Saturday, October 6, 2018

ყუმბარმტყორცნი Carl Gustaf მართვად რაკეტებს შეიძენს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Raytheon-მა და Saab-მა ერთობლივ პროექტზე, აშშ-ს SOCOM-ისგან, ხელშეკრულება მიიღეს. ორმა კომპანიამ შეკვეთის თანახმად, 84 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის, Carl Gustaf-ის, მართვადი ჭურვის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს. კონტრაქტის ფასი და ხანგრძლივობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა

როგორც Raytheon Land Warfare Systems-სის ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ერნცენმა (Kim Ernzen) განაცხადა, "ჭურვის დანიშნულებაა გააძლიერსო სახმელეთო ძალების ეფექტურობა და 2000 მეტრამდე მოახდინოს მრავლობითი, და მათ შორის მოძრავი სამიზნეებიის, გამიზვნა და განადგურება"

მწარმოებლის განცხადების თანახმად, საფრთხის შემცველი სამიზნეების წინააღმდეგ, საცეცხლე გამოცდები სამ ეტაპად განხორციელდება. საცდელი სროლები 2020 წელს შვედეთშია დაგეგმილი.

ყუმბარის საბრძოლო ნაწილი მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ბუნკერებისა და ბეტონის კონსტრუქციების წინაღმდეგ სამოქმედოდაა გამიზნული, ამასთან ის გვერდით დაზიანებებს საგრძნობლად ამცირებს. მას ასევე გააჩნია გაზრდილი სროლის მანძლი და დახურული სივრციდან სროლის რეჟიმი, რითაც ის მსროლელის უკეთეს გადარჩენადობას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, Raytheon-მა და Saab-მა, პარტნიორობის შესახებ შარშან განაცხადეს. ამ კავშირის მიზანს, აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, Carl Gustaf-ისა და ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის, Saab AT4-ის, შესაძლებლობების შესწავლა და გაუმჯობესება წარმოადგენს.

Saab-მა, Carl Gustaf-ისთვის განკუთვნილი მართვადი რაკეტა, 2016 წელს წარადგინა. მაშინ კომპანია მართვის რამდენიმე ხერხის შესაწვლას ახორციელებდა (ლაზერული სხივით მართვა და ინფრაწითელი თვითამიზნების თავაკი). დემონსტრატორი მაშინ ჟურნალისტებს უჩვენეს, ის ოთხი უკანა და ოთხი შუა ფრთა-სტაბილიზატორით იყო აღჭურვილი.

Saab-ის მიერ 2016 წელს წარდგენილი Carl Gustaf-ის მართვადი რაკეტა

ასევე შემუშავების სტადიაშია ახალი, პროგრამირებადი მსხვრევად-ფუფგასური ჭურვი, რომელიც ბოლო მოდიფიკაციის M4-ის ჭკვიან შესაძლებლობებს იყენებს. მსხვრევად-ფუგასური ჭურვის ელექტრონული ამფეთქი,, ყუმბრამტყორცნის დამიზნების ბლოკიდან შეიძლება დაპროგრამდეს და წინამორბედ ჭურვებთან შედარებით, ზუსტი აფეთქებით გაზარდოს ეფექტურობა.

Thursday, October 4, 2018

ამჯერად B-52H რუსული Су-35С ოპტიკურ სამიზნეში

სირიის თავზე მფრენი, B-52H ტიპის, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი, რუსული Су-35С ოპტიკურ-ლოკატორში
წინა ჯერზე F-22A იყო ამ სამიზნეში - Су-35С-ის სამიზნეში მოხვედრილი F-22

Wednesday, October 3, 2018

F-35 პილოტების თვალით


ინტერნეტში საკმაოდ ბევრია JSF პროგრამის ფარგლებში შექმნილი F-35-ის შეფასება, როგორც პილოტებისგან, ასევე მაღალი ეშელონების წარმომადგენლებისგან. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მათგანი:

