Showing posts with label ტერორისტული აქტი. Show all posts
Showing posts with label ტერორისტული აქტი. Show all posts

Sunday, March 17, 2019

თავდასხმა ახალ ზელანდიაში - ტერაქტი თუ თავდაცვა (ხედი გაღმა ნაპირიდან)

ყველას საყურადღებოდ - ყოველგვარი ძალადობა და მითუმეტეს მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ყოვლად მიუღებელია. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია არ წარმოადგენს ჩემს აზრს, ის უბრალოდ გასაანალიზებლადააა გამოქვეყნებული, დღეს როდესაც საინფორმაციო ველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია, ხანდახან შეუძლებელი ხდება ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. ამიტომაც ინფორმაცია რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ეს უბრალოდ იმის გასაანალიზებლადაა გამოქვეყნებული, რომ ნათელი გახდეს მკითხველისთვის - თუ რამდენად ახლართულია ყველაფერი და ისე მარტივად არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 



ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთმა ალ-ნურიმ, რომელსაც თავს დაესხა ბრენტონ ტაბბანტი, სამყაროს როგორც მინიმუმ ორი ტერორისტი გაუზარდა: ალ ქაიდას დამვერბოვკებელი დერიელ ჯონის, რომელიც ამერიკულ უპილოტოს შეეწირა და კრისტოფერ ჰავარდი. ამ ბიჭების მშობლების განცხადების თანახმად მათ შვილებს რადიკალური იდეები ალ-ნურის მოძღვარმა ჩაუნერგა.

ბიჭები იემენში ინსტრუქტორებთან გადიოდნენ სწავლებას. ეს ინსტრუქტორები ამზადებდნენ ჯიჰადის მებრძოლებს, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. Stuff.co.nz-ეს 2014 წლის სტატიაში (რომელიც შემდეგ წაშალეს) მოყვანილია მეჩეთის მრევლის სიტყვები, რომელიც ამბობს: "ინდონეზიიდან დაპატიჟებულმა სპიკერმა ჯიჰადისა და ძალადობის შესახებ ისაუბრა და ბევრი მის აზრს იზიარებდა".

რამდენიმე კითხვა:
  • თქვენის აზრით რამდენად რეალურია დღეს რომელიმე ინფორმაციის დაჯერება? 
  • რამდენს გიფიქრიათ რამდენად მარტივია ადამიანის ინფო-ზომბირება? 
  • რას გრძნობთ როდესაც გებულობთ რომ მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ ამ ფაქტებს არამარტო იგნორირება გაუკეთა, არამედ მანამდე გამოქვეყნებული სტატიებიც კი წაშალა, რათა დაემალათ ფაქტები?
  •  და მაინც ალბათ ჯობია დაველოდოთ ოფიციალურ დასკვნებს თუ გვაღირსეს როდესმე. ჩემის აზრით დამნაშავე დამსახურებულად უნდა დაისაჯოს, ხოლო ყველა, ვისაც კი ეს ეხება, სატანადო დასკვნა უნდა გააკეთოს ამ ტერაქტიდან, რომ დაფიქრდეს რამდენადაა შესაძლებელი მსგავის პრევენცია და რა უნდ აგაკეთთეს რომ აღარ გავხდეთ მსგავსი ტრაგედიების მოწმე.

წყარო:

Tuesday, November 17, 2015

ჯავშანფარი Bataclan–ის იერიშიდან

ქვედანაყოფ BRI–ს საპოლიციო ჯავშანფარი. ქვედანაყოფმა პარიზში, საკონცერტო დარბაზი Bataclan იერიშით აიღო, რომელიც სულ 3 წუთს გაგრძელდა.


Saturday, November 14, 2015

"პარიზი ცეცხლშია"

წუხელ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ათობით ათასი სამხედრო განგაშით იქნა აწული და გარეთ გამოყვანილი, პარიზში ქაოსი იდგა.

ISIS-ის მომხრეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ცნობებს ჰეშტეგით "პარიზი ცეცხლშია". ამის შესახებ BBC-ის მიმომხილველი, მარკ ურბანი იუწყება.

გუშინ, 13 ნოემბრის საღამოს ერთდროულად პარიზის რამდეიმე ადგილას ტერორისტული აქტი განხორციელდა. უცნობმა პირებმა თეატრ Bataclan-ის მოპირდაპირე რესტორანში ცეცხლი გახსნეს. ასევე ცეცხლი იქნა გახსნილი რიუ დე შერონის კუთხეში მდებარე ბარ Carillion-ში, ხოლო თვითონ თეატრ Bataclan-ში 100-მდე მძევალი იქნა აყვანილი. თვითმხილველთა თქმით, პარიზში სასაკლაოს მომწყობმა ტეორისტება თავიანთ ქმედებას სირიაზე შურისძიება უწოდეს.

იმავე დროს, სტადიონ "სტად დე ფრანს"-თან ახლოს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, სამი აფეთქება განხორციელდა. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციის თანახმად ორი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ტერორისტულ აქტებს 150–მდე ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 118 ადამიანი თეატრ Bataclan-ის დარბაზში იქნა ჩაცხრილული. Bataclan-ის იერიშის დროს 3 ტერორისტი იქნა მოკლული და ერთი ტყვედ აყვანილი.

ზოგიერთი წყაროს ცნობით იერიშის დროს 4 პოლიციელი დაიღუპა. ტერორისტები შაჰიდის ქამრებით იყვნენ აღჭურვილები, მაყურებლებს დახოცვა იერიშიამდე დაიწყეს, მათი მიზანი სწორედ მასიური მკვლელობა იყო.



სამხედროები პარიზის ქუჩებში


პარიზის ქუჩებში წუხელ



Friday, September 11, 2015

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი

დღეს აშშ–ში გლოვის დღეა – ზუსტად 14 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა ტერორისტული აქტი აქტი (რომელსაც ზოგი უბრალოდ 9/11 უწოდებს).
ეს ტერორისტული თავდასხმა ოთხი, კოორდინირებული თვითმკვლელობის აქტის სერიაა, რომელიც აშშ–ს ტერიტორიაზე განხორციელდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად ამ შეტევებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა როგანიზაცია "ალ–ქაიდამ" აიღო.
იმ დღის დილით, თორმეტი ტერორისტი, რომლებსაც "ალ–ქაიდასთან" ჰქონდათ კავშირი, ოთხ ჯგუფად გაიყო და ოთხი სამოქალაქო ავიალაინერი დაიკავა. ყოველ ჯგუფში იყო როგორც მინიმუმ ერთი წევრი, რომელსაც გავლილი ჰქონდა დაწყებითი საფრენოსნო კურსი. ტერორისტებმა ამ ლაინერებიდან ორი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (მსც) კოშკურებისკენ მიმართეს, რომლებიც ქალაქ ნიუ ორკში, მანხეტენის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდნენ. რეისი 11 American Airlines შეეჯახა კოშკურა მსც–1 (ჩრდილოეთი), ხოლო რეისი 175 United Airlines კიდევ კოშკურა მსც–2 (სამხრეთი). შეჯახების შედეგად ორივე კოშკურა ჩამოიქცა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სერიოზული ნგრევა გამოიწვია. მესამე თვითმფრინავი (რეისი 77 American Airlines) მიმართული იქნა პენტაგონის შენობისკენ, რომელიც ქ. ვაშინგტონის ახლოს მდებარეობს. მეოთხე ავიალაინერის (რეისი 93 United Airlines) მგზავრებმა და ეკიპაჟმა სცადეს ხელში ჩაეგდოთ თვითმფრინავის მართვა, თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, შანკსვილის ბოროსთან მინდორში ჩამოვარდა.
ამ აქტის დროს 19 ტერორისტის გარდა დაიღუპა 2977 ადამიანი, კიდევ 24 უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპილთა უმეტესობა სამოქალაქო პირები იყვნენ.

პენტაგონის შენობა თავდასხმის შემდეგ

მსც კოშკურები თავდასხმის შემდეგ