Showing posts with label ბომბი. Show all posts
Showing posts with label ბომბი. Show all posts

Tuesday, June 25, 2019

გერმანიაში მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა


ქალაქ Ahlbach-ის (ცენტრალურ გერმანია) მცხოვრებლები ღამის 4 საათზე აფეთქებამ და ვიბრაციამ გააღვიძა. დილით ქალაქი მახლობლად, სიმინდის ყანაში, პოლიციამ 10 მეტრი დიამეტრისა და 4 მეტრი სიღრმის კრატერი აღმოაჩინა. როგორც ვარაუდობენ აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დრო ჩამოგდებული ბომბის სპონტანურმა დეტონაციამ გამოიწვია.



აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, პილიციის განცხადების თანახმად - ამფეთქებელ-ინჟინრებს, სხვა ფაქტორების გარდა, თვითონ კრატერის ფორმაც მიანიშნა იმაზე, რო ეს ბომბი იყო.

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის შემდეგაც კი პოულობენ აუფეთქებელ ბომბებსა და ჭურვებს.


Tuesday, March 19, 2019

GBU-69/B - მცირე მართვადი ბომბი აშშ-ს სპედანიშნულების ჯარებისთვის


პირველად ამ ავიაბომბის შექმნის შესახებ კომპანიამ შეკვეთა 2016 წელს მიიღო. აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობა  მსგავსი საბრძოლო მასალის შექმნისაკენ მწარმოებლებს რამდენიმე წელი მოუწოდებდა, მაგრამ უშედეგოდ - როგორც ჩანს შეკვეთის დაბალი ღირებულების მიზეზით. 2016 წელს ამ მოთხოვნას კომპანია Dynetics-ი გამოეხმაურა. 2016 წელს კომპანიამ მცირე მართვადი ავიაბომბის თემის განსავითარებლად SOCOM-ისგან 11,6 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება მიიღო.

SOCOM-ი ამ ბომბებს Lockheed AC-130U-დან იყენებს. თუმცა ამ ბობმბების გამოყენება სხვა პლატოფრმებსაც შეეძლებათ, მაგალითად ამერიკელი მარინესების KC-130-ებს და MV-22 Osprey-ს.

ამას გარდა Dynetics-ი ამ ბობმს General Atomics MQ-9 Reaper-ის ტიპის უპილოტოზე ადაპტაციასაც ახორციელებს.


აღსანიშნავია რომ ბომბი 27 კილოს იწონის, აქედან სმხვრევად ფუგასური ქობინი 16 კილოა - ეს იმაზე მეტია რაც გაცილებით დიდ რაკეტებზე გამოიყენება, მაგალითად 45 კილოან Lockheed Martin AGM-114 Hellfire-ში.

  • ავიაბომბის დამიზნება ხარვეზმედეგი GPS არხითა და BAE Systems-ის ნახევრად აქტიური ლაზერული DASALS-ის (გამოიყენება APKWS II-ში) არხით ხხორციელდება.
  • საბრძოლო ქობინი - 16 კილოიანი მსხვრევად-ფუგასური, პროგრამირებადი ამფეთქითა და საჰაერო აფეთქების სენსორით.
  • 2016 წელს ავიაბომბმა წარმატებით გაიარა გამოცდები მოძრავ სამაიზნეზე
  • 2017 წელს აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაიწყეს მიცი მცირე პარტიებით შესყიდვა - შეკვეთილი იქნა 70 ცალი მართვადი GBU-69/B და დამატებით 30 ცალი AC-130-ის აღსაჭურვად.

  • 2018 წელს SOCOM-მა შესყიდვების ტემპი გაზარდა - მან 470 მილიონ დოლარად 3300 ცალი GBU-69/B შეუკვეთა. მიწოდება 2030 წელს უნდა დასრულდეს.


აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (US Special Operations Command - USSOCOM) და აშშ-ს საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (U.S. Air Force Special Operations Command - AFSOC), კომპანია Dynetics-თან ერთად, განახორციელეს მცრიე მართვადი ბომბის - Dynetics GBU-69/B Small Glide Munition (SGM) Block-1 ვარიანტის გამოცდების სერია. მართვადი ბომბის ახალი ვარიანტი კომპანია Raytheon-ის ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი სისტემით - X-Net-ითაა აღჭურვილი.

  • 2019 წელს SOCOM-მა წარმატებით დაასრულა ორმხრივი კავშირის გამოცდა
  • GBU-69/B Block I-ში დამონტაჟებულია კომპანია Raytheon-ის რადიომოდემი X-Net - რადიოკავშირი ავიაბომბის ფრენის მთელს მანძილზეა (20 საზღვაო მილზე მეტი) შესაძლებელიо
  • მომხმარებელი (იარაღის მატარებელი/მეწინავე ავიამაკორექტირებელი) ბომბის ფრენის რეჟიმის, სიჩქარის, კოორდინატებისა და საბორტე სისტემების მდგომარეობის შესახებ ღებულობს ინფორმაციას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ბომბი სხვა სამიზნეზე გადაამისამართოს ან სრულიად გააუქმოს აფეთქების რეჟიმი.
  • 2019 წელს Dynetics-მა SOCOM-ის დრონებზე GBU-69/B ბომბების ინტეგრირება უნდა განახორციელოს და ასევე უნდა წარადგინოს შემცირებული გვერდითი ეფექტის მქონე საბრძოლო ქობინი.
წყარო: