Showing posts with label ფლოტი. Show all posts
Showing posts with label ფლოტი. Show all posts

Friday, March 12, 2021

Royal Navy and Air Forces will, receive new survival suits and survival kits


The agreement with Survivtec will ensure RAF and Royal Navy personnel are well-equipped if they are ever in danger.



Pilots and sailors will have vital survival equipment under a new £25-million contract that will also support 50 UK jobs.

Birkenhead-based Survitec Group will provide the Royal Air Force with life-saving kit under a five-year contract. Work will predominantly take place at the company’s Birkenhead and Gosport sites, as well as further work taking place in Aberdeen and Dunmurry.



The contract will see the RAF being supplied with immersion protection garments such as life rafts and life preservers, and high-G kit such as anti-gravity trousers. Anti-G clothing will ensure pilots can cope with the high levels of acceleration they experience when flying agile fast jets, such as F-35, Typhoon and Hawk aircraft.

Kit for the Royal Navy will include multi-person life rafts and associated spares provision, as well as a rapid turnaround life raft servicing programme which facilitates the removal and return of life rafts to the vessel within 15 days.

The contract will also ensure RAF and Navy personnel will be able to order on demand a wide range of sailor and aircrew personal protection and survival equipment as and when they need it.

Director Air Support at DE&S, Richard Murray, said: “This new, improved contract with Survitec will ensure that high-quality, life-saving equipment is available when it is most needed.

The specialist anti-G trousers are designed to prevent gravity-induced loss of consciousness. Inflatable bladders are fitted inside the anti-G clothing and when pressurised, press firmly on the stomach and legs to restrict the draining of blood away from the brain during periods of high acceleration.


Via DE&S 

Wednesday, March 28, 2018

თანამგზავრმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უზარმაზარი ჩინური ფლოტილია დააფიქსირა

როგორც ინტერნეტრესურსი USNEWS იუწყება, 26 მარტს, კომპანია Planet Labs-ის თანამგზავრმა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძლ ხაინანის სამხრეთით, ჩინეთის საზღვაო ძალების კუთვნილი, როგორც მინიმუმ 40 წყალსზედა და წყალქვეშა ხომალდი დააფიქსირა, მათ შორის ავიამზიდი Liaoning.


ანალიტიკოსები ამას "ძალის დიდ დემონსტრირებას" უწოდებენ და თვლიან, რომ ხომალდების გაშლილი დიდი მწყობრი ვიზუალური პროპაგანდისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე სამხედრო მიზნებისთვის.

თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, თუმცა უცნობია საით მიემართება ფლოტილია და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მანევრები.

როგორც სინგაპურში, ს. რაჯარტანმას სახელობის საერთაშორისო კვლევების უსაფრთხოების ექსპერტი, კოლლინ კოხი ამტკიცებს, თავისი მაშტაბების გამო ეს არაჩვეულებრივი გაშლაა და ვარაუდობეს, რომ ჩინეთს სურდა "ეჩვენებინა" საკუთარი საზღვაო ძალების შესაძლებლობები.

ეს "ჩინეთის ფლოტების ურთიერთმოქმედება, რომელზეც ჩინეთის საზღვაო ძალები უკვე დიდი ხანია ჩუმად მუშაობენ", აზიურ გიგანტს საშუალებას მისცემს ტანკერ-საწვავმზიდები, კორვეტები და თვით კატამარანებიც კი ჩართონ ავიამზიდის თანმხლებ ფლოტილიაში, რომელიც როგორც წესი ისეთი ხომალდებისგან შესდგება, როგორებიცაა საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები და წყალქვეშა ნავები.

ბოლო წლებში, ჩინეთმა, საკმაოდ გაზარდა თავისი სამზედრო-საზღვაო და სანაპირო ძალები და ახლა უკვე ახროციელებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის უზარმაზარ ტერიტორიების პატრულირებას, მაგრამ ამ ქვეყნის შეიარაღების და ტექნიკის რაოდენობაზე მსოფლიო ძალიან ცოტა იცის.

Tuesday, December 20, 2016

იუტლენდის ბრძოლა - ისტორიაში ყველაზე მსხვილმაშტაბიანი საზღვაო შეტაკება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

1916 წლის 31 მაისს, ჩრდილოეთის ზღვაში, იუტლენდის ნახევარკუნძულის დასავლეთით, გერმანიისა და ბრიტანეთის მთავარ საზღვაო ძალებს შორის, საზღვაო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ბრძოლა გათამაშდა.

სახაზო ხომალდი "ბენბოუ" ადმირალ სტრედის ლინკორების მე-4 დივიზიონის ტავში. უკან მოსდევენ სახაზო ხომალდები "ბელეროფონი" და "ტემერერი"

30 მაისს, დღისით, გერმანელების ფლოტისთვის გაგზავნილი „ზღვაში გასვლის“ სიგნალი იქნა გადაჭერილი. გერმანელთა ესკადრონში 5 ხომალდი შედიოდა, რომელსაც მსუბუქი ძალები უჭერდნენ მხარს. უკან 50 მილის (90 კილომეტრი) მოშორებით ძირითადი ძალები მოყვებოდნენ. გერმანელთა გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: მათი სახაზო კრეისერები, ადმირალ ფ. ჰიპპერის სარდლობით, ინგლისელთა ფლოტის სატყუარად უნდა გამოსულიყვნენ. მათი ამოცანა იყო ინგლისელთა ბრძოლით შებოჭვა და მათი თავის მთავარ ძალებზე გაყვანა და ღია ზღვის ფლოტში გაერთიანებული გერმანელთა სახაზო ხომალდები, ბრიტანელთა გრანდ-ფლეტის მოსვლამდე, სწრაფად უსწორდებიან მტერს.

გერმანელებმა ზღვაში სულ 16 სახაზო ხომალდი, 5 სახაზო კრეისერი, 6 ჯავშნოსანი, 11 მსუბუქი კრეისერი და 60 საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს (მთლიანობაში 98 ხომალდი). მოწინააღმდეგის ფლოტზე და მის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად და წინმსწრები დარტყმის მისაყენებლად ინგლისის საზღვაო ბაზებთან 11 წყალქვეშა ნავი იქნა გაგზავნილი.

ინგლისელებმა გერმანელთა ჩანაფიქრის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მათმა რადიოდაზვერვამ გერმანული ფლოტის გასვლის დღისა და მიმართულების გარკვევა შესძლო. გრანდ-ფლეტის მეთაურმა, ადმირალმა ჯ. ჯელლიკომ, მთელი თავისი ფლოტის გაშლა და გერმანელთა ხომალდების ნაწილის გადაჭერა და განადგურება გადაწყვიტა. როზაიტიდან, ადმირალ დ. ბიტტის მეთაურობით, პირველად 6 სახაზო კრეისერისგან და 4 სწრაფმავალი, „ქუინ ელიზაბეთის“ ტიპის, სახაზო ხომალდისგან შემდგარი შენაერთ გამოვიდა. გერმანელთა წყალქვეშა ნავებმა ისინი ვერ შეამჩნიეს. ადმირალმა რ. შეერმა, რომელიც ღია ზღვის ფლოტს სარდლობდა, მთელი გრანდ-ფლეტის გამოსვლის შესახებ არაფერი არ იცოდა. მთლიანობაში ინგლისელებმა გერმანელთა წინააღმდეგ 28 სახაზო ხომალდი, 9 სახაზო კრეისერი, 8 ჯავშნოსანი კრეისერი, 26 მსუბუქი კრეისერი და 61 საესკადრო ნაღმოსანი გამოიყვანეს (მთლიანობაში 132 ხომალდი). ინგლისელებმა, თოთქოს გერმანელთა გეგმა მოიპარესო, გადაწყვიტეს მათი ხაფანგში შეტყუება. მათ ადმირალი ბიტტი გერმანელებთან ბრძოლის გასაჩაღებლად და თავის ძირითად ძალებთან შესატყუებლად გაგზავენს.

 სახაზო ხომალდი HMS Iron Duke გრანდ-ფლეტის სათავეში

ბიტტის ესკადრამ, რომელიც 25 კვანძიანი სიჩქარით მოძრაობდა, 14 საათსა და 30 წუთზე, იუტლენდის სანაპიროდან 90 მილის მოშორებით ჰიპპერის შენაერთი შეამჩნია (5 სახაზო კრეისერი). მოწინააღმდეგეთა სახაზო კრეისერები საათზე მეტ ხანს ახორციელებდნენ მიახლოებას, ამ დროს მსუბუქი ძალები ცეცხლს აწარმოებდნენ. და თითქმის ერთდროულად, სრულ სვლით მიმავალმა, 6-მა ინგლისურმა და 5-მა გერმანულმა სახაზო კრეისერებმა 15 საათსა და 48 წუთზე გახსნა ცეცხლი. ამ დროს 4 ინგლისური  სახაზო ხომალდი იმდენად ჩამორჩა, რომ დახმარებას ვერაფრით ახერხებდნენ. ცუდმა კავშირგაბმულობამა და რაზმებს შორის ცუდმა შეთანწყობამ გამოიწვია ის, რომ ინგლისელთა ავანგარდის ძალები გადამწყვეტ მომენტში დაქსაქსულები აღმოჩნდნენ. მაგრამ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ადმირალი ბიტტი თავს საკმაოდ ძლიერად თვლიდა.

გრანდ-ფლეტის სახაზო ხომალდების მეორე ესკადრა. მარცხნიდან მარჯვნივ King George V, Thunderer, Monarch და Conqueror.

ბრძოლა მოწინააღმდეგეების ხომალდებს შორის ცალკეულ შერკინებად დანაწევრდა. სრულიად მოულოდნელად, ინგლისელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ინგლისელთა სახაზო კრეისერები მძიმე არტილერიის დარტყმებს ცუდად აკავებდნენ. გერმანელთა ჭურვები 9-16 კილომეტრის მანძილიდან ადვილად ხვრეტდნენ მათ ჯავშანს და ხომალდის შიგნით ფეთქდებოდნენ. ამის შედეგად ჭურვები და დენთის საწყობები აალდა. ბრძოლის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ჰაერში აიწია ინგლისელთა სახაზო კრეისერი „ინდეფატიგეიბლი“. კიდევ 20 წუთის შემდეგ აფეთქდა მეორე კრეისერი - „ქუინ მერი“. ინგლისელები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ დროს 17,5 კილომეტრის მანძილიდან 4-მა მოახლოებულმა სახაზო ხომალდმა გახსნა ცეცხლი და გერმანელებს 381 მილიმეტრიანი „ჩემოდნები“ დააყარა თავზე.

