2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანიამ, General Dynamics Land Systems-მა წარმოადგინა ამერიკული ტანკის, M1 Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვერსია – M1A2 SEP v.3 (ამ მომენტამდე Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვარიანტად M1A2 SEP v.2 ითვლებოდა).
ტანკ Abrams M1A2 SEP v.3–ის პროტოტიპი გამოფენა AUSA-2015-ზე
M1A2 SEP v.3 და SEP v.2 შორის ძირითადი სხვაობები შემდეგში მდგომარეობს:
ტანკის საბრძოლო მარაგში ახალი, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, 120მმ–მი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი, М829Е4 (М829А4) არის შეყვანილი.
ტანკის საბრძოლო მარაგში ასევე შეყვანილია ახალი, 120მმ–ნი მრავალმიზნობრივი გასროლა Advanced Multi-Purpose (AMP) ХМ1147, რომელიც "ფუგასურ მრავალმიზნობრივ მგეზავ" ტიპს განეკუთვნება (High Explosive Multi-Purpose with Tracer - HEMP-T). ჭურვის პროგრამირებად ამფეთქს მუშაობის შემდეგი რეჟიმები გააჩნია – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst). ამგვარად მხოლოდ ამ ორი გასროლის საფუძველზე (მრავალმიზნობრივი ХМ1147 АMP და ქვეკალიბრულ ჯავშანგამტანი M829E4 АКЕ) მიღწეული იქნება ტანკის საბრძოლო მარაგის უნიფიკაცია. მაგალითად მხოლოდ ХМ1147 АMP ოთხი სახეობის გასროლას ჩაანაცვლებს (HEAT M830, M-HEAT M803A1, M1028 canister და M908 HE-OR).
დაწვრილებით ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე – ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე
მოხდება ტანკის ცმს–ის მოდერნიზაცია, რომელშიც დაყენდება Ammunition Data Link (ADL), რაც მრავალმიზნობრივი, პროგრამირებადი ამფეთქის მქონე AMP ХМ1147 ჭურვებით სროლის საშუალებას იძლევა.
მეთაურის პანორამულ სამიზნეში და მემიზნის სამიზნეში დაყენდება ახალი თბოხედვის ხელსაწყო, საიდანაც გამოსახულება მაღალი სიცხადის ეკრანებზე გამოვა.
მანქანის კოშკურის სახურავზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Commander's Remote Operated Weapon Station Low Profile (CROWS-LP), რომელიც 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით, М2–ით იქნება აღჭურვილი. მოდული აღჭურვილია დღე–ღამის პირობებში დაკვირვებისა და დამიზნების სისტემით, რაც მისი, როგორც ეკიპაჟის მეორე პანორამული სამიზნის როლში გამოყენების საშუალებას იძლევა.
ამ დონემდე მანქანების მოდერნიზაცია სავარაუდოდ 2016 ფინანურ წელს დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 367,9 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
წყარო:
No comments:
Post a Comment