Showing posts with label ვერტმფრენები. Show all posts
Showing posts with label ვერტმფრენები. Show all posts

Tuesday, October 15, 2019

FARA-ს მონაწილეები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Future Armed Reconnaissance Aircraft (FARA) - ეს აშშ-ს არმიის მომავლის სადაზვერვო-დამრტყმელი ვერტმფრენის პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში არმიამ 5 მონაწილე შეარჩია, ესენია:
  • Sikorsky
  • L3 Technologies-თან გაერთიანებული AVX Aircraft
  • Bell
  • Boeing
  • Karem Aircraft
სწორედ ამ პროგრამაში სამონაწილეოდ, კომპანია Sikorsky-მ, თავისი ახალი კონცეპტი წარადგინა. მანქანას "Raider X" ეწოდება და ის სადემონსტრაციო S-97 Raider-ს ეფუძნება. ვერტმფრენი სტელსის ტექნოლოგიების ფართო გამოყენებითაა შექმნილი - მისი ყველა შეიარაღება და ელექტრო-ოპტიკური სისტემა კორპუსშია დამალული, ასევე საინტერესოდაა გაკეთებული ძრავის ჰაერმიმღების დამფარავი ეკრანი, რომელსაც V-ს ფორმა აქვს.


მასში ასევე ფართოდაა გამოყენებული Comanche-ს ტექნიკური გადაწყვეტილებები, მაგალითად კუდა ნაწილში გვერდითი ფარფლი და ასევე კორპუსის ძირითადი მონახაზები, ასევე საინტერესოა ცხელი აირების გაგრილების სისტემა - "Raider X"-ის ძრავის გამონაბოლქვის სისტემა კუდის ზედა მხარესაა განთავსებული და აირები გამოფრქვევამდე ცივ ჰაერს ერევა, სწორედ ამგვარი გაგრილების მექანიზმი იყო გამოყენებული Comanche-ს გამონაბოლქვის სისტემაშიც.


სხვა კომპანიების მიერ წინა დღეებში ასევე წარმოდგენილი იქნა შემდეგი კონცეპტები:


AVX Aircraft-ისა და L3 Technologies-ის კონცეპტი

კომპანია Bell-ის "360 Invictus"

Karem Aircraft-ის AR40

Friday, December 28, 2018

SB1 Defiant - აშშ-ს საარმიო ავიაციის სადემონსტრაციო ვერტმფრენი


უესტ პალმ ბიჩი, ფლორიდა - ამა წლის 26 დეკემბერს, კომპანიებმა Sikorsky, Lockheed Martin და Boeing, პირველად ოფიციალურად წარადგინეს ვერტმფრენი SB1 Defiant. კომპანიებმა აღნიშნული ვერტმფრენი აშშ-ს არმიის სადემონსტრაციო პროგრამისთვის შექმნეს და მან, დღეს არსებული ჩვეულებრივ ვერტმფრენებტან შედარებით, გაორმაგებული სიჩქარითა და ფრენის მანძილით უნდა იფრინოს და უზრუნველყოს გაზრდილი მოქნილობა და მანევრულობა. ამ ყველაფერმა, აშშ-ს არმიის პროგრამა "Future Vertical Lift"-ისთვის, საინფორმაციო ბაზისი უნდა შექმნას.


ვერტმფრენი მრავალფუნქციური ტექნოლოგიების ერთობლივ საარმიო დემონსტრაციებში მონაწილეობს, რომლის საფუძველზეც მოპოვებული ინფორმაცია ახალი საარმიო ვერტმფრენების მოთხოვნების შემუშავებისთვის იქნება გამოყენებული. ახალი თაობის ვერტმფრენები, გეგმების თანახმად, 2030 წელს უნდა დადგეს შეიარაღებაზე.

წყარო:

Sunday, August 19, 2018

მოდერნიზირებული Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი


როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"-მა, დონის როსტოვში, მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის, Ми-26Т2В-ს, ქარხნული გამოცდები დაიწყო.  ასევე ცნობილი ხდება რომ, აღნიშნული მანქანა, გამოფენა "Армия-2018"-ზე იქნება წარმოდგენილი.

Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი, ეს 1988 წელს აგებული Ми-26-ის გადაკეთებით შეიქმნა. აღნიშნული ბორტი 2012 წლიდან აღარ დაფრინავდა, ხოლო 2015 წლის მაისში ის, Ми-26Т-ს დახმარებით, ტრანსპორტირებული იქნა "Роствертол"-ის საამქროში, სადაც მისი Ми-26Т2В დონემდე მოდერნიზაცია განხორციელდა.

ახალი მანქანა საბაზისო Ми-26-ისგან თანამედროვე, ინტეგრირებული, საბორტე რადიოელექტრონული კომპლექსით, ეგრეთ წოდებული НПК90-2В-თი, განსხვავდება, რომელიც ვერტმფრენის პილოტირებას საგრძნობლად აიოლებს.

უახლესი საბორტე რადიოელექტრონული აღჭურვილობა დაგეგმილ მარშუტზე ფრენის,  დანიშნულ წერტილზე გასვლის და დაჯდომის და ასევე ძირითად ან სათადარიგო აეროდრომზე  დაბრუნების ავტომატურ რეჟიმში შესრულების შესაძლებლობ ას იძლევა. დამატებით ვერტმფრენზე დაყენებულია ციფრული საპილოტაჟე კომპლექსი, ხოლო ეკიპაჟის კაბინაში ფერადი თხევადკრისტალური ეკრანები გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟზე დატვირთვა საგრძნობლად შემცირად.

ამას გარდა Ми-26Т2В-მ საბიორტე დაცვის კომპლექსი, "Витебск"-იც მიიღო. ვერტმფრენის კაბინა ასევე აღიჭურვა ენერგოჩამხშობი სავარძლებით, ხოლო გარედან სასიგნალო ციმციმები ღამის ხედვის ხელსაწყოებთან ადაპტირდა.

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ, ძრავებს არ შეეხნენ, ვერ გაქაჩეს შეცვლა და პლიუს საშნელ ფერშია შეღებილი.



 წყარო:
Опытный образец модернизированного вертолета Ми-26Т2В

Tuesday, May 29, 2018

უკრაინა Airbus helicopters-ისგან 55 ცალ ვერტმფრენს შეიძენს

H225
უკრაინის შინაგან საქმეტა სამინისტრომ, კომპანია Airbus helicopters-თან, 551 მილიონი ევროს (635 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. რომლის თანახმადაც კომპანიამ შემკვეთს, H145, H125 და H225 ტიპის (ძველი სახეელწოდებებით EC145, AS350 B3e Ecureuil და EC725 Caracal), 55 ცალი ვერტმფრენი უნდა მიაწოდოს.

ხელშეკრულების თანახმად, ფრანგული მხარე უკრაინას პირველ პარტიაში 37, ხოლო მეორეშ 18 ვერტმფრენს მიაწოდებს. მათ შორის იქნება H225 ტიპის 21 ვერტმფრენი. აღსანიშნაცია რომ, ამ ბოლოს 10 ტონა მარგი დატვირთვის გადატანა შეუძლია, რაც ძალიან დაეხმარება უკრაინულ ძალოვნებს აწარმოონ როგორც სამაშველო, ასევე კონტრტერორისტული ოპერაციები და განახორციელონ საზღვრის ეფექტური კონტროლი.

H145

H125


წყარო: Ministères de Bercy

Sunday, January 29, 2017

აშშ-ს არმიამ OH-58D-Kiowa Warrior-ები პენსიაზე გაუშვა


აშშ-ს არმია, 48 წლიანი ერთგული სამსახურის შემდეგ სადაზვერვო ვერტმფრენ OH-58D-Kiowa Warrior-ს გამოემშვიდობა. მე-2 საბრძოლო საჰაერო ბრიგადაზე მიმაგრებული 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის, 82-ე საბრძოლო-საჰაერო ბრიგადის, მე-17 კავალერისტთა პოლკის 1-ლმა ესკადრონმა თავისი 9 თვიანი მივლინება სამხრეთ კორეაში სწავლებით დაასრულა. სწავლება კორეაში, რორიგესის საროლეთზე განხორციელდა, სწავლებაში OH-58D-Kiowa Warrior-ებთან ერთად AH-64 Apache-ბი და Abrams-ებიც მონაწილეობდნენ. ამ მისიის დასრულებით დასრულდება OH-58D-Kiowa Warrior-ების კარიერა აშშ-ს არმიაში.


წყარო:

Wednesday, March 4, 2015

აშშ–ს საარმიო ავიაციის ფუტურისტული ვერტმფრენები

ამერიკულ ინტერნეტ რესურს Army Technology Magazine Focus: Aviation–ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აშშ–ს საარმიო ავიაციის მომავლის მანქანებს ეხება. სტატიაში საკმაოდ საინტერესო გრაფიკული გამოსახულებებია:

Bell Helicopter V-280 Valor

Sikorsky და Boeing–ს ერთობლივი ნამუშევარი SB-1 Dfaint



Friday, October 3, 2014

S-97 Raider–ის პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში, ვესტ–პალმ–ბიჩში, გაიმართა პერსპექტიული სადაზვერვო–დამრტყმელი ვერტმფრენის, Sikorsky S-97 "Raider"–ის პრეზენტაცია. შეთანწყობილი ორი მზიდი ხრახნითა და კორპუსის უკან განთავესბული მიმწოლი ხრახნით აღჭურვილი ვერტმფრენი, მფრინავი ლაბორატორიის, Sikorsky X2–ის ბაზაზეა შექმნილი. ეს უკანასკნელი 2008–11 წლებში წარმატებით გადიოდა გამოცდებს და დაამყარა ვერტმფრენებს შორის სიჩქარის არაოფიციალური რეკორდი (თუმცა რამდენადაა ის ვერტმფრენი საკითხავია), მის მიერ მიღწეული სიჩქარე, 460კმ/სთ გასულ წლამდე სარეკორდო რჩებოდა, მანამ სანამ Eurocopter X3–მმა 472კმ/სთ არ განავითარა.
S-97 "Raider" აშშ–ს არმიაში სადაზვერვო OH-58 "Kiowa Warrior"–ების შესაცვლელად იქმნება. ვერტმფრენის განცხადებული საკრეისერო სიჩქარე 370კმ/სთ–ს უდრის და მას ეკიპაჟის ორი წევრის გარდა დამატებით ოთხი მედესანტის გადაყვანაც შეეძლება. ვერტმფრენს ასევე შეეძლება გამოიყენოს რაკეტები "Hellfire", უსრ–ს (უმართავი საავიაციო რაკეტების) ბლოკები და სატყვიამფრქვევო კონტეინერები. ფრენის მანძილი "600კმ–ზე მეტი", ფრენის ხანგრძლივობა "2სთ–სა და 40წთ–ზე მეტი". დიდ მანძილებზე ფრენის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ვერთმფრენი დსა–ებითა (დასაკიდი საწვავის ავზებითა) და ჰაერში საწვავით გამართვის სისტემით აღჭურვა.
Sikorsky–ს კომპანიამ ადრე რამდენჯერმე განახორციელა ამ ვერტფრენის მაკეტის დემონსტრაცია სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის სრულმაშტაბიანი მაკეტისაც, მაგრამ ამჯერად პრეზენტაციაზე მათ ცოცხალი მანქანა გამოაგორეს. საბორტე ნომერი N971SK მქონე "Raider" – ეს აწყობილი ორი პროტოტიპიდან პირველია, მისი პირველი ფრენა ამა წლის დეკემბერშია დაგეგმილი.



წყარო:
Sikorsky unveils the first S-97 Raider helicopter prototype


Tuesday, December 31, 2013

2013 წელს რუსეთის ვერტმფრენმშენებლებმა 303 ვერტმფრენი ააწყვეს


გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "რუსეთის ვერტმფრენების" (ОАО «Вертолеты России») 2013 წლის 30 დეკემბრის პრეს–რელიზის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სულ გამოშვებული იქნა 303 ცალი ვერტმფრენი.

წინა წლებში შემდეგი რაოდენობის ვერტმფრენები იქნა აწყობილი:
  • 2008 წელი – 169
  • 2009 წელი – 183
  • 2010 წელი – 214
  • 2011 წელი – 262
  • 2012 წელი – 290
წყარო: