As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, November 14, 2015
"Charles de Gaulle" სპარსეთის ყურეში მიემგზავრება
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ავიამზიდ "Charles de Gaulle"–ს გამგზავრება სპარსეთის ყურეში 18 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტები მის პროგრამაზე გავლენას არ იქონიებს.
სპარსეთის ყურეში ავიამზიდისთვის წელს ეს მეორე გასვლა იქნება. პირველი გასვლა 23 თებერვლიდან 18 აპრილამდე განხორციელდა. ხომალდს ბორტზე 20 ცალი Rafale M და Super Etendard Modernise გადაყავს, ამ თვითმფრინავებს რეგიონში სხვა ფრანგული გამანადგურებლებიც დაემატება (კერძოდ 3 ცალი Mirage 2000D და 3 ცალი Mirage 2000N იორდანიაში და 6 ცალი Rafale გაერთიანებულ საემირატოში).
9 ნოემბერს Armee de’l Air–მა ISIS–ის პოზიციებზე სირიაში მეორე იერიში განახორციელა. მანამდე მხოლოდ ერაყის ცაში მოქმედებდნენ.
წყარო:
Trident II D5–ის ახალი რეკორდი
აშშ–ს ფლოტმა 7 და 9 ნოემბერს Lockheed Martin–ის წარმოებული ბალისტიკური რაკეტა Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვება განახორციელა. აღნიშნული რაკეტა მსოფლიოში ყველაზე საიმედოდ ითვლება, მის ანგარიშზე 1989 წლიდან, შეიარაღებაზე მიღებიდან, 157 წარმატებული გაშვებაა.
წყარო:
U.S. Navy’s Trident II D5 Missile Achieves New Test Flight Reliability Record
აშშ–ს ფლოტის მიერ 7 და 9 ნოემბერს განხორციელებული Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვებიდან ერთ–ერთი – წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება წყალქვეშა მდგომარეობიდან განახორციელა
წყარო:
U.S. Navy’s Trident II D5 Missile Achieves New Test Flight Reliability Record
"პარიზი ცეცხლშია"
წუხელ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ათობით ათასი სამხედრო განგაშით იქნა აწული და გარეთ გამოყვანილი, პარიზში ქაოსი იდგა.
ISIS-ის მომხრეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ცნობებს ჰეშტეგით "პარიზი ცეცხლშია". ამის შესახებ BBC-ის მიმომხილველი, მარკ ურბანი იუწყება.
გუშინ, 13 ნოემბრის საღამოს ერთდროულად პარიზის რამდეიმე ადგილას ტერორისტული აქტი განხორციელდა. უცნობმა პირებმა თეატრ Bataclan-ის მოპირდაპირე რესტორანში ცეცხლი გახსნეს. ასევე ცეცხლი იქნა გახსნილი რიუ დე შერონის კუთხეში მდებარე ბარ Carillion-ში, ხოლო თვითონ თეატრ Bataclan-ში 100-მდე მძევალი იქნა აყვანილი. თვითმხილველთა თქმით, პარიზში სასაკლაოს მომწყობმა ტეორისტება თავიანთ ქმედებას სირიაზე შურისძიება უწოდეს.
იმავე დროს, სტადიონ "სტად დე ფრანს"-თან ახლოს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, სამი აფეთქება განხორციელდა. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციის თანახმად ორი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ტერორისტულ აქტებს 150–მდე ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 118 ადამიანი თეატრ Bataclan-ის დარბაზში იქნა ჩაცხრილული. Bataclan-ის იერიშის დროს 3 ტერორისტი იქნა მოკლული და ერთი ტყვედ აყვანილი.
ზოგიერთი წყაროს ცნობით იერიშის დროს 4 პოლიციელი დაიღუპა. ტერორისტები შაჰიდის ქამრებით იყვნენ აღჭურვილები, მაყურებლებს დახოცვა იერიშიამდე დაიწყეს, მათი მიზანი სწორედ მასიური მკვლელობა იყო.
ტერორისტულ აქტებს 150–მდე ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 118 ადამიანი თეატრ Bataclan-ის დარბაზში იქნა ჩაცხრილული. Bataclan-ის იერიშის დროს 3 ტერორისტი იქნა მოკლული და ერთი ტყვედ აყვანილი.
ზოგიერთი წყაროს ცნობით იერიშის დროს 4 პოლიციელი დაიღუპა. ტერორისტები შაჰიდის ქამრებით იყვნენ აღჭურვილები, მაყურებლებს დახოცვა იერიშიამდე დაიწყეს, მათი მიზანი სწორედ მასიური მკვლელობა იყო.
პარიზის ქუჩებში წუხელ
Thursday, November 12, 2015
ვიკინგების ლაშქრობები ევროპაში – საფრანგეთი, ესპანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვა
ფრანკთა სამეფო მერვე–მეცხრე საუკუნეებში. მაღლა მარჯვნივ 843 წლის შემდეგ სამ ნაწილად გაყოფილი ფრანკთა იმპერია.
ფრანკების სამეფო
პირველი ლაშქრობები (799-840 წლები)
ფრანკების სამეფომ, კარლოს დიდის (Charlemagne, 768-814 წლები) მეფობის დროს, დიდი აღმასვლა განიცადა. ფრანკების სამეფოს გადაჭიმული იყო სამხრეთით იტალიის ნახევარკუნძულამდე და პირენეამდე, ბრეტონამდე დასავლეთში (რომელიც მე-10 საუკუნემდე ჯიუტად დამოუკიდებელი რჩებოდა), ჩრდილოეთში ფრისეამდე და აღმოსავლეთით საქსონამდე. როდესაც მე-8 საუკუნის დასაწყისში, საქსონების წინააღმდეგ ლაშქრობები წარმატებით დასრულდა, ფრანკებს და დანიელებს საერთო საზღვარი გაუჩნდათ. ფრანკებბმა მოკავშირეებად დანიელების მომტრე სლავი ავოდრიტები გაიხადეს. ფრანკების გაფართოებამ დანიური სამეფო შეაშფოთა და ამის საპასუხოდ მათ მძლავრი ლაშქრობების სერია წამოიწყეს, რომელიც ვიკინგების საბრძოლო უნარებსა და მძლავრ ფლოტს ეყრდნობოდა.
799 წელს ვიკინგები პირველად გამოჩნდნენ ფრანკების სანაპიროზე. მათ მიზანს აკუტანიისნუარმუტიერი (Noirmoutier) წარმოადგენდა. ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მათი ხომალდები დინებამ წაიღო და ადგილობრივი ძალებისთვის ადვილ ნადავლად იქცნენ. ცნობების მიხედვით 105 სკანდინავიელი იქნა ბრძოლაში მოკლული. ფრანკებმა სანაპიროს დაუცველ ადგილებში თავდაცვის ქსელი მოაწყვეს. ვიკინგებისგან პროფლიკატიკის მიზნით ასევე შექმნეს მცირე ზომის რამოდენიმე ფლოტი. მაგრამ დანიელებმა საბრძოლო ინიციატივა მაინც შეინარჩუნეს. მეფე გოდფრიდმა (Godfred, 804-810 წლები) 808 წელს ავოდრიტების წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქი რერიკი (Reric) გაანადგურა, პარალელურად თავისი ვაჭრები ხენდბერიში გადაიყვანა. შემდეგ დასავლეთით შემობრუნდა და მძლავრი ფლოტით, ფრანკების სამეფოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი, ფრისია დაარბია. სავარაუდოდ გოდფრიდი მიზნად ისახავდა დანიური სამეფოს ფრისიისკენ გაფართოებას და ვარაუდობდა რომ მომდევნო სამიზნე თვით ააჩენი (Aachen), კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი იქნებოდა. მაგრამ მისი გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგანაც იმავე წელს გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, ჰემმინგიმ(Hemming, 810-812 წლები) კარლოს დიდთან ზავი დადო და ამით შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები.
