As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label აფრიკა. Show all posts
Showing posts with label აფრიკა. Show all posts
Friday, August 2, 2019
Monday, January 7, 2019
ნარკომანია განადან - ჯავშანტრანსპორტიორი და ეგზოსკელეტი
განას ინეტრნეტ მედიასაშუალებამ, GraphicOnLine-მ, ქვეყნის დედაქალაქში გამართული გამოფენის ფოტოები გაავრცელა, ფოტოებზე ასახულია ჯავშანტრანსპორტიორი და ეგზოსკელეტიანი ჯარისკაცები. ტექსტის თანახმად, ეს ინოვაციები ქვეყნის არმიას აძიერებს და საჭიროა მათი დაფინანსება.
Thursday, March 8, 2018
აშშ-ს მწვანე ბერეტების სიკვდილი ნიგერიაში
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................

ბრძოლის აღწერილობის მიხედვით, საქონლის მიერ წარმოქმნილ მტვერს ამოფარებულ ტერორისტებთან (50 კაცამდე) შეტაკების შედეგად, ამერიკელთა და ნიგერიელთა დაჯგფება რამდენიმე ნაწილად იქნა დაშლილი და შეძლებისდაგვარად უშველა თავს. აქედან ერთ-ერთი ამერიკული Land Cruiser-ის ეკიპაჟს არ გაუმართლა. ერთი სპეცრაზმელი მანქანაში დაიღუპა, ორი მანქანასთაან ახლოს. ყველაზე შორს სერჟანტი ლა დევიდ ჯონსონმა გააღწია (ფოტოზე აფროამერიკელი), მისი და ორი ნიგერიელის გვამი რამდენიმე დღის შემდეგ "ჩასაფრებიდან მიახლოებით ერთ მილში" აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ შაშხანებით შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა 20-ზე მეტი ტერორისტის განადგურება მოახერხეს.
ოთხი ამერიკელი "მწვანე ბერეტის" სიკვდილის მძიმე ვიდეო, რომელიც ერთ-ეთი დაღუპილის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერითაა გადაღებული.
ბრძოლის მოკლე მიმოხილვა
დაღუპილი მწვანე ბერეტები მარცხნიდან მარჯვნივ:
Sgt. La David JohnsonStaff Sgt. Bryan C. BlackStaff Sgt. Dustin M. WrightStaff Sgt. Jeremiah W. Johnson
Wednesday, April 22, 2015
IFV Ratel vs Т-54Б
ეს უნიკალური ფოტო 1988 წლის 14 ტებერვლით თარირდება. ფოტოსურათი აპარდეიდის პერიოდის სამხრეთაფრიკული არმიის მებრძოლების მიერ, ანგოლის საზღვართან ბრძოლების დროსაა გადაღებული.
ქსმ "Ratel" ოპერაცია "ჰუპერის" დროს მოულოდნელად წააწყდა ანგოლის განმანთავისუფლებელი ძალების კუთვნილ Т-54Б-ს. "Ratel"-ის ეკიპაჟმა სამი გასროლის შემდეგ ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა.
Tuesday, July 1, 2014
ქართული კონტინგენტი აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში (ფოტოები)
აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში გაგზავნილი ქართული კონტინგენტი EUFOR RCA–ს შემადგენლობაში მისიის შესრულებას შეუდგა. აღსანიშნავია რომ კონტინგენტი ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებითაა აღჭურვილი. საინტერესოა რატო არ იცავს ეს ფილა გულ–მკერდს და მხოლოდ მუცლის არეშია განთავსებული? (ამ პრობლემის შესახებ უკვე ვწერდი – ქართული ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემები – მაშინ პასუხი არავინ გვაღირსა, არ უყვარს "დელტას" კრიტიკა).
P.S. თეგი "აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა" დავამატე!!!