აფეთქება სახაზო ხომალდ HMS Queen Mary-ზე

ჰიპპერმა სამხრეთით მოუხვია, და გეგმის თანახმად, ინგლისელთა თავის ძირითად ძალებზე გასაყვანად, უკანდახევა დაიწყო. ორი ხომალდის დაღუპვამ ინგლისელებს ბრძოლის დისტანციის გაზრდა აიძულა. 16 საათსა და 30 წუთზე ორივე მხარემ ბრძოლაში საესკადრო ნაღმოსნები ჩართო. ერთი ტორპედო გერმანელთა სახაზო კრეისერ „ზეიდლიცს“ მოხვდა, მაგრამ მას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს. 16 საათსა და 33 წუთზე წინ მიმავალმა ინგლისელთა მსუბუქმა კრეისერმა სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვის ფლოტის ძირითადი ძალები აღმოაჩინა.

ბრძოლის სურათი მკვეთრად შეიცვალა - ახლა უპირატესობა ძალაში გერმანელთა მხარეს იყო. ინგლისელთა სახაზო კრეისერებმა მორიგეობით, ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს უკან მობრუნება. გერმანელთა სახაზო ხომალდების გრძელმა რიგმა, მტრისთვის უკადასახევი გზის გადასაჭრელად, გეზი სრული სვლით დასავლეთისკენ აიღო. ინგლისელებმა ხომალდები მაქსიმალური სვლით ჩრდილოეთისკენ მიმართეს და სასიკვდილო ყულფიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ, ხოლო საესკადრო ნაღმოსნები ისევ ენერგიულად ჩაერთნენ ბრძოლაში. ათობით ტორპედომ ზღვის ზედაპირზე ქაფიანი ზოლი გაავლო და გერმანელთა ხომალდებისკენ გაექანა, რითაც მათ გეზის შეცვლა აიძულა და ქვემეხების სამიზნის არევა გამოიწვია. ამ შეტევამ დიდ ინგლისურ ხომალდებს, საშუალება მისცა განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე მობრუნებულიყვნენ და სიჩქარის უპირატესობის გამოყენებით გერმანელთა ხომალდები უკან მოეტოვებინათ.

ამ დროს გრანდ-ფლეტის მთავარი ძალები ჩრდილოეთით 60 მილის მოშორებით იმყოფებოდა და ექვსი პარალელური საკილვატერო კოლონით გადაადგილდებოდა. სახაზო ხომალდების მოძრაობის კურსის მიმართულებით, წინ, 6 მილის მოშორებით, კრეისერთა ხაზი იყო გაშლილი. გერმანელებს საფრთხის შესახებ ეჭვებიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ინგლისელთა დევნას განაგრძობდნენ. 17 საათსა და 45 წუთზე ძირითადი ძალების მეწინავე რამზები ერთმანეთს შეხვდნენ. ჯავშნოსანი კრეისერები, „დეფენსი“ და „უორიორი“ გერმანულ სახაზო ხომალდებს პირდაპირ შეეჩეხნენ და მყისიერად იქნენ ჩაძირულები. თავის მხრივ ინგლისელთა სახაზო ხომალდების ცეცხლით გერმანელთა მსუბუქი კრეისერი „ვისბადენი“ დაიღუპა. სახაზო კრეისერი „ინვისიბილი“, რომელიც გრანდ-ფლეტის წინ აღმოჩნდა, გერმანული ფლოტის თავმოყრილი ცეცხლის ქვეშ მოყვა და 18 საათსა და 35 წუთზე აფეთქდა და ჩაიძირა. მალევე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი სახაზო ხომალდი „უორსპაიტი“, რომელიც ბაზაზე გაჭირვებით დაბრუნდა. ინგლისელებს ძალებში თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არეულობამ ცალკეული ნაწილების გადაადგილებაში და საკილვატერო კოლონაში სახაზო ხომალდების ნელმა გაშლამ გერმანელებს სიტუაციასთან ადაპტაციისა და არტილერიის გამიზვნის საშუალება მისცა.

ბრძოლა ჩაღდებოდა. გასროლების ალმა ჰორიზონტი დიდ მანძილზე დაფარა. ამ ბრძოლას შემდეგში "გიგანტების ბრძოლა" ტყუილად არ უწოდეს. მაგრამ გერმანელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთლიან „დიდ ფლოტს“ შეეჯახნენ. 18 საათსა და 25 წუთზე გერმანულმა საესკადრო ნაღმოსანმა ჩაძირული ინგლისური ხომალდის მეზღვაურები ამოიყვანა წყლიდან. ტყვეები დაკითხეს და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ გერმანელები, თუ რამდენად დიდ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა.

