Showing posts with label შავი ზღვა. Show all posts
Showing posts with label შავი ზღვა. Show all posts

Wednesday, October 9, 2019

რუსეთი, NATO და შავი ზღვის რეგიონი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

შავი ზღვა დასავლეთსა და რუსეთს შორის ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. 2014 წლისთვის, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, რეგიონში უკვე 20 წლის მანძლზე მიმდინარეობდა კონფლიქტები და რუსეთმა 2008 წლამდე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ოთხჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა.


2019 წლის მარტში, ბუქარესტში განხორციელებულ სამიტზე, რუმინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად - რუსეთი ასევე იყენებს ინფორმაციულ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საიდუმლო ინსტრუმენტებს, რათა განახორციელოს თავისი მიზნები, რომელთა მიხედვითაც შავი და აზოვის ზღვა უნდა გადაიქცეს ვირტუალურ შიდა სივრცედ, რომელზეც რუსეთს ექნება მოქმედების ისეთივე თავისუფლება, როგორიც მას დღეს კასპიის ზღვაში აქვს.

იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ცდილობენ დაიცვან თავი რუსეთის მტრული ჩარევისგან და სხვა შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორებისგან და იმავდროულად ევროკავშირის ან ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობა ან წევრობის სურვილი დიდ გავლენას ახდენს მათი ინტერესების თანხვედრასა ან შეუთანხმებლობაზე. ამ პირობებში დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ გაერკვნენ და საერთო ინტერესების დასაცავად განახორციელონ თანმიმდევრული პოლიტიკა, განახორციელონ საერთო მდგრადი სტრატეგია და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან არაკეთილმიზნობრივ გავლენასა და დაშინებას.

მნიშვნელოვანი შედეგები


შავ ზღვის პერიფერიებზე გავლენის აღდგენაში რუსეთისთვის თვითონ შავ ზღვას უკავია წამყვანი როლი.

  • რუსების მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზაციამ და სამხრეთ სამხედრო ოლქის შეიარაღებული შესაძლებლობების გაფართოვებამ, გააძლიერა მისი გავლენა რეგიონში და ასევე გაზარდა რუსული ძალის პროეცირების მაშტაბები ხმელთაშუაზღვასა და ლევანატზე.
  • მოსკოვის ძირითადი მიზნები რეგიონში არსებული ყველა ქვეყნის პირობების გათვალისწინებითაა შედგენილი და მათ რომელიმე ბლოკში გაერთიანებას და რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მავნებელი გავლენის წინაშე მათ დაუცველად დატოვებას ისახავს მიზნად.


რეგიონის ქვეყნების განსხვავებული და ხშირად საპირისპირო ინტერესები  რუსეთის გავლენისა და რეგიონში დაშინების დასაპირიპირებლად დასავლეთის მიერ ერთიანი მდგრადი სტრატეგიის შემუშავებას ართულებს.

  • დასავლეთის ნებისმიერი სტრატეგია პირველ რიგში საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, მავნე გავლენას და ჰიბრიდულ საფრთხეებს.
  • დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება.
  • შეკავების საიმედო სამხედრო პოზიცია არაა აუცილებელი რუსეთის შესაბამისი იყოს. რუსული რაკეტების საფრთხისგან დასაცავად მეწინავე სანაპირო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემების გაშლამ რუმინეთსა და ბულგარეთში, NATO-ს სწავლებების და უკრიანისთვის და საქართველოსთვის დახმარების გაფართოებამ, რათა ამათ მოახერხონ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, შეიძლება გააძლიეროს რეგიონალური შეკავების ძალისხმევა.
  • სპეციალური ორმხრივი პარტნიორობა თანხხმვედრი პრიორიტეტების სფეროში - კიდევ ერთი გზაა რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

