Showing posts with label АК-12. Show all posts
Showing posts with label АК-12. Show all posts

Monday, August 26, 2019

АК-12-ის არასრული დაშლა (ვიდეო)


დაშლის ამბავში დიდის ხვაობა არაა - მცირე დეტალებია შეცვლილი, ძირითადად ლულის კოლოფის თავსახურის მყარად დაფიქსირების მექანიზმიშია ცვლილება


Saturday, March 2, 2019

რუსეთის არმიის გაზრდილი ჯავშანგამტანობისა და სიზუსტის ვაზნები


რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.

როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.

"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.

საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.


წყარო:

Sunday, June 25, 2017

რუსული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი

АК-12, АК-15, РПК-16, АК-ს ტიპის ავტომატების სამოდერნიზაციო კომპლექტი, მოდერნიზირებული АК-101, АК-102, АК-103, АК-104, АК-105 - მოკლე ვიდეო მიმოხილვა


P.S. ვიდეოდან როგორც ჩანს ახალი АК-12 და 15-ის ლულის კოლოფის თავსახური პინით მაგრდება. ხოლო РПК-16 ლულა ეცვლება.




Tuesday, November 4, 2014

АК-12-ის ფოტომიმოხილვა

АК-12 ეს ИЖМАШ-ის მიერ შემუშავებული, პერსპექტიული ავტომატია (საიერიშო შაშხანა დასავლური კლასიფიკაციით), რომელმაც რუსეთის არმიაში მოძველებული ავტომატები უნდა ჩაანაცვლოს. უფრო სწორედ უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გამოცდებზე რუსულმა არმიამ თავისი მომავლის ჯარისკაცის პროგრამისთვის დეგტირიაევის სახელობის ქარხნის მიერ АЕК-971–ის ბაზაზე შექმნილი ავტომატი А-545 აირჩია (თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა). ქვემოთ წარმოგიდგენთ АК-12-ის ფოტომიმოხილვას.

წყარო:
Константин Лазарев

P.S. АК-12–ის კონკურენტი А-545

Sunday, August 25, 2013

კონცერნი "Калашников"–ი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღეზე

როგორც იჟმაშის პრეს რელიზი იუწყებოდა "20 აგვისტოს, კონცერნი "Калашников"–ი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 15 სახეობის საცდელ, პერსპექტიულ და უკვე სერიული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ეჩვენებინა". მათ შორის:

  • საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის ფარგლებში შექმნილი АК-74–ის მოდერნიზაციის 4 ვარიანტი, АК-12 სხვადასხვა კალიბრში, მოდერნიზირებული АК-103–3 და სნაიპერული შაშხანა СВДМ.
  • რუსეთის ФСБ–ეს შეკვეთით სპეციალური ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სპეციალური ავტომატები – 5,45х39მმ კალიბრის АС-1 და 7,62х39მმ კალიბრის АС-2
  • "ბულ–პაპის" სქემის სნაიპერული შაშხანა ВС-121.
  • ალუმინის ქვესადების ბაზაზე შემუშავებული, ნებისმიერი ოპტიკური და ღამის სამიზნის დაყენების შესაძლებლობის მქონე ზეზუსტი შაშხანები СВ-98 და СВ-338М1 (შეცვლადი ლულით).
  • ახლო ბრძოლის ცეცხლსასროლი იარაღი – გლუვლუვლიანი კარაბინი 18,5КС-К და პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი ПП-19 "Витязь-СН" რომლებიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იწარმოება სერიულად.
  • ზეზუსტი საარტილერიო ჭურვი "Китолов-2" და სხვები.

7,62მმ ავტომატი АК-12

95 ტყვიანი დოლურა მჭიდითა და Дедал-НВ–ეს ოპტიკური სამიზნე "Народоволец"–ით აღჭურვილი 5,45х39მმ კალიბრის АК-12

5,45х39მმ კალიბრის АК-12 და "ბულ–პაპის" სქემის სნაიპერული შაშხანა ВС-121
 
5,45მმ ავტომატი АС-1 ზემოთ და 7,62მმ ატომატი АС-2 ქვემოთ

საარტილერიო ჭურვი "Китолов-2"


Tuesday, April 30, 2013

რუსული იარაღწარმოების სიახლეები

2013 წლის 29 აპრილს "Ижмаш"–ის საკონსტრუქციუო–ტექნოლოგიური ცენტრის (Конструкторского-технологического центр – КТЦ) 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღესასწაულზე, საწარმოოს მთავარმა კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა ცენტრის პერსპექტიული გგანვითარების შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა კომპანიის მიერ სამოქალაქო და სამხედრო თემატიკით შექმნილი იარაღის ბოლო ნიმუშები.
ვიტალი ზლობინის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთების დიდი მოცულობის გამო საკონსტრუქციო ცენტრი კვირაში ექვსი დღე მუშაობს. კერძოდ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დავალებით ცენტრის სპეციალისტები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Вояка-А12"–ის ფარგლებში ორი ახალი ავტომატის შექმნაზე მუშაობენ. ამას გარდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის АК-12-ის ბაზაზე იქმნება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მთელი რიგი, რომელიც 7,62х39მმ ტყვიებს მოიხმარს და მომავალში АК-103, АК-104 და АКСУ-74 ჩაანაცვლებს.
ასევე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში "Ижмаш"–ის კონსტრუქტორები ქმნიან ახალ ავტომატს, სახელწოდებით АК-12СН, რომელსაც მოდულური კონსტრუქცია ექნება. ამ მოდელის გამოცდები სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყება. 
"Ижмаш" ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით მუშაობს მეასე სერიის АК-ას და АК-74–ის მოდერნიზაციაზე და ამას გარდა საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები, ავტომატი რუსულ არმიაში, რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება)ფარგლებში საერთო საჯარისო ავტომატის შექმნის სამუშაოებსაც ახორციელებს, რომელიც АК-12–ის პლატფორმაზე იქნება შემუშავებული, ამ ავტომატის სახელმწიფო გამოცდები 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.
ამას გარდა "Ижмаш"–ის მთავარი კონსტრუქტორმა განაცხადების თანახმად АК-12–ისთვის შექმნილია ახალი კალიბრის ტყვია და რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამი ახალი ტყვია – ერთი პისტოლეტის და ორი ავტომატის.
ახალი სნაიპერული შაშხანა ВС-121


წარმოდგენილი არაღების სხვადასხვა ნიმუშები

P.S. როგორ ფოტოებიდან ჩანს АК-12-ის კონსტრუქციაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – დაყენებული წინა სახელური, ზედა პიკატინის მიმმართველი მთლიან სიგრძეზე ერთიანად აყენია, ლულის კოლოფის თავსახური და ლულის ზედსადები გაერთიანდა და მათი შემაერთებელი სახსარი გაუქმებულია.