18 საათსა და 30 წუთზე გრანდ-ფლეტის ესკადრამ, დაასრულა რა საკილვატერო კოლონაში გადაწყობა და გერმანელთა ხომალდების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შებოჭვა, გახსნა კონცენტრირებული ცეცხლი მოწინააღმდეგის მიმართულებით. ძალებში ინგლისელთა აშკარა უპირატესობისა და მათ მიერ დაკავებული შესანიშნავი პოზიციის (გერმანული ფლოტის თავი ნახევარწერეში მოექცა) გათვალისწინებით შეერმა ბრძოლიდან გასვლა და თავის ბაზისკენ გზის გარღვევა გადაწყვიტა.

მყისიერად გერმანულ ხომალდებს გადაეცათ სიგნალი - 180 გრადუსზე „ყველას ერთად“ მოტრიალება. ეს ძალიან რთული მანევრია: ყოველმა საბრძოლო ხომალდმა უნდა განახორციელოს ერთდროული, სინქრონული მოტრიალება და ამავე დროს დარჩეს თავის ადგილას საბრძოლო მწყობრში, მაგრამ ამ დროს მეწინავე ხდება ჩამკეტი, ხოლო ჩამკეტი მწყობრის წინ ექცევა. როგორც შემდეგში ადმირალმა ტირპიცმა დაწერა: „არა მგონია მსოფლიოში გერმანულის გარდა არსებობდეს სხვა ფლოტი, რომელიც შესძლებდა მტრის ცეცხლის ქვეშ ამ ურთულესი მანევრის ასე ზუსტად შესრულებას“. ამ დროისათვის ინგლისელებმა არტილერიის გამიზვნა მოასწრეს, ამიტომ მწყობრის ბოლოში აღმოჩენილმა გერმანელთა სახაზო კრეისერებმა, „ზეიდლიცმა“, „დერფლინგერმა“ და „ლიუტცევემ“ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. ამჯერად გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების სატორპედო იერიშმა ინგლისელთა სამიზნეების არევა გამოიწვია. გერმანელთა ხომალდები საღამოს ბინდს შეეფარნენ. დაღამებამდე კიდევ ორი საათი რჩებოდა. ინგლისელები ამ დროის განმავლობაში მოწინაარმდეგის პოვნასა და მისთვის ბრძოლის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. გერმანელთა ტაქტიკა კიდევ ბრძოლისათვის თავის არიდებაში და სიბნელის დადგომასთან ერთად მტრისგან გასხლტომასა და საკუთარ ბაზებზე მისვლაში მდგომარეობდა.

გერმანული ნაღმოსანი შეტევაში

ინგლისელთა მეთაურობის გადაჭარბებული სიფრთხილიე გერმანელებს საგრძნობლად დაეხმარა. „ყველას ერთად“ მოულოდნელი მოტრიალებით და საკვამლე ფარდის დაყენებით მტერს გამიზვნის საშუალებას არ აძლევდნენ, გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების მიერ განხორციელებული მუდმივი სატორპედო იერიშები ინგლისელებს კურსის შეცვლას აიძულებდნენ და დამიზნების საშუალებას არ აძლევდნენ და ამით შესვენებისთვის დროს იგებდნენ. ამგვარად მოკლე შეტაკებებში გაიარა დღის ბოლო ორმა საათმა.

დადგა საღამო, შემდეგ ღამე და გერმანელებმა მოახერხეს თავისი ძლიერად დაზიანებული ხომალდების ბრძოლის ველიდან გაყვანა. მიახლოებით 23 საათზე შეერი გრანდ-ფლეტის კიჩოსთან გასხლტა და ინგლისელთა საესკადრო ნაღმოსნებთან ბრძოლაში შევიდა. მასიური შეტევა გერმანელთა მსუბუქმა კრეისერებმა მოიგერიეს. თუმცაღა სამი მათგანი - „ფრაუენბოლი“, „როსტოკი“ და „ელბინგი“ ამ ბრძოლას შეეწირა. ინგლისელებმა 5 ნაღმოსანი დაკარგეს. მოგვიანებით, 2 საათსა და 20 წუთზე, ტორპედოს საშუალებით, მაინც მოხერხდა გერმანული ჯავშნოსანის, „პომერანიის“, ჩაძირვა. ინგლისურმა ჯავშნოსანმა კრეისერმა, „ბლეკ პრინსმა“, ორიენტაცია დაკარგა და ღია ზღვის ფლოტის სახაზო ხომალდების მწყობრის ცენტრში აღმოჩნდა, სადაც ის მძიმე ჭურვებით ფაქტიურად ნაფლეთებად აქციეს.

ადგილზე დარჩენილი და სვლადაკარგული გერმანული სახაზო კრეისერები „ლიუტცევი“ და „ზეიდლიცი“  ღამე თავიანთ ბაზაზე მიღწევას შეეცადნენ. ეს მხოლოდ „ზეიდლიცმა“ მოახერხა. როდესაც დილით, „ლიუტცევმა“, ცხვირის განყოფილებაში მოხვედრილი ჭარბი წყლის გამო კიჩო ჰაერში ასწია და მზიდი ხრახნები ჰაერში აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ბრძოლა შეწყვიტა და სხვა გერმანულ საესკადრო ნაღმოსნებზე გადასხდა, ხოლო თვითონ დაზიანებული ხომალდი გერმანელებმა ტორპედოებით ჩაძირეს. 1 ივნისს, დილით, გერმანულმა ფლოტმა ინგლისელები უკან მოიტოვა და ბაზაზე დაბრუნდა, ინგლისელებმაც თავის ბაზას მიაშურეს.

დაზიანებული "ზეიდლიცი" ვილჰელმსჰაფენის დოკებში

ორივე მხრიდან იუტლანდის ბრძოლაში 249 საბრძოლო ხომალდი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის 44 სახაზო ხომალდი და 14 სახაზო კრეისერი. ბრძოლა დიდ მანძილზე ხორციელდებოდა - 18 კილომეტრამდე. მხარეებმა მთლიანობაში  8 ათასი 280-დან 381მმ-დე კალიბრის მძიმე ჭურვი გაისროლეს. ინგლისელებმა 3 სახაზო კრეისერი, 3 ჯავშნოსანი კრეისერი და 8 საესკადრო ნაღმოსანი დაკარგეს. გერმანელებმა ჯავშნოსანი, სახაზო კრეისერი, 4 მსუბუქი კრეისერი და 5 საესკადრო ნაღმოსანი. აქედან 17 ხომალდი არტილერიით, ხოლო 8 ტორპედოებით იქნა განადგურებული. ინგლისელებმა 4598 ჭურვი და 74 ტორპედო გაისროლეს, აქედან მიზანს 100 ჭურვი (2,2%) და 5 ტორპედო მოხვდა. გერმანელებმა 3597 ჭურვი და 109 ტორპედო გაისროლეს, მიზანს 120 (3,3%) ჭურვი და 3 ტორპედო მოხვდა. ინგლისელთა პირად შემადგენლობაში დაღუპილთა რაოდენობამ 6 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო გერმანელთა დანაკარგები 2,5 ათასი კაცი იყო. 800 ინგლისელი და 600 გერმანელი დაჭრილი იყო. გერმანულმა ფლოტმა, რომელიც ინგლისელების ფლოტს საბორტე ზალპში ორჯერ ჩამორჩებოდა (75 ტონა 176 ტონის წინააღმდეგ), მტერს ორჯერ მეტი დანაკარგები მიაყენა.

სამხედრო ისტორიკოსები იუტლენდის ბრძოლას მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს საზღვაო ბრძოლას უწოდებენ. ამგვარი წოდება გამართლებულია ბრძოლაში მონაწილე საბრძოლო ხომალდების რაოდენობითა და იმ სტრატეგიული მნიშვნელობით, რომელსაც რომელიმე მხარე გამარჯვების შედეგად მიიღებდა. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით ბრძოლა უშედეგო გამოდგა, რადგანაც ვერცერთმა მხარემ დასმული ამოცანა ვერ შეასრულა. ინგლისურმა ფლოტმა, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა, მტრის განადგურება ვერ შესძლო, ხოლო გერმანულმა ფლოტმა, რომელსაც ბრძოლის დაწყების მომენტში ჰქონდა უპირატესობა, ვერ გაანადგურა ხაფანგში შეტყუებული ინგლისური ფლოტის ნაწილი.

მოწინააღმდეგეები მოძველებულ, სახაზო ტაქტიკას იყენებდნენ. უშველებელი საკილვატერო კოლონები ბრძოლის საწარმოებლად მოუხერხებელი გამოდგა, ართულებდნენ არტილერიის მასრიებულ გამოყენებას და ესკადრონების მეთაურების ინიციატივას ბოჭავდნენ.

შერკინებამ აჩვენა მსუბუქი ძალების გაზრდილი როლი, მაგრამ მათ სათანადო ორგანიზაცია აკლდათ. პირველად დღის შუქზე ფართო გამოყენება ჰპოვა სატორპედო იერიშებმა, მაგრამ ისენი ცალკეული ტორპედებით, დიდ მანძილებზე ხორციელდებოა.


P.S. სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია წიგნიდან "Все о кораблях. От гребного флота древнего мира до наших дней"

Thursday, June 9, 2016

რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტში საბრძოლო მზადყოფნის ხომალდების კრიზისია