მიუხედავად ზავისა, მცირე ზომის, ცალკეული მეკობრული თავდასხმები მაინც ხდებოდა. 820 წელს ასეთი ჯგუფები სენას დარეინის შესართავებთან გამოჩნდნენ, მაგრამ ფრანკთა ფლოტმა მათი მოგერიება მოახერხა. უფრო წარმატებული გამოდგა 15 წლის შემდეგ განხორციელებული ლაშქრობა, როდესაც ფრანკების სამეფომ შიდა დინასტიური დაპირისპირების გამო დასუსტება დაიწყო. 834-837 წლებში ვიკინგებმა რეინის ხეობაში ბევრი ლაშქრობა განახორციელეს, რომლის დროსაც ოთხჯერ გაანადგურეს დორესტადის (Dorestad) უმნიშვნელოვანესი ნავსადგომი. ისეთმა დასახლებულმა პუნქტებმა, როგორებიცა უტრეხტი, ამვერია, განდი და ვალჰერენი, თავის თავზე გამსცადეს ჩრდილოელთა საბრძოლო მანია. ფრანკების იმპერია კატასტროფების ბნელ ეპოქაში შედიოდა, რომელიც 50 წელზე მეტხანს გასტანდა.
ახალი შემოსევები და ფრანკების წინააღმდეგობა (840-878 წლები)
840 წელს მეფე ლუდოვიკ ღირესული (814-840) გარდაიცვალა და მისი სამი ვაჟი იმპერიის ტახტისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდა. 843 წელს შიდა დაპირისპირება ქვეყნის სამ ნაწილად გაყოფით მოგვარდა. დასავლეთში კარლოს მელოტის სამეფო მდებარეობდა, ცენტრში ლოთარი მეფობდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს ლუდოვიკო გერმანელი განაგებდა. სამოქალაქო დაპირისპირებამ ფრანკების სამეფოს დაასუსტება და სანაპიროს თავდაცვითი ქსელი განადგურება გამოიწვია. მდინარე რეინის, სენას და ლიგირას დიდი სამდინარო გზები ამბიციური სკანდინავიელებისთვის აწი ღია იყო.
ყველაზე მეტად დანიელთა იერიშებისგან კარლოს მელოტის, ანუ დასავლეთ ნაწილი იტანჯებოდა. ლუდოვიკოს სამეფო ორი მიზეზის გამო შედარებით ნაკლებად დაზარალდა დანიელებისგან, ეს მიზეზებია - საკმაოდ მცირე სანაპირო ზოლი და დანიასთან არსებული სახმელეთო საზღვარი, საიდანაც მას ნებისმიერ დროს შეეძლო სამხრეთიდან დანიაში სადამსჯელო ოპერაცია განეხორციელებინა. ლოთარის სამეფო მდიდარ ფრისიას და რეინის ხეობას აკონტროლებდა. იერიშები მის წინააღმდეგ კონტროლირებადი, მაგრამ უფრო მეტი იყო. ამას გარდა ლოთარის მოხერხებულმა პოლიტიკამ ყველაზე მძიმეს თავიდან არიდება მოახერხა. 841 წელს ლოთარმა ფლანდრიული ქალაქი ვალჰერენი (Walcheren) დანიელ ჰეგემონს, ჰარალდ კლაკს (HaraldKlak) გადასცა, ხოლო 850 წელს მხედართმთავარ რორიკს მდიდარი ფრისია დაუთმო.
დანიელთა შეტევების ძირითადი მასა ქვეყნის დასავლეთი ნაწილისკენ იქნა მიმართული. 843 წელს, მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ვიკინგებმა დაიკავეს ქალაქი ნუარმუტიე და ამ გზით კონტინენტურ ევროპაში პირველი ბაზა შეიძინეს. აქედან მდინარე ლიგირას და აკუიტანიას მდიდარ ხეობებში უამრავი თავდასხმა განხორციელდა. პარალელურად ხდებოდა ამ რეგიონში მნიშვნელოვანი მარილისა და ღვინოსვაჭრობის კონტროლი. მოწინააღმდეგის შიდა დაპირისპირების გამოყენებაში ვიკინგები საკმაოდ დახელოვნებულები იყვნენ. 843 წელს ერთი ადგილობრივი თავადი გაიხადეს მოკავშირედ და მასთან ერთად დაიკავეს ნადი. სხვა შემთხვევებში მათი ლაშქრობები ცენტრალური იმპერიული ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგანაც იერიშების შედეგად ნადგურდებოდნენ ადგილობრივი, ავტონომისტურად განწყობილი თავადაზნაურები. 848 წელს, ბორდოზე თავდასხმამ გამოიწვია ადგილობრივი მმართველი თავადის ძალაუფლების დასუსტება, რის შედეგადაც რეგიონში ცენტრალური ძალაუფლება დამკვიდრდა.
