Showing posts with label A-10. Show all posts
Showing posts with label A-10. Show all posts

Friday, May 10, 2019

დღის ფოტო - A-10 Thunderbolt II

ფოტოები Arizona Airshow 2019-იდან, ფოტოს ავტორი Marco Spuyman. დამატებით აღვნიშნავ რომ დღეს A-10 იუბილარია - 47 წლის წინ, 1972 წლის 10 მაისს, მოიერიშის პროტოტიპმა პირველი ფრენა განახორციელა

Sunday, April 1, 2018

"მეჭეჭა" ახალ ფრთებს მიიღებს

აშშ-ს საჰაერო ძალებს იმედი აქვს რომ, მოიერიშე A-10 Thunderbolt II მწყობრში 2030 წლამდე დარჩება.  როგორც ინტერნტეტ რესურს http://aviationweek.com-ზე დაიწერა, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მოიერიშის ფრთების ხელახალ წარმოებაში ჩასაშვებად 103 მილიონი დოლარი გამოყო.

80-იან წლებში აშშ-ს საჰაერო ძალებს არ სურდათ A-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშის შეიარაღებაზე მიღება, მაგრამ ეხლა ყველანაირად ცდილობენ მისთვის სასმახურის ვადის გაგრძელებას. კერძოდ მაშინ, A-10 Thunderbolt II-ის ნაცვლად, შეთავზებული იყო გამანადგურებელ  F-16-ის ვარიანტი, სახელწოდებით А-16. მაგრამ 1991 წელს, სპარეთის ყურეში, А-10-ის გამოყენების პირველივე შემთხვევის შემდეგ, მანქანამ დიდი პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო მისი GAU-8 Avenger-ის ტიპის ქვემეხის ღმული, აშშ-ს საიერიშო ავიაციის სავიზიტო ბარათი გახდა.

А-10 Thunderbolt II შეიარაღებაზე 1977 წელს მიიღეს, და სპეციფიკური იერის გამო "მეჭეჭად" (Warthog) მონათლეს. ეს მოიერიშეები, მათი მძლავრი შეიარაღების დამსახურებით, სახმელეთო ოპერაციების განხორციელების დროს საკმაოდ მოთხოვნადია. ამჟამად აშშ-ს საჰაერო ძალების სამსახურში ამ ტიპის 170 მოიერიშეა, აქედან 109 მანქანას ფრთების შეცვლა ესაჭიროება.

2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, ახალი ფრთების საწარმოო ხაზის ასამუშავებლად, 103 მილიონი დოლარი გამოყო. მიმდინარე წელს საჰაერო ძალები პირველ ოთხ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დახმარებითაც A-10 Thunderbolt II-ს სიცოცხლის ციკლი 2030 წლამდე გაუგრძელდება.

Tuesday, January 30, 2018

დღის ფოტო - ყოველი შემთხვევისთვის

ყოველი შემთხვევისთვის დიდი აჯაფსანდალითა შეიარაღებული, ავღანეთში, პატრულირებაზე გასული "მეჭეჭა". მაშ ასე მარჯვნიდან მარცხნივ:
1 - AIM-9
2 - AIM-9
3 - Litening pod
4 - GBU-12
5 - GBU-38
6 - GBU-34
7 - AGM-65 Maverick
8 - LAU-60
9 - GBU-12


Saturday, January 28, 2017

ტრამპის მიერ F-35-ის წინააღმდეგ წამოწყებული თამაში

პენტაგონის წყაროების თანახმად, 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში (ეს დამოკიდებული F-35-ის კონკრეტული შესაძლებლობების რეალიზაციის ვადებზე) მოიერიშე A-10-სა და გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ის შედარება განხორციელდება. შედარების მიზანია გამოავლინოს თუ რამდენად შეუძლია ამ ბოლოს A-10-ის მოვალეობის თავის თავზე აღება.
აღნიშნული შეჯიბრება (დაკანონებულად) ითვალისწინებს იმას, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა მის დასრულებამდე A-10-ის ბედის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

წყარო:

დამატებით ცნობილი ხდება რომ, აშშ-ს ახლადდანიშნული პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის მინისტრმა, მეტტისმა, პირველი განკარგულებები გასცა, მათ შორის არის F-35-ის პროგრამის ღირებულების შემცრიებაზე მუშაობის დაწყება. ამჯერად მწარმოებელსა და პენტაგონს შორის ხელი მე-10 სერიის შესყიდვას უნდა მოეწეროს, ვნახოთ რა ფასი დაიდება (ცნობისთვის JSF პროგრამის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტი გამანადგურებელია გამოშვებული და პირველმა ქვედანაყოფმა ერთი თვის წინ მიაღწია ოპერატიულ საბრძოლო მზადყოფნას, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გამანადგურებელ F-35-ის უცხოეთში პირველი ოპერატიული გაშლა დაიწყო).
ამას გარდა მეტტისმა "Super Hornet"-ის მოდერნიზაციის შესაძლებლობების შეფასების დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე ჰიპოთეტურად მოხდება იმის დადგენა თუ რამდენად შესძლებს "Advanced Super Hornet"-ი გახდეს F-35C-ს ალტერნატივა. გასულ კვირას, საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა F-35C ერთაზროვნად დაასახელა როგორც ფლოტის პირველი დღის დამრტყმელად, ასევე ქსელურცენტრული ომის, NIFC-CA-ს, კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად კვანძად. როგორც ჩანს, აღნიშნული შეჯიბრება შესაძლებელია გამოყენებული იქნას "Super Hornet"-ების მცირე რაოდენობის შესყიდვების ლეგალიზაციისთვის და პარალელურად საგემბანო გამანადგურებლის ფასის დაწევის მიზნით LM-ზე ზეწოლისთვის.

წყარო:

Thursday, May 12, 2016

"სპილოების მარში" თუ "ტახების კოლტი"

"ტახები" ერთ რიგში
სამხრეთ ლორეულ ავიაბაზა ოსანზე, ერთ რიგში მოწყობილი აშშ-ს საჰაერო ძალების სამი ესკადრილიის Lockheed Martin F-16C და Fairchild Republic A-10 Thunderbolt II. ამგვარი სწავლება საკმაოდ მიღებული კორეის რესპუბლიკაში და მას "სპილოთა მარში" (Elephant Walk) ეწოდება. სადემონსტრაციო-პროპაგანდისტულული ნაწილის გარდა ეს სწავლება ასევე მაქსიმალურად ბევრი თვითმფრინავის ერთდროულად აფრენის დასამუშავებლადაც ხორციელდება.




Tuesday, November 17, 2015

გამოფენა ,,ალექსანდრე ქართველი – ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი"

ეროვნული მუზეუმი, გამოფენის დარბაზში შესასვლელი

ალექსანდრე ქართველის ძეგლის პროექტი

გენიის პორტრეტი

A-10 Thunderbolt-II, ზედმეტ ახელად მეჭეჭა - ამ მოიერიშის შექმნაში ალექსანდრე ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის

საინტერესო ფაქტი მოიერიშის კარიერიდან

Republic P-47 Thunderbolt 

სავტორო ნამუშევრები
 პროექტები რომელშიც ალექსანდრე ქართველი მონაწილეობდა

V/STOL

M-7
 
M-25

X-PLANES

მე–2 მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკელი პილოტის ფორმა

Friday, October 16, 2015

A-10 და ჩრდილოეთის ციალი

ესტონეთი, ამარის ავიაბაზა, აშშ–ს საჰაერო ძალების "მეჭეჭა" ჩრდილოეთის ციალის ფონზე


წყარო:
Aurora Moment at Amari Air Base in Estonia