Showing posts with label წყალქვეშა ნავი. Show all posts
Showing posts with label წყალქვეშა ნავი. Show all posts

Thursday, December 12, 2019

რუსების წყალქვეშა ნავი Б-260 «Чита» ჩაიძირა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

11 დეკემბრის საღამოს, როდესაც 72 მეტრიანი წყალქვეშა ნავი უტილიზაციაზე ბუქსირით მიყავდათ, ის ჯერ თავთხელზე დაჯდა და შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. ოფიციალური განცხადების თანახმად სამაშველო ბუქსირს ეკიპაჟისა და სწავავის გარეშე მიყავდა ხომალდი.


იაპონიის ზღვაში წყალქვეშა ნავი ნაწილობრივ ჩაიძირა - ის თავთხელზე დაჯდა, შემდეგ გვერდზე გადაწვა და მისმა უკანა ნაწილმა ჩაძირვა დაიწყო. ხომალდი ქარხანა "ასკონაში" დასაჭრლეად მიყავდათ.

როგორც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წამრომადგენლობა იუწყება, წყალქვეშა ნავი 2013 წლიდან ჩამოწერილი ხომალდების რიგში, წელს კი მისი უტილიზაცია გადაწყდა.

Thursday, November 28, 2019

ნარკო წყალქვეშა ნავი სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ჩავიდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ცნობილი ხდება, გასულ შაბათ-კვირას, ესპანეთის ძალოვნება წარმატებით აღმოაჩინეს და დააკავეს ეგრეთ წოდებული "ნარკო" წყალქვეშა ნავი. წყალქვეშა ნავი ატლანტიკის ოკეანის ესპანურ სანაპიროსთან, გალაზციის (Galacia) რეგიონთან იქნა დაკავებული და მასში ძალოვნებმა სამი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.


24 ნოემბერს ღამით სანაპირო პატრულმა ღამის ხედვის საშუალებით აღმოაჩინა წყალში ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავი, რომელიც უცნობი ხომალდისთვის ცდილობდა ტვირთის გადაცემას, თუმცა უამინდობის გამო ეს ვერ მოახერხა და ესპანეთის ნაპირისკენს გამოემართა, საბოლოოდ ეკიპაჟმა წყალქვეშა ნავი ჩაძირა და რაიონი სხვა საშუალებით დატოვა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს ნავის ამოყვანა და მასში სამ ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა.


.
ეს, ევროპული ქვეყნის მიერ მსგავსი წყალქვეშა ნავის დაკავების პირველი შემთხვევაა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია როგორ მაოხერხა ამ კუსტარულმა ნავმა რამდენიმე ათასი მილის გადმოცურვა და ესპანეთამდე მოღწევა.


მსგავსი წყალქვეშა ნავები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდნა და მას შემდეგ ნარკოტრაფიკის საკმაოდ პოპულარუი საშუალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წყალქვეშა ნავებს ეძახიან, ისინი ბოლომდე ჩაყვინთვას მაინც არ ახორციელებენ და მხოლო ნახევრად ჩაყვინთულ მდგომარეობაში დაცურავენ.

Saturday, November 14, 2015

Trident II D5–ის ახალი რეკორდი

აშშ–ს ფლოტმა 7 და 9 ნოემბერს Lockheed Martin–ის წარმოებული ბალისტიკური რაკეტა Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვება განახორციელა. აღნიშნული რაკეტა მსოფლიოში ყველაზე საიმედოდ ითვლება, მის ანგარიშზე 1989 წლიდან, შეიარაღებაზე მიღებიდან, 157 წარმატებული გაშვებაა.

