სირიისა და ერაყის საჰაერო სივრცეში მფრენი აშშ-ს ფლოტის F/A-18E Super Hornet. გამანადგურებელი საკმაოდ საინტერესო საბრძოლო დატვირთვითაა აღჭურვილი - 4 ცალი AIM-120C, 2 ცალი AIM-9X და ყოველი შემთხვევისთვის 2 ცალი GBU-54 LJDAM (გამანადგურებელზე ასევე აყენია დაზვერვისა და დამიზნების კონტეინერი Litening და დამატებითი საწვავის ავზი) - როგორც ჩანს რუსების ავიაციასთან შეხვედრის შანსი უფრო დიდია ვიდრე სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენისა.
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label AIM-120C7. Show all posts
Showing posts with label AIM-120C7. Show all posts
Wednesday, June 12, 2019
Saturday, May 4, 2019
იარაღის ახალი საცავი F-35-ის რაკეტების რაოდენობას 50%-ით გაზრდის
იარაღის ახალი საცავი, სახელწოდებით "Sidekick", სტელს გამანადგურებელში ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ექვსამდე გაზრდის და ამით გამანადგურებლის რადარებზე შემჩნევადობას არ გააუარესებს.
F-35-ის მწარმოებელი Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი იარაღის ახალი შიდა საცავი, თუ ის რა თქმა უნდა როდესმე მიოხვდება სერიულ მანქანებზე, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ოთხიდან ექვსამდე გაზრდის. ახალ სისტემას "Sidekick" ეწოდება.
დაბალი შემჩნევადობის F-22 Raptor და F-35 Joint Strike Fighter აკურატულად დამზადებული კორპუსი აქვს, რაც რადარზე მის შემჩნევადობას ამცირებს. მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს რადარზე დატოვებული კვალი. ეს თავის მხრივ ქმნის პრობლემას - საჰაერო ძალებს არ შეუძლიათ დაკიდონ დამატებითი რაკეტები, ბომბები და საწვავის ავზები გარეთა პილონებზე და იძულებულები არიან ეს ყველაფერი ფიუზელაჟის შიგნით დამალონ.
ეს ზღუდავს იმ იარაღის რაოდენობას რომელსაც თვითმფრინავი გამოიყენებს ისეთი ქვეყნების ჰსთ-სა და გამანადგურებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.
F-35-ის ერთ-ერთ სუსტ მხარედ მის შიდა საცავებშო ჩატევადი რაკეტების მცირე რაოდენობაა. მას მხოლოდ 4 ცალი AIM-120 AMRAAM-ის ტიპის რაკეტის წაღება შეუძლია. ეს წინა თაობის გამანადგურებლებთან შედარებით, რომლებსაც 8 რაკეტის ტარება შეუძლიათ, უკან გადადგმული ნაბიჯია.
რა თქმა უნდა F-35-ს გარეთა პილონებზე შეუძლია ატარაოს შეიარაღება - რისი დემონსტრაციაც ბოლო დღეებში ერაყში განხორციელებული საბრძოლო გაფრენის დროს მოხდა, როდესაც გარეთა პილონებზე გამანადგურებელს 2 ცალი AIM-9X Sidewinder ჰქონდა დაკიდებული (ამას გარდა გამანადგურებელს ბორტზე ლიუნგბერგის ლინზებიც ეყენა), მაგრამ ამ შემთხვევაში გამანადგურებელს მტრის ჰსთ ზონის გადალახვა არ უწევდა და ამიტომ გარედან დაკიდებული რაკეტები პრობლემას არ წარმოადგენდა.
F-35A-ს პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს საბრძოლო ნათლობა
როგორც ჟურნალი Seapower-ი იტყობინება, კომპანია Lockheed Martin-მა შეიმუშავა იარაღის ახალი სამაგრი - Sidekick, რომელიც საცავში ორის ნაცვლად მესამე რაკეტის დამაგრების საშუალებას იძლევა და მთლიანობაში, საჰაერო ძალების F-35A და საზღვაო ძალების F-35C-ში, AMRAAM-ების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე იზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ F-35B-ზე მსგავსი საცავის დაყენება შეუძლებელია - მისი ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ძალური დანადგარი დიდ ადგილს იკავებს და საცავის გადაკეთებას შეუძლებელს ხდის.
"Sidekick" კომპანია Lockheed Martin-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ჯერ არაა გადაწყვეტილი მისი სერიულ გამანადგურებლებზე დაყენება, მაგრამ როგორ Aviation Week & Space Technology იუწყება, ამერიკის სამხედრო უწყება და მწარმოებელი Lockheed Martin, გამანადგურებელ F-35-ის უახლესი ვარიანტის - Block-4-ის კონფიგურაციაზე მუშაობენ და არაა გამორიცხული რომ იარაღის ახალის აცავი გაუმჯობესებათა სიაში მოხვდეს.
F-35 Block-4-ის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35 Block 4 - აშშ-ს გამანადგურებლის სრულყოფილი მოდერნიზაცია
P.S. ჩემი მხრიდან დავძენ - რაკეტების რაოდენობის 50%-ით გაზრდა ეს არაა მარტივი საქმე და "Sidekick" ან რამე მსგავსი ადრე თუ გვიან ამ გამანადგურებელზე აუცილებლად გამოჩნდება.
Wednesday, December 10, 2014
AIM-120C7–ის წარმატებული გამოცდები არქტიკული პირობებში
2014 წლის 8 დეკემბერი, შვედეთი, ვიდსელის საგამოცდო პოლიგონი – ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს კომპანია Raytheon–ის AMRAAM (Advanced Medium Range Air-to-Air Missile) AIM-120C7–ის 5 საცდელი გაშვება. სროლები სექტემბერში დაწყებული სწავლება "თორის უროს" (Thor's Hammer) ფარგლებში განხორციელდა.
თითო AMRAAM გაშვებული იქნა გამანადგურებელ F-16 და F/A-18, ხოლო ხმელეთიდან განხორციელდა სამი NASAMS (National Advanced Surface-to-Air Missile System) რაკეტის გაშვება. ხუთივე რაკეტამ მიზანს მიაღწია, განადგურებული იქნა სხვადასხვა ტიპისა და პროფილის საჰაერო სამიზნეები. აქედან ნორვეგიამ განახორციელა ერთი ცალი AIM-120C7 რაკეტის გაშვება NASAMS–ის კომპლექსიდან, ფინეთმა ასევე სახმელეთო ბაზირების NASAMS–იდან ორი ცალი AIM-120C7 გაუშვა, ხოლო შვეიცარიამ და თურქეთმა შესაბამისად F-18–დან და F-16–დან განახორციელეს საჰაერო სროლები.
შვედეთმა სწავლება "თორის უროს" ფარგლებში საჰაერო ბაზირების ერთი ცალი AMRAAM AIM-120C7 გაუშვა
ნორვეგიამ სწავლება "თორის უროს" ფარგლებში სახმელეთო ბაზირების, თვითმავალი NASAMS–იდან ერთი ცალი AIM-120C7 გაუშვა
ფინეთმა სწავლება "თორის უროს" ფარგლებში სახმელეთო ბაზირების, კონტეინერული NASAMS–იდან ორი ცალი AIM-120C7 გაუშვა


წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)