როგოც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის შუიდან 2016 წლის შუამდე, ანუ ორი წლის განმავლობაში, რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის ცხრა ძირითადი წყალსზედა საბრძოლო ხომალდიდან შორეულ ცურვებში ღირსეულ აქტიურ საბრძოლო მორიგეობას მხოლოდ ორი ეწეოდა (22%) - ესენია დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდები "Североморск" და "Вице-адмирал Кулаков". ექვსი დანარჩენი ხომალდი ან რეზერვში იყო ან "ტექნიკური მზადყოფნის აღდგენაზე" იმყოფებოდა და ან ხანგრძლივ რემონტ-მოდერნიზაციას ახორციელებდა. მე-9 ხომალდი - საესკადო ნაღმოსანი "Адмирал Ушаков" საერთოდ არ ექვემდებარება მონიტორინგს, რადგანაც (მასმედიის განცხადებების თანახმად) ზრვაში იშვიათად გადის და ასევე იშვიათად დგას სევერომორსკოეს ნავსადგომზე მდგომი ჟურნალისტების ობიექტივში. როგორც ცნობილია, "Адмирал Ушаков"-მა ბოლოს შორეულ ცურვა 23.08 - 14.09.2005 პერიოდში განახორციელა (ავიამზიდ კრეისერ "Кузнецов"-თან ერთად ატლანტიკის ოკეანეში). ხოალდმა ბოლო 11 წელი ფაქტიურად სანაპირო დაცვაში გაატარა, რაც მისი საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ეჭვებს ბადებს.

დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდი "Вице-адмирал Кулаков" - მზადყოფნაში მყოფი ორი ხომალდიდან ერთერთი

წყარო:

Wednesday, June 1, 2016

აშშ-ს ფლოტი ფინანსურ პრობლემებს განიცდის


აშშ-ს საზღვაო ფლოტის შუალედური შემოწმების ფარგლებში გაირკვა რომ, ექსპულატაციისა და ტექნიკური მომსახურების ბიუჯეტში 848 მილიონი დოლარის "ხვრელია" წარმოშობილი. ამან ამერიკის ფლოტის ხელმძღვანელობა აიძულა შეემცირებინა საფრენოსნო საათები, ოთხ ხომალდსა და წყალქვეშა ნავზე გადაედო სარემონტო სამუშაოები, და ასევე დროებით შეეჩერებინა ერთი საავიამზიდო ჯგუფის და ორი სადესანტო დაჯგუფების ხომალდების ტექმომსახურება.

USS Albany-ს სარემონტო დოკებში შესვლის მომენტი

უკმარისობის თანხა შეიცავს ხომალდების რემონტისა და ტექმომსახურების დამატებით 500 მილიონი დოლარის ხარჯებს, საფრენოსნო მომზადების 255 მილიონს და ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფების საბრძოლო სამსახურზე ყოფნის გახანგრძლივებისთვის საჭირო 91 მილიონ დოლარს.
სახსრების უკმარისობის კომპენსაციის სახით დაგეგმილია საგემბანო ავიაციის 1-ლი ავიაფრთის საბრძოლო მომზადების შეწყვეტა. ავიაფრთას საბრძოლო სამსახური მხოლოდ 2019 წელს მოელის.
აღსანიშნავია რომ 2013 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო ატომური წყალქვეშა ნავი USS Albany-ს (SSN 753) ქარხნული რემონტი. მაგრამ სეკვესტრთან დაკავშირებული არასტაბილურობის გამო რემონტი 2014 წლის იანვრისთვის გადაიდო. რემონტი 28,5 თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი შესრულების ვადები გამუდმებით იწეოდა და ახლა რემონტის დასრულების მოსალოდნელი დრო უკვე 43 თვეს შეადგენს. ამის შედეგად დაკარგული იქნა დიდი დრო, რომელიც ხომალდს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა გაეტარებინა. ამას გარდა წყალქვეშა ნავ  USS Albany-ს გაწელილმა რემონტმა გამოიწვია სხვა ატომური წყალქვეშა ნავის, USS Boise-ს რემონტის შეფერხება. თუ ის რემონტზე არ დადგა მაშინ ამა წლის შემოდგომაზე ზღვაში ვეღარ გავა.
და ბოლოს USS Albany-ს გაუთვალისწინებლად გრძელი რემონტის გამო მისი მეთაური სამსახურიდან წავიდა, ხოლო უფროსმა თანაშემწემ და უფროსმა მექანიკოსმა საჭირო კვალიფიკაცია ვერ მიიღეს და შესაბამისად ვერ დაწინაურდნენ.
იდეალური მდგომარეობა არც საგემბანო ავიაციაშია. Hornet-ების მნიშვნელოვანი ნაწილი არაბრძოლისუნარიანია. დიდი ოპერატიული დატვირთვა, შეფერხებები F-35C-ს მიღებაში და ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიეს ის რომ კმაყოფილდება მხოლოდ რეგიონალური სარდლობის მოთხოვნები. გაუთვალისწინებელი ამოცანების შესასრულებლად დამატებითითი ავიაფრთის გაშლის ვადები ბოლო წლებში 3 თვიდან 6-12 თვემდე გაიზარდა.
ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე კარგად ჩანს რემონტის/ტექმომსახურების მომლოდინე თვითმფრინავებისა და ძრავების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა. მაგალითისთვის, ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის ავიაფრთის ოთხი ესკადრილიის საბრძოლო სამსახურში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზნით სათადარიგო ნაწილები სხვა სამ ესკადრილიას, რომლებიც საბრძოლო მორიგეობაზე არ იმყოფებიან, ჩამოართვეს.

