Showing posts with label ახალი თაობა. Show all posts
Showing posts with label ახალი თაობა. Show all posts

Wednesday, October 21, 2020

Chinese next-gen MBT

Chinese next-gen MBT that is currently under development. We haven't enought information about this program. Only few screenshots from videos and some very general outlines from Chinese media. According this information NGMBT probably will by operated by two crew members and equpied with remote-controlled turret.

An experimental stand for the crew compartment of a new generation Chinese MBT. The Chinese NGMBT is likely to be operated by two crew members. To the left is the driver's seat, to the right is the gunner's/commander's seat.



Probably a dynamic stand for the chassis of a Chinese NGMBT with the seven road wheels


Screenshots from a corporate video by China NORINCO (North Vehicle Research Institute) – China's premier developer of armored vehicles. Of interest are possible glimpses of a new platform under development.

Chinese "Armored Vehicle Magazine" in 2019, presented  the likely look of PLA's NGMBT. Tank is equipped with unmanned turret and operated by two crew member.


Source - 我国第四代主战坦克设计曝光,无人炮塔,双人制车组

Thursday, October 17, 2019

აშშ-ს არმიის ახალი თაობის შაშხანის ბოლო მონაწილის წარდგენა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ვაშინგტონში გამართულ სამხედრო გამოფენა AUSA 2019-ზე, General Dynamics Ordnance და Tactical Systems Inc. (GD-OTS)-ის კონსორციუმმა კონკურს NGSW-ს ფარგლებში შექმნილი შაშხანა წარმოადგინა. როგორც ცნობილია კონკურსის დასკვნით ეტაპზე შემდეგი სამი კომპანია გადავიდა:
  • AAI Corporation-Textron Systems
  • General Dynamics Ordnance და Tactical Systems Inc. (GD-OTS)-ის კონსორციუმი
  • Sig Sauer Inc.
Sig Sauer-ისა და Textron-ის შემოთავაზებები ერთი წინა თვეებში იქნა წარდგენილი, ამის შესახებს ინფორმაცია იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
საშხანის ვიდეო რგოლი - უკუცემა მაინცა და მაიანც არ შეიმჩნევა

General Dynamics Ordnance და Tactical Systems Inc. (GD-OTS)-ის კონსორციუმის მიერ AUSA 2019-ზე წარდგენილი ბულპაპის სქემის შაშხანა


ონკურსის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Saturday, September 14, 2019

Textron NGSW პირველი პროტოტიპები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


აშშ-ს არმიის მომავლის შაშხანის პროგრამა NGSW-ში მონაწილე AAI / Textron-ის ავტშაშხანისა და ტყვიამფრქვევის პირველი ფოტოები გავრცელდა. NGSW-Rifle და NGSW-Automatic Rifle ფორტ ბენინგში, 10-12 სექტემბერს მიმდინარე ყოველწლიური კონფერენციის დროს იქნა წარმოდგენიული.

Textron-ის მიერ წარმოდგენილი იქნა NGSW-ს ორივე ნიმუში - ფოტოზე მარცხნივ შაშხანაა, ხოლო მარჯვნივ მსუბუქი ტყვიამფრქვევი. ორივე იარაღი 6,8 მმ-იან, პოლიმერის კორპუსში შსერულებულ ტელესკოპურ ვაზნებს მოიხმარს. შეიარაღების სისტემის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი, მაგრამ ვიზუალის მიხედვით კომპანიამ LSAT-ზე დაფუძნებული ახალი იარაღი წარადგინა.


აშშ-ს არმიის მომავლის იარაღის პროგრამის, NGSW-ეს, შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები მოყვანილ ბმულებზე იხილეთ:

Saturday, September 7, 2019

აშშ-ს არმა მომავლის შაშხანისთვის ვაზნას ირჩევს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს არმიის მომავლის შაშხანის პროგრამა NGSW-ში მონაწილე Dynamics Ordnance და Tactical Systems-ის კონსორციუმმა (მათთან ასევე თანამშრომლობს კომპანია Beretta Defense Technologies), თავისი შაშხანისთვის კომპანია True Velocity-ს 6.8 მილიმეტრიანი კომპოზიტური ვაზნა აირჩია.


NGSW-ს პროგრამის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

True Velocity-ს მიერ დაპატენტებული კომპოზიტური 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, ტრადიციულ თითბერის ვანზებთან შედარებით მომხმარებელს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური და საექსპულატაციო უპირატესობებით. ახალი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ლულიდან გამომავალი ენერგიის ზრდა, ვაზნის წონის შემცირებას და სიზუსტის ზრდას.

True Velocity-ს ვაზნისა და General Dynamics OTS-ის იარაღის სისტემის კომბინაცია წარმოადგენს თანამედროვე იარაღის სისტემას, რომელსაც შეუძლია დიდ მანძილზე, უკუცემის მცირე იმპულსით, საგრძნობლად გაუმჯობესებული ბალისტიკით გააუმჯობესოს ჯარისკაცის მუშაობის ეფექტურობა.

Wednesday, September 4, 2019

აშშ-ს არმიის მომავლის შეიარაღების კონკურსი დასკვნით ეტაპზე გადავიდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

როგორც ცნობილია ერთი წლის აშშ-ს არმიამ ახალი შაშხანის შესაძენად კონკურსი წამოიწყო. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

"Federal Business Opportunities" ოციფიალურ ვებგვერდზე განთავსებული რელიზის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით მომავლის შაშხანის პროგრამის (Next Generation Squad Weapon) ფარგლებში სამი მომწოდებელია შეჩეული. ესენია:
  • AAI Corporation-Textron Systems
  • General Dynamics Ordnance და Tactical Systems Inc. (GD-OTS)-ის კონსორციუმი
  • Sig Sauer Inc.

Sig Sauer-ის პროტოტიპები - მარცხნივ NGSW-AR, მარჯვნივ NGSW-R

AAI Corporation-Textron Systems-ის პროტოტიპები - მარცხნივ NGSW-R, მარჯვნივ NGSW-AR. ქვედა ფოტოზე NGSW-AR-ს ორი ვარიანტი

აშშ-ს არმია NGSW-ს ფარგლებში ქვეითი შენაერთბისთვის ახლო ბრძოლის იარაღის ორ ვერსიას ქმნის, ესენია - მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-Auto Rifle (NGSW-AR), რომელმაც M249 (SAW) უნდა შესცვალოს და შაშხანა NGSW-Rifle (NGSW-R) რომელმაც თავის მხრივ M4 უნდა ჩაანაცვლოს.

"ეს OTA-ას (Other Transaction Agreement) პროტოტიპები, რომლებმაც უნდა გაზარდონ ეფექტურობა, იქნება Squad Weapons Next Generation-ის (NGSW) ორი ვარიანტი და ორივე ვარიანტისთვის საერთო 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, რომელიც ორივე ვარიანტისთვის" - ნათქვამია FBO-ს განცხადებაში.

OTA-ს პროტოტიპების ხელშეკრულებები 29 აგვისტოს გაფორმდა, ამ იარაღების საექსპულატაციო ვადა 8 წელს უნდ აგაუტოლდეს, ხოლო თვითონ იარაღისა და ვაზნების მიწოდება მომდევნო 27 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში ყველა მწარმოებელმა უნდა წარადგინოს 53 ცალი NGSW-R, 43 ცალი NGSW-AR, 845 000 ცალი 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, სათადარიგო ნაწილები, საგამოცდო ლულები, ხელსაწყოები, სენსორები, საკუთნო, ტექნიკური უზრურნველყოფა და პროტოტიპების იტერატიული შემუშავება.

პროგრამა NGSW-ს ფარგლებში იარაღი უნდა აღიჭურვოს რთული ტექნოლოგიებით, ისეთებით, როგორებიცაა - ბალისტიკური გამომთვლელები, დამიზნების და დაკვირვების ინტელექტუალური შესაძლებლობები, უკაბელო კავშირიო და კამერებზე დაფუძნებული გაფართოებული შესაძლებლობები.  მათი შვენება 2021 ან 2022 წელსაა დაგეგმილი.

