As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, February 22, 2014
რაგბი – ყველას გილოცავთ (ეს უკვე მერამდენედ)
ყველას ვულოცავ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მორიგ გამარჯვებას რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე ანგარიშით 36–10. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს რეგბისტებს სასიამოვნო სანახაობისთვის.
თამაშის დაწყება
არც პოლიტიკური გზავნილის გარეშე არ ჩაუვლია თამაშს – გულშემატკივრებმა რუსულად დაწერილი აბრა გამოჰკიდეს "СЛАВА УКРАИНЕ. ГЕРОЯМ СЛАВА"
ტრიბუნების უმეტესობა გადაჭედილი იყო
თამაშით ვისიამოვნე
ანგარიში 29–ე წუთზე
ანგარიში 72–ე წუთზე
მე–80 წუთი, თამაში დასრულდა რუსების გამანადგურებელი ანგარიშით
გამარჯვებულები მოედანს საპატიო წრეს ურტყამენ
დამარცხებულებმა რაღაცა ითათბირეს – ალბათ გაამხნევეს ერთმანეთი, მომავალ წელს მოვიგებთო :D
და რა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილი "მე"
Friday, February 21, 2014
БМ Оплот და M60A1 RISE ტაილანდში
ტაილანდის БМ Оплот–ებზე უკვე არა ერთხელ ვწერდი:
- ტაილანდის Т-84 Оплот
- ტაილანდის Т-84 Оплот-ები
- ტაილანდის Оплот-ი გამოცდებზე
- ტანკი "БМ Оплот" ტაილანდშია
ამჯერად ტაილანდის არმიის M60A1 RISE და БМ Оплот გვერდიგვერდ
უკრაინა – აპოკალიფსი (21 ფოტო)
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, ამიტომ მათ განხილვასა და ანალიზს არ დავიწყებ, უბრალოდ შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავენ უკრაინის დედაქალაქში, კიევში დატრიალებულ ამბებსა და ემოციებს. თავისთავად ამ მოვლენებში არაფერი სასიამოვნო არაა, მაგრამ მათი წყალობით ეს ემოციური ფოტოსურათები ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
ხანდახან ქაოსშიც შეიძლება იყოს სილამაზე
ზოგიერთ კადრს კომპიუტერულ თამაშს, Fallout–ს ადარებენ, და არც თუ ისე ტყუილად – მათი შინაარსი ნამდვილად ჰგავს პოსტაპოკალიფსურ დედამიწას
ეს კოლორიტული პერსონაჟი წამებში გახდა პოპულარული
P.S. 2014 წლის 21 თებერვლის დილისთვის უკრაინაში მიმდინარე პროტესტებს შეეწირა 75 ადამიანი – შსს–ს 11 წევრი და 64 აქციის მონაწილე. ასევე უამრავი საავადმყოფოებშია განთავსებული. გულწრფელად ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და ისეთ მომავალს და მთავრობას როგორიც გულით სურთ.
Thursday, February 20, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)