წყარო:
Monday, January 28, 2013
ოპერაცია Serval - ფოტოები
ფრანგული –ბი ასაფრენად ემზადებიან, გამანადგურებლები აღჭურვილები არიან 3 ცალი დასაკიდი საწვავის ავზით, 6 ცალი მართვადი BLG1000 Arcole–თი, 2 ცალი IRIS-T–თი და სადაზვერვო–სამიზნე კონტეინერი Damocles-ით
26 იანვარს ფრანგული ავიაციის მიერ განადგურებული მეამბოხეების კუთვნილი БТР-60
მეამბოხეთა კუთვნილი Шилка
სანგრების თხრა ფრანგებსაც სცდონიათ
ფრანგული სადაზვერვო მანქანა Panhard ERC-90 Sagaie პატრულირებისას
ფრანგები პატრულირებისას
ფრანგი ჯარისკაცი პოზიციაზე
მალელი ჯარისკაცი პოზიციაზე
მალელი სამხედროები დესანტირებისას
Saturday, January 19, 2013
საერთაშორისო ძალები მალიში
ბევრი აფრიკული და ევროპული ქვეყანა უწევს ლოჯისტიკურ და საჰაერო–სატრანსპორტო საშუალებებით დახმარებას მალიში მებრძოლ ფრანგულ ძალებს, მათ შორის არიან ისეთეი ქვეყნები, როგორებიცაა – კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნიგერია.
ნიგერიის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდალის, ალექს ბარდეს განცხადებით ნიგერიამ მალისთვის ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში დასახმარებლად უკვე დაიწყო ამ ქვეყანაში საბრძოლო თვითმფრინავების გაშლა. მალიში გასამგზავრებლად ნიგერიულმა გამანადგურებლებმა, თითო Alpha Jet–მა და F–7–მა და ერთმა სატრანსპორტო G.222–მა მზადება ხუთშაბათს, 17 იანვარს დაიწყეს. ავიაციასთან ერთად ნიგერია მალიში 190 ჯარისკაცსაც აგზავნის.გეგმის თანახმად ნიგერიამ მეზობელ ქვეყანაში 900 ჯარისკაცი უნდა გადაისროლოს, ამას გარდა ECOWAS-ის (Economic Community Of West African States) ასმა ჯარისკაცმა ტოგოდან უკვე ჩაარწია მალიში. ECOWAS–მა გასული წლის დეკემბერში გაეროსგან მოთხოვნა მიიღო, რომლის თანახმადაც მალიში 3300 ჯარისკაცი უნდა გაეგზავან. ასევე ჩადმაც მოახდინა ძალების გადასროლა რეგიონში და მათი სამხედრო ნაწილები ამჟამად მეზობელ ნიგერიაშია განთავსებული.
ნიგერიამ მალის დასახმარებლად გამანადგურებელი Alpha Jet გაგზავნა
კანადური მხარე საფრანგეთს მხოლოდ სატრანსპორტო საშუელებებს ახმარებს. ფრანგების განკარგულებაში კანადამ კერძოდი ერთი ცალი C-17 Globemaster III გადასცა, რომელმაც მალიში უკვე ჩაიყვანა ერთი ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი. თვითმფრინავი ფრანგებს ერთი კვირის განმავლობაში დაეხმარებათ. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ოლლანდ ფრანსუა მისი გამოყენების ვადის გაგრძელებას ითხოვს.
14 იანვრიდან ასევე ერთი ცალი C-17 Globemaster III მიავლინა მალიში დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ქვეყანაში აღჭურვილობა და 3 ცალი ჯავშანმანქანა VAB ჩაიტანა. მეორე ბრიტანული C-17 უკვე მზადაა საფრანგეთისთვის ლოჯისტიკური დახმარების გასაწევად. თვითმფრინავი ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Brize Norton–იდან გადაფრინდა საფრანგეთში, მაგრამ ჰიდრავლიკის სისტემის გაუმართაობის გამო ორი დღით შეყოვნდა. ბრიტანული თვითმფრინავები, ისევე როგორც კანადური, ერთი კვირითაა მივლენილი ფრანეგბთან, მაგრამ სავარაუდოდ ეს ვადა გაიზრდება.
სამშაბათს, 15 იანვარს ბელგიამ მალიში, აფრანგების დასახმარებლად, ორი ვერტმფრენი A109 Medevac და ორი სატრანსპორტო C-130 გააგზავნა. ბელგია ასევე 75 ჯარისკაცს გააგზავნის მალიში. დანიის მთავრობამ რეგიონში ერთი C-130 მიავლინა. გერმანიამ ოთხშაბათს განაცხადა რომ მალიში ECOWAS ძალების გაშლაში დასახმარებლად ქვეყანაში ორ სატრანსპორტო C-160 Transall გაგზავნა. ევროპული ქვეყნებიდან ჰოლანდიაც თანახმაა ერთი KDC-10 მიავლინოს რეგიონში.
გერმანული C-160 Transall
საერთაშორისო ძალებს აშშ ასევე ეხმარება მატერიალური მომარაგების სახით და ასევე მუშაობენ სატრანსპორტო ავიაციის გაგზავნის წვრილმანებზე. არაა გამორიცხული რომ აშშ–მ რეგიონში ფრანგების დასახმარებლად საჰაერო ტანკერები და უპილოტო თვითმფრინავებიც გაგზავნოს.
ყოველივე ამის გარდა ევროკავშირმა გადაწყვიტა მალიში ინსტრუქტორთა მისია მიავლინოს, რომელიც მალის არმიის გაწვრთნაში დაეხმარება.
ფრანგული კონტინგენტი მალიში
Tuesday, January 15, 2013
"კანადის და დანიის ხელები" ოპერაცია Serval–ში
კანადის პრემირმინისტრის კაბინეტის განცხადების თანახმად – "კანადა დატანხმდა საფრანგეთის მოთხოვნას დახმარების თაობაზე" და დახმარების სახით საფრანგეთის განკარგულებაში გადასცემს ერთ ცალ სტრატეგიულ სატრანსპორტო თვითმფრინავ C-17–ს (CC-117). თვითმფრინავი გამოყენებული იქნება ფრანგების მიერ განხორციელების სტადიაში მყოფი ოპერაციის, Serval–ის მხარდასაჭერად ერთი კვირის განმავლობაში.
ასევე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების ტანახმად ქვეყანა საფრანგეთს ერთი ცალი სატრანსპორტო C-130J-30–ით დაეხმარება.
P.S. ამას გარდა ოპერაციაში ამერიკული, ბელგიური და ბრიტანული სატრანსპორტო საშუალებებიც გამოიყენება.
Monday, January 14, 2013
ოპერაცია “Serval” – საფრანგეთი მალიში იბრძვის vol.2
გუშინ უკვე ვწერდი მალიში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლებშიც საფრანგეთის ავიაცია და სახმელეთო ძლაებიც ღებულობენ მონაწილეობას. დღეს ცნობილი გახდა რომ ოთხმა Rafale–მ მალიში საჰაერო დარტყმა განახორციელა. გამანადგურებლები თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ბაზა Saint Dizier–იდან, შაბთს, 12 იანვარს საღამოს აფრინდნენ და იმავე ღამეს განახორციელეს საჰაერო დარტყმა ტუარეგების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე – Gao–ზე და Kidal–ზე. საჰაერო რეიდის დროს ყოველი გამანადგურებელი აღჭურვილი იყო – 6 ცალი AASM–ით ან 6 ცალი GBU-49–ით, 2000 ლიტრიანი სამი დასაკიდი საწვავის ავზით და თითო კონტეინერი Damocles–ით.
საინტერესოა რომ რეიდიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც გამანადგურებლები ჩადში, N' Djamena–ში დაეშვნენ, ფრანგი ჟურნალისტების დაკვირვების შედეგად გაირკვა რომ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი იყო აღჭურვილი სამი ცალი AASM–ით, რაც იმას ნიშნავს რომ ოთხმა გამანადგურებელმა საერთო ჯამში 21 ცალი ბომბი ჩამოაგდეს მიზანზე. კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ ოთხი გამანადგურებლიდან სამი ორ ადგილიანი Rafale B იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი პილოტით.