ვიკინგების ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს, დასავლეთ ფრანკიის სამეფოს ეკონომიკური ცენტრი, სენას ხეობა წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა რუანი, სარტრი და რა თქმა უნდა პარიზი. 845 წლის მარტში, დანიელთა მძლავრი, 120 ხომალდიანი ფლოტი, რაგნარის მეთაურობით, სენას აუყვა. ვიკინგების სამიზნეს სავარაუდოდ პარიზი წარმოადგენდა. კარლოსმა ფრანკთა ძალები ორად გაყო, რათა დაეცვა მდინარის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები. ვიკინგები არც დაფიქრდნენ ისე გამოიყენეს ხელსაყრელი მდგომარეობა და მთელი თავისი ძალებით ორიდან უმცირეს დაჯგუფებას დაარტყეს. ბრძოლა ფრანკთა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. ბრძოლის შედეგად 111 ტყვე ჩაიგდეს ხელში და ვიკინგებმა მათთვის ჩვეული სისასტიკით და რა თქმა უნდა ტქტიკურ-ფსიქოლოგიური მიზნით ყველა ტყვე, მდინარეში მდებარე, ერთ მცირე კუნძულზე ჩამოახრჩვეს ისე რომ დანარჩენი ფრანკული ძალების მათი ხედვა შესძლებოდათ. ეს მოქმედება მიმართული იყო ფრანკული ჯარის მოტივაციის და საბრძოლო სულისკვეთების შესამცირებლად და მართლაც ამან შედეგი გამოიღო. აღდგომის კვირას, 28 მარტს,რაგნარი და მისი ხალხი შეიჭრა და დაარბა პარიზი. ფრანკებმა სამხედრო წინააღმდეგობა ვერ გაბედეს. მეფემ მომხდურებს 7000 ფუნტი გადაუხადა ვერცხლით და ჩრდილოელებმა რეგიონი დატოვეს.
მომდევნო ათლწეულის განმავლობაში დაუცხრომლად გაგრძელდა ვიკინგების შემოსევები. ზეპირმესიტყვეერმენტარიოსი (Ermentarius) შემდეგნაირად გადმოსცემს იმ საშინელ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა ფრანკების სამეფო: „ხომალდების რაოდენობა მატულობს, მოლაშქრეთა დაუსრულებელი წყალდიდობა დაცხრომას არ აპირებს. ქრისტიანები ყველგან ხოცვა-ჟლეტვის, ხანძრის და თარეშის მსხვერპლნი ხდებიან. თავდამსხმელები თავის გზაზე ყველაფერს ეპატრონებიან და არავის არ ძალუძს წინ აღუდგეს მათ. დაიკავეს ბორდო, პერიზე, ლიმოზი, ანგულემი და ტულუზა. ანჟუ, ტური და ორლეანი გაუდაბურდა. უთვალავი ხომალდები მიყვებიან ზემოთ სენას და მთელს რეგიონში ბოროტება მძლავრობს. რიენი გაპარტახებული და გაძარცვული განისვენებს. პარიზი, ბოვე, მო დაკავებულია მტრის მიერ, მელონის სიმაგრე მიწასთანაა გასწორებული, სარტრი დაკავებულია, ევრო და ბაგიე გაძარცვულია და ყველა ქალაქი დსნებოვნებულია“.
ფრანკებმა ამ გრიგალისებური იერიშების შემდეგ დაიწყეს წინააღმდეგობის ორგანიზირება. 860 წლის შემდეგ აშენდა ახალი და ასევე აღდგა ძველი, განადგურებული ციხე-სიმაგრეები. ხოლო ვიკინგებისთვის ქვეყნის შიგნით შეღწევა რომ აეკრძალათ მდინარე სენაზე და ლიგირზე აღდგა გამაგრებული ხიდები. ამ ტაქტიკამ გაშიშვლებული დატოვა სანაპირო ზოლი, რომელსაც თავი რო დაეცვა ადგილობრივ თავად-აზნაურობას უნდა დაჰყრდნობოდა. ადგილობრივი მოსახლეობის გამოცოცხლებამ შედეგი გამოიღო და ვიკინგებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს. 862 წელს ანჟეს გრაფმა ამოწყვიტა ვიკინგთა დატყვევებული 12 ხომალდის ეკიპაჟი. 865 წელს იმავე რაიონში განადგურებული იქნა ვიკინგთა 500 კაციანი ლაშქარი. იმავე წელს აკუიტანიის ფრანკებმა 400 ვიკინგი მოკლეს.
კარლოს მეფის დიპლომატია და მანევრები ასევე სასარგებლო აღმოჩნდა ფრანკებისთვის. 860 წელს მეფემ, დანიელების ბაზაზე თავდასასხმელად სკანდინავიელი საველე მეთაური ველანდი (Weland) დაიქირავა. ალყაში მოქცეულმა დანიელებმა თავის მხრივ, ალყიდან მშვიდობიან გასასვლელად 6000 ფუნტი გადაიხადეს ვერცხლით. მომდევნო წელს დანიელებმა ხელახლა გაილაშრეს სენას ხეობაში, ამჯერად ველანდი მათთან იყო. 866 წელს ფრანკების მიერ გადახდილმა 4000 ფუნტმა ვერცხლმა ვიკინგები სამშობლოში გააბრუნა. მომდევნო წლებში ცოტა ხნით ლაშქრობები შემცირდა, ამ პერიოდში დანიელთა ყურადღება ინგლისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც 865 წლიდან „დიდი წარმართული ლაშქარი“ მთელი ინგლისის დაპყრობას ცდილობდა.
დიდი ლაშქრობები: ფლანდრია და სენა (878-892 წლები)
ფრანკების სამეფოში ლაშქრობებისგან შესვენებამ შიდა პოლიტიკურ ძვრებს მისცა ბიძგი. ლოტარინგიის შუა სამეფო ორმა მეზობელმა სამეფომ შთანთქა. ამდაგვარად დარჩა ფრანკების მხოლოდ ორი სამეფო: დასავლეთი (გალების) და აღმოსავლეთი (გერმანული). დასავლეთში კარლოს მელოტი 877 წელს გარდაიცვალა და სატახტო მემკვირეობის პრობლემების მოგვარების შემდეგ, 884 წელს, როდესაც ტახტზე კარლოს მსუქანი ავიდა (884-888 წლები), ქვეყნის თავდაცვითი მგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო.
მოლაშქრეთა პირველი ტალღა სიმდიდრით განთქმული ფლანდრიის სანაპიროს და მდინარე რეინის ხეობას მოასკდა. ეს ტერიტორიები აღმოსავლეთ სამეფოში იყო გაერთიანებული.მეფე ალფრედის მეთაურობით ანგლოსაქსებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, სწორედ ამან დანიელებს უბიძგა თავისი ყურადღება ინგლისიდან კონტინენტურ ევროპაზე გადმოეტანათ. 878 წელს კალეში დანიელთა მძლავრი ლაშქარი გადმოსხდა და ქვეყნის შიგნით დაიძრა, სადაც დანარჩენ რეგიონებზე სალაშქროდ ბაზები გაამაგრა. ამას მოჰყვა ფრანკთა ორივე სამეფოს ძალებთან გაუჩერებელი ბრძოლებისა და თარეშის შვიდი წელი.
