As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, October 17, 2015
Friday, October 16, 2015
A-10 და ჩრდილოეთის ციალი
ესტონეთი, ამარის ავიაბაზა, აშშ–ს საჰაერო ძალების "მეჭეჭა" ჩრდილოეთის ციალის ფონზე
წყარო:
Aurora Moment at Amari Air Base in Estonia
ირანის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა ბაზა
ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars–მა გამოაქვეყნა საშუალო სიშორის, თხევადსაწვავიანი, მობილური სარაკეტეო კომპლექსების, Qadr F და Shahab-3 მიწისქვეშა ბაზის ფოტოსურათები. რაკეტების ფრენის საშუალო მანძილი 1900–2000 კილომეტრს შეადგენს. სააგენტოს განცხადების მიხედვით ბაზა კლდეში, 500 მეტრის სიღრმეზეა გამოჭრილი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ავიაკოსმოსური ძალების მსგავსი ბაზები "მთელ ქვეყანაშია გაფანტული", აცხადებს Fars, თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელია და არაა გამორიცხული რომ ეს ბაზა ერთადერთი იყოს.
Thursday, October 15, 2015
ამერიკელებმა ჯავშანმანქანისთვის ყველაზე დიდი ალუმინის მონოლითური ფსკერი გამოჭედეს
2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანია Alcoa–მ, BAE Systems–ის ეკსპოზიციის შემადგენლობაში ჯავშანმანქანის ყველაზე დიდი მთლიანად ნაჭედი ფსკერი წარმოადგინა.
ჯავშანმანქანისთვის კომპანია Alcoa–მ გამოჭედა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალუმინის ფსკერი. როგორც ამერიკული მეტალურგიული კომპანიის პრეს–რელიზი იუწყება, შედუღების ნაკერების არ არსებობის გამო ეს ნაკეთობა დღეს არსებული ქსმ/ჯტრ–ების კორპუსებთან შედარებით ორჯერ მყარი და გაცილებით მსუბუქია. ის ასევე ამცირებს მანქანის წარმოებაზე დახარჯულ დროსა და ხარჯებს.
ManTech–ის პროგრამის ფარგლებში კომპანიამ ფსკერი აშშ–ს არმიასთან თანამშრომლობით შექმნა და ეხლა ის აფეთქებამდგრადობის გამოცდებს გადის. მათი დასრულების შემდეგ ამ ფსკერით დაგეგმილია როგორც ახალი მანქანების აწყობა ასევე არსებული მანქანების გადაკეთება.
როგორც აღინიშნა, Alcoa–მ ფსკერის შესაქმნელად გამოიყენა 45,3 ტონა წონის ჰიდრავლიკური პრესი.
BAE Systems AUSA 2015
წყარო:
Tuesday, October 13, 2015
AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა
2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანიამ, General Dynamics Land Systems-მა წარმოადგინა ამერიკული ტანკის, M1 Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვერსია – M1A2 SEP v.3 (ამ მომენტამდე Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვარიანტად M1A2 SEP v.2 ითვლებოდა).
ტანკ Abrams M1A2 SEP v.3–ის პროტოტიპი გამოფენა AUSA-2015-ზე
M1A2 SEP v.3 და SEP v.2 შორის ძირითადი სხვაობები შემდეგში მდგომარეობს:
ტანკის საბრძოლო მარაგში ახალი, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, 120მმ–მი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი, М829Е4 (М829А4) არის შეყვანილი.
ტანკის საბრძოლო მარაგში ასევე შეყვანილია ახალი, 120მმ–ნი მრავალმიზნობრივი გასროლა Advanced Multi-Purpose (AMP) ХМ1147, რომელიც "ფუგასურ მრავალმიზნობრივ მგეზავ" ტიპს განეკუთვნება (High Explosive Multi-Purpose with Tracer - HEMP-T). ჭურვის პროგრამირებად ამფეთქს მუშაობის შემდეგი რეჟიმები გააჩნია – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst). ამგვარად მხოლოდ ამ ორი გასროლის საფუძველზე (მრავალმიზნობრივი ХМ1147 АMP და ქვეკალიბრულ ჯავშანგამტანი M829E4 АКЕ) მიღწეული იქნება ტანკის საბრძოლო მარაგის უნიფიკაცია. მაგალითად მხოლოდ ХМ1147 АMP ოთხი სახეობის გასროლას ჩაანაცვლებს (HEAT M830, M-HEAT M803A1, M1028 canister და M908 HE-OR).
დაწვრილებით ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე – ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე
მოხდება ტანკის ცმს–ის მოდერნიზაცია, რომელშიც დაყენდება Ammunition Data Link (ADL), რაც მრავალმიზნობრივი, პროგრამირებადი ამფეთქის მქონე AMP ХМ1147 ჭურვებით სროლის საშუალებას იძლევა.
მეთაურის პანორამულ სამიზნეში და მემიზნის სამიზნეში დაყენდება ახალი თბოხედვის ხელსაწყო, საიდანაც გამოსახულება მაღალი სიცხადის ეკრანებზე გამოვა.
მანქანის კოშკურის სახურავზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Commander's Remote Operated Weapon Station Low Profile (CROWS-LP), რომელიც 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით, М2–ით იქნება აღჭურვილი. მოდული აღჭურვილია დღე–ღამის პირობებში დაკვირვებისა და დამიზნების სისტემით, რაც მისი, როგორც ეკიპაჟის მეორე პანორამული სამიზნის როლში გამოყენების საშუალებას იძლევა.
ამ დონემდე მანქანების მოდერნიზაცია სავარაუდოდ 2016 ფინანურ წელს დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 367,9 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)