January 13, 4 Rafale ready to take off to bomb their targets near Gao on the tarmac of the air base 113 Saint Dizier
რაც შეეხება მთლიანობაში საჰაერო ოპერაციებს – მასში მონაწილეობენ Mirage–2000D და Rafale–B. გამანადგურებლების დისლოკაციის ადგილს ჩადში მდებარე საჰაერო ბაზა N' Djamena წარმოადგენს. ამავე ბაზაზეა განთავსებული სადაზვერვო Mirage–F1CR. მაგრამ ორ ქვეყანას შორის მანძილები საკმაოდ დიდია, მიახლოებით 2800 კილომეტრი. ამგვარად საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ხუთი ცალი საჰაერო ტანკერი KC-135 (ორი მათგანი Rafale–ბთან ერთად ჩამოფრინდა). საერთო ჯამში ჩადში ექვსი Mirage–2000D, ოთხი Rafale–B, ორი Mirage F1CR, ხუთი KC-135, ერთი C-130 და ერთი ცალი ფრანგული C-160 ბაზირდება.
მეორე საჰაერო ბაზა, რომელსაც საფრანგეთის ავიაცია იყენებს ეს Abidjan–ია, რომელიც სპილოს ძვლის სანაპიროზე მდებარეობს. Abidjan–იდან საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი, Atlantique–II ახორციელებს ფრენებს, რომელიც ISR ამოცანებს ასრულებს. ამას გარდა ოპერაციაში მონაწილეობს ორი ცალი უპილოტო საფრენი აპარატი Harfang. უპილოტოები ნიგერიის ავიაბაზა Niammey–დან ოპერირებენ. ასევე საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ სადაზვერვო თანამგზავრებიც, საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია კომერციული დანიშნულების ორმა თანამგზავრმა Pleiades–ის მაღალმა სადაზვერვო მაჩვენებლებმა.
რაც შეეხება ვერტმფრენებს – ფრანგები Gazelle–ბის რაოდენობას Tigre HAP–ებით აძლიერებენ. აღსანიშნავია რომ პარაკსევს, მალიში, ქალაქ Conna–ში განხორციელებული ოპერაციის დროს Gazelle–ს ერთი პილოტი მძიმედ დაიჭრა ტუარეგების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად (ჭრილობა მსუბუქი ცეცხლასროლი იარაღით იქნა მიყენებული), რის შედეგადაც პილოტი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. Gazelle–ბი აღჭურვილია 20მმ–ნი ქვემეხით და რაკეტა HOT–ებით, ხოლო Tigre HAP–ის შეიარარებას 30მმ–ნი ქვემეხი და უმართავი რაკეტები წარმოადგენენ. Tigre–ბი აფრიკაში ბრიტანული C-17–ის დახმარებით იქნა ტრანსპორტირებული.
როგორც ვხედავთ მიტროპოლიიდან ასე მოშორებულ რეგიონში ოპერაციის დამოუკიდებლად წარმოებამ ფრანგებს უამრავი პრობლემა შეუქმნა. სატრანსპორტო თვითმფრინავი A–400M–ის სერიაში ჩაშვების დაგვიანების ფონზე ფრანგებმა დასახმარებლად ბრიტანელებს მიმართეს და მათი C-17–ები გამოიყენეს. ასევე საფრანგეთი ამერიკისგან ფურო აქტიურ მოქმედებას ითხოვს. მეორე სუსტი მხარე ISR და UAV სისტემების უკმარისობაა. საფრანგეთი იმედოვნებს რო ამ სფეროში მათ აშშ დაეხმარება.