ფლანდრიისა და რეინის რაიონებში გამუდმებული ბრძოლების შედეგად ეკონომიკური გამოფიტვის მიზეზით დანიელთა ლაშქრობებმა თანდათანობით დასავლეთით, სენას მდიდარი ხეობისკენ გადაინაცვლა. 885 წელს დანიელი საველე მეთაურის, ზიგფრიდის (Sigfrid) ფლოტი პარიზისკენ სენას აუყვა. ფრანკებს ჰქონდათ მცდელობა გაემაგრებინათ ხეობა, მაგრამ მხოლოდ პარიზის მისადგომებთან მოახერხეს ხიდების გამაგრება. ვიკინგებმა გაანადგურეს ნახევრად დასრულებული სიმაგრეები მდინარეზე და შემოდგომისთვის პარიზს მიადგნენ. ქალაქი მდინარის შუაში, კუნძულზე იდგა, მას მაღალი ქვის კედელი იცავდა და გააჩნდა ორი გამაგრებული ხიდი, რომლებიც აქეთ-იქედან კეტავდნენ მდინარეს და მტერს მდინარის საშუალებით ქვეყნის შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ზიგფრიდმა მოითხოვა რომ მისი ფლოტისთვის ქვეყნის შიგნით მოსახვედრად ხიდების გავლით უსაფრთხო გასავლელი გაეხსნათ. პარიზის დამცველებმა უკანდახევაზე უარი განაცხადეს რასაც ქალაქის ალყა მოჰყვა. ფრანკების წინააღმდეგობას ქალაქის ეპისკოპოსი, იოსელინი (Joscelin) და გრაფი ოდო (Odo) მეთაურობდა. ვიკინგები ქალაქზე აგრესიულ იერიშებს ახორციელებდნენ, მაგრამ პარიზმა ალყას ერთი წელი გაუძლო. დანიელებმა მოახერხეს ხიდების განადგურება და გზა გაიხსნეს ქვეყნის შიდა რაიონებისკენ, მაგრამ ალყა მაინც არ მოხსნეს - ქალაქი ჯიუტად აგრძელებდა წინააღმდეგობას. 886 წელს ქალაქს დამატებითი ძალებით მეფე კარლოსი მოადგა. მაგრამ მეფემ სრულიად საწინააღმდეგო რამე გააკეთა, წამოიწყო დანიელებთან მოლაპარაკება, გადაუხადა 700 ფუნტი ვერცხლი და საშუალება მისცა ქვეყნის შიგნით წასულიყვნენ და ბურგუნდია დაერბიათ.
პარიზის ალყა
კარლოს მსუქანის დამამცირებელმა საქციელმა ფრანკებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 888 წელს მეფე ტახტიდან ჩამოაგდო პარიზის დამცველმა და ეროვნულმა გმირმა ოდომ (888-898 წლები). 888 წლის ზაფხულში ბურგუნდიაში ახალმა მეფემ ვიკინგები დაამარცხა. მაგრამ მაინც საჭირო გახდა დიდი რაოდენობით ვერცხლის გადახდა, რომ ვიკინგები სენას ხეობიდან წასულიყვნენ. ამის შემდეგ დანიელთა თავდასხმები ფრანკთა სამეფოში გავრცელებული ეპიდემიის გამო, რომელიც 891-892 წლებში ბობოქრობდა, საგრძნობლად შემცირდა. დანიელებმა თავისი ყურადღება კვლავ ინგლისს მიაპყრეს. 911 წელს ფრანკთა სამეფოს დასავლეთ სანაპიროზე ვიკინგებმა, როლლოს (Rollo) მეთაურობით,ნორმანდებისსაჰერცოგო ჩამოაყალიბეს. როლომ ერთგულება შეჰფიცა ფრანკთა მეფეს და პირნათლად შეასრულა თავისი სიტყვა - ვიკინგების ეპოქის დასასრულამდე ნორმანდია თავდასხმებისგან იცავდა რეგიონს.
პირენეის ნახევარგუნძული, ხმელთაშუა ზღვა და დასავლეთ აფრიკა
მას შემდეგ რაც ვიკინგებმა მდინარე ლიგირას შესართავთან პირველი ბაზები დააარსეს, გადაწყვიტეს თავისი მოქმედება უფრო სამხრეთით, პირენეის ნახევარკუნძულზე გადაეტანათ, რომელიც მე-9 საუკუნეში სამ სახელმწიფოს შორის იყო დანაწილებული. ბასკებისა და კატალონიელთა ქვეყანა ფრანკთა დასავლეთ სამეფოს ეკუთვნოდა. ჩრდილო-დასავლეთი რეგიონები ქმნიდნენ გალიკიას და ასტურას ქრისტიანულ სამეფოს. დანარჩენი აპენინის ნახევარკუნძული არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი და კორდოვას საემირატოს წარმოადგენდა. ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილი კიდევ არაბ იდრისიდების სახალიფოს ეკუთვნოდა.