აშშ–ს ფლოტის მიერ 7 და 9 ნოემბერს განხორციელებული Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვებიდან ერთ–ერთი – წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება წყალქვეშა მდგომარეობიდან განახორციელა 


წყარო:
U.S. Navy’s Trident II D5 Missile Achieves New Test Flight Reliability Record

Wednesday, November 26, 2014

ბალისტიკური რაკეტა "Булава"–ს წარმატებული გაშვება

სააქციონერო საზოგადოება "Корпорация "Московский институт теплотехники" (МИТ) წარმოადგინა სტრატეგიული დანიშნულების საკონტინტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "Булава"–ს წარმატებული გამოცდის ფოტოები, რომელიც თეთრი ზღვის აკვატორიიდან სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერმა  К-551 «Владимир Мономах»-მა (Проект 955) 2014 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო გამოცდების ფარგლებში განახორციელა. გაშვება ეკიპაჟმა, მე–2 რანგის კაპიტნის, ალექსანდრე ნადეჟდინას მეთაურობით განახორციელა. რაკეტის ტრაექტორიის პარამეტრები საშტატოდ შესრულდა, საბრძოლო ბლოკებმა კამჩატკაზე, პოლიგონ კურაზე წარმატებით მიაღწიეს. 


წყარო:

Tuesday, October 28, 2014

დიორამა – ანუ რა შეუძლია მარჯვე ხელებს

იუტლანდის ბრძოლა – საესკადრო ჯავშნოსანი "პომერანია"

ორიგინალი –  World of Warships

გერმანული წყალქვეშა ნავი U-96 

Monday, February 17, 2014

რუსეთის წყალქვეშა ფლოტი

გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც ახსნილია რუსეთის წყალქვეშა ფლოტის შემადგენლობა, მახასიათებლები და ამოცანები (გრაფიკა გადიდებადია)

Monday, October 29, 2012

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი წყალქვეშა ნავებისთვის DCNS-გან

პარიზში მიმდინარე გამოფენა Euronaval-2012-ზე, ფრანგულმა ხომალდმშენებელმა გაერთიანება DCNS-მა წარმოადგინა წყალქვეშა მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი A-3SM-ის ორი ვარიანტი. ორივე ვარიანტი შეთავაზებულია უცხოელი შემკვეთების არაატომური წყალქვეშა ნავებისათვის. 


კომპლექსის პირველი ვრიანტი - A3SM Mast, წარმოადგენს მობრუნებად მილს, რომელშიც, შიგნით, მოთავსებულია საზენიტო სარაკეტო კომპლექსი MBDA Mistral-ის რაკეტა. მილი წყალქვეშა ნავის პერისკოპის გვერდითაა განლაგებული და მასავით ამოწევადია. მილის ამოწევა და რაკეტის გაშვება წყალქვეშა ნავის საპერისკოპო ზიღრმეზე ყონის დროს ხდება. მიზანჩვენება რაკეტის მილთან ერთდროულად ამოწეული ოპტიკურ-ელექტრონული პერსიკოპით ხორციელდება. DCNS-მა უკვე განახორციელა საზენიტო კომპლექსი სახმელეთო გამოცდები.
A-3SM-ის ასეთი ვარიანტი კონცეპტუალურად ახლოს დგას ჯერ კიდევ 1970 წელს ბრიტანეთში შემუშავებულ ანალოგიურ საზენიტო კომპლექს Vickers SLAM-თან, რომელიც გამოიყენებდა გადასატანი საზენიტო კომპლექსი Short Blowpipe-პის რაკეტას. კომპლექსმა SLAM-მა 1972 წელს წარმატებით გაიარა გამოცდები, მაგრამ შეიარაღებაში მაინც არ იქნა მიღებული.
MBDA Mistral-ის გაშვების გრაფიკული გამოსახულება


   

მეორე ვარიანტი, სახელწოდებით A-3SM Underwater Vehicle, გამოიყენებს საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა MBDA MICA-ს და განცხადების თანახმად გააჩნია 20კმ მოქმედების რადიუსი. რაკეტა მოთავსებულია კაფსულიზირებულ კონტერულ გამშვებ მოწყობილობაში, რომელიც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა MBDA Exocet SM-39-ის კონტეინერის ანალოგიურია და მისი გამოსროლა სტანდარტული, 533მმ-ნი სატორპედო აპარატიდან ხორციელდება.
A-3SM Underwater Vehicle-ს მოქმედების გრაფიკული გამოსახულება