Monday, February 22, 2016

დღის ფოტო - უკანასკნელი სახაზო ხომალდი

1943 წლის 22 თებერვალს მწყობრში ჩადგა სახაზო ხომალდი "Iowa" - იმავე სახელწოდების ოთხ ხომალდიანი სერიის სათაო ხომალდი და მწყობრში მყოფი უკანასკნელი სახაზო ხომალდი. წყალწვა 58 000 ტონა წყალწვის ხომადლი რეზერვში ორჯერჯ იყო გაყვანილი, 1949 და 1958 წლებში. პირველად ის კორეის ომთან დაკავშირებით მწყობრში 1951 წელს დაბრუნდა, ხოლო 1984 წელს რეზერვიდან მისი გამოყვანა პრეზიდენტ რეიგანის პროგრამა "600 ხომალდიანი ფლოტის" რეალიზაციის მიზნით იქნა მოხსნილი.
1990 წელს "Iowa" იკვლავ მოხსნეს ექსპულატაციიდან, მაგრამ დატოვეს ატლანტიკის ოკეანის ფლოტის რეზერვში და სამხეტრო-საზღვაო რეგისტრში. 2012 წელს ხომალდმა უკანასკნელი ცურვა განახორციელა, რომელიც ლოს-ანჟელესში, 7 ივლისს დასრულდა, სადაც ის მუზეუმის სახით იქნა გახსნილი.


Sunday, October 25, 2015

დღის ფოტო – რეიგანის ეპოქის აშშ–ს საზღვაო ფლოტი

1987 წელი – ეგრეთ წოდებული რეიგანის "600 ხომალდიანი" საზღვაო ფლოტის დროინდელი ფოტო. ფოტოზე ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ შემდეგი ხომალდებია განთავსებული:

1–ლი რიგი – USNS Hassayampa (T-AO-145), USS Leftwich (DD-984), USS Hoel (DDG-13)
მე–2 რიგი – USS Kansas City (AOR-3), USS Bunker Hill (CG-52), USS Robert E. Peary (FF-1073) 
მე–3 რიგი – USS Long Beach (CGN-9), USS Ranger (CV-61), USS Missouri (BB-63);
მე–4 რიგი – USS Wichita (AOR-1), USS Gridley (CG-21), USS Curts (FFG-38);
მე–5 რიგი USS Shasta (AE-33), USS John Young (DD-973), USS Buchanan (DDG-14)

Tuesday, September 22, 2015

დღის ფოტო – უბრალოდ სილამაზე

ავსტრალიის სამეფო ფლოტის სადესანტო ხომალდი Canberra



Wednesday, December 3, 2014

დღის ფოტო – NATO–ს ფლოტი სპარსეთის ყურეში

მარცხნიდან მარჯვნივ: ამერიკული CVN-70 "Carl Vinson", ინგლისური ფრეგატი D36 "Defender", ფრანგული ფრეგატი D615 "Jean Bart" და ჩამკეტი კვლავ ამერიკული CG-52 "Bunker Hill" (ფოტო გადიდებადია)

Saturday, October 18, 2014

აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney ბათუმის პორტშია

USS Mount Whitney (LCC/JCC 20) — Blue Ridge-ს ტიპის მეორე სამეთაურო ხომალდი, აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი. მწყობრშია 1971 წლის 16 იანვრიდან. სახელი დაერქვა სიერრა–ნევადას ქედის ყველაზე მაღალი მთის, კალიფორნიის შტატში მდებარე უიტნის (Whitney) საპატივცემულოდ.
მონაწილეობდა ატლანიტიკის ოკეანეში, ხმელთაშუაზღვაში, კარიბის ზღვაში და ინდოეთის ოკეანეში განხორციელებულ ოპერაციებში. 1994 წელს მონაწილეობდა ჰაიტის ოპერაციაში. 2005 წლიდან აშშ–ს მე–6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდია და ბაზირდება იტალიურ პორტ გაეტაში.
2008 წელს იყო NATO–ს პირველი ხომალდი, რომელმაც საქართველოში, ფოთის პორტში, რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა.
2008 წლის 6 ნოემბერს ხმელეთზე მიმდინარე NATO–ს საწინააღმდეგო აქციების გამო ვერ შესძლო სევასტოპოპოლის პორტში შესვლა, მოგვიანებით მაინც შევიდა, მაგრამ ეკიპაჟმა ხმელეთზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა აქციების გამო (სულ 50–80 კაციანი რუსულენოვანი აქცია იყო,ფული გაუმაზა ალბათ ФСБ–ემ).
2011 წლის 19 მარტიდან USS Mount Whitney ხმელთაშუა ზღვაში როგორც სამეთაურო ხომალდი ასრულებს გაეროს მიერ ლიბიის წინააღმდეგ მიღებული № 1973 რეზოლუციის უზრუნველყოფის მისიას.
2014 წლის 4 თებერვალიდან, მე–5 ფლოტის ფრიგატ USS Taylor (FFG 50) ერთად იმყოფებოდა შავ ზღვაში, სოჩის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
11 ოქტომბერს ხომალდმა USS Mount Whitney გაიარა ბოსფორის სრუტე და შავ ზღვაში შემოვიდა. 16 ოქტომბერს ხომადლი ბათუმის პორტში იდგა.

P.S. ფოტოების ხარისხი მოიკოჭლებს, ტელეფონითაა გადაღებული. მოკლედ ადამიანმა ფოტოაპარატი მუდამ თან უნდა იქონიო, სად რას წააწყდები კაციშვილმა არ იცის.

Friday, April 11, 2014

რუსეთი უკრაინას საბრძოლო ხომალდებს უბრუნებს

რუსეთის შავიზღვის ფლოტმა, პარაკსევს, უკრაინისთვის ქვეყნის საზღვაო ძალების პირველი საბრძოლო ხომალდის, სარაკეტო კატერი "Прилуки"–ს გადაცემა დაიწყო – იუწყება РИА Новости რუსეთი შავიზღვის ფლოტის შტაბის წყაროზე დაყრდნობით. 
ყირიმში ამჟამად უკრაინის საზღვაო ძალების 70–მდე საბრძოლო და უზრუნველყოფის ხომალდი დგას.
"რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორმა მცირე ბუქსიმრა უკვე დაიწყეო სარაკეტო კატერის სევასტოპოლის საკარანტინო ყურიდან გაყვანა" – განაუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
სევასტოპოლის ყურის გასასვლელთან სარაკეტო კატერი შავი ზღვის დიდ ბუქსირს გადაეცემა, რომელიც მას ნეიტრალურ წყლებში გაიყვანს, სადაც მას უკრაინული მხარე გადაიბარებს.

ტანკერი "Фастов"–ის ნეიტრალურ წყლებში გაყვანის მომენტი
"დღეს, კიევის დროით 11:40 საათზე, რუსეთის შფ–ის სარეიდო ბუქსირმა РБ-296–მა და საბუქსირო კატერმა БУК-49–ამ ზღვაში გაიყვანეს ტანკერი "Фастов", სადაც მას უკრაინული ბუქსირები უნდა დახვდეს. შფ–ის ბუქსირები ტანკერს ნეიტრალურ წყლებში გაიყვანენ, რადგანაც მისი ტექნიკური მდგომარეობას მას არ აძლევს საშუალებას თავისი სვლით იაროს. შემდეგ უკრაინული ბუქსირები მას ოდესაში გადაიყვანენ" – გამარტა ფლოტის წარმომადგენელმა.

წყარო:

Saturday, March 8, 2014

აშშ–ს ხომალდები ხმელთაშუა და შავ ზღვებში

2014 წლის 8 იანვარი – ფრეგატი USS Taylor (FFG-50) თურქეთის ნაპირებთან  (წყარო – USS Taylor Runs Aground While Mooring in Turkey)

დღევანდელი მდგომარეობით შავ ზღვაში აშშ–ს შემდეგი ხომალდები იმყოფება:
  1. ოლიმპიური თამაშების დაყწებასთან დაკავშირებით ადრე შავ ზღვაშ შემოსული იყო – ფრეგატი USS Taylor (FFG-50). ამჟამად თურქეთში, სამსონის პორტში იმყოფება.
  2. სადესანტო სამეთაურო USS Mount Whitney (LCC-20), ასევე თურქეთში.
  3. USS Truxtun (DDG 103) – ახლა შემოდის და ბულგარეთისკენ მიემართება.
USS Mount Whitney (LCC-20) შავ ზღვაში

წყარო:
ხმელთაშუა ზღვაში ამჟამად აშშ–ს მე–6 ფლოტის სხვა ხომალდებიც იმყოფებიან – ავიამზიდი USS George HW Bush, ნაღმოსანი USS Roosevelt და სარაკეტო კრეისერი USS Philippine Sea (CG-58) (ამ ხომალდების შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა).

P.S. ასევე აღსაბიშნავია რომ ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა რაიონებში ამჟამად სხვა ამერიკული ხომალდები დაცურავენ და მთელ რიგ სამხედრო სწავლებებში ღებულობენ ამ მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არის ასევე Bataan Amphibious Ready Group (BATARG) და 22nd Marine Expeditionary Unit (MEU), რომელიც მთლიანობაში 4000 მეზღვაურსა და საზღვაო ქვეითს ითვლის.

2014 წლის 8 თებერავლი – სადესანტო ხომალდი USS Bataan (LHD–5) ნორფლოკის ბაზიდან გასვლის მომენტში (წყარო – Bataan Amphibious Ready Group Deploys)

Friday, August 30, 2013

ამერიკის საზღვაო ძალები – დაბრუნება წარსულში

ფრეგატი LCS–1 "Freedom" შეღებვამდე.............
ამერიკის საზღვაო ძალების კუთვნილი LCS კლასის პირველი ფრეგატი LCS–1 "Freedom", რომელიც სინგაპურში ბაზირდება, მე–2 მსოფლიო ომის ფერებშია შეღებილი:

..........და შეღებვის შემდეგ
და ახალი კამუფლიაჟი 

ახალი შეფერილობა როგორც ჩანს სხვა ხომალდებზეც იქნება გამოყენებული. ქვემოთ გამოსახულია LCS-3 USS "Fort Worth", რომელიც ძველი კამუფლიაჟის თანამედროვე ვარიაციაშია შეღებილი