რეკომენდაციები

  • რადგანაც არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების სუფთა სამხედრო გზით მოგვარების გზა, ამიტომ დასავლეთის ეფექტურმა სტრატეგიამ რეგიონის მოსახლეობის მიზნებთან მიმართებაში უკეთესი კონკურენცია უნდა გაუწიოს რუსეთს. ამისთვის აუცილებელია უფრო ეფექტური და უფრო ინტეგრირებული სტრატეგიული საკომუნიკაციო ძალისხმევა, და ასევე გააძლიერებს კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ძალისხმევას.
  • ასევე არსებობს შეკავების უფრო საიმედო და მდგრადი სამხედრო სისტემის აუცილებლობა. NATO-მ და მოკავშირეებმა იმის ნაცვლად რომ შეესაბამებოდნენ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებაზე, რეგიონებში შეუძლიათ შეკავების მიზნით გაშალონ მეწინავე ჰსთ და სანაპირო დაცვის სისტემები რუმინეთსა და ბულგრაეთში, რათა ეფექტურად შეაკავონ შავი ზღვიდან მომავალი რუსული სარაკეტო საფრთხე. უკრაინასთან და საქართველოსთან მუმდივი თანამშრომლობა მათი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ასევე დაეხმარება რეგიონალურ შეკავებას.
  • დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება
  • "ბრძოლის" შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გადატა - ეს კიდევ ერთი საშუალებაა. მოკავშირეებს და პარტნიორ-თანამოაზრეებს შეუძლიათ გამოავლინონ სხვა პრობლემატური რეგიონები, სადაც მოწყვლადი იქნება რუსული ინტერესები და შემდეგ მიანიშნონ კრემლს, რომ შავ ზღვაში შემდგომი აგრესიუოი ქმედებები გამოიწვევს სხვა რეგიონში მათი პოზიციების დასუსტებას.

Tuesday, June 18, 2019

ამერიკული ბომბდამშენი ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან


აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს 40 მილში მიუახლოვდა. სადაც მისთვის გზის გადასაჭრელად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-27 იქნა აწეული.



როგორც ცნობილია გუშინ, 17 ივნისს, 2 ამერიკული ბომბდამშენები, სახმისით Hodor 51 და Hodor 52, რუმინეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სწავლება "Saber Guardian"-ში იყვნენ ჩართულები. სწავლების მსვლელობისას Hodor 52-მა დატოვა რუმინეთის საჰაერო ისვრცე და ყირიმის ნახევარკუნძულისკენ გაემართა. ბომბდამშენს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ დაუტოვებია, მაგრამ კრიტიკულად ახლოს მიფრინდა ეგრეთ წოდებულ "რუსეთის საზღვართან". ბომბდამშენი სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების გაშვების პროფილით მიფრინავდა.


წყარო - 360°Radar

Friday, March 29, 2019

NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი F805 Evertsen
NATO-ს ხომალდები, ბოსფორის სრუტის გავლით. შავ ზღვაში შემოვიდნენ. საზღვაო დაჯგუფება ნიდერლანდების, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, კანადის და ესპანეთის ხომალდებისგან შესდგება, ესენია - ფრეგატები Evertsen (ნიდერლანდები), SantaMaria (ესპანეთი), Toronto (კანადა), Drazki (ბულგარეთი), Yildirim (თურქეთი) და კორვეტი Regele Ferdinand (რუმინეთი). ხომალდები შავ ზღვაში უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო სწავლება Sea Shield-2019-ში მიიღებენ მონაწიკლეობას.
ბოსფორის სრუტის გავლის მომენტი

ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატი F81 Santa Maria

თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი TCG Yıldırım F243

 კანადის საზღვაო ძალების ფრეგატი RCN 333 HMCS Toronto

Friday, November 30, 2018

17 რუსული გამანადგურებელი ბრიტანული ხომალდის თავზე


რუსული გამანადგურებლები შავ ზღვაში ცდილობდნენ ბრიტანული, HMS Duncan-ის ტიპის, საესკადრო ნაღმოსნის დაშინებას. როგორც რესურსი Daily Mail იუწყება, ინცინდენტს ამა წლის მაისში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ტელეარხმა Channel 5-მა, ამის შესახებ სიუჟეტი გადაიღო.
 

როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი NATO-ს ძალების შემადგენლობაში, ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრციდან მისი მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები იქნა აწეული.

უცნობია რამდენ ხანს ტრიალებდნენ ბრიტანული ხომალდის თავზე რუსული გამანადგურებლები და გამანადგურებელ-ბომბდამშენები. მაგრამ მცირე მანძილის გამო საესკადრო ნაღმოსანის ეკიპაჟი იძულებული იყო რუსი პილოტებისთვის გაფრთხილება გადაეცათ: "საესკადრო ნაღმოსანი ძალიან მძლავრ რადარს იყენებს, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავის ელექტრონიკა დააზიანოს და ის ზღვაში ჩამოვარდება".

სიუჟეტში ასევე ჩანს რომ, რუსმა პილოტმა, ავიაბაზაზე დაბრუნებამდე, ხომალდს შეტყობინება, "წარმატებები ბიჭებო" (სიტყვა სიტყვით  "Good luck, guys"), გაუგზავნა. ამასთან ეკიპაჟის წევრის განცხადების თანახმად, ხომალდზე 48 ცალი საბრძოლველად გამზადებული საზენიტო რაკეტაა და საჭიროების შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩებოდათ.

როგორც მეთაურმა მაიკლ ატლიმ (Mike Utley) აღნიშნა, HMS Duncan ბოლო 25 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ხომალდია, რომელზეც ასეთი მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის (Gavin Williamson), განცხადების თანახმად, ეს ინცინდენტი "თავხედურ მტრულ გამოხტომად" დახასიათთდა, მან ასევე უმაღლესად შეაფასა ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის წევრების მუშაობა.

Thursday, November 6, 2014

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა


4 ნოემბრის ღამეს, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდ ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა. ხომალდის კიჩოში ხანძარი მოსკოვის დროით 05.12 საათზე იქნა შემჩნეული.
ხანძარმა დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა. სრულებით დაიწვა 4 განყოფილება, მსხვერპლი არ არის. ბრალი ხანძრის გამოწვევაზე БЧ–5–ის წვევამდელებს ედებათ.

დაიწვა მილი, ასევე დაიწვა კაიუტები ორივე ბორტზე. დამწვარია გემბანი და ტიხრები

წყარო:

Saturday, March 8, 2014

აშშ–ს ხომალდები ხმელთაშუა და შავ ზღვებში

2014 წლის 8 იანვარი – ფრეგატი USS Taylor (FFG-50) თურქეთის ნაპირებთან  (წყარო – USS Taylor Runs Aground While Mooring in Turkey)

დღევანდელი მდგომარეობით შავ ზღვაში აშშ–ს შემდეგი ხომალდები იმყოფება:
  1. ოლიმპიური თამაშების დაყწებასთან დაკავშირებით ადრე შავ ზღვაშ შემოსული იყო – ფრეგატი USS Taylor (FFG-50). ამჟამად თურქეთში, სამსონის პორტში იმყოფება.
  2. სადესანტო სამეთაურო USS Mount Whitney (LCC-20), ასევე თურქეთში.
  3. USS Truxtun (DDG 103) – ახლა შემოდის და ბულგარეთისკენ მიემართება.
USS Mount Whitney (LCC-20) შავ ზღვაში

წყარო:
ხმელთაშუა ზღვაში ამჟამად აშშ–ს მე–6 ფლოტის სხვა ხომალდებიც იმყოფებიან – ავიამზიდი USS George HW Bush, ნაღმოსანი USS Roosevelt და სარაკეტო კრეისერი USS Philippine Sea (CG-58) (ამ ხომალდების შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა).

P.S. ასევე აღსაბიშნავია რომ ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა რაიონებში ამჟამად სხვა ამერიკული ხომალდები დაცურავენ და მთელ რიგ სამხედრო სწავლებებში ღებულობენ ამ მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არის ასევე Bataan Amphibious Ready Group (BATARG) და 22nd Marine Expeditionary Unit (MEU), რომელიც მთლიანობაში 4000 მეზღვაურსა და საზღვაო ქვეითს ითვლის.

2014 წლის 8 თებერავლი – სადესანტო ხომალდი USS Bataan (LHD–5) ნორფლოკის ბაზიდან გასვლის მომენტში (წყარო – Bataan Amphibious Ready Group Deploys)

Friday, March 7, 2014

Arleigh Burke-ს კლასის სარაკეტო ნაღმოსანი USS Truxtun (DDG 103) შავი ზღვისკენ გაემართა

Arleigh Burke-ს კლასის სარაკეტო ნაღმოსანი USS Truxtun (DDG 103), 6 მარტს საბერძნეთიდან, სუდას ყურიდან გამოვიდა და შავი ზღვისკენ გაემართა, რათა მონაწილეობა მიიღოს რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალებთან ერთად კომბინირებულ სამხედრო სწავლებაში.
ნაღმოსანის მიერ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მიღება მისი აშშ–დან გამოსვლამდე გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი. ხომალდის ბორტზე 300–მდე მეზღვაური იმყოფება. ხომალდი აშშ–ს მე–6 ფლოტის დაქვემდებარებაშია და ავიამზიდ USS George H.W. Bush–ის ამალაში შედის, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში 27 თებერვალს შემოვიდა (აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა). 


წყარო:

Friday, March 29, 2013

რუსეთის არმიის ფართომაშტაბიანი სწავლება შავი ზღვის რეგიონში

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea


წუხელ, მოსკოვის დორით 04:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შავი ზღვის რეგიონში ფართომაშტაბური სწავლების ჩატარების მოულოდნელი ბრძანება მისცა. პრეზიდენტმა ბრძანება პირდაპირ თვითმფრინავიდან გასცა.

სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილები, ფლოტი, ავიაცია და საჰაერო სადესანტო ჯარები წუხელ განგაშით წამოაყენეს და ბრძანებები მისცეს. საერთო ჯამში განგაშით 7000 კაცი იქნა წამოყენებული. ძირითადად ესენი სწრაფი რეაგირების ძალებია – მათ შორის საზღვაო ქვეითებიც, საჰაერო სადესანტო ძალები, გენშტაბის სპეციალური დანიშნულების ძალები. სწავლებაში ასევე მონაწილეობს შავი ზღვის 30–ზე მეტი ხომალდი. 
ქვედანაყოფების უმეტესობამ უმოკლეს დროში უნდა დაფაროს 500 კილომეტრი თავისი დისლოკაციის ადგილიდან სწავლების რაიონამდე, რომლებიც რაევსკის, ტემრიკუისა და ოპუკის პოლიგონებზე განხორციელდება.

პოლიგონების მიახლოებითი ადგილმდებარეობა – წითელი ტემრიკუის, შავი რაევსკის და ყვითელი ოპუკის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო და პრეს–სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოს განცხადების თანახმად – "პრაქტიკულ მოქმედებებში 7 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ასევე სწავლებაში ჩართულია 250 ერთეული ჯავშანტექნიკა, 50–ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულებისა საარტილერიო ქვემეხი, 20-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი, 30 სხვადასხვა დანიშნულების ხომალდი".
რუსული მხარის განცხადებით სწავლება ნაწილობრივ წარმოადგენს ქართულ–ამერიკული ერთობლივი სწავლება "Agile Spirit-2012"–ის (სწავლების შესახებ უკვე არაერთხელ ვწერდი: 1– ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile Spirit 2013“, 2– ქართულ ამერიკული სწავლება „Agile spirit 2013“ დაიწყო, 3– საცეცხლე მომზადება „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში, 4– “Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი სწავლება) პასუხს და ის ამერიკელი გენერლებისთვის სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს. ასევე სწავლების მიზანია დამუშავდე ასიმეტრულ საფრთხეებთან ბრძლა – რაც ამ რეგიონში მომავალ წელს ჩასატარებელ ოლიმპიურ თამაშებთანა და მის უსაფრთხოებასთანაა კავშირში.
რუსული მხარის განცხადებით სწავლებას ევროპელი დამკვირვებლები არ ესწრებიან. როგორც ცნობილია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაუმჯოიბესების მიზნით რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად – "თუ სწავლებაში 9 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობას მაშინ ამ სწავლების შესახებ წინასწარ უნდა იქნას გაფრთხილებული დასავლეთის ქვეყნები და მათი წარმომადგენლებისა დასწრებაც სწავლებაზე აუცილებელია".