Showing posts with label მართვადი ჭურვები. Show all posts
Showing posts with label მართვადი ჭურვები. Show all posts

Saturday, November 2, 2019

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის საცეცხლე გამოცდები (ვიდეო)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Saab-ისა და Raytheon-ის მიერ ხელის ყუმბარმტყორცნ Carl-Gustaf-ის მართვადი გასროლის გამოცდების სერიის განხორციელების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, თემატური სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:



ამჯერად წარმოგიდგენთ ვიდეოს გამოცდებიდან. ვიდეოს მიხედვით სულ რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება - გასროლა რეაქტიული ძრავითაა და საკმაოდ სერიოზული სიზუსტით გამოიურჩევა.



Friday, November 1, 2019

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის საცეცხლე გამოცდები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Saab-მა და Raytheon-მა ხელის ყუმბარმტყორცნ Carl-Gustaf-ის მართვადი გასროლის გამოცდების სერია განახორციელეს. გამოცდები განხორციელდა როგოც აშშ-ში (ტეხასის შტატში მდებარე პოლიგონ სიერრა-ბლანკზე), ასევე შვედეთში (კარლსკოგში). 


გამოცდების მსვლელეობისას გასროლის მართვის ნახევრად აქტიური ლაზერული სისტემის დემონსტრირება განხორციელდა - სულ სამი გაშვება განხორციელდა, ორი სტატიკური და ერთი მოძრავი სამიზნის წინააღმდეგ.

კომპანიებმა ასევე წარადგინეს მართვის სხვა, უფრო პერსპექტიული ხერხებიც - კერძოდ კი ინფრაწითელი გამოსახულების ჩაჭერის საშუალებით (Imaging IR). შვედეთში განხორციელებული დემონსტრაცია ასევე მოიცავდა დინამიკურ გამოცდებს სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ.

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოყვანილ ბმულზე  ყუმბარმტყორცნი Carl Gustaf მართვად რაკეტებს შეიძენს

Friday, November 9, 2018

ახალი ჩინური სატანკო ჭურვები

ჩინეთში მიმდინარე სამხედრო გამოფენა Zhuhai-2018-ზე, წარმოდგენილი იქნა 125 მილიმეტრიანი სატანკო ჭურვების ახალი ნომენკლატურა. 


მარცხნიდან მარჯვნივ - რუსული სატანკო ტსმრ "Рефлекс"-ის ჩინური კლონი GP125, ქვეკალიბრული ფრთასხმული ჯავშანგამტანი გასროლა BTA4, კუმულაციური BTJ1, მსხვრევად ფუგასური BTE2 და უახლესი BTS8 PELE

ჭურვი PELE (გაზრდილი მეორადი ეფექტურობის ჭურვი) მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების წინააღმდეგ და დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად გამოიყენება. ჭურვი ფოლადის კორპუსისგან, პლასტიდის მუხტისგან და ცხვირა ბუნიკისგან შესდგება. მიზანში მოხვედრისას ჭურვი დეფორმირდება, პლასტიტის მუხტი კორპუსის მსხვრევას იწვევს, რითაც ჭურვის ტრაექტორიის მიმართულებით მოძრავი მრავალი ნამსხვრევი წარმოიქმნება.

კუმულაციური BTJ1-ის მიერ გამჭოლად გახვრეტილი 70 სანტიმეტრიანი ფოლადის სამიზნე

უახლესსი ჩინური 125 მილიმეტრიანი, კომოზიტური დისტანციური ამფეთქით აღჭურვილი კუმულაციური ჭურვი (Composite detective proximity fuse) 

Saturday, October 6, 2018

ყუმბარმტყორცნი Carl Gustaf მართვად რაკეტებს შეიძენს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Raytheon-მა და Saab-მა ერთობლივ პროექტზე, აშშ-ს SOCOM-ისგან, ხელშეკრულება მიიღეს. ორმა კომპანიამ შეკვეთის თანახმად, 84 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის, Carl Gustaf-ის, მართვადი ჭურვის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს. კონტრაქტის ფასი და ხანგრძლივობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა

როგორც Raytheon Land Warfare Systems-სის ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ერნცენმა (Kim Ernzen) განაცხადა, "ჭურვის დანიშნულებაა გააძლიერსო სახმელეთო ძალების ეფექტურობა და 2000 მეტრამდე მოახდინოს მრავლობითი, და მათ შორის მოძრავი სამიზნეებიის, გამიზვნა და განადგურება"

მწარმოებლის განცხადების თანახმად, საფრთხის შემცველი სამიზნეების წინააღმდეგ, საცეცხლე გამოცდები სამ ეტაპად განხორციელდება. საცდელი სროლები 2020 წელს შვედეთშია დაგეგმილი.

ყუმბარის საბრძოლო ნაწილი მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ბუნკერებისა და ბეტონის კონსტრუქციების წინაღმდეგ სამოქმედოდაა გამიზნული, ამასთან ის გვერდით დაზიანებებს საგრძნობლად ამცირებს. მას ასევე გააჩნია გაზრდილი სროლის მანძლი და დახურული სივრციდან სროლის რეჟიმი, რითაც ის მსროლელის უკეთეს გადარჩენადობას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, Raytheon-მა და Saab-მა, პარტნიორობის შესახებ შარშან განაცხადეს. ამ კავშირის მიზანს, აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, Carl Gustaf-ისა და ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის, Saab AT4-ის, შესაძლებლობების შესწავლა და გაუმჯობესება წარმოადგენს.

Saab-მა, Carl Gustaf-ისთვის განკუთვნილი მართვადი რაკეტა, 2016 წელს წარადგინა. მაშინ კომპანია მართვის რამდენიმე ხერხის შესაწვლას ახორციელებდა (ლაზერული სხივით მართვა და ინფრაწითელი თვითამიზნების თავაკი). დემონსტრატორი მაშინ ჟურნალისტებს უჩვენეს, ის ოთხი უკანა და ოთხი შუა ფრთა-სტაბილიზატორით იყო აღჭურვილი.

Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა

ასევე შემუშავების სტადიაშია ახალი, პროგრამირებადი მსხვრევად-ფუფგასური ჭურვი, რომელიც ბოლო მოდიფიკაციის M4-ის ჭკვიან შესაძლებლობებს იყენებს. მსხვრევად-ფუგასური ჭურვის ელექტრონული ამფეთქი,, ყუმბრამტყორცნის დამიზნების ბლოკიდან შეიძლება დაპროგრამდეს და წინამორბედ ჭურვებთან შედარებით, ზუსტი აფეთქებით გაზარდოს ეფექტურობა.

Thursday, November 19, 2015

Су-30МКК–ს ჩინური ვარიანტი სრული დატვირთვით

ფოტოზე ვხედავთ ახალ J-16–ა, რომელიც რუსული  Су-30МКК–ს კლონს წარმოადგენს. მანქანა აღჭურვილია 7 ცალი ექვსმაგი გამშვებით, რომლითაც მთლიანობაში 42 მცირე ზომის, 50 ან 100 კილო თითო, მართვადი ბომბი, LS-6 გადააქვს და დამატებით 4 ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა.

LS-6

Monday, October 27, 2014

სამხრეთ კორეული მართვადი საარტილერიო ჭურვები

სამხრეთ კორეამ წარმოადგინა რამდენიმე "მომავლის ჭურვი":
  • ამფეთქის ადგილას დაყენებული მართვადი ნაცმის მქონე GPS–ით კორექტირებადი საარტილერიო ჭურვი

მართვადი ჭურვის უპირატესობა სიზუსტეში

ასევე წარმოდგენილიიქნა M982 Excalibur–ის ანალოგიური, უფრო რთული მართვადი ჭურვი 

Thursday, September 5, 2013

თურქული Firtina–ს ბაზა და უკრაინული მართვადი საარტილერიო ჭურვები

პირველი, რვა მანქანიანი, პარტიის Krab–ები

2013 წლის 2 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ კელცში გამართულ შეიარაღების 21–ე საერთაშორისო გამოფენა MSPO–2013–ზე პოლონურმა საწარმოო Huta Stalowa Wola–მ (HSW) და თურქულმა კომპანია MKEK–მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონური მხარე, HSW–ეს მიერ წარმოებული 155მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ისთვის (მის შესახებ არაერთხელ ვწერდი – პოლონეთის სამხედრო მრეწველობის გემრიელობებიპოლონური საარტილერიო ტექნიკა და მოდერნიზაციის პროგრამებითვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab შეიარაღებაში მიიღეს) თურქული 155მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა Т-155 Firtina–ს ჯავშანკორპუსებს, კოშკურასა და სავალ ნაწილს შეიძენს. 
155მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ი პოლონეთის თავდაცვითი წარმოების ერთ–ერთ ხანგრძლივ პროგრამას წარმოადგენს. თვითმავალი ჰაუბიცა, HSW–ეს მიერ წარმოებულ ჯავშან შასიზე შემოდგმულ ლიცენზიით წარმოებულ ბრიტანულ თვითმავალ ჰაუბიცის AS–90–ის კოშკურას წარმოადგენს (კოშკურა კომპანია Vickers–ის მიერ ჯერ კიდევ 80–იან წლებში იქნა შექმნილი), რომელიც ფრანგული Nexter Systems–ის 155მმ/52 მოქანავე ნაწილითაა აღჭურვილი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და HSW–ს შორის 2008 წლის მაისსა და 2011 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2015 წლამდე მწარმოებელს 24 ცალი თვითმავალი  ჰაუბიცა Krab უნდა მიეწოდებინა შემკვეთისთვის. აქედან პირველი რვა ცალი დანადგარი პოლონეთის არმიამ 2012 წლის სექტემბერში მიიღო. თუმცა პირველი რვა ცალი დანადგარის მიწოდების შემდეგ დანარჩენი 16 დანადგარის მიწოდების საკითხი კითხვის ქვეშ დადგა.
ჟურნალ "Jane's Defence Weekly" სტატიის Remigiusz Wilk "MSPO 2013: Poland signs agreement for Turkish T-155 Firtina hulls for Krab SPA"–ს თანახმად, აღმოჩნდა რომ დანარჩენი 16 ცალი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ის აღჭურვა პოლონური დიზელის ძრავა S-12U–თი, რომლითაც პირველი 8 მანქანიანი პარტია იყო აღჭურვილი, შეუძლებელია – რადგანაც ეს ძრავა 2009 წლის მერე აღარ იწარმოება, ხოლო მისი მწარმოებელი ქარხანა PZL Wola დახურულია. ალტერნატივის სახით შეთავაზებული გერმანული დიზელის ძრავა MTU-881 KA 500 დიდი ზომის ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებას საჭიროებს და ვერ ეტევა HSW–ეს მიერ წარმოებულ სავალ ნაწილში. ყველაფერთან ერთად, 2010 წელს ქარხანა Bumar Labedy–ს მიერ წარმოებული Krab–ის ჯავშანკორპუსებში მიკრობზარები იქნა აღმოჩენილი. რის შედეგადაც HSW–ემ Bumar Labedy–ს 15,5 მილიონი დოლარის პრეტენზია წაუყენა. 2012 წლის ივლისში Bumar Labedy–მ პასუხისმგებლობა აიღო და დასთანხმდა ჯარიმის გადახდას.
აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე Krab–ზე HSW–ეს მიერ წარმოებული კორპუსისა და სავალი ნაწილის გამოყენებაზა უარი ითქვა. რის შედეგადაც თურქულ МКЕК–თან ხელი მოეწერა ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონეთის არმიის მიერ შეკვეთილი 16 ცალი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ისთვის თურქული 155მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა T-155 Firtina–ს ჯავშანკორპუსები და სავალი ნაწილი უნდა მიეწოდოს (რომელიც თავის მხრივ კორეული თვითმავალი ჰაუბიცა К9 Thunder–ის ლიცენზიიური ვარიანტია). T-155 Firtina–ზე საშტატო ძრავად გერმანული დიზელის MTU-881 KA 500 გამოიყენება.
ასევე შეიცვლება მოქანავე ნაწილიც, რომელსაც ფრანგული Nexter–ის ნაცვლად გერმანულ Rheinmetall–ს შეუკვეთავენ. მთელი ამ გადაკეთებების შემდეგ მანქანის მიერ სატარებელი საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა 60–იდან 40 ჭურვამდე შემცირდება. 
იმავე გამოფენაზე ცნობილი გახდა რომ პოლონური მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინულ კომპანიებთან საარტილერიო და ნაღმტყორნის ლაზერით მართვადი ჭურვების ლიცენზირებული წარმოების შესყიდვის შესახებ. საუბარია სამეცნიერ–საწარმოო კომპლექს "Прогресс"–ისა და ცენტრალური საკონსტრუქციო ბიურო "Точность"–ის მიერ შექმნილი მართვადი იარაღი კომპლექტის შესყიდვაზე. უკრაინის არმიაში ამ ჭურვმა სახელწოდება "Квитник" მიიღო და მისი კალიბრი 152 მილიმეტრია. NATO–ს წევრი ქვეყნებისთვის და მათ შორის პოლონეთისთვის იგივე ჭურვი 155მმ კალიბრით იქნება შეთავაზებული.
უკრაინული 152მმ–ნი მართვადი ჭურვი "Квитник"
ჭურვი განკუთვნილია ისეთი საარტილერიო სისტემებისთვის, როგორებიცაა "Мста-С", "Krab" და სხვები. მისი დანიშნულებაა ჯავშანმიზნების, სამეთაურო პუნქტების და საინჟინრო ნაგებობების პირველი გასროლით დაზიანება/განადგურება. კომპლექსს შეუძლია 10მ/წმ სიჩქარით მოძრავი სამიზნის დაზიანება 0,9 ალბათობით. 
"Квитник"–ის გამოყენება სასროლეთზე და მისი მოხვედრის შედეგი ჯავშანმიზანზე
ასევე პოლონური მხარე განიხილავს 120მმ–ნი თვითმავალი ნაღმტყორცნ Rak–ისთვის უკრაინული მართვადი ჭურვების ლიცენზირებულ წარმოებას, რომელიც "Квитник"–ის ანალოგიურად ლაზრის სხივით იმართება.
120მმ–ნი მართვადი ჭურვი
 155მმ–ნი მართვადი ჭურვი
 ჩვენი დოსიე:
  • 155მმ–ნი ჭურვის სიგრძე 1250მმ–ია, იწონის 48კგ–ს და მისი სროლის მანძილი 20 მილს უდრის. 
  • 120მმ–ნი ჭურვის სიგრძე 800მმ–ია, იწონის 16,8კგ–ს და მისი სროლის მანძილი 8000 მეტრს უდრის.
  • ლაზერული გამიზვნის/მარკირების ხელსაწყოში, რომელიც პოლონეთში შეიქმნება, შევა ამ კლასის ხელსაწყოების სტრუქტურისთვის დამახასიათებელი კომპონენტები – ლაზერული მანძილმზომი/მარკეტი დღის არხით, თბოხედვის არხი, ელექტრონული კომპასი, GPS და კვების წყარო.
ლაზერული გამიზვნის/მარკირების ხელსაწყო

წყარო: