Saturday, November 15, 2014

ახალი ყველგანმავალი დანიელი სპეცებისთვის

დანიაში გამოცდებს გადის სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი ყველგანმავალი GDELS ATTV (General Dynamics European Land Systems All-Transportable Tactical Vehicle).  ATTV შექმნილია Rally Raid–ის მანქანების ბაზაზე და სპორტული საიკდარი გააჩნია, რაც მას მაქსიმალურ მანევრირებას და სიჩქარეს, მაღალ მარგ დატვირთვასა და საიმედოობას სძენს.
ATTV პირველად General Dynamics European Land Systems–ისა და ჰოლანდიელი პარტნიერბის მიერ წარმოდგენილი იქნა გამოფენა Eurosatory 2014, სადაც ის სპეცდანიშნულების კონფიგურაციით წარმოადგინეს.
მაღალი ტვირთამწეობა და უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს დაცვის სახვადასხვა კომპლექტების ინტეგრაცია. მანქანაზე ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეიარაღების დაყენება.
ATTV–ზე აყენია 4 ტაქტიანი დიზელის ძრავი Steyr M1600053-B და 6 საფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი ZF. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 170კმ/სთია, ხოლო გარბენის მანძილი 1200კმ. 
  
 


წყარო:

Friday, November 14, 2014

პირველი რუსული საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტები 2020 წლისათვის იქნება მზად

პირველი რუსული ექსპერიმენტალური ჰიპერბგერითი რაკეტა  ГЭЛА ავიასალონ МАКС-1995–ზე
სამშაბათს, როგორც  ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების კორპორაციის გენერალურმა დირეკტორმა, ბორის ობნოსოვმა განაცხადა – პირველი საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტები რუსეთში მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეიქმნება.
"ჩემი შეფასებით პირველი ჰიპერბგერითი რაკეტები ამ ათწლეულში უნდა გამოჩნდეს. 2020 წლისათვის ჩვენ ექვსი–რვა Мах–ს მივაღწევთ, მეტი სიჩქარეები უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაშია შესაძლებელი" – განუცხადა ჟურნალისტებს ობნოსოვმა, გამოფენა Airshow China-2014–ზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ობნოსოვმა აღნიშნა ჰიპერბგერითი რაკეტა საჰაერო ბაზირებისა იქნება და პდრძ–ს (პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავა) ჩასაშვებად საჭირო საწყისი სიჩქარის მისაღწევად საჰაერო პლატფორმას გამოიყენებს.
მან ასევე დასძინა, რომ, პილოტირებადი ჰიბერბგერითი საფრენი აპარატები 2030 წელზე ადრე არ გამოჩნდება – "ჩემის აზრით პილოტირებადი ფრენები, ჰიპერბგერით სიჩქარეებზე 2030–2040 წლებში განხორციელდება."
პირველი ПАК ДА (Перспективный Авиационный Комплекс Дальней Авиации), რუსეთის ავიაციაში გეგმის მიხედვით 2023 წელს გამოჩნდება და ობნოსოვის თანახმად ის ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება აღჭურვილი.

წყარო:
First Russian air-launched hypersonic missiles expected for 2020

შეხვედრა

Zhuhai–ს ავიასალონზე რუსული Су-35 და ჩინური J-31 ერთმანეთს შეხვდნენ. 

P.S.აღსანიშნავია რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც რუსული მხარე ჩინეთის საჰაერო ძალებს რამდენიმე ათეულ Су-35 მიჰყიდის.

Thursday, November 13, 2014

ბრიტანული ჯავშანი პოლონეთში

ბრიტანული ჯავშანი პოლონეთში, სწავლება "შავ არწივში" ღებულობს მონაწილეობას