Wednesday, June 26, 2019

ახალი რუსული სატანკო ჭურვები

გამოფენა "Армия-2019"-ზე, რუსულმა Техмаш-მა, 125 მილიმეტრიანი ქვემეხისთვის განკუთვნილი ქვეკალიბრული ჭურვების ორი ახალი ვარიანტი - Манго-М (მარცხნივ) და Свинец-2 წარადგინა.

როგორც ჩანს ორივე გასროლა ექსპორტზე გასატანადაა განკუთვნილი და ვოლფრამის შენადნობის გულარითაა აღჭურვილი. არსებობს კიდევ გაღარიბებული ურანის გულარიანი Свинец-1, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იწარმოება.




Tuesday, June 25, 2019

I-Dome – რაკეტსაწინააღმედგო Iron Dome-ს მობილური ვერსია

ებრაულმა კომპანია Rafael-მა საფრანგეთში, საერთაშორისო ავიაკაოსმოსურ სალონზე (17-19.06.19), რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Iron Dome-ს მობილური ვერსია - I-Dome წარადგინა. სისტემამ სხვადასხვა საჰაერო საფრთხეებისგან შეტევაზე გადასული სახმელეთო ჯარების დაფარვა უნდა განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში I-Dome-ს შეუძლია, ისევე როგორც მისი სტაციონარულ ვარიანტს, დაიცვას ისეთი სახმელეთო ობიექტები, როგორებიცაა - სამხედრო ბაზები და საწარმოო და ადმინისტრაციული ცენტრები.



I-Dome ერთდროულად არის როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა (C-RAM – Counter Rocket, Artillery, Mortar), ასევე ზეახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო კომპლექსი (VSHORAD – VeryShort Range). შესაბამისად ობიექტს იცავს როგორს საარტილერიო ცეცხლისგან (ჭურვები, ნაღმები, რაკეტები), ასევე სხვადასხვა ტიპის მფრინავი აპარატებისგან (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, უპილოტოები).


სისტემის ყველა ელემენტი - 10 რაკეტიანი გამშვები დანაგარი ("რკინის გუმბათის" ჩვეულებრივ გამვშებზე 20 რაკეტაა), მართვისა და კონტროლის სისტემა (BMC – Battle Management & Control) და რადიოლოკაციური სადგური, ერთ სატვირთოზეა განთავსებული (მოდელებსა და ვირტუალურ მასალაში 6х6 სავალი ფორმულის მქონე გერმანული MAN-ია გამოყენებული). სისტემა, ისევე როგორც ორიგინალი "რკინის გუმბათი", აქტიურ-ფაზირბეული ცხაურიანი რადარითაა აღჭურვილი, მაგრამ მისგან განსხვავებით მასზე წრიული დაკვირვების 4 ზედაპირია. რადარი შემცირებული ზომების საზღვაო EL/M-2248 MF-STAR-ს ჰგავს. სავარაუდოდ მობილური კომპლექსის ხედვის მანძილი, ორიგინალური "რკინის გუმბათისგან" განსხვავებით, შემცირებულია.

ცეცხლის წარმოება გაჩერებული პოზიციიდან ხორციელდება - სამალშქროდან სასროლ პოზიციაში გადასვლას რამდენიმე წუთი ესაჭიროება. I-Dome-ს ნებისმიერ ამინდში შეუძლია მოქმედება, შეუძლია ერთდროულად გააცილოს და გაანადგუროს მრავლობითი სამიზნეები, შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირდეს და გახდეს უფრო მაშტაბური რაკეტსაწინააღმდეგო-ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ I-Dome ჯერ კონცეფციის სახით იქნა წარდგენილი (ანუ ის ჯერ არსებობს - მოხლოდ მოდელები და ვირტუალური გამოსახულებების დონეზეა), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის უკვე გამოცდილ "რკინის გუმბათს" ეფუძნება - გზაგადმჭრელი რაკეტები, მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, გამშვები დადანგარის ელემენტები, რადიოლოკაციური ტექნოლოგიები. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლის ანგარიშზეც უკვე 2000-ზე მეტი ოპერატიული გზის გადაჭრაა და რომლის წყალობითაც სისტემა 90% ეფექტურობას აღწევს. რაც შეეხება VSHORAD-სის შესაძლებლობებს - როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი "რკინის გუმბათის" მოდერნიზაციის ფარგლებში, მასზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ.

გერმანიაში მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა


ქალაქ Ahlbach-ის (ცენტრალურ გერმანია) მცხოვრებლები ღამის 4 საათზე აფეთქებამ და ვიბრაციამ გააღვიძა. დილით ქალაქი მახლობლად, სიმინდის ყანაში, პოლიციამ 10 მეტრი დიამეტრისა და 4 მეტრი სიღრმის კრატერი აღმოაჩინა. როგორც ვარაუდობენ აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დრო ჩამოგდებული ბომბის სპონტანურმა დეტონაციამ გამოიწვია.



აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, პილიციის განცხადების თანახმად - ამფეთქებელ-ინჟინრებს, სხვა ფაქტორების გარდა, თვითონ კრატერის ფორმაც მიანიშნა იმაზე, რო ეს ბომბი იყო.

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის შემდეგაც კი პოულობენ აუფეთქებელ ბომბებსა და ჭურვებს.


Sunday, June 23, 2019

უახლესი რუსული ვერტმფრენი Ми-28НМ (ვიდეო სიუჟეტი)


ტელეკანალ "Звезда"-ს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი უახლესი რუსული ვერტმფრენის - Ми-28НМ-ის შესახებ.


სიუჟეტის თანახმად - ვერტმფრენმა რადიკალაური განახლება გაიარა. სულ ოცამდე კომპონენტი იქნა გაუმჯობესებული და მოდერნიზირებული, რომელთა ძირითადი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ახალი, უფრო მძლავრი ძრავა
  • გაუმჯობესებული საფრენოსნო მაჩვენებლები
  • გაუმჯობესებული საქვემეხო შეიაღაღება (ციფრული მართვის სისტემა და გაზრდილი სიზუსტე)
  • ახალი უმართავი რაკეტები (გაზრდილი სიზუსტითა და მანძილით)
  • მართვადი შეიარაღების გაფართოებული ნომენკლატურა - ლაზერით მართვადი Атака ВМ, მილიმეტრული რადიო არხით მართვადი Хризантема და სითბური თვითდამიზნების თავაკით აღჭურვილი უცნობი სახეობის მრავალფუნქციური რაკეტა
  • დაყენდა ხრახნსზედა რადიოლოკაციური სადგური
  • განახლება განიცადა დამიზნებისა და დაკვირვებეის ოპტიკურმა სადგურმა
  • პილოტმა მიიღო ჩაფხუტით დამიზნების ფუნქცია
  • საბორტე აპარატურაში შეყვანილია ინერციული ნავიგაციის კომპლექსი
  • ვერტმფრენს შეუძლია მართოს უპილოტო საფრენი აპარატი
  • დაყენდა საბორტე დაცვის უახლესი კომპლექსი

სამხედრო გამოფენა "Армия-2019" გახსნისთვის ემზადება (ფოტოები)


რუსეთში, მოსკოვთან მდებარე "პარკ პატრიოტში", სამხედრო ფორუმი "Армия-2019" გახსნისთვის ემზადება. ქვემოთ მოყვანილია გამოფენისთვის სგამზადებული სამხედრო ექსპონატების ფოტომასალა (ფოტოები Саид Аминов-ის ბლოგიდან).


პლატფორმა "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი ჯტრ К-17

პლატოფრმა "Курганец-25"-ის ბაზაზე შექმნილი ქსმ Б-11

უნივერსალური მუხლუხებიანი პლატფორმა "Армата"-ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14

Терминатор (საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა)

152 მილიმეტრიანი თსდ 2С35 "Коалиция-СВ"

უნივერსალური მუხლუხებიანი პლატფორმა "Армата"-ს ბაზაზე შექმნილი, 57 მილიმეტრიანი საბრძოლო მოდულით აღჭურვილი ქსმ Т-15
 
 57 მილიმეტრიანი თვითმავალი საზენიტო დანადგარი 2С38 "Деривация-СВ" - წინა წელს "Деривация-ПВО"-ს სახელით იყო გამოყვანილი 

2С38 "Деривация-СВ" და Т-15 გვერდიგვერდ - როგორც ჩანს რუსები 57 მილიმეტრზე სერიოზულად ფიქრობენ

 საზენიტო სარაკეტო კომპლექს 5П60Е "Витязь"-ის გამშვები მანქანა. კაბინის უკან 9М96Е ტიპის საზენიტო რაკეტების სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერების თვიდატენვის მანიპულატორი აყენია

პირველად ფართო მასებისთვის წარდგენილი იქნა განახლებული საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო კომპლექსი "Панцирь-СМ" (საეკსპორტო სახელწოდება "Панцирь-С1М"). მანქანა აღჭურვილია ახალი საზენიტო რაკეტით, სამიზნის ამომცნობი ახალი რადიოლოკაციური სადგურით და რაკეტების გამიზვნის ახალი მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგურით. საბრძოლო კომპლექსი "Торнадо"-ს შასიზეა ინტეგრირებული

უპილოტო საფრენი აპარატი "Корсар"

უპილოტო საფრენი აპარატი  С-70 "Охотник"

მსუბუქი გამნაღმველი ტრალით აღჭურვილი ჯავშანავტომობილი КамАЗ-53949 "Тайфун-К 4х4"
 
რობოტიზირებული კომპლექსი Уран-14

რობოტიზირებული კომპლექსი Уран-6

რობოტიზირებული კომპლექსი Уран-9

82 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმტყორცნი 2С41 "Дрок"

120 მილიმეტრიანი თსდ 2С42 "Лотос" 

კონცერნ ВКО "Алмаз-Антей"-ს საგამოფენო მოედანი

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 9К317МЭ "Викинг"-ის თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9А317МЭ

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 9К317МЭ "Викинг" და დასხივებისა და გამიზვნის გასაშლელი რადიოლოკატორი 9С36МЭ

საბრძოლო მართვის პუნქტი 9С510МЭ და აღმოჩენისა და გამიზნვის სადგური 9С18М1-3Э

კიდევ ერთი პრემიერა - გამშები დანადგარი 9А383Э. დანადგარი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 9К317МЭ «Викинг»-ს აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების განადგურების მანძილისა და სიმაღლის გაზრის მიზნით ეძლევა. გამშვები დანადგარი საზენიტო-სარაკეტო სისტემა "Антей-2500"-ის შემადგენლობაში შემავალი საზენიტო რაკეტა 9М83МЭ-თია აღჭურვილი

სხვადასხვა (არაიდენტიფიცირებული) რადიოლოკაციური სადგურები

უდაბნოს ფერში შეღებილი არქტიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Тор-М2ДТ

დიდ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა "Антей-2500"

გამშვები დანადგარი  9А83МЭ

დამტენ-გამშვები დანადგარი 9А84МЭ


Тайфун ВДВ

Тайфун-К 4х4

НПО "Высокоточные комплекс"-ების საგამოფენო მოედანი

 დამატებითი ჯავშანფილებითა და ცხაურებით აღჭურვილი БМП-3

"Тайфун-К 4х4"-ის ბაზაზე შემოდგმული ტსმრ "Корнет-Д"

თსდ 2С25М "Спрут-СДМ1"

ქსმ БМП-3-ის ბაზაზე შემოდგმული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Сосна"

მცურავი ჯტრ-ი БТР-3Ф

ВПК-Урал (განახლებული Урал-53099)

БТР-82АТ და БТР-87

თბოხედვის კამერითა და НИИ Стали-ს კერამიკული ფილებით და ცხაურებით აღჭურვილი БТР-82АТ

БТР-87

განახლებული ВПК-3924 СПМ-3

სარემონტო-საევაკუაციო მანქანა РЭМ-КС1

Т-72Б3

Т-90МС

БМПТ

Камаз-ის ბაზაზე შემოდგმული სანაღმე ზღუდეების მომწყობი დანადგარი

რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურები


რადიოელეკქტრონული ბრძოლის სადგური Красуха-2

რადიოელეკქტრონული ბრძოლის სადგური Ртуть-РБ

რადიოლოკაციური სადგური П-18-2

დისტანციური განაღმვის მანქანა  "Листва"

სტრატეგიული სარაკეტო ჯარების შენიღბვისა მანქანა 

Су-27УБ