But that's only one of the multi-role F-35's jobs. After obliterating ground threats, F-35 pilots said they turned right around and started hammering air threats. 
მოკლედ სტატიიდან გამომდინარე, F-35, აშშ-ს ავიაციისთვის კვანტური ნახტომის მსგავსვია და მის სიმძლავრეს საგრძნობლად ზრდის. ის არის რეალურად მრავალფუნქციური აპარატი, რომელიც ერთ გაფრენაზე ახერხებს შეასრულოს როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო ამოცანები, როგორც ტექსტიდან ჩანს: "სახმელეთო სამიზნეების განადგურების შემდეგ, F-35-ის პილოტებმა მანქანები მოატრიალეს და ბაზაზე დაბრუნების ნაცვლად საჰაერო მიზნების დაჩაქუჩება დაიწყეს".

4 F-35-მა 15 წუთის განმავლობაში 5 ჰსთ პოზიცია გაანადგურა და არცერთხელ არ მოყვა სამიზნეში.

“I flew a mission the other day where our four-ship formation of F-35As destroyed five surface-to-air threats in a 15-minute period without being targeted once,” said Maj. James Schmidt, a former A-10 pilot now flying F-35s. 
Four planes taking out five SAM sites in 15 minutes represents nothing less than a quantum leap in capability for the Air Force, which prior to the F-35 would have to target threats with long-range missiles before getting close to the battle. 

წყარო:

იგივეა ნათქვამი ქვემოთ მოიყვანილ წყაროში - სახმელეთო მსამიზნეების განადგურების შემდეგ ვტრიალდებით და ეგრევე ვურტყამთ საჰაერო სამიზნეებს და მტერმა ჩვენი იქ არსებობაც კი არ იცის.

“After almost every mission, we shake our heads and smile, saying ‘We can’t believe we just did that’ Schmidt told reporters. 
Major Schmidt went on to highlight the multirole capability of the F-35A in a non-permissive environment when he recalled, “After taking out the ground threats the multirole F-35A is able to pitch back into the fight with air-to-air missiles, taking out aircraft that don’t even know we’re there.”

ასევე ხაზგასმულია F-35-ის შემდეგი სამი გამორჩეული მახასიათებელი: დაბალი შემჩნევადობა, ინტეგრაცია და მოქნილობა. რაც ამ აპარატში გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე სხვა რომელიმე ამერიკულ გამანადგურებელში.

ასევე ხაზგასმულია გამარჯვებების თანაფარდობაც. თავიდან 15-1 ინფორმაცია გავრცელდა, შემდეგ ამერიკელმა გენერლებმა 20-1 შეფარდებაც გაახმოვანეს, რაც იმას ნიშნავს რომ, 1 ჩამოგდებულ F-35-ზე, 20 მოწინააღმდეგე მოდის.

Indeed, while early reports suggested a 15-1 kill ratio recent Air Force testimony by Lt. Gen. Jerry D. Harris, Vice Commander of Air Combat Command characterized the kill ratio as “20-1” meaning that, for one F-35A “lost” in simulated combat in a high threat environment that the aircraft destroyed 20 simulated enemy aircraft.

წყარო:


ზემოთ მოყვანილი ციფრები, ყველასთვის კარგად ცნობილ ავიასწავლებაზე, სახელწოდებით Red Flag-ზე, იქნა მიღწეული. სწავლება საკმაოდ კომპლექსუწია და შესაბამისად უბრალოდ მშრალად ეს ციფრები არაფრის მთქმელია, ყოველი მათგანის უკან კონკრეტული სცენარი დგას, რაც უბრალო მოკვდავებისთვის დახურული ინფორმაცია. სწორედ ამის შესახებ მსჯელობენ შემდეგ სტატიაში - Let’s Talk About Those F-35 Kill Ratio Reports From Red Flag

ასევე საინტერესოა ნორვეგიელი პილოტის აზრი F035-ის შესახებ (პილოტი მანამდე F-16 დაფირნავდა):

  • უფრო მარტივად დაფრინავს ვიდრე F-16.
  • უფრო სწრაფია ვიდრე F-16.
  • მისი ფრენის დიაპაზონი უფრო მეტია ვიდრე F-16-ის.
  • უფრო მაღლა დაფრინავს ვიდრე F-16.
  • უფრო მანევრულია ვიდრე F-16.
  • მოწინააღმდეგეს გაცილებით მეტ მანძილზე ხედავს
  • მისი აღმოჩენა უფრო გვიან ხდება ვიდრე F-16-ის


და ბოლოს ამერიკელი გენერლების მოხსენება მთავრობაში, საუბარია 20-1 და 24-1 შეფარდებაზე.

Monday, October 1, 2018

F-35A-ს ფასი 90 მილიონ დოლარზე ნაკლებია


F-35A-ს ფასი პირველად ჩამოსცდა 90 მილიონ აშშ დოლარს და მან 89,2 მილიონი შეადგინა. წინა პარტიასთან, LRIP 10-თან შედარებით, ეს 5,4% ნაკლებია. ასევე შემცირდა F-35B-ს ფასი 5,7% და 115,5 მილიონ დოლარამდე დაიწია (აღსანიშნავია რომ, ყველა ფასი ძრავებთან ერთადაა მოცემული, წინა პარტიებში ძრავები ცალკე ლოტშ გადიოდა, რადგანაც ის ცალკე პროექტი იყო). ყველაზე მეტად ფასში F-35C-მ დაიკლო, მისი ღირებულება 11,1% შემცირდა და 107,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ  Rafale და EF-2000.

აღნიშნული პარტიის, LRIP 11-ის, ფარგლებში, კომპანია Lockheed Martin-ი, 141 ცალი F-35-ის მიწოდებას გეგმავს, ეს რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: 102 ცალი F-35A, 25 ცალი F-35B და 14 ცალი F-35C. მთლიანი შეკვეთის ღირებულება 11,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.


წყარო:

წინა, LRIP 10 პარტიის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
  • F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
  • F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).

დაწვრილებით წინა ლოტის შესახებ იხილეთ ბმულზე - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება


2018 წელს, მწარმოებელმა პენტაგონს 91 ცალი გამანადგურებლის მიაწოდა. მომავალ წელს 141 გამანადგურებელი იქნება წარმოებული, ხოლო წარმოების ტემპი 2023 წელს პიკს მიაღწევს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს. ასეთი ტემპით არცერთი გამანადგურებელი არ გამოშვებულა.

მთლიანობაში, 2007 წელს გაკეთებული პირველი LRIP 1-ის ფასთან შედარებით (მაშინ პენტაგონმა ორი გამანადგურებელი შეუკვეთა), ფასმა 60% დაიკლო. დეტალაურად F-35A-ს ფასის ცვალებადობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაზე.

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია


დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.



ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მფრინავების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილი შემდეგ, პირად შემადგენლობას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. თავდაცვის მინისტრმა კი, ყურადღება საჰაერო თავდაცვის მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპზე გაამახვილა და აღნიშნა: „გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ შემდეგ წლებში გადავიდეთ მეორე ეტაპზე და მაქსიმალურად აღვჭურვოთ საქართველო საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით, რათა ჩვენი სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს. ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა გამოყოს ფინანსები ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.

საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანიისგან Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინა. საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.


ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამოფენილი იყო ასევე, ვერტმფრენები, რომლის პარკის განახლება და მოდერნიზაცია აშშ-ის მხარის დახმარებით მიმდინარეობს. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.

აღნიშნული ჰსთ სისტემების შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი:

უკრაინის ავიაციის Су-24-ის ექსტრემალურად დაბალი ფრენა. (How low can you go 10)


უკრაინის ავიაციის Су-24-ის ექსტრემალურად დაბალი ფრენა, ფაქტიურად ორი მეტრის სიმაღლეზე გადაიარა, ასეთი რამე პირველად ვნახე, როგორც ჩანს რუსეთის ჰსთ-სთან დასაპირისირებლად ემზადებიან, ცნობილია რომ რაც დაბლა დაფრინავ, მით ნაკლები დრო რჩება მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის, მაგრამ ასეთ ილეთებს მინუსიცა აქვს, რადიკალურად მცრიდება ფრენის მანძილი.