Saturday, January 19, 2013

უკრაინული БТР-4МВ-ეს ახალი ფოტოები

სტატია "უკრაინული БТР-4–ის ახალი მოდიფიკაცია – БТР-4МВ"–ესთან ერთად დამატებით წარმოგიდგენთ БТР-4МВ-ეს ახალ, მაღალი ხარისხის ფოტოებს:










დღის ფოტო – ტანკი Heavy Metal


შვედეთი, ტანკი Strv–104, 1977 წელი.


ჭაჭვებიან ეკრანებზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს ანტიკუმულაციური ეკრანებია – ებრაული Merkava–ას მსგავსად.



პოლონელების მემორიალური ძეგლი იტალიაში


მონტე–კასსინოს ბრძოლის დროს მე–2 პოლონური კორპუსის დაღუპილი ჯარისკაცების მემორიალური ძეგლი, რომელიც ალბანეტას ფერმის მახლობლად მდებარეობს.




დიახ, ეს ნამდვილად საბრძოლო Sherman–ია, რომელიც ნაღმზე აფეთქდა და აფეთქების ადგილზევე მისი ნარჩენებისგან ძეგლი იქნა გაკეთებული – ჩემის აზრით საკმაოდ ორიგინალური და კრეტიული იდეაა.







უკრაინული БТР-4–ის ახალი მოდიფიკაცია – БТР-4МВ

საიტ www.army-guide.com–ზე გამოქვეყნდა ახალი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორის, БТР-4МВ–ეს ფოტოსურათები. ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4МВ – წარმოადგენს БТР-4–ის ოჯახის მანქანას. წინა მოდელებისგან ძირითად განსხვავებას მის საბაზისო ვერსიაში ბალისტიკური დაცვის მესამე ხარისხის არსებობა წარმოადგენს.


БТР-4МВ–ში შეცვლილია კორპუსის ცხვირა ნაწილის კონფიგურაცია. ახალ ვერსიაში ცხვირა ნაწილი ჯავშანშუშებისა და კარებების გარეშეა და სრულებით დაფარულია ჯავშანფოლადით. ასევე მანქანაზე დამატებითი დაცვის დაყენებაა შესაძლებელი (მათ შორის კერამიკული და დინამიკური დაცვისა), რის შედეგადაც მანქანის დაცვის ხარისხი NATO–ს მე–4 და მე–5 ხარისხის შესაბამისი ხდება.
მანქანის ცხვირა ნაწილში შეტანილი ცვლილებების გამო მძღოლ–მექანიკოსის მანქანაში ჩაჯდომა–გადმოსვლა სარქველიდან ხორციელდებ, ასევე სარქველიდან ხორციელდება მეთაურის ჩაჯდომა–გადმოსვლა, მეთაურის სარქველი მძღოლ–მექანიკოსის მარჯვნივ მდებარეობს.
ამას გარდა, ჯავშანტრანსპორტიორის უკანა ნაწილში განთავსებულია აპპარელი, რომელიც არა მარტო დესანტი სწრაფად ჩასმა–გადმოსმის, არამედ მსხვილ გაბარიტიანი ტვირთების დატვირთვის საშუალებასაც იძლევა. აპპარელს ასევე დამატებითი კარებიც გააჩნია – ასე რომ დესანტ გადმოსვლის ხერხის ამორჩევაც შეუძლია.















ამგვარად ადრე გავრცელებული ფოტოსურათების ვინაობაც გაირკვა – აქამდე თუ ვარაუდის დონეზე იყო რომ ეს კორპუსი БТР-4М ან БТР-5 ეკუთვნოდა, ახლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ეს ზუსტად БТР-4МВ–ეს კორპუსია.





საერთაშორისო ძალები მალიში


ბევრი აფრიკული და ევროპული ქვეყანა უწევს ლოჯისტიკურ და საჰაერო–სატრანსპორტო საშუალებებით დახმარებას მალიში მებრძოლ ფრანგულ ძალებს, მათ შორის არიან ისეთეი ქვეყნები, როგორებიცაა – კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნიგერია.
ნიგერიის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდალის, ალექს ბარდეს განცხადებით ნიგერიამ მალისთვის ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში დასახმარებლად უკვე დაიწყო ამ ქვეყანაში საბრძოლო თვითმფრინავების გაშლა. მალიში გასამგზავრებლად ნიგერიულმა გამანადგურებლებმა, თითო Alpha Jet–მა და F–7–მა და ერთმა სატრანსპორტო G.222–მა  მზადება ხუთშაბათს, 17 იანვარს დაიწყეს. ავიაციასთან ერთად ნიგერია მალიში 190 ჯარისკაცსაც აგზავნის.გეგმის თანახმად ნიგერიამ მეზობელ ქვეყანაში 900 ჯარისკაცი უნდა გადაისროლოს, ამას გარდა ECOWAS-ის (Economic Community Of West African States) ასმა ჯარისკაცმა ტოგოდან უკვე ჩაარწია მალიში. ECOWAS–მა გასული წლის დეკემბერში გაეროსგან მოთხოვნა მიიღო, რომლის თანახმადაც  მალიში 3300 ჯარისკაცი უნდა გაეგზავან. ასევე ჩადმაც მოახდინა ძალების გადასროლა რეგიონში და მათი სამხედრო ნაწილები ამჟამად მეზობელ ნიგერიაშია განთავსებული.

ნიგერიამ მალის დასახმარებლად გამანადგურებელი Alpha Jet გაგზავნა

კანადური მხარე საფრანგეთს მხოლოდ სატრანსპორტო საშუელებებს ახმარებს. ფრანგების განკარგულებაში კანადამ კერძოდი ერთი ცალი C-17 Globemaster III გადასცა, რომელმაც მალიში უკვე ჩაიყვანა ერთი ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი. თვითმფრინავი ფრანგებს ერთი კვირის განმავლობაში დაეხმარებათ. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ოლლანდ ფრანსუა მისი გამოყენების ვადის გაგრძელებას ითხოვს.
14 იანვრიდან ასევე ერთი ცალი C-17 Globemaster III მიავლინა მალიში დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ქვეყანაში აღჭურვილობა და 3 ცალი ჯავშანმანქანა VAB ჩაიტანა. მეორე ბრიტანული C-17 უკვე მზადაა საფრანგეთისთვის ლოჯისტიკური დახმარების გასაწევად. თვითმფრინავი ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Brize Norton–იდან გადაფრინდა საფრანგეთში, მაგრამ ჰიდრავლიკის სისტემის გაუმართაობის გამო ორი დღით შეყოვნდა. ბრიტანული თვითმფრინავები, ისევე როგორც კანადური, ერთი კვირითაა მივლენილი ფრანეგბთან, მაგრამ სავარაუდოდ ეს ვადა გაიზრდება. 
სამშაბათს, 15 იანვარს ბელგიამ მალიში, აფრანგების დასახმარებლად, ორი ვერტმფრენი A109 Medevac და ორი სატრანსპორტო C-130 გააგზავნა. ბელგია ასევე 75 ჯარისკაცს გააგზავნის მალიში. დანიის მთავრობამ რეგიონში ერთი C-130 მიავლინა. გერმანიამ ოთხშაბათს განაცხადა რომ მალიში ECOWAS ძალების გაშლაში დასახმარებლად ქვეყანაში ორ სატრანსპორტო C-160 Transall გაგზავნა. ევროპული ქვეყნებიდან ჰოლანდიაც თანახმაა ერთი KDC-10 მიავლინოს რეგიონში.

გერმანული C-160 Transall


საერთაშორისო ძალებს აშშ ასევე ეხმარება მატერიალური მომარაგების სახით და ასევე მუშაობენ სატრანსპორტო ავიაციის გაგზავნის წვრილმანებზე. არაა გამორიცხული რომ აშშ–მ რეგიონში ფრანგების დასახმარებლად საჰაერო ტანკერები და უპილოტო თვითმფრინავებიც გაგზავნოს.
ყოველივე ამის გარდა ევროკავშირმა გადაწყვიტა მალიში ინსტრუქტორთა მისია მიავლინოს, რომელიც მალის არმიის გაწვრთნაში დაეხმარება.

ფრანგული კონტინგენტი მალიში





2004 წელი, ლოპოტას ხეობა – ერთი რეიდის ისტორია

2004 წელი, კახეთი, ლოპოტას ხეობა – სწავლებას ამერიკელი Airborne–ბი ატარებენ. სწავლება მოიცავს – სამთო მომზადებას, საცეცხლე მომზადებას, ტაქტიკურ მომზადებას (რეიდი, ჩასაფრება, პატრულირება, მარშები) და ფიზიკურ დატვირთვას. ქვემოთ მოყვანილია ამ სწავლების ფარგლებში განხორციელებული სწრაფი რეიდის ფოტომასალა. 
ტყეში ჩასაფრებაზე მივდიოდით და უცბად ბრძენება – ამა და ამ კოორდინატებზე მტრის რეტრანლატორი მდებარეობს, განადგურდეს სასწრაფოდ. სწორედ ამიტომაც მოხდა სწრაფი რეიდის განხორციელება, რომელიც ადგილზევე დაიგეგმა.

 სწრაფი რეიდის დაგეგმვა


გეგმის მაკეტზე ახსნა




მეთაურობა ყოველ ნაბიჯს ამოწმებს და აკონტროლებს, უხერხულ შეკითხვებს სვამს 


მზადყოფნა, დაგეგმარება მორჩა

ობიექტისკენ ვერტმფრენით გადაადგილება

ლოპოტას ხედი


დესანტირება ვერტმფრენიდან



გადაადგილება მტრის რეტრანსლატორისკენ




რეიდი





P.S. ცნობისთვის  – რეიდი ნაღდი ტყვიებით განხორციელდა.