NATO Tiger Meet 2017-ზე წარმოდგენილი Gripen JAS 39
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label 2017. Show all posts
Showing posts with label 2017. Show all posts
Monday, June 11, 2018
Wednesday, March 7, 2018
აშშ-ს საჰაერო ძალები ბოლო წლების განმავლობაში ავიაპარკის საბრძოლო მზადყოფნის პრობლემებს განიცდის
აშშ-ს სამხედრო პორტალ, "Military Times"-ზე, აშშ-ს სამხედრო საჰაერო პარკის მდგომარეობის შესახებ, საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოქვეყნდა. მონაცემები 2017 ფინანუსრ წელს ეხება (დამთავრდა 2017 წლის 30 სექტემბერს), ვებგვერდზე ასევე მოყვანილია წინა წლების მდგომარეობასთან შედარება.
სტატიაში აღნიშნულია აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის საბრძოლო მზადყოფნის მუდმივად შემცირებადი ხარისხი, ამასთან საკმაოდ საგრძნობია მე-5 თაობის, Lockheed Martin F-22A და Lockheed Martin F-35A მზადყოფნის დაბალი დონე.
აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის მზადყოფნის მაჩვენებელი ბოლო წლებში ტიპების მიხედვით
წყაროს თანახმად, ავიაპარკის მზადყოფნის შემცირების ძირითად მიზეზს ავღანეთში, ერაყში და სირიაშია მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ხოლო ახლა დამატებით ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და რუსეთის "შესაკავებლად" მრავალრიცხოვანი მეწინავე გაშლა წარმოადგენს
აშშ-ს საჰაერო ძალები ასევე განიცდიან კვალიფიცრებული სახმელეთო ტექნიკური პერსონალის დეფიციტს. თუმცაღა ბოლო რმდენიმე წლის სგანმავლობაში აშშ-ს საჰაერო ძალემა სახმელეთი ტექნიკური პერსონალის დეფიციტი 4000-დან 200 კაცამდე შეამცირა, თუმცაღა მომუშავე ტექნიკური სპეციალისტების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არასაკმარისი კვალიფიკაცია ("მე-3 დონის") აქვს და მხოლოდ "მე-5" და "მე-7" დონის სპეციალისტების ზედამხედველობით შეუძლიათ მუშაობა. საჰაერო ძალები თავის მხრივ, ამ მაღალი დონის სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. ამას გარდა, ამ სახმელეთო სპეციალისტების არაპროპორციად დიდი ნაწილი მეწინავე გაშლებშია ჩართული და ამგვარად აშშ-ს ტერიტორიაზე არსებულ საჰაერო ნაწილებს, ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ, გაშიშვლებლს ტოვებენ.
აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის მზადყოფნის შემცირებამ თავის მხრივ მფრინავების საფრენოსნო დროის შემცირებაც გამოიწვია. აშშ-ს საჰაერო ძალები ძველებურად პილოტების დიდი დეფიციტს განიცდიან (მიახლოებით 2000 კაცი - მთლიანი მოთხოვნილების მიახლოებით 10%).
წყაროს მიერ მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საჰაერო ძალების რეგულაციებით პილოტმა თვეში საშუალოდ 20-25 საათი უნდა იფრინოს, ხოლო მინიმალური საფრენოსნო დრო თვეში 15-20 საათს უნდა უნდრიდეს, ან სამი ფრენა კვირაში (ოთხი ფრენა კვირაში ახალბედა პილოტებისთვის). ფაქტიურად 2017 წელს, პილოტების ფრენის საშუალო დრომ 17,6 საათი შეადგინა თვეში, მათ შორის 16,4 საათი გამანადგურებელი ავიაციის მფრიავებისთვის, 17,6 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის და 19,4 საათი თვეში - ბომბდამშენი ავიაციისთვის. თუმცაღა ეს საშუალო დრო არ იძლევა ნათელ სურათს, რადგანაც მფრინავები მეწინავე ბაზებზე გაცილებით მეტს დაფრინავენ (როგორც ფრენების როდენობით ასევე ხაგრძლივობის მხრივ), ვიდრე აშშ-ს ტერიტორიაზე ბაზირებული პილოტები. ეს ბოლოები თვეში საშუალოდ ოთხიდან ხუთ ფრენამდე ახორციელებენ.
წყარო:
Sunday, December 31, 2017
რუსეთის არმიის 2017 წლის რაოდენეობრივ-ტექნიკური მონაცემები
რუსეთის თავდაცვის სამნისტროს მიე რგავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფოგრაფიკა, რომელზეც 2017 წლის განმავლობაში რუსეთის არმიის აღჭურვასა და მომზადებაში მიღწეული შედეგებია ასახული (გამოსახულება გადიდებადია):
P.S. რუსეთის არმიის ძირითად მიღწევებზე ბლოგზე უკვე ვწერდი, სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება და 2017 წლის შედეგების შეჯამება
Saturday, December 23, 2017
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება და 2017 წლის შედეგების შეჯამება
22 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასული წლის შეჯამება გააკეთა და მოხსენებით წარსდგა თავდაცვის კოლეგიის წინაშე. მთელს ტექსტს არ გითარგმნით, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალებს კი მოგახსენებთ.
- სირიაში საბრძოლო გამოცდილება 48 ათსმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. აქედან 14 ათასზე მეტი სახელმწიფო ჯილდოებითაა დაჯილდოებული.
- ოპერატიულ-ტაქტიკური ვიაციის ეკიპაჟების 80% და საარმიო ავიაციის ეკიპაჟების 90%-მა 100-დან 120 საბრძოლო გაფრენამდე განახორციელა. შორეული ავიაციის ეკიპაჟებმა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების გამოცდილება მიიღეს.
- სულ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის ავიაციამ, 34 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.
- პირველად საბრძოლო მოქმედებებში საგემბანო ავიაციის პილოტებიც მონაწილეობდნენ. მათ მიერ 420 საბრძოლო გაფრენა იქნა განხორციელებული.
- მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე გამოიყენებოდა ისეთი ზეზუსტი შორსმფრენი რაკეტები, როგორებიცაა "Калибр" და Х-101, "Искандер", "Точка-У" და Х-55.
- ხუთასიდან ათასხუთასამდე კილომეტრ მანძილზე წყალქვეშა ნავებმა და ხომალდებმა 100 დარტყმა, ხოლო სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა 66 დარტყმა განახორციელეს. ყველა რაკეტამ მიზანი გაანადგურა.
- ჰსთ კომპლექს "Панцирь"-ის შესაძლებლობები მცირეზომიან სამიზნეებთან და რეაქტიულ ჭურვებთან ბრძოლის საშუალებას იძლეოდა. კომპლექსის დახმარებით განადგურებული იქნა 16 ცალი უპილოტო საფრენი აპარატი და 53 ზალპური ცეცხლის რეაქტილი სისტემის რაკეტა.
- სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში სამმა პოლკმა დაასრულა "Ярс" ტიპის მოძრავ კომპლექსებზე გადაირაღება.
- საავიაციო სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა მიმდინარე წელს სამი მოდერნიზირებული თვითმფრინავი იიღეს.
- საერთო დანიშნულების ძალებში - სახმელეთო ჯარებში ერთ საარმიო მმართველობა, თვრამეტი შენაერთი და სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა.
- ჯარებმა მიიღეს 2055 ახალი და მოდერნიზირებული სხვადასხვა სახის შეიარაღება, რომლებზეც გადავიდა სამი შენაერთი და თერთმეტი სამხედრო ნაწილი.
- საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში ჩამოყალიბდა სამხედრო-სატრანსპორტო სავიაციო დივიზია და საერთო დანიშნულების საავიაციო დივიზია. მიღებულია 191 თანამედროვე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 143 ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღება.
- დეკემბრიდან ერთიანი კოსმოსური სისტემა დადგა მორიგეობაზე.
- საჰაერო-სადესანტო ჯარებში ჩამოყალიბდა ცალკეული სადესანტო-მოიერიშე და სარემონტო-აღმადგენელი ბატალიონები. მიწოდებული იქნა 184 ცალი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და თვითმავალი ქვემეხი.
- შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენოსნო აპარატების 59 კომპლექტი გადაეცა. ეს 199 უპილოტო აპარატია.
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაკეტმზიდებმა საჰაერო პატრულირების მიზნით 178 გაფრენა განახორციელეს, ხოლო სამხედრო-საღვაო ფლოტის ხომალდებამ - 672 გასვლა მოახდინეს მსოფლიო ოკეანეში.
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს: 80 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა; წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი 102 ბალისტიკური რაკეტა; "Борей"-ს ტიპის სტრატეგიული დანიშნულების სამი ცალი წყალქვეშა კრეისერი; 55 კოსმოსური აპარატი; 3 237 ტანკი და სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა; 1000-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი; 150 ხომალდი; 6 წყალქვეშა ნავი, 13 სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი "Бал" და "Бастион.
- საერთო საჯარისო 35 შენაერთი უზრუნველყოფილია "Ратник-2" ტიპის თანამედროვე საბრძოლო ეკიპირებით. ეს ფაქტიურად მთელი სახმელეთო ჯარებია.
- თანამედროვე რუსეთის ისტორიაში რუსეთის საზღვარი პირველადაა მთელს სიგრძეზე დაფარული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციური ველით. ეს მიღწეული იქნა "Воронеж"-ის ტიპის ექვსი ცალი ახალი რადიოლოკაციური სადგურის დამონტაჟებით და მოქმედი სადგურების, "Дарьял", "Днепр" და "Волга"-ს, გაუმჯობესებით.
- სახელმწიფო პროგრამებს განხორციელების შედეგად არმიის და ფლოტის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონემ 59,5% მიაღწია. სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში გათანამედროვეობის დონეს 79%-ია, სახმელეთო ჯარებში - 45%, საჰაერო-კოსმოსურ ჯარებში - 73%, ფლოტში - 53%.
- ამასთან რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაბალანსირებულია, პასუხობს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს და მომავალ წელს მშპ-ს 2,8% გაუტოლდება, ან 46 მილიარდი დოლარს. ამასთან აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდია, დიდი ბრიტანეთისა 60 მილიარდი, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო ბიუჯეტები 40 მილიარდ დოლარს უტოლდება.
- გასულ ხუთ წელიწადში შეიარაღებული ძალების საკადრო შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა. წვევამდელთა რაოდენობა 50 ათასით შემცირდა, 290-იდან 240 ათასამდე, ხოლო კონტრაქზე მომსახურეთა რაოდენობა 2012 წელს 162 ათასიდან დღემდე 384 ათასამდე გაიზარდა. გაიზარდა მათი შერჩევის ხარისხი. კონტრაქტით მომსახურეთა 70%-ს გააჩნია საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
მთლიანი ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
Saturday, September 9, 2017
„Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსცირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.
წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები.
„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.
სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
P.S. თავდაცვაშიც კლასიკურ პრესსამსახურია:
- Т-72 და არა ტ-72
- БМП-1 და 1 და არა (ქსმ) 1 და 2
- 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW - ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია CROWS-ის შესახებ, რაც იკითხება როგორც Common Remotely Operated Weapon Station და ნიშნავს "ერთიანი, დისტანცოიურად მართვადი შეიარაღების მოდული"
- Ан-26 და არა AN-26,
- Iroquois UHIH - სავარაუდოდ UH-1H
- СПГ-9 და არა სპგ-9

წყარო:
Friday, August 25, 2017
ავღანეთის 16 წლიანი ომი ფოტოებში
ყუნდუზი, ავღანეთი - 87-ე ქვეითი დივიზიის, პირველი ბატალიონის წევრები დაჭრილ თანამებრძოლე ზრუნავენ
ქაბული, ავღანეთი. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ავღანეთმა, სადაც ალ-ქაიდას ლიდერი იმყოფებოდა, აშშ-ს სამხედროების ყურადღება მიიპყრო. მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდნიში იყო. მაგრამ არავის არ ეგონა რომ, ეს ომი, ალ-ქაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ, მთელი 16 წელი გაიწელებოდა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი გახდებოდა.
ამ ომმა სამი ამერიკელი პრეზიდენტი და თორმეტი სარდალი გამოიცვალა. ომმა ასევე გახსნა ის ფანჯარა, რომელში თანამედროვეობა და ტომური წყობილება და რელიგიური ადათ-წესები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ორშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა, ომის ახალი სტრატეგიის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლსი მიხედვითაც ამერიკა მზადაა ავღანეთში თავისი დასწრება გაზარდოს.
ქვემოთ, უკუ ქრონოლოგიით, მოყვანილია ფოტოები, რომლებზეც ასახულია ომი ისე როგორც მას New York Times-ის ფოტოგრაფები ხედავდნენ.
2016 წელი, ჰელმანდის პროვინცია, ლაშკარ გას რაიონის ხედი ზემოდან
2015 წელი, ყუნდუზის პროვინცია - "ექიმები საზღვრებს გარეშე" ორგანიზაციის საავადმყოფო აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ შეცდომითი იერიშის შემდეგ
2013 წელი, ყანდაღარის პროვინცია, სოფელი ლალადარი - ამერიკელებმა (მარჯვნივ) და ავღანელებმა (მარცხნივ) მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი გაანადგურეს
2013 წელი, პროვინცია პაკატა - 1-1 საჰაერო სადესანტო დივიზიის მებრძოლები პატრულირების მომენტში
ყუნდუზი, 2013 წელი - ჯარისკაცები ვერტმფრენით ტრანსპორტირებისთვის ემზადებიან
2010 წელი, ჰელმანდის პროვინცია - საზღვაო ქვეითები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
2010 წელის, კურანის პროვინცია - ავღანეთის არმიის ჯარისკაცები დაჭრილ თანამებრძოლს აშშ-ს არმიის Medevaac-ით საევაკუაციოდ ამზადებენ
2010 წელი, კუნარის პროვინცია - ამერიკელი ჯარისკაცი პეცის ხეობას გაჰყურებს
2010 წლის აპრილი - აშშ-ს სატრანსპორტო თვითმფრინავი მაზარ-შარიფში დასაჯდომად ემზადება
2009 წელი - აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსანტებთან
ქაბული, 2009 წელი - ქაბულში თვითმკვლელის იერიში განხორციელდა. აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ორმოცამდე დაზარალდა
2009 წელის, ყანდაღარის პროვინცია - აშშ-ს არმიის პირველი ქვეითი დივიზიის მებრძოლები ხუტალეს მახლობლად ქვეით პატრულს ახორციელებენ
2008 წელი, ქაბული - აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორ ბუშისა და ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, შეხვედრა
2007 წელი, კორენგალის ხეობა - დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი
2006 წელი, სოფელ ჰაზარბუზის მიმდებარე ტერიტორია - აშშ-ს არმიის მე-10 სამთო დივიზიის მებრძოლები თანამებრძლებს ჩასაფრებაში მოყოლის შემდეგ ცეცხლის ხაზიდან გასვლისკენ მოუწოდებენ
202 წელი, ამერიკელი ჯარისკაცები ბაგრამის ავიაბაზაზე
2001 წელი - აღმოსავლეთ ალიანსის მებრძოლი აკვირდება თუ როგორ ურტყამდა წრეს ტორა-ბორას მთებს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52
2001 წელი - ჩრდილოეთ ალიანსის მებრძოლებმა გზად ქაბულისკენ თალიბანის მებრძოლები ნახეს და დახოცეს
2001 წელი - ჩრდილოეთ ალიანსის მებრძლები ალყაშემორტყმული თალიბანის დედაქალაქ ბანგის ფრონტზე მიდიან
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)





















































