Thursday, November 28, 2019

ნარკო წყალქვეშა ნავი სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ჩავიდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ცნობილი ხდება, გასულ შაბათ-კვირას, ესპანეთის ძალოვნება წარმატებით აღმოაჩინეს და დააკავეს ეგრეთ წოდებული "ნარკო" წყალქვეშა ნავი. წყალქვეშა ნავი ატლანტიკის ოკეანის ესპანურ სანაპიროსთან, გალაზციის (Galacia) რეგიონთან იქნა დაკავებული და მასში ძალოვნებმა სამი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.


24 ნოემბერს ღამით სანაპირო პატრულმა ღამის ხედვის საშუალებით აღმოაჩინა წყალში ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავი, რომელიც უცნობი ხომალდისთვის ცდილობდა ტვირთის გადაცემას, თუმცა უამინდობის გამო ეს ვერ მოახერხა და ესპანეთის ნაპირისკენს გამოემართა, საბოლოოდ ეკიპაჟმა წყალქვეშა ნავი ჩაძირა და რაიონი სხვა საშუალებით დატოვა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს ნავის ამოყვანა და მასში სამ ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა.


.
ეს, ევროპული ქვეყნის მიერ მსგავსი წყალქვეშა ნავის დაკავების პირველი შემთხვევაა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია როგორ მაოხერხა ამ კუსტარულმა ნავმა რამდენიმე ათასი მილის გადმოცურვა და ესპანეთამდე მოღწევა.


მსგავსი წყალქვეშა ნავები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდნა და მას შემდეგ ნარკოტრაფიკის საკმაოდ პოპულარუი საშუალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წყალქვეშა ნავებს ეძახიან, ისინი ბოლომდე ჩაყვინთვას მაინც არ ახორციელებენ და მხოლო ნახევრად ჩაყვინთულ მდგომარეობაში დაცურავენ.

No comments:

Post a Comment