წყარო:
Sunday, January 13, 2013
ოპერაცია “Serval” – საფრანგეთი მალიში იბრძვის
აფრისკის დასავლეთ რეგიონში მდებარე მალიში საბრძოლო მოქმედებები მას შემდე გადაიზარდა ფართომაშტაბურ ომში რაც მასში საფრანგეთმა ამ ქვეყნის მთავრობის მხარდასაჭერად თავისი ავიაცია და საბრძოლო ქვედანაყოფები ჩართო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ფრანგული მხარის მოქმედება სრულებით შეთანხმებულია გაეროსთან.
დასავლეთ აფრიკაში მდებარე რეგიონში, რომელის ფართობიც 1.240.192 კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი, კრიზისი მას შემდეგ დაიწყო რაც 2012 წლის 23 თებერვალს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო რეჟიმი დამყარდა და რეგიონი Awazad დამოუკიდებელ ქვეყანად გამოცხადდა. ამ უკანასკნელში ტურაგეი პარტიზანები მოქმედებენ – რომელთაც ისლამისტირუი დაჯგუფებები ეხმარებიან. მალიში მიახლოებით 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მის ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი ბუნებრივი მასალები როგორებიცაა – ოქრო, ურანი, ფოსფატები, კაოლინი, მარილი და კირქვა. აღსანიშნავია რომ გამოყოფილი ტერიტორია ქვეყნის 2/3 შეადგენს. მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგად დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებმა სამხედრო რეჟიმის იზოლაცია განახორციელეს. საფრანგეთმა იმავე დროს განაცხადა რომ მზადაა ლოჯისტიკური და საჰაერო დახმარება გაუწიოს იმ აფრიკულ ქვეყანას რომელი გადაწყვიტავს მალიში შეჭრას. ამგვარად ქვეყანაში ნიგერიისა და სენეგალის შეიარაღებული ძალების გარდა ფრანგული კონტინგენტიც აღმოჩნდა.
პარტიზანთა წარმატებების განვითარება, ქალაქი Conna–ს დაპყრობის საფრთხე და სამთავრობო ძალების პარტიზანებისთვის ამაში ხელის შეშლის უუნარობა პარიზისთვი სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზად იქცა. "მოკავშირეთა" სახმელეთო ძალებმა მოქმედება ქალაქ Conna–დან სამხრეთით, 70 კილომეტრის მოშორებით დაიწყეს, სადაც მალის არმიის მართვის ცენტრი მდებარეობდა.
საბრძოლო ოპერაციას «Serval» ეწოდა. საფრანგეთმა ამ ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების ძალები და უცხოელთა ლეგიონის ნაწილები გაგზავან – საერთო ჯამში 300 კაცი, რომლებიც ჩადში ბაზირებულ საჰაერო ძალებთან ერთად მოქმედებენ. სავარაუდოდ ამ ოპერაციაში აშშ–ცაა ჩართული, რომელიც მონაწილე მხარეებს ლოჯისტიკურად და ინფორმაციულად ეხმარება.
საფრანგეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართულია შემდეგი ტექნიკა და სახმელეთო ქვედანაყოფები:
- 300 სამხედრო მოსამსახურე რომლებიც ეკუთვნის:
- საზღვაო ქვეითების 21–ეე პოლკი.
- უცხოელთა ლეგიონის პირველ პოლკი.
- საზღვაო ქვეითების მე–2 პოლკი.
- 2 ცალი Mirage F-1CR.
- 6 ცალი Mirage 2000D.
- 3 ცალი C–135.
- 1 ცალი C-130.
- 1 ცალი C-160.
ასევე უახლოეს მომავალში ელიან დამრტყმელ ვერტმფრენებს Tiger–ებს, რომლებიც შეავსებენ რეგიონში არსებულ Cougar–ებისა და Gazelle–ბის პარკს, ასევე არაა გამორიცხული რომ ბურკინა ფასომ თავისი ახლად შეძენილი Super Tucano–ები ჩართოს ბრძოლებში.


წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)








































