Showing posts with label AHS Krab. Show all posts
Showing posts with label AHS Krab. Show all posts

Sunday, February 14, 2016

პოლონეთის არმია - Leopard-2A5, Leopard-2PL, Krab და KTO Rosomak


ექვსი ცალი პოლონური Leopar-2A4 სარემონტო ქარხანაში იქნა გაგზავნილი, სადაც რემონტთან ერთად Leopard-2PL დონემდე მოდერნიზაციასაც გაივლიან (ამ პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს)


პოლონური წარმოების თსდ Krab სახელმწიფო გამოცდებს გადის, რის შემდეგაც მისი სერიული წარმოება დაიწყება 
ამ საარტილერიო დანადგარის შესახებ ბლოგზე რამდენჯერმე დაიწერა:
თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab შეიარაღებაში მიიღეს


ახლადშეძენილი პოლონური Leopard-2A5-ები სწავლებაზე

დამატებითი ჯავშანფილებით აღჭურვილი ჯტრ KTO Rosomak სწავლებაზე

Thursday, September 5, 2013

თურქული Firtina–ს ბაზა და უკრაინული მართვადი საარტილერიო ჭურვები

პირველი, რვა მანქანიანი, პარტიის Krab–ები

2013 წლის 2 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ კელცში გამართულ შეიარაღების 21–ე საერთაშორისო გამოფენა MSPO–2013–ზე პოლონურმა საწარმოო Huta Stalowa Wola–მ (HSW) და თურქულმა კომპანია MKEK–მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონური მხარე, HSW–ეს მიერ წარმოებული 155მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ისთვის (მის შესახებ არაერთხელ ვწერდი – პოლონეთის სამხედრო მრეწველობის გემრიელობებიპოლონური საარტილერიო ტექნიკა და მოდერნიზაციის პროგრამებითვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab შეიარაღებაში მიიღეს) თურქული 155მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა Т-155 Firtina–ს ჯავშანკორპუსებს, კოშკურასა და სავალ ნაწილს შეიძენს. 
155მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ი პოლონეთის თავდაცვითი წარმოების ერთ–ერთ ხანგრძლივ პროგრამას წარმოადგენს. თვითმავალი ჰაუბიცა, HSW–ეს მიერ წარმოებულ ჯავშან შასიზე შემოდგმულ ლიცენზიით წარმოებულ ბრიტანულ თვითმავალ ჰაუბიცის AS–90–ის კოშკურას წარმოადგენს (კოშკურა კომპანია Vickers–ის მიერ ჯერ კიდევ 80–იან წლებში იქნა შექმნილი), რომელიც ფრანგული Nexter Systems–ის 155მმ/52 მოქანავე ნაწილითაა აღჭურვილი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და HSW–ს შორის 2008 წლის მაისსა და 2011 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2015 წლამდე მწარმოებელს 24 ცალი თვითმავალი  ჰაუბიცა Krab უნდა მიეწოდებინა შემკვეთისთვის. აქედან პირველი რვა ცალი დანადგარი პოლონეთის არმიამ 2012 წლის სექტემბერში მიიღო. თუმცა პირველი რვა ცალი დანადგარის მიწოდების შემდეგ დანარჩენი 16 დანადგარის მიწოდების საკითხი კითხვის ქვეშ დადგა.
ჟურნალ "Jane's Defence Weekly" სტატიის Remigiusz Wilk "MSPO 2013: Poland signs agreement for Turkish T-155 Firtina hulls for Krab SPA"–ს თანახმად, აღმოჩნდა რომ დანარჩენი 16 ცალი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ის აღჭურვა პოლონური დიზელის ძრავა S-12U–თი, რომლითაც პირველი 8 მანქანიანი პარტია იყო აღჭურვილი, შეუძლებელია – რადგანაც ეს ძრავა 2009 წლის მერე აღარ იწარმოება, ხოლო მისი მწარმოებელი ქარხანა PZL Wola დახურულია. ალტერნატივის სახით შეთავაზებული გერმანული დიზელის ძრავა MTU-881 KA 500 დიდი ზომის ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებას საჭიროებს და ვერ ეტევა HSW–ეს მიერ წარმოებულ სავალ ნაწილში. ყველაფერთან ერთად, 2010 წელს ქარხანა Bumar Labedy–ს მიერ წარმოებული Krab–ის ჯავშანკორპუსებში მიკრობზარები იქნა აღმოჩენილი. რის შედეგადაც HSW–ემ Bumar Labedy–ს 15,5 მილიონი დოლარის პრეტენზია წაუყენა. 2012 წლის ივლისში Bumar Labedy–მ პასუხისმგებლობა აიღო და დასთანხმდა ჯარიმის გადახდას.
აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე Krab–ზე HSW–ეს მიერ წარმოებული კორპუსისა და სავალი ნაწილის გამოყენებაზა უარი ითქვა. რის შედეგადაც თურქულ МКЕК–თან ხელი მოეწერა ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონეთის არმიის მიერ შეკვეთილი 16 ცალი თვითმავალი ჰაუბიცა Krab–ისთვის თურქული 155მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა T-155 Firtina–ს ჯავშანკორპუსები და სავალი ნაწილი უნდა მიეწოდოს (რომელიც თავის მხრივ კორეული თვითმავალი ჰაუბიცა К9 Thunder–ის ლიცენზიიური ვარიანტია). T-155 Firtina–ზე საშტატო ძრავად გერმანული დიზელის MTU-881 KA 500 გამოიყენება.
ასევე შეიცვლება მოქანავე ნაწილიც, რომელსაც ფრანგული Nexter–ის ნაცვლად გერმანულ Rheinmetall–ს შეუკვეთავენ. მთელი ამ გადაკეთებების შემდეგ მანქანის მიერ სატარებელი საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა 60–იდან 40 ჭურვამდე შემცირდება. 
იმავე გამოფენაზე ცნობილი გახდა რომ პოლონური მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინულ კომპანიებთან საარტილერიო და ნაღმტყორნის ლაზერით მართვადი ჭურვების ლიცენზირებული წარმოების შესყიდვის შესახებ. საუბარია სამეცნიერ–საწარმოო კომპლექს "Прогресс"–ისა და ცენტრალური საკონსტრუქციო ბიურო "Точность"–ის მიერ შექმნილი მართვადი იარაღი კომპლექტის შესყიდვაზე. უკრაინის არმიაში ამ ჭურვმა სახელწოდება "Квитник" მიიღო და მისი კალიბრი 152 მილიმეტრია. NATO–ს წევრი ქვეყნებისთვის და მათ შორის პოლონეთისთვის იგივე ჭურვი 155მმ კალიბრით იქნება შეთავაზებული.
უკრაინული 152მმ–ნი მართვადი ჭურვი "Квитник"
ჭურვი განკუთვნილია ისეთი საარტილერიო სისტემებისთვის, როგორებიცაა "Мста-С", "Krab" და სხვები. მისი დანიშნულებაა ჯავშანმიზნების, სამეთაურო პუნქტების და საინჟინრო ნაგებობების პირველი გასროლით დაზიანება/განადგურება. კომპლექსს შეუძლია 10მ/წმ სიჩქარით მოძრავი სამიზნის დაზიანება 0,9 ალბათობით. 
"Квитник"–ის გამოყენება სასროლეთზე და მისი მოხვედრის შედეგი ჯავშანმიზანზე
ასევე პოლონური მხარე განიხილავს 120მმ–ნი თვითმავალი ნაღმტყორცნ Rak–ისთვის უკრაინული მართვადი ჭურვების ლიცენზირებულ წარმოებას, რომელიც "Квитник"–ის ანალოგიურად ლაზრის სხივით იმართება.
120მმ–ნი მართვადი ჭურვი
 155მმ–ნი მართვადი ჭურვი
 ჩვენი დოსიე:
  • 155მმ–ნი ჭურვის სიგრძე 1250მმ–ია, იწონის 48კგ–ს და მისი სროლის მანძილი 20 მილს უდრის. 
  • 120მმ–ნი ჭურვის სიგრძე 800მმ–ია, იწონის 16,8კგ–ს და მისი სროლის მანძილი 8000 მეტრს უდრის.
  • ლაზერული გამიზვნის/მარკირების ხელსაწყოში, რომელიც პოლონეთში შეიქმნება, შევა ამ კლასის ხელსაწყოების სტრუქტურისთვის დამახასიათებელი კომპონენტები – ლაზერული მანძილმზომი/მარკეტი დღის არხით, თბოხედვის არხი, ელექტრონული კომპასი, GPS და კვების წყარო.
ლაზერული გამიზვნის/მარკირების ხელსაწყო

წყარო:

Monday, December 10, 2012

პოლონეთის სამხედრო მრეწველობის გემრიელობები

პოლონური, ახლო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსი Poprad (კოლონა/სვეტი) AMZ Żubr-P–ს ბაზაზე. კომპლექსში გამოყენებულია რუსული ხელის საზენიტო რაკეტა  Игла-1–ის პოლონური ვარიანტის, Grom–ის რაკეტები

კომპლექსის რადიოლოკაციური სადგური

მართვის ტერმინალი

თვითონ საბრძოლო მოდული

ჯავშანმანქანა AMZ Żubr-P


120მმ–ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი RAK – ორნაირი სავალი ნაწილით

Rak–K



Rak-G




120მმ–ნი Rak–K–ს საგამოცდო სროლების ვიდეო 


dდივიზიონის დონეზე ავტომატიზირებული საინფორმაციო მართვის სისტემა და მასში ინტეგრირებული საბრძოლო–ლოჯისტიკურ–საშტაბო მანქანების კომპლექსი Regina ("Regina" System. 155mm\L52)

კომპლექსის შემადგენლობა

AHS Krab

AHS Krab საცეცხლე პოზიციებზე

WDSz (MTLB command vehicle)

Jelcz P882D.53 8×8 (ammo)

Jelcz P662D.35 6×6 (logistics)


P.S. საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური მმართველობის საყურადღებოდ – ითანამშრომლედ სამხედრო–ტექნიკურ სფეროში პოლონეთთან.