Showing posts with label А-50У. Show all posts
Showing posts with label А-50У. Show all posts

Thursday, February 22, 2018

რუსული საავიაციო დაჯგუფება სირიაში - Су-35С, Су-57 და А-50У

სირიული წყაროების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს, პრივოლგიის აეროდრომიდან ჰმეიმის ავიაბაზაზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 4 ცალი Су-35С ჩაფრინდა, აღნიშნულ გამანადგურებლებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამგზავრო Ту-154М (რეგისტრაცია RA-85155) მიუძღვოდა წინ. ამას გარდა, იმავე დღეს რუსეთიდან ჰმეიმში რადიოლოკაციური დაზვერვისა და გამიზვნის А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა და ვითომ დამატებით კიდევ 4 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე.


А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") სირიიდან როტაციის საფუძველზე 2017 წლის დეკემბერს გამოიყვანეს. როგორ სირიული წყაროები იუწყებიან, დღეს რუსებს სირიაში ორი А-50У ტიპის თვითმფრინავი ყავს.

ოთხი ცალი Су-35С-ის წინამძღოლი Ту-154М-ის (რეგისტრაცია RA-85155) მარშუტი პრივოლგის აეროდრომიდან ხმეიმის ავიაბაზამდე www.flightradar24.com

ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერნეტ რესურსების თანახმად, იმავე დღეს, ჰმეიმში ბაზირებუი რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგები, ორი ცალი Су-57 (Т-50) ტიპის, უახლესირ რუსული გამანადგურებლით შეივსო. ჩაფრენილი რუსული Су-57-ების კონკრეტული ნომრები უცნობია.

ჰმეიმში, რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩავფრენილი ორი საფრენოსნო-საცდელი Су-57 (Т-50) ტიპის გამანადგურებელი 21.02.2018 twitter.com/WaelAlHussaini 

Thursday, June 19, 2014

EF-2000 vs Су-27

18 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა ბალტიის ქვეყნებთან ახლოს მფრენი შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის გადასაჭერად ჰაერში გამანადგურებლები ასწია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Typhoon–ის ტიპის გამანადგურებლები ჰაერში მას მერე აფრინდნენ, რაც NATO–ს ჰსთ–მ ბალტიის ქვეყნების საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ტვიტმფრინავების ოთხი ჯგუქი შენიშნა. როგორც გაირკვა, ესენი რუსული ბომბდამშენი Ту-22, ოთხი გამანადგურებელი Су-27, ერთი მფრინავი რადარი А-50 და ერთი სატრანსპორტო Ан-26 იყო.თვითმფრინავები სასწავლო ფრენას ახორციელებდნენ.
ცნობისათვის უკრაინის კრიზისტან დაკავშირებით NATO–მ ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის საკონტროლებლად გამანადგურებელთა რაოდენობა გაასამმაგა. ბრითანეთი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვას ოთხი გამანადგურებლიტ შეუერტდა (ბრიტანული გამანადგურებლების შესახებ ბალტიისპირეთში უკვე ვწერდი – ბრიტანელებისა და პოლონელების მიერ ბალტიკის საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება).

Wednesday, December 26, 2012

რუსეთის ავიაწარმოების სიახლეები

ბოლო დროს რუსეთის სამხედრო წარმოება უფრო და უფრო ზრდის თავისი არმიისათვის საბრძოლო ტექნიკის წარმოების ტემპს – გამონაკლისს არც ავია წარმოება წარმოადგენს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ბევრი სიახლეები – საითითაოდ მათ ბლოგზე გამოქვეყნებას ვარჩიე ერთად შემეგროვებინა და ისე დამეწერა.
რომელ სიახლეებზეა საუბარი:
  • 16 დეკემბერს დაიწყო წელს აწყობილი მე–7 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26-ის საფრენოსნო გამოცდები (სერიული ნომერი 32-05, ქარხნული ნომერი 34001212635, საბორტე ნომერი "ყვითელი 04"). მთლიანობაში 2010 წელს დადებული ხელშეკრულების 18 ვერტმფრენიდან ОАО "Роствертол"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე 11 ვერტმფრენი გადასცა. 
– 2012 წლის მაისში საწარმოომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 31–ე პატრიის ბოლო Ми–26 გადასცა – პირველი სერიული ნომრით 31-09 (საბორტე ნომერი "ლურჯი 88", ქარხნული ნომერი 34001212629) და მეორე 31-10 (საბორტე ნომერი "ლურჯი 87", ქარხნული ნომერი 34001212630).
– შემდეგ საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის 32–ე პარტიის ხუთი ვერტმფრენი ააწყო –  პირველმა ვერტმფრენმა, სერიული ნომრით 32-01 (საბორტე ნომერი "ლურჯი 07", ქარხნული ნომერი 4001212631) პიველი ფრენა 2012 წლის 6 სექტემბერს შეასრულა, მეორე 32-02 (საბორტე ნომერი "ლურჯი 08", ქარხნული ნომერი 34001212632) - პირველი ფრენა 6 ნოემბერს, მესამე 32-03 (საბორტე ნომერი "ლურჯი 10", ქარხნული ნომერი 34001212633) - 29 ნოემბერს და ბოლოს ვერტმფრენი სერიული ნომრით 32-04 (საბორტე ნომერი "ყვითელი 03", ქარხნული ნომერი 34001212634) - 4 დეკემბერს აფრინდა.
 Ми-26 – "ყვითელი 04"

ამგვარად 2012 წლისათვის ОАО "Роствертол"–მა დაამყარა რეკორდი 1994 წლის შემდგ Ми–26–ის წარმოებაში, იმ წელს საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციას ათი ვერტმფრენი გადასცა. 

  • ასევე 24 დეკემბერს გავრცელებული ფოტოების თანახმად ОАО "Роствертол"–ის საწარმოო საცდელ აეროდრომზე საფრენოსნო გამოცდებს გადის რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი ერთი Ми-35М (საბორტე ნომერი "ლურჯი 30") და ორი ცალი, უნომრო Ми-28Н.
Ми-35М – "ლურჯი 30"


ორი ცალი უნომრო Ми-28Н 


არსებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ОАО "Роствертол"–ზე, სხვადასხვა შემკვეთისთვის, სულ აწყობილი იქნება 52 ცალი შემდეგი სახეობის ვერტმფრენები: Ми-26, Ми-28Н და Ми-35.
  • ТАНТК–ზე (ОАО «Таганрогский авиационный научно-технический комплекс имени Г. М. Бериева» ) დასრულედა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მეორე თვითმფრინავის, А-50У–ს სერიული მოდერნიზაცა. მეორე მოდერნიზირებული ბორტი "წითელი 33" გახდა (ქარხნული ნომერი 0043454618,  სერიული ნომერი 41-05). ეს ბორტი 1984 წელს იქნა აწყობილი, ხოლო ТАНТК–ს სამოდერნიზაციოდ ის 2011 წელს გადაეცა. ამჟამად მანქანა გამოცდების სტადიაშია. 
А-50У – "წითელი 33"

პირველი მოდერნიზირებული А-50У, საბორტე ნომრით "წითელი 47" (სარეგისტრაციო ნომერი RF-92957, ქარხნული ნომერი 0043453577, სერიული ნომერი 40-05), რუსეთის სამხედრო ავიაციას 2011 წლის 31 დეკემბერს გადაეცა. ამჟამად რუსეთის ავიაციის შემადგენლობაში 17 ერთეული А-50 და А-50У იმყოფება, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი კონსერვაციაზე დგას.
  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების მე–7000 ავიაბაზაზე, ბალტიმორის აეროდრომზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, НАПО–ს (ОАО "Новосибирское авиационное производственное объединение имени В.П. Чкалова") მიერ აწყობილი 5 ცალი ახალი Су-34 იქნა მიღებული. ახლად მიღებული თვითმფრინავების საბროტე ნომრებია წითელი "11", "12", "20", "21" და "22". 2012 წლის გეგმით აწყობილი დამატებით 5 ცალი Су-34 ბალტიმორის ავიაბაზას 2013 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს.
Су-34 – "წითელი 22" წინა პლანზე, უკან "წითელი 20" და "წითელი 21"

  • 2012 წლის 21 სექტემბერს ირკუტსკის ავიაქარხნის აეროდრომზე განხორციელდა პირველი სერიული, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი Су-30СМ–ის ფრენა (№1001). ოთხი დღის შემდეგ გამოცდებს მეორე Су-30СМ–იც  (№1002) შეუერთდა. პირველი ფრენების ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინდა შენიშვნების გარეშე ჩაიარა. ორივე გამანადგურებელი კორპორაცია  «Иркут»–მა შემკვეთს 22 ნოემბერს გადაეცა.
Су-30СМ–ის პირველი ფრენა



რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია «Иркут»–ს შორის ხელშეკრულებას ხელი 30 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30СМ–ის შესახებ 2012 წლის მარტში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავების მიწოდება 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს იმავე გამანადგურებლების მეორე, 30 მანქანიანი პარტიის ხელშეკრულება გააფორმა «Иркут»–ის კორპორაციასთან – ხელშეკრულების თანახმად მეორე პარტიის გამანადგურებლების მიწოდება 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. ასევე 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა  48 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35С უნდა მიიღონ – საერთო ჯამში რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს 2016 წლისათვის მარტო ამ კლასის 108 თანამედროვე გამანადგურებელი ეყოლება. 
ორივე გამანადგურებელი – 30 და 35 აღჭურვილია პასიური ფაზირებულ საანტენო ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურით (Н-011М "Барс"–ით პირველი და Н–035 "Ирбис"–ით მეორე).  Су-30СМ წარმოადგენს Су-30МКМ-ის რუსიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციური სადგური Н-011М "Барс"-ით, რომელიც თავის მხრივ იდნურ Су-30МКИ–ზე დაყენდა და განვითარების შემდეგი საფეხურები გაიარა:
Su-30MKI Phase-I – N011M Mk.1
  • Only Air-to-Air modes
Su-30MKI Phase-II – N011M Mk.2
  • Ability to engage targets with four R-77 
  • Ground mapping 
  • Ground/Sea target search and lock 
  • Integrated with Kh-31A and Kh-59ME
Su-30MKI Phase-III – N011M Mk.3
  • Russian C101 radar computer replaced by Indian processor. 
  • Ground attack mode with simultaneus air target search 
  • Integration with Rafael Litening pod
Su-30MKI – N011M
  • 2007 debut
  • New gimbals for the moving antenna: +/-100 degrees azimuth & elevation  
  • New computer: 180 km tracking range
ზემოთ Су-30МКИ, ქვემოთ Су-30СМ – კარგად ჩანს ერთნაირი რადიოლოკაციური სადგურები


ინდოეთის შემდეგ ეს რადარი მალაზიურ Су-30МКМ–ზე იქნა დაყენებული – და სწორედ ამ ბობლოს რუსიფიცირებულია ვარიანტია Су-30СМ. ახალი რადიოლოკაციური სადგურის გარდა გამანადგურებლის არსენალიც განახლდა, მას შეუძია გამოიყენოს შემდეგი სახის მართვადი შეიარაღება:
  • Р-27ЭР.
  • Р-27ЭТ.
  • РВВ-СД.
  • Р-73.
  • Х-31А.
  • Х-29ТД.
  • КАБ-500КР.
  • КАБ-1500КР




წყაროები: