As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, February 25, 2017
ყველა ვარსკვლავი ერთად - F-35 vs F-22 vs Rafale vs Typhoon
სრულყოფილი საჰაერო სწავლება, სახელწოდებით "Atlantic Trident 2017", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო გამანადგურებლები, აპრილის თვეში განხორციელდება. სწავლების ძირითადი სცენარი საჰაერო სივრცის ჩაკეტვას შეეხება (Anti-Access/Area Denial). სწავლებაში ერთმანეთს ისეთი გამანადგურებლები დაუპირისპირდებიან, როგორებიცაა აშშ-ს F-35 და F-22, დიდი ბრიტანეთის Typhoon და საფრანგეთის Rafale, ანუ როგორც იტყვიან "All Star Air Game" მოგველის.
როგორც იტყვიან ჩაუჯექით პოპკორნით ხელში.
Monday, February 20, 2017
Sunday, February 19, 2017
და სახელია მისი F/A-18XT და ღირს 80 მილიონი მარადმწვანე
როგორც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, მრავალფუნქციურ გამანადგურებელს, F/A-18 Advanced Super Hornet-ს (იგივე Block III), მიენიჭება ინდექსი F/A-18XT. ამის შესახებ მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა. უნდა აღინიშნოს რომ, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების თანახმად, აღნიშნული გამანადგურებლის დიდი პარტიის შეკვეთა განხილვის პროცესშია. მწარმოებელი ფირმის, Boeing-ის, განცხადების თანახმად, F/A-18E/F Super Hornet-ი მიახლოებით 78 მილიონი დოლარი ღირს, მისი გაუმჯობესებული ვარიანტი, ანუ Advanced Super Hornet (იგივეΧΤ), ალბათ „ორიოდე მილიონით ძვირი“ დაჯდება. ეს მაშინ როდესაც უკანასგნელი პარტიის F-35C-ს ფასი 121 მილიონს ურტყამს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება).
Boeing-ის მხარდასაჭერად ასევე კონგრესმენი Mc Cain-იც გამოვიდა, რომელმაც წარმოადგინა ანალიზი, რომელშიც 58 ცალი F/A-18E/F-ის დაუყოვნებლივი შესყიდვის აუცილებლობაა ხაზგასმული. აუცილებლობა აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის F-35C-ს მიწოდების შეფერხებების გამო წარმოიშვა. უცნობია ეს ყველაფერი მომავალში რამდენად შეუქმნის F-35C-ს პრობლემებს, მაგრამ მის მიმართ პესიმიზმს აშკარად გაზრდის.
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)