, რუსეთთან დაკავშირებული, ბიზნეს სტრუქტურები ცდილობდნენ. 2017 წელს ორგანიზაცია ООО "КИТ"-მა, სასამართლოში სარჩელის შეტანით, სცადა პროცესის ბლოკირება. თუმცაღა სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული რლს აშშ-ს მაინც გადაეცა.


წყარო: