Wednesday, March 4, 2015

აშშ–ს საარმიო ავიაციის ფუტურისტული ვერტმფრენები

ამერიკულ ინტერნეტ რესურს Army Technology Magazine Focus: Aviation–ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აშშ–ს საარმიო ავიაციის მომავლის მანქანებს ეხება. სტატიაში საკმაოდ საინტერესო გრაფიკული გამოსახულებებია:

Bell Helicopter V-280 Valor

Sikorsky და Boeing–ს ერთობლივი ნამუშევარი SB-1 Dfaint



Tuesday, March 3, 2015

რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინა


უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის მთავრობამ ახალი სამხედრო დოქტრინა შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს სამხედრო–ეკონომიკურ მიმართულებას 2020 წლამდე. გადავწყვიტე დოკუმენტის შესახებ რამოდენიმე სიტყვა დამეწერა და მისი ძირითადი დებულებების თარგმანი თქვენთვის წარმომედგინა.

თავი II
რუსეთის ფედერაციის სამხედრო საფრთხეები

ტექსტის რუსულად:

Неурегулированными остаются многие региональные конфликты. Сохраняются тенденции к их силовому разрешению, в том числе в регионах, граничащих с Российской Федерацией. Существующая архитектура (система) международной безопасности не обеспечивает равной безопасности всех государств.
ნეტა ვისი ბრალია ეს დაურეგულირებელი კონფლიქტები? ცუდი დასავლეთია დამნაშავე ალბათ.


დოქტრინის მიხედვით რუსეთის ფედერაციის ძირითადი გარე საფრთხეების ჩამონათვალი:
ა) ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) ძალოვანი პოტენციალის ზრდა და მისი გლობალური ფუნქციებით აღჭურვა, რაც საერთაშორისო უფლებების ნორმების დარღვევით ხდება. NATO–ს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტუქტურის რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან მიახლოება და ბლოკის შემდეგი გაფართოება.
ბ) ცალკეულ სახელმწიფოებსა და რეგიონებში მდგომარეობის დესტაბილიზაცია და გლობალური და რეგიონალური სტაბილურობის დარღვევა.
გ) რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების მოსაზღვრე ქვეყნებში და მიმდებარე აკვატორიებში უცხო ქვეყნების (ქვეყანათა ჯგუფების) სამხედრო კონტინგენტების გაშლა (გაზრდა), მათ შორის რუსეთზე პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის მიზნით.
დ) სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნა და გაშლა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს გლობალურ სტაბილურობას და არღვევს სარაკეტო–ბირთვულ სფეროში შექმნილ ფარდობას, "გლობალური დარტყმის" კონცეფციის რეალიზაცია, კოსმოსში იარაღის განთავსების სურვილი და ასევე სტრატეგიული, არაბირთვული, ზეზუსტი შეიარაღების სისტემების გაშლა.
ე) რუსეთი ფედერაციის და მისი მოკავშირეების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, მათ შიდა საქმეებში ჩარევა.
ვ) მასიური დაზიანების იარაღის, რაკეტებისა და სარაკეტო ტექნოლოგიების გავრცელება.
ზ) ცალკეული სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და ასევე შეიარაღების აკრძალვის, შეზღუდვისა და შემცირების სფეროში ადრე მიღწეული საერთაშორისო ხელშეკრულებების არ შესრულება.
თ)  გაერო–ს და სხვა საერთაშორისო ნორმების დარღვევით რუსეთის ფედერაციისა და მის მოკავშირე ქვეყნებთან მოსაზღვრე ქვეყნებში სამხედრო ძალების გამოყენება.
ი) რუსეთის ფედერაციასთან და მის მოკავშირეებთან მომიჯნავე ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული (ან მომავალში წარმოქმნილი) სამედრო კონფლიქტები და მათი კერები.
კ) გლობალური ექსტრემიზმის (ტერორიზმის) მზარდი საფრთხე და მისი ახალი გამოვლინენები არასაკმარისი საერთაშორისიო ანტიტერორისტული თანამშრომლობის პირობებში, რადიოაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების ტერაქტებში გამოყენების რეალური საფრთხე, ტრანსნაციონალური ორგანიზირებული დანაშაულებების მაშტაბების ზრდა და პირველ რიგში იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა.
ლ) არსებული (ან წარმოშობადი) ერთაშორისი ან სარწმუნოებათაშორისი დაძაბულობა, რუსეთის ფედერაციის და მის მოკავშირე ქვეყნებთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე საერთაშორისო შეიარაღებული რადიკალური დაჯგუფებების და კერძო სამხედრო კომპანიების მოღვაწეობა და ასევე მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში ტერიტორიული წინააღმდეგობების არსებობა და ექსტრემიზმისა და ტერორიზმის დონის ზრდა.
მ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო–პოლიტიკურ მიზნებში, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო მოქმედებებისს განსახორციელებლად,  
ნ) რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე ქვეყნებში ისეთი რეჟიმების დამყარება, მათ შორის ლეგიტიმური სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის გზითაც, რომელთა პოლიტიკაც რუსეთის ფედერაციას უქმნის საფრთხეს. (მაგალითად ჩვენ და უკრაინა).
ო) უცხო ქვეყნების და მათი კოლაციის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული ხელისშემშლელი მოქმედებები.
ძირითადი შიდა სამხედრო საფრთხეები

ა) რუსეთის ფედერაციის საკონსტუტიციო წყობის ძალოვნად შეცვლისკენ მიმართული მოქმედება, ქვეყანაში სოციალური და შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლებოს ორგანოების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების და საინფორმაციო ინფრასტუქტურის ფუნქციონალურობის დეზორგანიზაცია.
ბ) რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მოღვაწეობა.
გ) სამშობლოს დაცვის სფეროში ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციების დარღვევის მიზნით მოსახლეობაზე და პირველ რიგში ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებზე საინფორმაციო ზემოქმედების ღონისძიებები.
დ) ეროვნებთშორისი და სოციალური დაძაბულობის პროვოცირება, ექსტრემიზმი, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ან მტრობის გაღვივება.

ძირითადი სამხედრო საფრთხეები

ა) სამხედრო–პოლიტიკური ვითარების მყისიერი გამწვავება (სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები) და სამხედრო ძალის გამოყენების პირობების შექმნა.
ბ) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და სამხედრო სისტემის მართვისთვის ხელის შეშლა, მისი სტრატეგიული ბირთვული ძალების, სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემის, ბირთვული საბრძოლო მარაგების შენახვის ობიექტების, ატომური ენერგეტიკის, ატომური, ქიმიური, ფარმაცევტული და სამედიცინო მრეწველობის და სხვა პოტენციურად საშიში ობიექტების ფუნქციონალურობის დარღვევა.
გ) არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება და მომზადება და მათი მოქმედება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიებზე.  (არა თვითონ კი კარგად ახერხებს ამას აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე – კრემლი ეს უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაციის ცენტრია მსოფლიოში).
დ) რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების მომიჯნავე სახელმწიფოების ტერიტორიაზე სწავლების გზით სამხედრო ძალის დემონსტრირება.
ე) ცალკეული სახელმწიფოების (სახელმწიფოთა ჯგუფის) მიერ სამხედრო მოღვაწეობის აქტივაცია ნაწილობრივი ან მთლიანი მობილიზაციის გატარების და ამ ქვეყნების სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ორგანოების მუშაობის საომარი დროის პირობებზე გადაყვანა.

თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების განმასხვავებელი მახასიათებლები და განსაკუთრებულობა

ა) სამხედრო ძალის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა არასამხედრო ზომების კომპლექსური გამოყენება, რომელთა რეალიზაციაც მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალის და სპეციალური ოპერაციების ძალების ფართო გამოყენებით ხდება.
ბ) შეიარაღების სიტემების და საბრძოლო ტექნიკის, მაღალი სიზუსტის, ჰიპერბგერითი იარაღის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ეფექტურობით ბირთვულ იარაღთან გატოლებული ახალი ფიზიკური პრინციპებზე მოქმედი იარაღის, საინფორმაციო–მმართველი სისტემების და ასევე უპილოტო საფრენი და ავტონომიური საზღვაო აპარატების, მართვადი რობოტიზირებული შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ნიმუშების მასირებული გამოყენება.
გ) მოწინააღმდეგის ტერიტორიის მთელ სიღრმეზე ზემოქმედება ერთდროულად გლობალურ საინფორმაციო და საჰაერო–კოსმოსურ სივრცეში, ხმელეთზე და ზღვაზე.
დ) ობიექტების არჩევითობა და მათი დაზიანების მაღალი ხარისხი, ჯარების (ძალბის) და ცეცხლის მანევრის სისწრაფე, ჯარების (ძალების) სხვადასხვა მობილური დაჯგუფებათა გამოყენება.
ე) საბრძოლო მოქმედებების მომზადების და განხორციელების დროის პარამეტრების შემცირება.
ვ) მკაცრად ვერტიკალური მართვიდან ჯარების (ძალების) და შეიარაღების მართვის გლობალურ ქსელური ავტომატიზირებულ სისტემებზე გადასვლის შედეგად ჯარების და შეიარაღების მართვის ცენტრალიზაციისა და ავტომატიზაციის გაძლიერება.
ზ) დაპირისპირებული მხარეების ტერიტორიებზე მუდმივად მოქმედი სამხედრო მოქმედებების ზონების შექმნა. (მაგალითად – აფხაზეთი და სამაჩაბლო, აღმოსავლეთ უკრაინა).
თ) სამხედრო მოქმედებებში ირეგულარული შეიარაღებული ფორმირებებისა და კერძო სამხედრო კომპანიების მოქმედება. (იხილეთ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტების ჯოგი).
ი) არაპირადპირი და ასიმეტრული მოქმედებების ხერხების გამოყენება.
კ) გარედან მართული და დაფინანსირებული პოლიტიკური ძალების, საზოგადო მოძრაობების გამოყენება. (იგივე ჩვენ და უკრაინა, აღარ დავკონკრეტდები ვინ სად რა პრო რუსულ საქმეს აწვება).

და რა თქმა უნდა ბირთვული შეკავების ფაქტორიც არ გამორჩათ დოქტრინაში – "ბირთვული სამხედრო კონფლიქტების და დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით განხორციელებული სამხედრო კონფლიქტების (მსხვილმაშტაბიანი ომები, რეგიონალური ომები) აღკვეთაში ბირთვული იარაღი კვლავ რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად".


გაგრძელება იქნება!!!