ბელორუსიის "140–ე სარემონტო ქარხანის" მიერ შექმნილი მობილური შეჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება მშსს "კაიმანი" (Мобильное Бронированное Транспортное Средство - МБТС «Кайман»).
მანქანის ბაზად აღებულია საბჭოთა БРДМ, რომელიც სახურავიდან ფსკერამდე ძირფესვიანად გადააკეთეს, დაუყენეს სადესანტო, გვერდითი კარებები (გარეგნულად ნაცნობ მანქანასთან მხოლოდ ცხვირის ნაწილით ჰგავს). ძრავის ნაკვეთურში ბელორუსიული წარმოების გაძლიერებული ხუთსიჩქარიანი სიჩქარეთა კოლოფი და დიზელის ძრავა Д‑245 დააყენეს, რომელიც საწვავის მიწოდების მართვის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. დამოუკიდებელი გრეხითი საკიდარი, ხიდები და საბურავების რედუქტორები კონსტრუქტორებმა БТР‑60–სგან ისესხეს.
შეჯავშნილი მანქანის წონა 7 ტონაზე მეტი არაა (ეკიპაჟის ექვსი წევრით და შეიარაღებით), ავითარებს მასქიმალურ 110კმ/სთ სიჩქარეს და მისი სვლის მარაგი 1000 კმ–ს აღწევს. მანქანას ასევე შეუძლია ცურვით გადალახოს წყლის წინაღობები. ამისთავის სპეციალისტებმა სპეციალურად შეიმუშავეს პრინციპულად ახალი ძრავა, რომელსაც მანქანის ბორტებზე თითო სანიჩბავი ვინტი გააჩნია. კოშკურის ნაცვლად მანქანაზე მბრუნავი ნახადია დაყენებული, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების დაყენება (ПКС, АГС).
Завод, умеющий всё
No comments:
Post a Comment