Showing posts with label ნავთობი. Show all posts
Showing posts with label ნავთობი. Show all posts

Saturday, October 12, 2019

დაზიანებული ირანული ტანკერი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 

დაზიანებული ირანული ტანკერის, Sabiti-ს, პირველი ფოტოები. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტანკერს წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის პორტ ჯიდადან 60 მილში ორი რაკეტა ესროლეს. პირადად რასაც ვუყურებ საერთოდ არ ჰგავს რაკეტის მიერ მიყენებულ დაზიანებას (იერიშის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - სარაკეტო იერიში ირანის საზღვაო ტანკერეზე)


Friday, October 11, 2019

სარაკეტო იერიში ირანის საზღვაო ტანკერეზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 


მასმედიაში გავრცელებული ცნობებეის თანახმად, ჯიდასთან მცურავი ირანის ტანკერზე მომხდარი აფეთქების მიზეზად სარაკეტო დარტყმა დასახელდა.

ირანის საზღვაო ტანკერზე მომხდარი ორი აფეტქება სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. ტანკერი საუდის არაბეთის სანაპიროსთან, პორტ ჯიდას, მახლობლად ცურავდა. ამის შესახებ სააგენტო Tasnim-მა ირანის ეროვნულინავთობ კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა.

სააგენტოს თანახმად, აფეთქებებს ადგილობრივი დროით 05:00 და 05:20 საათზე ჰქონდა ადგილი.


ხომალდი ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიას ეკუთვნის. აფეთქების შედეგად დაზიანდა ორი ნავთობ რეზერვუარი, რის შედეგადაც ნავთობი წითელ ზღვაში მოხვდა. ეკიპაჟიდან არავინ დაზიანებულა.

Thursday, September 19, 2019

რა იცავდა საუდელების ნავთობქარხანებს ჰაერიდან და რატო ვერ დაიცვა?

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


საუდელების ბავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშის შესააებ ბევრი დაიწერა. თემატური სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:

იერიშში ირანმა 18 უპილოტო და 7 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. მიზანს მხოლოდ სამმა ფრთოსანმა რაკეტამ ვერ მიაღწია.


საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაზე იმყოფება ისეთი თანამედროვე ამერიკული ჰსთ კომპლექსი, როგორიცაა Patriot. აღნიშნულმა სისტემებმა მთელი რიგირ მიზეზების გამო ვერ მოახდინეს სათანადო რეაგირება. პირველ რიგში დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეებზე რეაგირებისთვის დრო ნაკლები იყო, მეორე და არანაკლებ მნშნელოვანი - სისტემები საპირისპირო მხარეს იყურებოდნენ (ასე განაცხადეს ამერიკელებმა). როგორც ცნობილია Patriot-ის სისტემების რადარი უძრავია და მხოლოდ 120 გრადუსს ფარავს, შესაბამისად ირანმა მათი ხედვის მკვდარი ზონები გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ქვედა სქემაზე მოყვანილია Patriot-ების განლაგების ცნობილი პოზიციები - თვითონ მათ შორისაც აუარება ღრიჭოებია დატოვებული (წრეები მათი მოქმედების რადიუსია)

სქემა რომელზეც ჩანს Patriot-ების სამუშაო სექტორები - ლურჯად და შავად მათი 120 გრადუსიანი კონტროლის არეებია ასახული, წითლად სავარაუდო თავდასხმის მიმართულება იემენიდან, ხოლო მწვანედ ის დერეფანი რომელიც ირანმა იერიშისთვის გამოიყენა (როგორც ვხედავთ ირანის დაზვერვამ იდეალურად იმუშავა)


თუმცაღა Patriot-ების გარდა ქარხნებს სხვა ჰსთ კომპლექსებიც იცავდა. კერძოდ აბქაიქის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვისთვის ეყენა
  • Crotal-ის ორი გამშვები და 1 რადიოლოკაციური სადგური
  • 2 ცალი 35 მილიმეტრიანი Skyguard (Skyguard-ის კიდევ 2-3 პოზიცია ცარიელია) 


თვითონ კომპლექსები - ცოტა არ იყოს და რატო არ მოხდა სათანადო რეაგირება ჩემთვის გაუგებარია
 

Monday, September 16, 2019

საუდელების ნავთობ საწარმოზე იერიშის შედეგები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


ამერიკელებმა Digital Globe-ს ფოტოები გაავრცელეს, რომელზეც ჰუსიტების მიერ 13 სექტემბერს, საუდელთა ნავთობბაზებზე თავდასხმის შედეგებია ასახული.

პირველ ორ ფოტოზე აბკაიკში მდებარე საუდელთა ნავთობის დასტაბილურების ქარხანაა ასახული, შემდეგ სამზე ხურაისის საწარმოოს დაზიანებებს ვხედავთ. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხვედრების სიზუსტე იდეალურია. ამას გარდა საინტერესოა რითი იქნა დახვრეტილი ეს დიდი ავზები - ხანძრისა და აფეთქების კვალი არ შეიმჩნევა.

თავდასხმაში უკვე აშკარად ადანაშაულებენ ირანს. ასევე ვრცელდება ფრთოსანი რაკეტების ნარჩენების ფოტოებიც, რომელიც ძალიან გავს ირანულ Quds-ის ტიპის რაკეტებს

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აბკაიკი - 17 მოხვედრა

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხურაისი - 2 მოხვედრა