პირველი იერიშების სამიზნეს ესპანელთა სამეფო წარმოადგენდა, მაგრამ ადგილობრივი ძალების მძლავრმა წინააღმდეგობამ ვიკინგები აიძულა სამხრეთით, საემირატოს ტერიტორიებისკენ წასულიყვნენ. 844 წლის აგვისტოში ლისაბონის წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც ძირფესვიანად გაძარცვეს და დაარბიეს. შემდეგ განაგრძეს სამხრეთით სვლა და მანამ სანამ არაბთა ძალები თავდაცვისთვის მოემზადებოდნენ მდინარე გუადალკივრის (Guadalquivir) შესართავთან მდებარე კადიზი (Cadiz)და მედინა სიდონია (MedinaSidona) დაარბიეს. ოქტომბრის დასაწყისში დაარბიეს უმდიდრესი ქალაქი სევილია და ხელში ჩაიგდეს აურაცხელი სიმდიდრე. ხუთი კვირის შემდეგ ვიკინგებს საემირატოს ძალებმა მძლავრი დარტყმა მიაყენეს. არაბებმა, აბდ ალ რაჰმან მეორის (AbdAlRahman II) მეთაურობით გაანადგურეს სკანდინავიელთა 30 ხომალდი, ათასამდე ვიკინგი მოკლეს ხოლო ოთხასამდე ტყვედ აიყვანეს, რომლებიც შემდეგში სიკვდილით დასაჯეს. ემირმა 200 ვიკინგის თავი საჩუქრად იდრისიდების მოკავშირე სახალიფოში, ტაგგერში გააგზავნა. გადარჩენილმა თავდამსხმელებმა გაანთავისუფლეს ტყვეები, უკან დააბრუნეს ნაალაფარი და მდინარე ლიგირასთან მდებარე თავის ბაზას დაუბრუნდნენ. ვიკინგთა პირველი შეტაკება არაბებთან სრული კატასტროფით დასრულდა.
859 წელს ვიკინგთა ორი მეწინავე საველე მეთაური, ჰასტეინი(Hastein) და ბიორნ რკინისგვერდებიანი (ფრანკთა წყაროებში Bierferraecostae, (სავარაუდოდ რაგნარის ვაჟი, შენიშვნა ჩემია))ლიგირადან 62 ხომალდით დაიძრა. თავიდან ესპანელთა სამეფო დალაშქრეს, საიდანაც შემდეგ პირენეის სამხრეთი ნაპირისკენ გაემართნენ. განახორციელეს მცირე ლაშქრობა სევილიამდე, დაიკავეს გიბრალტარის ქალაქი ალგეცირასი (Algeciras) და დაწვეს მეჩეთი. შემდეგ თავს დაესხნენ აფრიკის სანაპიროებზე მდებარე იდრისიდებისსახალიფოს, სადაც არაბებმა ვერ მოახერხეს წინააღმდეგობის ორგანიზირება. მავრიტანთა ფლოტის ადგილზე არ ყოფნამ მათ საშუალება მისცა შეუფერხებლად ემოქმედათ. დაარბიეს ანდალუზიის და კატალონიის სანაპიროები და ვალერაიდას კუნძულები და შემდეგში ფრანკთა სამეფოს ხმელთაშუაზღვის სანაპიროები. 860 წელს მდინარე როდანოს აყვნენ და ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ ლუნას (Luna) დაესნენ თავს. ჩრდილოეთ იტალიიდან თვით რომამდე ჩავიდნენ. შემდეგ აყვნენ მდინარე არნოს და ტოსკანშიდაარბიეზ პიზა და ფიეზოლე. მათი შემდეგი მარშუტი დაუზუსტებელია - ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ მათ გზა ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით, ალექსანდრიამდე განაგრძეს. 861 წელს მათი ხომალდები გიბრაალტარის სრუტეში გამოჩნდნენ, სადაც მათი ხომალდების უმეტესობა მუსულმანთა ფლოტმა გაანადგურა. ოცამდე გადარჩენილი ხომალდი ლიგირიას დაუბრუნდა, გზად ვიკინგებმა ფრანკთა სამეფოში მდებარე ბასკების ქალაქი, პამპლონა (Pamplona) დაარბიეს.
წინა ორი ნაწილი:
P.S. ამით მთავრდება ვიკინგების ლაშქრობები დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში. ვიკინგთა ეპოქა ამ რეგიონში მე-8 საუკუნის ბოლოდან მე-11 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ ეპოქამ თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ევროპის ხალხთა კულტურაში. როგორც ამბობენ ვკინგებმა გაქრისტიანების და ვაჭრობის დაწყების შემდეგ დაანებეს თავი ვიკინგობასო.
Wednesday, November 11, 2015
Sunday, November 8, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)