როგორც ელიან, არმია გამარჯვებული კომპანიისგან, 250 000 ცალი NGSW-R და NGSW-AR და 150 მილიონამდე 6,8 მილიმეტრის ვაზნებს შეიძენს.



Tuesday, September 3, 2019

აშშ-ს არმიის მომავლის შაშხანის კონკურსის ახალი მონაწილე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................



აშშ-ს არმის ახალი თაობის ავტომატური შაშხანის კონკურსის შესახებ ბლოგზე არაერთი სტატია დაიწერა, რომელთა წაკითხვაც შემდეგ ბმულზებზეა შესაძლებელი:

Cobalt Kinetics-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელში იუწყება, რომ კომპანია MARS Inc.-თან ერთად აშშ-ს არმიის პროგრამა NGSW-ში (Next Generation Squad Weapons) მონაწილეობისთვის ახალი შაშხანა (NGSW-R), მსუბუქი ტყვიამფრქვევი (NGSW-AR) და 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა წარადგინა. არმიის პროგრამის მიზანია M4/M16 ტიპის შაშხანებისა და ტყვიამფრქვევ  M249 SAW LMG-ის შესაცვლელად ახალი შეიარაღების და ვაზნების შექმნა, რომლებმაც მახასიათებლების გაუჯობესება უნდა უზრუნველყონ.

თვითონ 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა 140 გრამიან ტყვიას 975,36 მ/წმ სიჩქარით ისვრის. შაშხანაცა და ტყვიამფრქვევიც 20 ვაზნიანი მჭიდებით იკვებება, თუმცა შესაძლებელია 70 ვაზნიანი დოლურა მჭიდის დაყენებაც.



 შაშხანა COBALT KINETICS NGSW-R
მსუბუქი ტყვიამფრქვევი COBALT KINETICS NGSW-AR

მარცხნიდან მარჯვნივ - 5,56x45 mm NATO, 7,62x51 mm NATO და Magnum-ის ახალი, 6,8 მილიმეტრიანი მოკლე გასროლა. ახალი ვაზნა გამოიყურება და მუშაობს როგორც .270 WSM


Wednesday, May 22, 2019

Textron Systems-მა აშშ-ს არმიას ახალი თაობის ავტომატური იარაღი გადასცა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

კომპანია Textron Systems-ის ტელესკოპური 6,5 მილიმეტრიანი ვაზნების მქონე მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-AR


25 მარტს, კომპანია Textron Systems-მა აშშ-ს არმიის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სარდლობასა (U.S. Army Combat Capabilities Development Command - CCDC) და ცეცხლსასროლი იარაღის პროგრამებისა და შეიაღაღების გაერთიანებულ სამსახურს (Armaments Center and Joint Services Small Arms Program - JSSAP) ახალი თაობის ავტომატური ცეცხლსაროლი სისტემის სადემონსტრაციო ნიმუში გადასცა. ავტომატური შაშხანის პროტოტიპი, რომელიც გამოცდილ ტელესკოპურ (Cased-Telescoped - CT) ტექნოლოგიას ეფუძნება, Textron Systems-ის მიერ წარსადგენი ხუთი სადემონსტრაციო პროტოტიპიდან პირველია.

წყარო - TEXTRON SYSTEMS DELIVERS NEXT-GENERATION SQUAD WEAPON TECHNOLOGY DEMONSTRATOR

Textron Systems-ის მიერ შეთავაზებული ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღი აშშ-ს მომავლის ჯარისკაცის პროგრამაში ღებულობს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში შეიარაღებაზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესაცვლელად პროექტი NGSW იქნა წამოწყებული. ახალი იარაღი გაცილებით მსუბუქი და ეფექტური უნდა იყოს - მას უნდა შეეძლოს გაზრდილ დისტანციაზე მუშაობა და ამავდროულად როგორც საბრძოლო მარაგის, ასევე თვითონ კომპლექსის შემცირებული წონით უნდა ხასიათდებოდეს.

პროექტ NGSW-ს შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Tuesday, October 9, 2018

აშშ-ს არმიამ 6,8 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღის კონკურსი წამოიწყო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფრომაციიდან ხდება ცნობილი, ამა წლის 4 ოქტომბერს, აშშ-ს არმიამ, კონკურსის საფუძველზე, პერსპექტიული 6,8 მილიმეტრიანი ირაღის შექმნაზე წინასწარი დავალება (ეგრეთ წოდებული Рrototype opportunity notice - PON) გამოაქვეყნა. პროგრამამ, სახელწოდებით Next Generation Squad Weapons (NGSW), 2025 წლისთვის, აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე მყოფი 5,56 მილიმეტრი კალიბრის ცეცხლსასროლი სისტემები უნდა ჩაანაცვლოს.

კომპანია SIG-ის მიერ წარმოდგენილი NGSW-R და NGSW-AR (ბოლო ჯერ-ჯერობით .338 კალიბრშია, თუმცა კომპანიის განცხადების თანახმად, 6,8 მილიმეტრიან ვარიანტზეც მუშაობენ).

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ავტომატური შაშხანა NGSW-R-ისა (5,56 მილიმეტრიანი М4-ის შესაცვლელად) და მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-AR-ის (5,56 მილიმეტრიანი М249-ის შესაცვლელად) პროტოტიპების შექმნა. მონაწილე კომპანიებმა ხელშეკრულების მიღებიდან, 27 თვის განმავლობაში, არმიას უნდა წარუდგინონ NGSW-R-ისა და NGSW-AR-ის 50 პროტოტიპი და 6,8 მმ კალიბრის 850 ცალი ვაზნა. დაინტერესებულმა კომპანიებმა თავისი შეთავაზებები 7 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ.

აღნიშნული "წინასწარი დავალება" როგორ ჩანს აუქმებს 2018 წლის 25 ივნისს მთელი რიგი კომპანიებისთვის გაცემულ წინასახელშეკრულებო შეთანხმებებს  (Оther transaction agreement - OTA), რომლის თანახმადაც მათ, პროგრამა Next Generation Squad Automatic Rifle-ს (NGSAR) ფარგლენბში ცეცხლსასროლი იარაღის პროტოტიპები უნდა შეექმნათ. მაშინ OTA გაცემული იქნა შემდეგ ექვს კომპანიაზე AAI Corporation (შედის Textron Systems-ის შემადგენლობაში), FN America (ორი ОТА), General Dynamics-OTS, PCP Tactical და SIG Sauer.

NGSW-ს სისტემის იარაღის კალიბრისთვის განკუთვნილ, 6,8 მილიმეტრიან ვაზნაზე დღემდე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია. უცნობია იქნება ეს .280 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მანამდე ამერიკული არმია რამდენჯერმე განიხილავდა, თუ სრულიად ახალი სტანდარტის ვაზნას მიიღებენ შეიარაღებაზე.

ცნობილია რომ, 2017 წელს, აშშ-ს ამირამ დაასრულა პროგრამა სახელწოდებით Small Arms Ammunition Configuration (SAAC), რომლის ფარგლებშიც სავარაუდოდ შექიმნა და დაიხვეწა ახალი ვაზნა. NGSW-ს პროგრამაისთვის დაგზავნილ PON-ში, წარმოსადგენი იარაღებისთვის "მთავრობის მიერ წარმოდგენილი" ვაზნა, სახელწოდებით XM1186 ფიგურირებს, რომელიც კომპანიებმა ახალი საბრძოლო ვაზნის საფუძვლად უნდა გამოიყენონ. ახალი ვაზნა "ბრძოლის და საბრძოლო მომზადების ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს". ასევე ნახსენებია გაზრდილი ბალისტიკის ვაზნა და სასწავლო ვაზნა XM1194.

კომპანია SIG-ის მიერ წარმოდგენილი ახალი, 6,8 მილიმეტრიანი, 20%-ით მსუბუქი ვაზნა


წყარო: