МАКС-2019-ზე რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია "Ростех"-მა, გაუმჯობესებული საბრძოლო მახასიათებლების მქონე Ми-24П-1М წარადგინა. მანქანა განახლებული რადიოელექტრონული აპარატურითაა აღჭურვილი.
კორპორაციის განცხადების თანახმად - "მოდერნიზირებულ Ми-24П-ზე თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი, აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური, თანამედროვე სრულფასოვანი ავტოპილოტი, თავდაცვის საბორტე და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები აყენია. ცარიელი ვერტმფრენის წონა, ოპციონალური აპარატურიდან გამომდინარე, შეიძლება 430 კგ-თი დამსუბუქდეს".
Ми-24П-1М-ის პილოტისა და შტურმანის კაბინები
ახალი ელექტროაპარატურის წყალობით გაზრდილია ვერტმფრენის გადარჩენადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. "Ми-24П-1М-ის ახალი მოდიფიკაცია, რომელიც "Вертолеты России"-სა და "КРЭТ"-ის თანამშრომლობითაა შექმნილი, გაუმჯობესებული ტექნიკური და საბრძოლო მახასიათებლებს ფლობს, რაც მას შემკვეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის" - განაცხადა "Ростех"-ის ინდუსტიულმა დირექტორმა, ანატოლი სერიუკოვმა.
თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი და აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური Ми-24П-1М-ის წინა ნაწილში
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის მთიან ადგილას, გომადან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით, 2017 წლის 27 იანვარს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჰაერო ძალების ორი Ми-24 ჩამოვარდა. როგორც ბელგიური საინფორმაციო სააგენტო, Belga, იუწყება, ვერტმფრენები მემბოხეთა დაჯგუფება M23-ის აღმოსაჩენად სადაზვერვო ფრენას ახორციელებდნენ, ერთ-ერთმა ვერტმფრენმა, 500 მეტრი სიმაღლეზე, მთა მიკენოს რაიონში, მზიდი ხრახნი ხეებს წამოდო და კატასტროფა განიცადა. მერე ვერტმფრენმა, პირველ მანქანასთან ვიზუალური კავშირის დაკარგვის შემდეგ, მისი ძებნა განახორციელა და სავარაუდოდ ისიც ხეებს წამოედო. თუმცაღა სხვა წყაროების თანახმად ვერტმფრენები მემაბოხეებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Стрела"-თი ჩამოაგდეს.
როგორც ქართული ინტერნეტრესურსი Interpressnews იუწყება, ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ქართველებისგან შესდგებოდა, ხოლო მეორისა ბელორუსიელებისგან. ქართულმა ეკიპაჟმა ავარიული დაშვება განახორციელა, ხოლო ბელორუსიელთა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ცნობილია რომ ბელორუსიელთა ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის ხუთივე წევრი (ბელორუსიელი ეკიპაჟის სამი წევრი და კონგოს არმიის ორი ოფიცერი) დაზარალდნენ. ქართული ვერტმფრენის ბორტზე ოთხი ადამიანი (სამი ეკიპაჟის წევრი და ერთი კონგოელი ოფიცერი) იმყოფებოდა, 30 იანვრამდე ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. 27 იანვრიდან მოყოლებული ძლიერი წვიმები ვერტმფრენის ძიებას ართულებს.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სამინისტრომ ასევე განაცხადა რომ პილოტებს არანაირი კავშირი არა აქვთ სამხედრო უწყებასთან და კონგოს რესპუბლიკაში როგორც კერძო პირები ისე იმყოფებიან.
როგორც სამხრეთ აფრიკული სამხედრო რესურსი იუწყება, პირველი Ми-24-ის ჩამოვარდნის ადგილი 27 იანვარს, გაეროს მისიაში შემავალმა სამხრეთაფრიის კუთვნილმა ორმა ვერტმფრენმა Denel Rooivalk-მა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ბელორუსიელთა ეკიპაჟის ხუთივე წევრი, სამხრეთაფრიკულმა ვერტმფრენა Oryx-მა, გომაში მდებარე ჰოსპიტალში გადააფრინა.
დაუდასტურებელი ცნობის თანახმად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
16–ე ცალკეული ავიაბრიგადის კუთვნილი Ми-24, საბორტე ნომერი "15", თავდაპირველად დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს გამოჩნდა. ასევე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გავრცელდა მისი რამდენიმე ფოტო სადგომზე – ფოტოებზე კარგად ჩანს რომ ვერტმფრენი გსსკ–სგან (გადასატანის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი) დაცვის მოძველებული სისტემა Л166В1А Липа–თია აღჭურვილი.
Ми-24, საბორტე ნომერი "15", დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს
გსსკ–სგან დაცვის მოძველებულისისტემა Л166В1А Липа–თი (წითელი ისრით) აღჭურვილი Ми-24П, საბორტე ნომერი "15", ანტიტერორისტული ოპერაციის დროს
ფაქტიურად რამდენიმე დღის წინათ მოხდა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, Lifenews–ის, ორი ჟურნალისტისა და გსსკ–თი შეიარაღებული ერთი პრორუსული მეამბოხის სკანდალური დაკავება. დაკავებისას ამოღებული იქნა ჰიბრიდული გსსკ – საზენიტო რაკეტა პოლონური Grom E-2–ისა იყო, ხოლო გამშვები რუსული Игла–სი. დაკავების ვიდეოსიუჟეტში ასევე გამოჩნდა უკრაინული ვერტმფრენები, რომლებიც გგსკ–სგან დამცავი სისტემა Адрос КТ-01АВЕ–თი არიან აღჭურვილები – Ми-24П საბორტე ნომრით "ყვითელი 15" და Ми-8 საბორტე ნომრით "თეთრი 40".
ვიდეოსიუჟეტი
ვიდეოსიუჟეტის დასაწყისში ჩანს ზუსტად "ყვითლი 15"–იანი, რომელსაც Л166В1А Липа–ს ადგილას ახალი Адрос КТ-01АВЕ უყენია, სიუჟეტში ასევე ხალი საბორტე თავდაცვის სისტემით აღჭურვილი Ми-8-აც გამოჩნდა, საბორტე ნომრით "თეთრი 40" :
Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "ყვითელი 15"
Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "თეთრი 40"
მანამდე, 15 მაისს, ყირიმის საზღვრებთან Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი კიდევ ორი Ми-24П გამოჩნდა – "შავი UNO-472" და "წითელი 17" (ორივე მე–11 ავიაბრიგადიდან).
სხვადასხვა შეფერილობის ვერტმფრენები იმას მოწმობს რომ საბორტე თავდაცვის სისტემები კაპიტალური რემონტის გარეშე, პირდაპირ საველე პირობებში ყენდება. ეს დაჩქარებული საველე მოდერნიზაცია ტერორისტების ხელში არსებულმა გსსკ–ებმა განაპირობა, რომელთა დახმარებითაც ორი უკრაინული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს ახალი კომპლექსი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა, ამას თვითონ მწარმოებელი ამბობს და მისი ეფექტური მოქმედებისთვის, ვერტმფრენებზე გამონაბოლქვის ეკრანირების მოწყობილობების (ЭВУ – экранно-выхлопными устройства) გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. რაც ვერტმფრენის სითბურ კვალს ამცირებს და Адрос–ის ეფექტურობას ზრდის. თუმცა რატო არა აყენია უკრაინულ ვერტმფრენებზე გამონაფოლქვის ეკრანირების მოწყობილობები ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.
ორი სხვადასხვა სამყაროს სიმბოლოდ ქცეული ვერტმფრენის – Ми-24–ისა და AH-64–ის ჩრდილები ავღანეთსა და ერაყში, სადაც ორივე ერთ ამოცანას და მისიას ემსახურებიან:
Hungarian Mi-35 Hind E attack helicopter 438th Air Expeditionary Advisory Squadron Afghanistan National Army Air Corps
The shadow of an AH-64 Apache helicopter is a reminder that this convoy in Iraq is well protected
5–დან 21 სექტემბრამდე ჩეხეთში მიმდინარეობდა NATO–ს ავიამაკორეკტირებლების საერთაშორისო სწავლება, რომელსაც ორგანიზირებას უკეთებს NATO–ს სამხედრო–საჰაერო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა (გერმანია, ბაზა რამშტეინი).
სწავლებაში მონაწილეობდა ოცდაათამდე ავიაკონტროლიორი და თხუთმეტამდე ინსტრუქტორი. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ შემდეგი საფრენი აპარატები – თურქული F-16, ამერიკული A-10, ჩეხური L-159, L-39, Ми-24, Ми-171, Ми-17, სლოვაკური L-39 და Ми-17, გერმანული Learjet და PC-9 და ბრიტანული KC-135.