Showing posts with label 5. Show all posts
Showing posts with label 5. Show all posts

Saturday, March 2, 2019

რუსეთის არმიის გაზრდილი ჯავშანგამტანობისა და სიზუსტის ვაზნები


რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.

როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.

"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.

საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.


წყარო:

Sunday, May 20, 2018

SOCOM-მა 6.5მმ (CREEDMOOR) ვაზნები შეიარაღებაზე მიიღო



აშშ-ს სპეცუალური ოპერაციების მეთაურობის (USSOCOM) გადაწყვტილების თანახმად,  NATO-ს სტანდარტის, 7,62მმ, კალიბრის მქონე სნაიპერული შაშხანები, უფრო მცირე კალიბრის, 6,5 მილიმეტრიანი  Creedmoor-ის კაიბრით უნდა შეიცვალოს. მეთაურობა ასევე განიხილავს ტყვიამფრქვევების ანალოგიურ კალიბრზე გადაყვანის შესძლებლობასაც, ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შარშან გაზაფხულზე, USSOCOM-მა, შუალედური კალიბრის სნაიპერული შაშხანების განვითარების გზების გასარკვევად, 6,5მმ-ის მქონე სხვადასხვა ვაზნების კვლევა განახორცილა. გასული წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგად, არსებული ვაზნებიდან ორი სახეობა ამოირჩა, ესენია 0,260 Remington და Hornady 6.5mm  Creedmoor. ტესტებმა უჩვენა რომ, ამ ორი სახეობის ვაზის მონაცემები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან.

მარტში, ამჟამად აშშ-ს სპეცდანის შეიარაღებაზე მყოფი ორი სახეობის შაშხანის, FN Herstal FN SCAR Heavy Mk 20 Mod 0 Sniper Support Rifle და Knight's Armament KAC M110 Semi-Automatic Sniper System (SASS) და H&K M110A1 Compact Semi-Automatic Sniper System (CSASS), საიმედოობის  გამოცდები განხორციელდა. გამოცდების დროს, ორივე სახეობის შაშხანის ორ-ორი ვარიანტი იყო წარდგენილი (.260 Remington და 6.5mm CM კალიბრში). გამოცდების შედეგად, ორივე კალიბრში, ორივე იარაღმა, ერთნაირად საიმედოობა უჩვენა.

გამოცდებმა ასევე უჩვენა რომ, შაშხანების 6,5 მილიმეტრიან ვერსიას 40% მეტი საბრძოლო მანძილი აქვს, ვიდრე მის, 7,62 მილიმეტრიან ოპონენტს. ახალი ვაზნა ასევე 30% ნაკლებად განიცდის ქარის ზემოქმედებას, რაც მის სიზუსტეს გაცილებით აუმჯობესებს.

აშშ-ს სპეციალური ოპერაციების მეთაურობა, სნაიპერული შაშხანების ახალ კალიბრზე გადაყვანას, 2019 წლისთვის გეგმავს. 

წყარო:

Tuesday, May 30, 2017

როსგვარდიის ახალი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი Корд-5,45

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "

2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
  • კალიბრი - 5,45მმ
  • კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
  • ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
  • წონა - 7კგ
  • სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
  • ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
  • კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
  • სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
                                                               - გრძელი ლულით 900მმ,
                                                               - მოკლე ლულით 750მმ





ფოტოების წყარო: