Showing posts with label J-31. Show all posts
Showing posts with label J-31. Show all posts

Tuesday, December 16, 2014

ჩინური J–31–ის ფოტოები ახლოდან

J–31 – ჩინური, მეხუთე თაობის, სტელს გამანადგურებელი, რომელიც ძალიან ჰგავს ამერიკულ F–35–ს. ბევრი ამერიკელი კრიტიკოსის აზრით F–35 სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო – ორძრავიანი, სწრაფი, დიდი იარაღის საცავით, დიდი მოქმედების რადიუსით და რეალური საჰაერო მებრძოლი, თუმცა ახლა უკან მოხედვა გვიანია. 

წყარო:

Friday, November 14, 2014

შეხვედრა

Zhuhai–ს ავიასალონზე რუსული Су-35 და ჩინური J-31 ერთმანეთს შეხვდნენ. 

P.S.აღსანიშნავია რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც რუსული მხარე ჩინეთის საჰაერო ძალებს რამდენიმე ათეულ Су-35 მიჰყიდის.

Friday, November 9, 2012

სამზადისი გამოფენა Zhuhai Air Show-2012–ისათვის

თვის ბოლოს ჩინეთში ავიაკოსმოსური გამოფენა Zhuhai Air Show-2012 გაიმართება – სამზადისი უკვე დაწყებულია:

J-31




Z-19

Z-10

Sunday, November 4, 2012

ჩინური J-31 (დამატებითი ინფორმაცია)


ჩინურმა ინტერნეტ გაზეთმა "ჟენმინ ჟიბაომ" ყველასგან მოულოდნელად გამოაქვეყნა სტატია ჩინური კომპანია Shenyang Aircraft Corporation-ის  (SAC) სტელს გამანადგურებლის, J-31-ის პირველი ფრენის შესახებ (თუმცა ჯერ გაურკვვეველია რამდენად რაელური იყო ეს ფრენა). ფრენა 2012 წლის 31 ოქტომბერს, შენიანში განხორციელდა. სტატიაში ამ გამანადგურებლის რამდენიმე მახასიათებლიცაა მოყვანილი.

J-31-ის წარმატებული დებიუტი


31 ოქტომბერს წარმატებით განხორციელდა ჩინეთში შექმნილი მეორე სტელს გამანადგურებლის პირველი პროტოტიპის, J-31-ის პირველი ფრენა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა, აშშ-ს შემდეგ, სადაც ერთდროულად ორი მეოთხე თაობის (მეოთხე ჩინური კლასიფიკაციით - დანარჩენი მსოფლიოს კლასიფიკაციით მეხუთე) გამანადგურებელი იქნა აფრენილი.
გაზეთი Global Times-ის ცნობით, 31 ოქტომბერს, AVIC Shenyang Aircraft Corporation-ის მიერ შექმნილი მეოთხე თაობის გამანადგურებელმა J-31-მა, გამანადგურებელ J-11-ის თანხლებით, თვითმფრინავთა საფრენოსნო გამოცდების ცენტრ "შენფეი"-ში პირველი ფრენა განახორციელა. პირველი ჩინური სტელს გამანადგურებლის, J-20-ის წარმატებული საფრენოსნო გამოცდების დაწყების შემდეგ, რომელიც Chengdu Aircraft Company-ს მიერაა შექმნილი, ჩინეთმა კიდევ ერთხელ გაუკეთეს დემონსტრირება თავის შესაძლებლობებს მეწინავე გამანადგურებლების შექმნის სფეროში.



გამანადგურებლის ტექნიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • ფრთის გაქანი - 10,07 მ.
  • სიგრძე - 15,47მ.
  • სიმაღლე  - 4,57მ.
  • ფრთის ფართობი - 42,7კვ.მ
  • მაქსიმალური ასაფრენი წონა - 27 215კგ.
  • მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა - 5897კგ.

J-31-ზე ორი ტურბოხრახნული ძრავა WS-13A აყენია, თითოს მაქსიმალური წევა 8300კგ-ს აღწევს. ძრავის წევის გაზრდამ გაზარდა გამანადგურებლის მანევრულობა დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე, ასევე გააუმჯობესა გამანადგურებლის ასაფრენ-დასაფრენი მახასიათებლები. თვითმფრინავს შეუძლია ატაროს ოთხი "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა PL-15, ამას გარდა თვითმფრინავს შეუძლია ატაროს სხვა შეიარაღება ან დამატებითი საწვავის ავზები და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც გამანადგურებლის ასევე მოიერიშის როლში.
სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ J-31 ძალიან ჰგავს ამერიკულ გამანადგურებელ F-35 Lightinin-II-ს და J-20-თან ერტად ქმნიან მძიმე და მსუბუქი კლასის გამანადგურებლების კომბინაციას. რადგანაც J-31-ეზე გამოიყენება წინა ორმაგსაბურავიანი საყრდენი, ხოლო პირველი ფრენის დროს დემონსტრირება გაუკეთა მოკლა აფრენ-დაფრენის შესაძლებლობებს, არაა გამორიცხული რომ ეს თვითმფრინავი მომავალში გახდება ჩინური ავიამზიდის ახალი თაობის გამანადგურებელი, რომელიც J-15-ეს ჩაანაცვლებს.


წყარო:
Успешный дебютный полет истребителя «Цзянь-31»




Thursday, November 1, 2012

J-31-ის მითი

უკვე ვწერდით ახალი ჩინური გამანადგურებლის პირველი ფრენის შესახებ (ჩინური სტელს J-31-ის პირველი ფრენა)- აღმოჩნდა რომ ჩინელებს იუმორის გრძნობაც ჰქონიათ :D


Wednesday, October 31, 2012

ჩინური სტელს J-31-ის პირველი ფრენა



ჩინურმა სტელს გამანადგურებელმა, რომელიც Shenyang J-31 სახელითაა ცნობილი (მის შესახებ უკვე ვწერი ჩემს ბლოგზე - ახალი ჩინური STEALTH გამანადგურებელი (ახალი ფოტო) და ჩინური სტელს გამანადგურებლის, F-21/J-31/F60 ახალი ფოტოები ), პირველი ფრენა განახორციელა, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა.





ფრენა გამანადგურებელ J-11BS-ის თანხლებით განხორციელდა (სურათის მიხედვით შეიძლება მიახლოებით ზომებზე საუბარი)