ავღანეთში მყოფი აშშ–ს საზღვაო ქვეითები 60მმ–ნი ნაღმტყორცნის ახალ სამიზნეებსა და სახვევებს მიიღებენ. სამიზნე სახელწოდებით Fire Control Unit უზრუნველყოფს ნაღმტყორცნის სიზუსტის მკვეთრ გაზრდას. სიზუსტის გაზრდა განსაკუთრებით ღამის პირობებშია საგრძნობი. ამასთან ის საკმაოდ მცირე ზომისაა რომ ფორმის ჯიბეში მოთავსდეს. სამშაბათს საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორებმა ამ სამიზნის გამოყენებით კვანტიკის ბაზაზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს.
წინა გამოცდების შედეგები ძალიან კარგი იყო და ამიტომ ავღანეთში მყოფმა საზღვაო ქვეითებმა ამ სამიზნის ექვსი პროტოტიპის მიწოდება მოითხოვეს, რომლებიც ამჟამად გზაში იმყოფება. ამ სამიზნის შექმნაზე ჯგუფი L3 Insight Technologies მუშაობდა.
"სამიზნე საკაიოდ გვეხმარება ღამე სროლების დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა", განაცხადა ინსტრუქტორმა სერჟანტმა გარრეტ დანარდმა. "ღამით მე 100% დარწმუნებული ვარ ჩემს მეორე გასროლაში".
ყველაფერი ეს პროგრამა TechSolutions მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც აშშ–ს საზღვაო ძალების მეცნიერულ–კვლევითი სამმართველო ახორციელებს. პროგრამა საზღვაო ქვეითებისგან და მეზღვაურებისგან იღებს მოთხოვნებს და მუშაობს მეცნიერებთან ერთად, რის შედეგადაც როგორც წესი 12–18 თვეში "წარმოადგენს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას".
ასევე ფირმა Tactical Assault Gear Industries–თან თანამშრომლობით შეიქმნა60მმ–ნი ნაღმტყორცნის ახალი მსუბუქი სახვევი, რომელშიც ხელების თბოიზოლაციური დამცავია ჩაკერებული. ახალი სახვევიში წინა მოდელის ხარვეზებია გამოსწორებული, რომლის სამაგრებიც გადატანის დროს ნაღმტყორცნზე ურტყამდა, რაც ხმაურს წარმოშობდა და ჯარისკაცების ადგილმდებარეობას ამჟღავნებდა.
წყარო:
Marines in Afghanistan getting mortar improvements