Showing posts with label Didgori. Show all posts
Showing posts with label Didgori. Show all posts

Saturday, October 23, 2021

Some nice shoots of the Georgian soldiers and their Didgori vehicles.

The soldiers assigned to the 3d Company, 12th Infantry Battalion of the 3d Infantry Brigade, successfully complete NEL-2 (NATO Evaluation Level 2) exercise in frame of OCC E&FP (Operations Capabilities Concept - Evaluation and Feedback).








Monday, December 9, 2019

ინდონეზიის არმიის ქართული Didgori (AMEV)

ინდონეზიურმა კომპანია Delima Jaya-მ, რომელიც სხვადასხვა შასიზე სპეციალური სამოქალაქო და სამხედრო მანქანების წარმოებითაა დაკავებული და ასევე ახორციელებს ჯავშანტექნიკის რემონტს, 2019 წლის ოქტომბერში საკუთარი აწყობილი შეჯავშნილი სამედიცინო საევაკუაციო მანქანა Bison წარადგინა. აღნიშნულ მანქანაში მარტივად ამოიცნობს ქართული "დელტას" მედევაკი Didgori (AMEV).



Thursday, December 6, 2018

დელტას MedEvac Didgori შეიძლება ინდონეზიამ იყიდოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ლევან იზორიამ ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო წარმოების ხელშეწყობა უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „ჩვენ პირველად სწორედ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მივიღეთ ხმარებაში. ამისთვის 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ბიუჯეტში და ამას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შეძენით საუდის არაბეთი და ინდონეზია არიან დაინტერესებულნი“.

Saturday, May 26, 2018

"დიდგორის" ოჯახობას საპატრულო მანქანა შეემატა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“-მ, ჯავშანმანქანა "დიდგორის" ახალი ვერსია წარადგინა. მანქანა შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო "დიდგორის"  ბაზაზეა შექმნილი.
მედევაკი "დიდგორის" შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა

ახალი მანქანა საპატრულო დანიშნულებისაა, იტევს ეკიპაჟისა და დესანტის 5 წევრს, ორი წინ, ორი უკან და ერთი შუაში, შეიარაღებასთან (ამერიკული Oshkosh M-ATV-ს მსაგვსად). მანქანამ ყველა აგრეგატი და კომპონენტი წინამორბედისგან უცვლელად მიიღო, შეცვლილია მხოლოდ მისი სიგრძე, კორპუსი მიახლოებით 60 სანტიმეტრით დამოკლდა.

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი საპატრულო "დიდგორი"

კორპუსის დამოკლებამ მანქანა საგრძნობლად შეამსუბუქა, რის შედეგადაც გაიზარდა მისი სამანევრო-მობილური შესაძლებლობები და რესურსი. თუმცაღა საპატრულო "დიდგორი" საცდელ ეტაპზეა და ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად ადაპტირებულია ეს სავალი ნაწილი ახალ წონა-გაბარიტებთან.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაკეთება, ისევ კორპუსს შეეხო - მანქანის უკანა ნაწილში სატვირთო ნაკვეთურია განთავსებული. ნაკვეთური მოდულური პრინციპითაა მანქანაზე დამაგრებული და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხსნა და ფუნქციურად განსხვავებული ნაკვეთურის დაყენება (ამოსაწევი სადაზვერვო ანძა, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი და სხვა, ყველაფერი შემკვეთის ფანტაზიასა და ამანქანის წონა-ზომით გაბარიტებზეა დამოკიდებული). მოდულის მოსახსნელად, სულ რამდენიმე ჭანჭიკის მოხსნაა საჭირო. მისი შეცვლა საველე პრიბობებშიც შეიძლება.

კორპუსის უკან განთავსებული მოდულური ნაკვეთური


საპატრულო "დიდგორმა" შეინარჩუნა საბაზისო მანქანის დაცვის ხარისხი, რომელიც EN1063 სტანდარტის მიხედვით B7+ დონეს შეესაბამება. დაცვის ეს დონე გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანდაცვის წყალობით მიიღწევა (მანქანაზე საბაზისო დაცვის გარდა, გარედან, ფოლადისგან დამზადებული, მოდულური, ჯავშანფილებია დამაგრებული).

 ფოტოებზე კარგად ჩანს გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანი, რომელიც მანქანის კორპუსზე ჭანჭიკებითაა დამაგრებული

Saturday, August 5, 2017

Noble Partner 2017-ზე წარმოდგენილი ჯავშანტექნიკა (ნაწილი I)

M1A2 SEP v.2 Abrams

M2A3 Bradley

Stryker და "დიდგორი"

Boxer, DINGO 2 GSI, БМП-2 და Т-72SIM1

 სამედიცინო "დიდგორი"  და Boxer-ები

ჯტრ Boxer

DINGO 2 GSI