Showing posts with label ყირიმი. Show all posts
Showing posts with label ყირიმი. Show all posts

Tuesday, June 18, 2019

ამერიკული ბომბდამშენი ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან


აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს 40 მილში მიუახლოვდა. სადაც მისთვის გზის გადასაჭრელად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-27 იქნა აწეული.



როგორც ცნობილია გუშინ, 17 ივნისს, 2 ამერიკული ბომბდამშენები, სახმისით Hodor 51 და Hodor 52, რუმინეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სწავლება "Saber Guardian"-ში იყვნენ ჩართულები. სწავლების მსვლელობისას Hodor 52-მა დატოვა რუმინეთის საჰაერო ისვრცე და ყირიმის ნახევარკუნძულისკენ გაემართა. ბომბდამშენს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ დაუტოვებია, მაგრამ კრიტიკულად ახლოს მიფრინდა ეგრეთ წოდებულ "რუსეთის საზღვართან". ბომბდამშენი სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების გაშვების პროფილით მიფრინავდა.


წყარო - 360°Radar

Friday, November 30, 2018

17 რუსული გამანადგურებელი ბრიტანული ხომალდის თავზე


რუსული გამანადგურებლები შავ ზღვაში ცდილობდნენ ბრიტანული, HMS Duncan-ის ტიპის, საესკადრო ნაღმოსნის დაშინებას. როგორც რესურსი Daily Mail იუწყება, ინცინდენტს ამა წლის მაისში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ტელეარხმა Channel 5-მა, ამის შესახებ სიუჟეტი გადაიღო.
 

როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი NATO-ს ძალების შემადგენლობაში, ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრციდან მისი მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები იქნა აწეული.

უცნობია რამდენ ხანს ტრიალებდნენ ბრიტანული ხომალდის თავზე რუსული გამანადგურებლები და გამანადგურებელ-ბომბდამშენები. მაგრამ მცირე მანძილის გამო საესკადრო ნაღმოსანის ეკიპაჟი იძულებული იყო რუსი პილოტებისთვის გაფრთხილება გადაეცათ: "საესკადრო ნაღმოსანი ძალიან მძლავრ რადარს იყენებს, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავის ელექტრონიკა დააზიანოს და ის ზღვაში ჩამოვარდება".

სიუჟეტში ასევე ჩანს რომ, რუსმა პილოტმა, ავიაბაზაზე დაბრუნებამდე, ხომალდს შეტყობინება, "წარმატებები ბიჭებო" (სიტყვა სიტყვით  "Good luck, guys"), გაუგზავნა. ამასთან ეკიპაჟის წევრის განცხადების თანახმად, ხომალდზე 48 ცალი საბრძოლველად გამზადებული საზენიტო რაკეტაა და საჭიროების შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩებოდათ.

როგორც მეთაურმა მაიკლ ატლიმ (Mike Utley) აღნიშნა, HMS Duncan ბოლო 25 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ხომალდია, რომელზეც ასეთი მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის (Gavin Williamson), განცხადების თანახმად, ეს ინცინდენტი "თავხედურ მტრულ გამოხტომად" დახასიათთდა, მან ასევე უმაღლესად შეაფასა ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის წევრების მუშაობა.

Monday, May 12, 2014

უკრაინული МиГ-29–ები სატვირთოებით გადააქვთ

ყირიმში, რეგიონის რუსების მიერ ანექსიის შემდეგ, ბელბეკის აეროდრომზე განთავსებული, არამუშა მდგომარეობაში მყოფი უკრაინული ავიაციის კუთვნილი МиГ-29–ები უკრაინელებს უნაგირა გამწეებით გადააქვთ.
გამანადგურებლების ახალი დისლოკაციის ადგილი, ქალაქ ნიკოლაევსკოესთან მდებარე კულბაკინოს ავიაბაზა იქნება.

Tuesday, March 11, 2014

დღის ფოტო – მწვანე ჯარისკაცუნები

ყირიმი, უცნობი პლანეტიდან მოსული მწვანე ჯარისკაცუნები (ფოტო გადიდებადია)